„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.021450
430
04/09/2019
ვებგვერდი, 06/09/2019
360160000.10.003.021450
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №430

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესის“:

1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.

4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლი

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ან/და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად, შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას:

ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);

ბ) ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;

გ) ექსპორტის მიზნით გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სამინისტროს გადაწყვეტილება ექსპორტიორის წინასწარი შეტყობინების (განცხადების) დაკმაყოფილების შესახებ.

3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას საქონლის მფლობელის ხარჯით, თუ:

ა) არ სრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ან

ბ) იგი განკუთვნილია იმპორტისათვის (გარდა ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისათვის განკუთვნილისა) ან რეექსპორტისათვის.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემოსავლების სამსახურს პერიოდულად და, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას (გაცემული ლიცენზია, შეტყობინებაზე თანხმობის მიცემა და სხვა).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, იმპორტის განხორციელებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ინფორმაცია, რომელიც მიიღება:

ა) ეტიკეტზე ან საქონლის შეფუთვაზე განთავსებული მონაცემებით;

ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით;

გ) საქონლის ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.“;

 გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში შეჩერებას, ხოლო როდესაც არ არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქციის რისკი და საქონელი აკმაყოფილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სხვა მოთხოვნებს, შესაძლებელია საქონლის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადატანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – შენახვის სხვა ადგილზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1  სექტემბრიდან. 

პირველი ვიცე-პრემიერიგიორგი გახარია