საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017813
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
193/ნ
13/09/2019
ვებგვერდი, 16/09/2019
430210000.22.022.017813
საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

პირველადი სახე (16/09/2019 - 18/09/2019)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №193/ნ

2019 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველის პუნქტის „ჰ8“ და „ჰ9“ ქვეპუნქტების, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის“ საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების თანდართული წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №46/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge, 14/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017296).
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი




საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი

 თავი I

ოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების საგანი

საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება        

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აპლიკანტი – ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით ტესტირებაზე დარეგისტრირებული პირი;

ბ) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;

გ) გათანაბრებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულასა და ამ ქულის ყველა დანარჩენ ტესტის ვარიანტთან გაიგივებულ ქულებს შორის უდიდესი;

დ) გაიგივებული ქულა – თითოეული საგნის ტესტში აპლიკანტის მიერ მიღებული ქულის პროცენტული რანგის შესაბამისი ქულა იმავე საგნის ტესტის სხვა ვარიანტში;

ე) პროცენტული რანგი – არითმეტიკული საშუალო, რომელიც გამოიანგარიშება თითოეული საგნის ტესტის შესაბამის ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ქულის მქონე აპლიკანტის პროცენტულ რაოდენობასა და ამავე ვარიანტში აპლიკანტის მიერ მიღებულ ქულაზე ნაკლები ან ტოლი ქულის მქონე აპლიკანტთა პროცენტულ რაოდენობას შორის;

ვ) ნაშრომი – ტესტირების პრაქტიკული ან/და წერითი ნაწილის ტესტურ დავალებებზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხები;

ზ) საგამოცდო ბარათი – ამონაბეჭდი ტესტირებაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის – online.naec.ge (შემდგომში – რეგისტრაციის ვებგვერდი) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც პირი დაიშვება ტესტირებაზე;

თ) საგამოცდო ცენტრი – ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი შენობა ან მისი ნაწილი;

ი) საგამოცდო სექტორი – საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აპლიკანტები განთავსდებიან ტესტირების მიმდინარეობისას;

კ) საგნობრივი კომისია – ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

ლ) საპრეტენზიო კომისია – ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;

მ) საცდელი ტესტირება – ტესტირება, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ტესტური დავალებების აპრობაციის მიზნით, რათა დადგინდეს ტესტური დავალებების ფსიქომეტრული მაჩვენებლები (მაგ., სირთულე, დისკრიმინაციის ინდექსი);

ნ) ტესტი – საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების მიზნით, ცენტრის მიერ „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმისა (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) და ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის (შემდგომში – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) შესაბამისად შედგენილი ტესტური დავალებები და პასუხების ფურცლის ფორმა, რომელიც კონფიდენციალურია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებამდე;

ო) ტესტის ვარიანტი – თითოეული საგნისთვის ტესტის ვარიანტების საკმარისი რაოდენობა, განსაზღვრული ტესტირებაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის მიხედვით;

პ) ტესტირება – საგნის გამოცდის ჩატარებისა და მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროცესი, რომელიც მოიცავს წერით ან/და პრაქტიკულ ნაწილს;

ჟ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც აპლიკანტი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს კომპიუტერის და/ან საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

რ) ტესტირების წერითი ნაწილი – პროცესი, რომლის დროსაც აპლიკანტი ტესტურ დავალებებს პასუხს სცემს წერილობითი ფორმით, პასუხების ფურცლის გამოყენებით;

ს) ტექნიკური კონტროლი – ტესტირების ჩატარების პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით;

ტ) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტესტის მიხედვით, ცენტრის მიერ აპლიკანტისათვის და ტესტისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;

უ) შეფასების სქემა – ცენტრის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება აპლიკანტების ნაშრომების გასწორება.

 

მუხლი 3. ტესტირების ენა

 1. ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2. ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ასევე ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

3. უსინათლო აპლიკანტებისთვის ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტესტისთვის გამოიყენება ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

 

თავი II

ესტირება

მუხლი 4. ტესტირება

1. ტესტირება ტარდება:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:

ა.ა) ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

 ა.ბ) მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ა.გ) ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ა.დ) ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);

ა.ე) ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.ვ) ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.ზ) მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ა.თ) საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.თ.ა) ისტორია;

ა.თ.ბ) გეოგრაფია;

ა.თ.გ) სამოქალაქო განათლება.

ა.ი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.ი.ა) ფიზიკა;

ა.ი.ბ) ქიმია;

ა.ი.გ) ბიოლოგია.

ა.კ) უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ა.კ.ა) ინგლისური;

ა.კ.ბ) გერმანული;

ა.კ.გ) ფრანგული;

ა.კ.დ) რუსული.

ა.ლ) ესთეტიკური აღზრდის საგნები:

ა.ლ.ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.ლ.ბ) მუსიკა.

 ა.მ) სპორტი;

ა.ნ) ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ბ) პროფესიული უნარები.

2. ტესტირება ტარდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თარიღებში.

მუხლი 5ტესტირებაში მონაწილეობის უფლება

1. ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურებით ტესტირებაზე დარეგისტრირებულ:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ან/და სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში;

გ) მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება ან/და სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან დაკავშირებით ცენტრი ეყრდნობა სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ტესტირებაში კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.

4. თუ აპლიკანტი არ ფლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას, იგი ტესტირებაში მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

მუხლი 6ტესტირების საფასური

1. ტესტირების საფასური მოიცავს:

ა) ტესტირებაში მონაწილეობის საფასურს, რომელსაც იხდის ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი და რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 50 ლარს;

ბ) აპლიკანტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ შესაბამისი აპლიკანტი ცენტრში რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა ტესტირებაზე ან ამ ვადის ამოწურვამდე უარი განაცხადა ტესტირებაში მონაწილეობაზე, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური სრულად ბრუნდება, თუ აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს ან ამ ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განაცხადზე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურები გადახდილია ამავე პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აპლიკანტს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა – ტესტირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. საფასურის თანხა ცენტრის მიერ დაბრუნდება საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში.

მუხლი 7. ტესტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები

1. ტესტირების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები – საგანმანათლებლო რესურსცენტრები (შემდგომში – რესურსცენტრი) ვალდებულნი არიან ცენტრის მიმართვის შემთხვევაში უზრუნველყონ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტესტირებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა რეგისტრაციასა და ტესტირების ჩატარებას.

4. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულება ტესტირებისა და საცდელი ტესტირებების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მის სარგებლობაში არსებული შენობების ან/და შენობებში არსებული საჭირო ფართის გამოყოფას.

თავი III

ტესტირების ორგანიზება

მუხლი 8. ტესტის, შეფასების ზოგადი კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მომზადება

1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.

2. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.

3. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:

ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;

ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;

გ) ტესტზე სამუშაო დრო.

4. ტესტირების ჩატარების შემდეგ თითოეული საგნის/პროფესიული უნარების შესაბამისად, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აპლიკანტთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ.

მუხლი 9. ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა – www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

3. ტესტირებაზე რეგისტრაციის გავლამდე, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რის შემდეგაც ცენტრი ელექტრონული ფოსტის მისამართზე პირს უგზავნის შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით იმის თაობაზე, რომ მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.

4. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირს სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის მიღების შემდეგ, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი) და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კოდს.

6. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია.

7. რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი საგნი;

გ) სასურველ საგამოცდო ქალაქს;

დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას აპლიკანტი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.

9. აპლიკანტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

10. აპლიკატები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

11. რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე რეგისტრაციის მიმდინარეობისას, შევსებულ განცხადებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

12. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირმა უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები.

მუხლი 10. მონაცემთა ელექტრონული ბაზა და აპლიკანტის საგამოცდო ბარათები 

1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.

2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და ტესტირების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.

3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:

ა) აპლიკანტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

ბ) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;

გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

დ) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

თავი IV

ტესტირების პროცედურა

მუხლი 11. ტესტირების ჩატარების დრო და ადგილი

1. ტესტირება ტარდება საგამოცდო ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შენობებში.

2. ტესტირება შესაბამის საგანში/პროფესიულ უნარებში ყველა საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთდროულად. ტესტირება ერთ საგანში შესაძლოა ჩატარდეს ორი დღის განმავლობაში.

3. ფორსმაჟორის ან ტესტირების დროს ისეთი დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იყო ცენტრის ბრალეულობით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება შესაბამის ან სხვა საგამოცდო ცენტრში ტესტირების ჩატარების განსხვავებული თარიღი ან/და ადგილი. 

მუხლი 12. ტესტირების მიმდინარეობის პროცესზე დასწრება

1. ტესტირების მიმდინარეობის დროს საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ იმ პირების ყოფნა, რომელთაც აქვთ ცენტრის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის საგამოცდო ცენტრში ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტესტირების მიმდინარეობას. საგამოცდო ცენტრში დაშვებულ პირს ეკრძალება ტესტის შინაარსთან დაკავშირებით აპლიკანტის დახმარება ან მისი მუშაობისათვის ხელის შეშლა.

მუხლი 13. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია

1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით აპლიკანტი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხოურ ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აპლიკანტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, აპლიკანტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს აპლიკანტის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.

მუხლი 14. სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს შექმნა

1. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე ცნობის განხილვის მიზნით, იქმნება კომისია, რომელიც დადგენილი წესით იხილავს წარმოდგენილ ცნობებს და შესაბამის რეკომენდაციებს/დასკვნას აწვდის ცენტრის დირექტორს.

2. ცენტრი, რეკომენდაციების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში იმ აპლიკანტების განთავსებას, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ასევე, შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლის უზრუნველყოფაც რეკომენდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით/დასკვნით.

3. აპლიკანტი ვალდებულია გადამდები დაავადების თაობაზე (დაავადება, რომელმაც შეიძლება საგამოცდო პროცესში მონაწილე სხვა პირის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე) სამედიცინო ცნობა ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში წარადგინოს ტესტირების დაწყებამდე.

მუხლი 15. ტესტირების მიმდინარეობა

1. ტესტირება მიმდინარეობს ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურებით.

2. ტესტირების დაწყებამდე ხდება პასუხების ფურცლის დაშიფვრა ინდივიდუალური სისტემით.

3. ცენტრი ადგენს ტესტირებისათვის გამოყოფილ საგამოცდო დროს, თითოეული ტესტისთვის.

4. ტესტზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, კალმით და სუფთა თაბახის ფურცლებით.

5. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს თან იქონიოს:

ა) წყალი;

ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;

გ) ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები ცენტრის წინასწარი თანხმობით;

ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.

6. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლებისა და სხვათა აღმოჩენა/გამოყენება. ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს დასაშვებია ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული სუფთა თაბახის ფურცლების გამოყენება;

გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

დ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს სახელისა და გვარის ან/და სხვა ისეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის/სიტყვის გამოყენება, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას;

ე) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა აპლიკანტისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

ვ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

ზ) ტესტირების წერითი ნაწილის დროს მერხზე პასუხების ფურცლის, კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა, ხოლო ტესტირების პრაქტიკული ნაწილის დროს მერხზე კალმის, ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ გადაცემული თაბახის ფურცლებისა და ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება, გარდა ცენტრის მიერ ნებადართული ნივთებისა;

თ) ტესტზე მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;

ი) ტესტირებისთვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.

7. ცენტრი ტესტირების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეოაღჭურვილობის მეშვეობით.

მუხლი 16. ტესტირების მიმდინარეობის წესის დარღევევა

1. ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტი მიიღებს გაფრთხილებას:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;

ბ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ და ,,ე“ – ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად აპლიკანტს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.

 3. ამ წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-6 პუნქტის „გ“ და „ე“– ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში აპლიკანტი იხსნება ტესტირებიდან, რაც ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

4. ტესტირებიდან აპლიკანტის გაფრთხილების გარეშე მოხსნა შესაძლებელია:

ა) ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში;

 ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;

გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

5. გაფრთხილების გარეშე აპლიკანტის ტესტირებიდან მოხსნა ფორმდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ოქმით.

6. აპლიკანტი ტესტირებიდან შესაძლოა მოიხსნას ტესტირების მიმდინარეობის დროს ან ტესტირების შემდეგ. ტესტირების შემდეგ აპლიკანტი შესაძლოა ტესტირებიდან მოიხსნას მის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევის დადგენის შემთხვევაში.

7. ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში აპლიკანტის ნაშრომი არ გასწორდება.

მუხლი 17. ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების გამოქვეყნება

ცენტრი, ტესტირებების სრულად დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს გამოყენებული ტესტური დავალებებისა და შეფასების სქემების განთავსებას ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 18. ნაშრომების განადგურება

ტესტების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ, ცენტრი უზრუნველყოფს ნაშრომების განადგურებას.

თავი V

ტესტირების შედეგები

მუხლი 19ნაშრომების გასწორება და ტესტირების შედეგები

1. ნაშრომები სწორდება შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან 60 დღის ვადაში.

2. გამსწორებლის მიერ სწორდება მხოლოდ ნაშრომი.

3. ტესტის შინაარსის გათვალისწინებით ნაშრომები სწორდება:

 ა) კომპიუტერის და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით;

 ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში/ნაშრომში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება სწორდება მესამე გამსწორებლის მიერ. მესამედ გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა.

  1. არ გასწორდება:

ა) პასუხების ფურცელი/პასუხების ფურცლის ის ნაწილი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;

ბ) ტესტირების პრაქტიკული ნაწილის ტესტურ დავალებაზე აპლიკანტის მიერ გაცემული პასუხი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს.

5. ნაშრომი არ გასწორდება ამ წესის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6. ტესტირებაში მიღებული ქულები, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისთვის, ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

თავი VI

 ტესტირების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

მუხლი 20. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის უფლება 

აპლიკანტს უფლება აქვს, საპრეტენზიო განაცხადი ამ თავით დადგენილი წესით წარადგინოს ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე ან/და ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით.

მუხლი 21. საპრეტენზიო განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება საგამოცდო ცენტრში.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის (www.naec.ge) ან/და რეგისტრაციის ვებგვერდის გამოყენებით.

მუხლი 22. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენა

1. აპლიკანტი საპრეტენზიო განაცხადს წარადგენს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. აპლიკანტი ვერ წარადგენს საპრეტენზიო განაცხადს, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური.

3. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის წარდგენისას აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 23. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე აპლიკანტს არაუგვიანეს იმავე საგამოცდო დღის 21:00 საათისა, საგამოცდო ცენტრში, რომელშიც ჩააბარა ტესტირება, შეაქვს საპრეტენზიო განაცხადი, რომელიც არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება ცენტრს. ცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო კომისიისათვის საპრეტენზიო განაცხადის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

2. აპლიკანტი ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით, საპრეტენზიო განაცხადს ავსებს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.

მუხლი 24. საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება საპრეტენზიო კომისიის მიერ.

2. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადები განიხილება შესაბამისი საგნობრივი კომისიის მიერ.

3. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადების განხილვისას საგნობრივი კომისიისთვის ცნობილი არ უნდა იყოს აპლიკანტის ვინაობა.

4. საგნობრივი კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა ტესტის შედგენაში ან მიმდინარე წელს არის გამსწორებელი.

მუხლი 25. ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევა

ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:

ა) პრეტენზიის წარმდგენი აპლიკანტის უფლებების დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ;

ბ) სხვა აპლიკანტის მიმართ ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას ტესტირების პროცესის მონაწილე სხვა პირის მიერ (აპლიკანტისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).

მუხლი 26. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე წარდგენილ საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

2. ტესტირების პროცედურის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიამ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) აპლიკანტის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე;

ბ) აპლიკანტის მიერ ტესტირების პროცედურის დარღვევისას – მისი გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.

3. საპრეტენზიო კომისია გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. ცენტრი, საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან ორი დღის ვადაში, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აპლიკანტისთვის გაცნობას.

მუხლი 27. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვა და საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება

1. ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადი, ნაშრომთან ერთად გადაეცემა შესაბამის საგნობრივ კომისიას, რომლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:

ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ;

ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ;

გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.

3. საგნობრივი კომისია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.

4. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.