„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 340030000.10.003.021453
433
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
340030000.10.003.021453
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №433

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და  მათი გაცემის  წესის  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172)  შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული  სერტიფიკატების  ფორმებისა და მათი გაცემის წესის“:

1. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, ასევე საბაჟო ორგანოს საწყობი ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილი, სადაც კონტროლის ობიექტების მიმართ ხორციელდება ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი;“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრულ კონ­ტროლის ზონებში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემო­სავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერტიფიკატის გაცემისათვის აუ­ცი­ლებელია:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია