დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30470 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 30/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016519 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული: 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგადასახადო/საბაჟო ორგანოების მოქმედი საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;“; ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №6) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;“. 6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“; გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ექსპორტის საბაჟო პროცედურით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით;“; დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საკონსულტაციო სამმართველო საკონსულტაციო სამმართველოს ფუნქციებია: ა) დაინტერესებული პირის მიმართვის (წერილობითი/ზეპირი) საფუძველზე, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო ხასიათის განმარტების (წერილობითი/ზეპირი) გაცემა; ბ) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა ელექტრონული კომუნიკაციების (ვებგვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით; გ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესის კოორდინაცია; დ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან განმარტებითი მუშაობის წარმოება „ფორუმის“ და „ღია კარის დღის“ პრინციპით; ე) ცვლილებისა და სიახლეების თაობაზე გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; ზ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო ცნობიერების ამაღლების მიზნით საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით ტრენინგების ჩატარება; თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“; ე) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით საქართველოს დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობა;“; ვ) მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შემოსავლების სამსახურიდან და მისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციის მიღება გადასახადის გადამხდელთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების შესახებ, მათი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შეტანა;“; ზ) მე-12 მუხლის: ზ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დროებით შემოტანის სპეციალურ პროცედურაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგის მონაცემების შეტანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; ცალკეულ შემთხვევებში საბაჟო კუთხით პირადი აღრიცხვის ბარათების შემოწმება;“; ზ.ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) განხორციელებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის შესახებ ცნობის გაცემა;“; თ) მე-15 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) დაინტერესებული პირისათვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ა.ბ) საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებზე გადასახადის გადამხდელებისათვის ინფორმაციის მიწოდება;“. 8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. 9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულება“ (დანართი №12) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი №12 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული. 2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი. 5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: სოსო (კობა) აბზიანიძის ქუჩა №4. მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საბაჟო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან 1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საბაჟო ორგანოა. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით. 3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან. მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება 1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება. 2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა. მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები 1. დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლს; ბ) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებას; გ) საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის მონიტორინგს, ზედამხედველობას და ანალიზს; საბაჟო პროცედურების/ რეექსპორტის განხორციელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მონიტორინგს; დ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსებას და საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის განხორციელებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საბაჟო ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და შესაბამის ადრესატამდე დაყვანას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან საბაჟო ინფორმაციის გადამოწმებას და მიღებული მონაცემების ანალიზს შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; ვ) საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან ან/და დეკლარირებულ საქონელთან დაკავშირებით გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზებას, მონიტორინგს და ანალიზს; ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზს, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს; თ) „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ სტატუსის მისაღებად კანდიდატის განაცხადის განხილვა-ანალიზი, „უფლებამოსილი ექსპორტიორების“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს; ი) „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მაძიებლის განაცხადის განხილვას და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმებას, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზს, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლს; კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას; ლ) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციას; მ) შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციას, მის რეგისტრაციაზე უარის თქმას, აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღებას და, კომპეტენციის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებას; ნ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონარული მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარებას; ო) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობას, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და მასში მონაწილეობას; პ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას, ნებართვის გაუქმებას და უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას; ჟ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილების შეტანას და სერტიფიკატის გაუქმებას; რ) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემას; ს) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემას; ტ) საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემას, ნებართვაში ცვლილების შეტანას და ნებართვის გაუქმებას. საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოებას; უ) საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მფლობელთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორის მომზადებას და დამტკიცებას; ფ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს; ქ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, №2 და №3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელებას, ასევე, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლს; ღ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალებების (მათ შორის, რენტგენოსკანერების, სამოსამსახურეო დანიშნულების ძაღლების და სხვ.) დანერგვასა და გამოყენებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და სათანადო რეაგირებას; ყ) დეპარტამენტში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზებას. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავებას; შ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში პირის უშუალოდ დეკლარანტის სტატუსით დაშვებას, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში პირის დაშვებას და დაშვების გაუქმებას; ჩ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებას და დაშვების გაუქმებას; მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დაშვებული, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატების/გაუქმების ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკურ განხორციელებას; ც) ფარმაცევტული პროდუქტის საგადასახადო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდებას; ძ) კონტროლს დაქვემდებარებული მიწოდების განხორციელებისას სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას; წ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაციას ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით; ჭ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, სასაქონლო კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენის მიზნით; ხ) საბაჟო კონტროლის მიზნით აღებული სინჯისა და ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას/ექსპერტიზას; ჯ) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელებას; ჰ) გაფორმებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის შესახებ ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას; ჰ1) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენას წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით; ჰ2) არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვას; ჰ3) საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებას; ჰ4) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიისა ან/და ანალიტიკური დეპარტამენტებისათვის წარდგენას; ჰ5) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემას; ჰ6) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ჰ7) დამატებით დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავისა და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას (დარიცხვა, შემცირება); ჰ8) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავებას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით; ჰ9) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიმდინარე საქმიანობის კოორდინაციას ონლაინრეჟიმში; ჰ10) საჭიროების შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საგადასახადო შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; ჰ11) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებას; ჰ12) გზათსარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლს, გზათსარგებლობის საფასურის ბარათების გაცემას ბარათების რეალიზატორ პირებზე, გაცემული ბარათების აღრიცხვას და რეალიზაციის კონტროლს; ჰ13) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვას; ჰ14) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვას; ჰ15) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვების, სერტიფიკატებისა და მოწმობის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს ამ დებულებით ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების პროექტების მომზადებას და შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენას. 4. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან შემოსავლების სამსახურში მიმდინარე საბაჟო ან სხვა დავებთან დაკავშირებით დასკვნების მომზადებას და შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის ან შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდებას. 5. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების (მათ შორის, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის მომზადების) სწრაფად და ეფექტურად გაწევის მიზნით: ა) დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს საკონსულტაციო საბჭოს წევრის (დეპარტამენტის თანამშრომლის) კანდიდატურას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს; ბ) დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე უშუალოდ ახორციელებს პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ საკონსულტაციო საბჭოს წევრის წინაშე დასმული საკითხის შესწავლისა და დამუშავების კოორდინაციას, დეპარტამენტის პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით; გ) საკონსულტაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად უზრუნველყოს მრჩევლის ან/და სამმართველოს უფროსის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება, აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან საბოლოო პოზიციის შეთანხმება . მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას; გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის და თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე; ვ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ცვლის, ძალადაკარგულად აცხადებს ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მასალების განხილვის შედეგებზე; ი) იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის, ნებართვაში ცვლილების შეტანის და ნებართვის გაუქმების თაობაზე; კ) ამტკიცებს საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მფლობელთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორს; ლ) იღებს გადაწყვეტილებას მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში პირის დაშვების, გადაწყვეტილების შეჩერების და დაშვების გაუქმების თაობაზე; მ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე; ნ) იღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების თაობაზე; ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს, განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას; პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველო; ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო; გ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო; დ) სამართლებრივ საკითხთა სამმართველო; ე) საბაჟო რისკების მართვის სამმართველო; ვ) საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველო; ზ) თელავის გაფორმების განყოფილება; თ) ახალციხის გაფორმების განყოფილება; ი) ქუთაისის გაფორმების განყოფილება; კ) რუსთავის გაფორმების განყოფილება; ლ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“; მ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2“; ნ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“; ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“; პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“; ჟ) საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო; რ) საბაჟო ლაბორატორია; ს) არასატარიფო კონტროლის სამმართველო; ტ) სპეციალური ტექნიკის სამმართველო; უ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო; ფ) კინოლოგიის სამმართველო; ქ) მონაცემთა დამუშავების სამმართველო; ღ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“; ყ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“; შ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“; ჩ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“; ც) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“; ძ) საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“; წ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“; ჭ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“; ხ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“; ჯ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“; ჰ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“; ჰ1) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“; ჰ2) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“; ჰ3) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“; ჰ4) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“; ჰ5) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; ჰ6) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; ჰ7) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“; ჰ8) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი -ახალქალაქი სარკინიგზო“; ჰ9) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი“: ა.ა) მომსახურების სამმართველო; ა.ბ) საქონლის გაფორმების სამმართველო; ა.გ) ლოჯისტიკის სამმართველო; ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისი 2“: ბ.ა) მომსახურების სამმართველო; ბ.ბ) საქონლის გაფორმების სამმართველო; ბ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო; დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ბათუმი“: დ.ა) მომსახურების სამმართველო; დ.ბ) საქონლის გაფორმების სამმართველო; დ.გ) ლოჯისტიკის სამმართველო; ე) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „ფოთი“: ე.ა) მომსახურების სამმართველო; ე.ბ) საქონლის გაფორმების სამმართველო; ე.გ) ლოჯისტიკის სამმართველო; ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტი“: ვ.ა) მომსახურების სამმართველო; ვ.ბ) საქონლის გაფორმების სამმართველო; ვ.გ) საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველო. ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები: ზ.ა) ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“: თ.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება; ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: ი.ა) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამმართველო; კ) საბაჟო ლაბორატორია: კ.ა) ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის სამმართველო; კ.ბ) ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამმართველო; კ.გ) საორგანიზაციო სამმართველო; ლ) სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო: ლ.ა) სასაზღვრო ინსპექციის №1 განყოფილება; ლ.ბ) სასაზღვრო ინსპექციის №2 განყოფილება; ლ.გ) სასაზღვრო ინსპექციის №3 განყოფილება; ლ.დ) სასაზღვრო ინსპექციის №4 განყოფილება; ლ.ე) სასაზღვრო ინსპექციის №5 განყოფილება; ლ.ვ) სასაზღვრო ინსპექციის №6 განყოფილება.
მუხლი 8. მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველო მომსახურების ხარისხის მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმების მომზადების ორგანიზება; გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო და საოპერაციო გეგმებისა და სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და საჭიროებისამებრ წარდგენა; დ) მომსახურების გაწევის პროცესში არსებული ან/და პოტენციური პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; ე) მომსახურების ხარისხისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით მომსახურებისა და პროგრამული მოდულების დანერგვა/გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; ვ) თანამშრომლების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შესწავლა, მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წინადადებების მომზადება; ზ) მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისა და შეფასების უზრუნველყოფა, კვლევის შედეგების ანალიზი და მომსახურების დონის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა; თ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ პრობლემატურ საკითხებზე (მათ შორის, ვალდებული პირებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მოთხოვნით) პერიოდული შეხვედრებისა და ფორუმების ორგანიზება; ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებსა და პროექტებში დეპარტამენტის ჩართულობის პროცესის მართვა; კ) საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა და მომსახურების გაწევის პროცესში მათ დასანერგად წინადადებების შემუშავება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) დეპარტამენტში საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; ნ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება დეპარტამენტის უფროსისათვის; ო) დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციისა და შემსრულებლამდე დაყვანის უზრუნველყოფა; პ) შემოსული და გასული კორესპონდენციის სათანადო დამუშავება და კონტროლი შემოსული კორესპონდენციის მოძრაობაზე; ჟ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 9. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველო საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელება; ბ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული საგადასახადო შემოწმების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო ან/და საგადასახადო ორგანოში არსებული ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი ან/და მიღებული (მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში) ინფორმაციის ანალიზი; დ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო სამართალდარღვევის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ზ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას საგამოძიებო ორგანოსათვის შემოწმების მასალების მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად, შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა; თ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული იმპორტის გადასახდელის (მათ შორის, დამატებით), საურავის და ფულადი ჯარიმის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე) და მისი ვალდებული პირებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; ი) „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მაძიებლის განაცხადის განხილვა და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმება, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, მონიტორინგის და ხელახალი შემოწმების ჩატარების, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონტროლი; კ) სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; ლ) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობაში ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; მ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ნ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 10. საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და შესაბამისი რეაგირება; ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; გ) გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი; დ) საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელება დაკვირვების (მათ შორის, ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის) გამოყენებით; ე) საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი; ვ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება; ზ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის სხვა პროცედურების განხორციელება; ი) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება (მათ შორის, აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით), დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; კ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის დამუშავება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) განთავსების მიზნით; ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; მ) საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომის ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის ან სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების/პირობების შესრულებაზე კონტროლი; ნ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა), აგრეთვე მათთვის კონსულტაციის გაწევა საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე; ო) გზათსარგებლობის საფასურის ბარათების ბეჭდვის ორგანიზებაზე წინადადებების მომზადება შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტში წარსადგენად; ბარათების რეალიზატორ პირებზე ბარათების გაცემისა და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვის უზრუნველყოფა, გაცემული ბარათების აღრიცხვა და რეალიზაციის კონტროლი; პ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ჟ) საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; რ) სამმართველოს მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; ს) შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დამატებით დარიცხული/შემცირებული იმპორტის გადასახდელის, საურავის და ფულადი ჯარიმის თანხების გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა (დარიცხვა, შემცირება); ტ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ფ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 11. სამართლებრივ საკითხთა სამმართველო სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფისათვის; ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხებისა და დეპარტამენტში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოებისა და ტექნოლოგიური სქემების შემუშავება; დ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების გაცნობა, უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ანალიზი და დეპარტამენტის საქმიანობაში მათ დანერგვის მიზნით წინადადებებისა და ცვლილებათა პროექტების შემუშავება; ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების ორგანიზება; თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება; ი) დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და ვიზირება; კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით დეპარტამენტის ერთიანი პოზიციისა და სათანადო ინფორმაციის მომზადება და დავის განმხილველი ორგანოსათვის შესაბამისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა; ლ) საბაჟო ან სხვა დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აღსრულების ორგანიზება, მონიტორინგი და აღსრულების შესახებ ინფორმაციის დავების დეპარტამენტისათვის მიწოდება; მ) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული „საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის აქტის“ პროექტთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე ვალდებული პირის ან/და მისი წარმომადგენლის წერილობითი/ელექტრონული პოზიციის განხილვის პროცედურების ორგანიზება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ო) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 12. საბაჟო რისკების მართვის სამმართველო საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საბაჟო კონტროლის, საქონლის გაფორმების ან/და გაშვების შემდგომი კონტროლის დროს გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზება, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებული პირისაგან ან/და სხვა დაინტერესებული პირისაგან დადეკლარირებული საქონლის ან/და ვალდებული პირის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი; გ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან და სხვა საშუალებით მიღებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა; დ) რისკის იდენტიფიკაცია და ანალიზი, რისკის პროფილების შემუშავება და დამტკიცება დადგენილი წესის შესაბამისად, „იდენტიფიცირებული საბაჟო რისკების რეესტრის“ და „საბაჟო რისკის პროფილების რეესტრის“ წარმოება, რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში, მოქმედი რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება; ე) საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების ანალიტიკურ დეპარტამენტში წარდგენა წინადადებებისა და რეკომენდაციებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით; ვ) „ოქროს სიის“ მონაწილეთა და „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ მონაწილის სტატუსის მფლობელთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კოორდინაცია; ზ) საინფორმაციო ბაზების, საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; თ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას საქონლის/პროცედურის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება; ი) საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით ან, კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ექსპორტ-იმპორტის ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; მ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 13. საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველო საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქონლის გაფორმების საბაჟო ფორმალობების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) დეპარტამენტში წარდგენილი, ვალდებულების შესრულების გარანტიების (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) გაუქმების ან თანხების ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; დ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; ე) საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; ვ) გაფორმების განყოფილებების ან გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება; ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 14. თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის გაფორმების განყოფილებები 1. თელავის, ახალციხის, ქუთაისის და რუსთავის გაფორმების განყოფილებების ფუნქციებია: ა) საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის დასრულების მიზნით: ა.ა) საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება და სათანადო რეაგირება; ა.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება; ა.გ) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის შემოწმება); ა.დ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება; ა.ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება; ა.ვ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება; ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა; ბ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა; გ) გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური საბაჟო კონტროლი; დ) განყოფილებაში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება; ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება; ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; თ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; ი) განყოფილების მიერ დარიცხული იპორტის გადასახდელისა და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან განყოფილების უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; კ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ლ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 15. გაფორმების ეკონომიკური ზონები 1. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“ და „ფოთის“ ლოჯისტიკის სამმართველოების ფუნქციებია: ა) უზრუნველყოს გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს კომპეტენციის ფარგლებში ფუნქციების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა: ა.ა) გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლის, გასვლის, დგომის, მთლიანობისა და ლუქების საბაჟო კონტროლი; ა.ბ) სატრანსპორტო საშუალების მიმართ სატვირთო ოპერაციების (გადმოტვირთვა/ჩატვირთვა) უზრუნველყოფა და მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა; ა.გ) გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა ტერიტორიაზე არსებული სათავსების/საწყობების საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ბ) საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს, კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევის გამოვლენა და რეაგირება; გ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება . 2. გაფორმების ეკონომიკური ზონა – „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“, „აეროპორტის“ მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია: ა) წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება; ბ) დეკლარანტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაზე თანხმობის მიცემა ან/და სასაქონლო ექსპერტის მოწვევა; გ) დეკლარირებული საქონლის მიმართ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების უზრუნველყოფა; დ) რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა; ე) მწვანე და ლურჯ დერეფნებში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საბაჟო ფორმალობის დასრულება, ასევე საბაჟო ფორმალობის დასრულება ნებისმიერ დერეფანში მოხვედრილი იმ საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ, რომლის „eCustoms“-ის გამოყენებით დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით; ვ) საქონლის წარდგენის ვადების დაცვის შემოწმება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება; ზ) დასრულებული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის დეკლარანტისათვის ჩაბარება; თ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა; ი) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი/მოადგილე), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; კ) მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა; მ) საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ორგანიზების და მართვის უზრუნველყოფა; ნ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსათვის მიწოდება; ო) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი; პ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ჟ) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი გარანტიებით (საბანკო გარანტია, დაზღვევის პოლისი, თავდებობის ხელშეკრულება და სხვ.) უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება; რ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ს) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება . 3. გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“, „თბილისი 2“-ის, „ბათუმის“, „ფოთის“ და „აეროპორტის“ საქონლის გაფორმების სამმართველოების ფუნქციებია: ა) წითელ ან ყვითელ დერეფანში განსაზღვრული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის დასრულების მიზნით: ა.ა) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, იმპორტის გადასახდელის დარიცხვის სისწორის შემოწმება); ა.ბ) საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება; ა.გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება; ა.დ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება; ა.ე) საქონლის დათვალიერება (მხოლოდ წითელ დერეფანში განსაზღვრული დეკლარაციის შემთხვევაში) მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად; ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა; ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე ან სამმართველოს უფროსი), მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა - აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; დ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; ე) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე, უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის არასატარიფო კონტროლის სამმართველოსთვის მიწოდება; ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების გაფორმების ადგილზე წარდგენის კონტროლი; თ) ლუქების გამოყენებით ტვირთის გადაზიდვაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების სერტიფიკატის გაცემა; ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. 4. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) გადამზიდავების მიერ საფოსტო გზავნილის მიმართ განხორციელებული საბაჟო ფორმალობების კონტროლი: ა.ა) გადამზიდავების მიერ ადრესატისთვის საფოსტო გზავნილების მიწოდების განხორციელების დროს საბაჟო კანომდებლობით მოთხოვნილი პირობების კონტროლი; ა.ბ) საფოსტო გზავნილების ნუსხების კონტროლი (შემოწმება, შეფასება) და ელექტრონულად დადასტურება; ბ) საფოსტო გზავნილების კონტროლი: ბ.ა) საფოსტო გზავნილების სკანერის მეშვეობით დამუშავება და კონტროლი; ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირების მიზნით გზავნილის გახსნა და საქონლის დათვალიერება; გ) საჭიროების შემთხვევაში რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციისათვის/რეექსპორტის დეკლარაციისათვის დერეფნის შერჩევის უზრუნველყოფა; დ) წითელ ან ყვითელ დერეფანში შერჩეული საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ საქონლის გაფორმებისა და გამოყენებული საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის დასრულების მიზნით: დ.ა) წარდგენილი დოკუმენტების, დეკლარირების ვადების შემოწმება; დ.ბ) დეკლარაციის შევსების სისწორის შემოწმება; დ.გ) სასაქონლო კოდის განსაზღვრის შემოწმება; დ.დ) გაცხადებულ საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევისას/რეექსპორტში დეკლარირებისას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების პირობების შემოწმება; დ.ე) წითელი დერეფნის შემთხვევაში, საქონლის დათვალიერება მისი იდენტიფიკაციისათვის ან/და დეკლარირებულ მონაცემებთან შესაბამისობის დასადგენად; დ.ვ) იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების შემოწმება; დ.ზ) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შემოწმება; დ.თ) იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შემოწმება; დ.ი) საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შემოწმების და საბაჟო კონტროლის დასრულება; ე) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა; ვ) დარიცხული იმპორტის გადასახდელის და საურავის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის უზრუნველყოფა; ზ) საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება; თ) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; ი) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „პ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი/მოადგილე ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 16. საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საქონლის რაოდენობის დადგენა ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, სასაქონლო კოდის განსაზღვრა ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა; ბ) დაინტერესებული პირის მოთხოვნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება, საბაჟო კონტროლის ზონებში განთავსებული საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით; გ) საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ სასაქონლო კოდის ან საქონლის წარმოშობის შესახებ პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება; დ) საქონლის საბაჟო ღირებულების, სასაქონლო კოდის ან/და საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო განმარტებების შემუშავება; ე) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ვ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 17. საბაჟო ლაბორატორია 1. საბაჟო ლაბორატორიის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სასაქონლო კოდის ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ქიმიური შემადგენლობის კვლევა ან/და ფიზიკური თვისებების დადგენა; ბ) საქონლის შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის მიზნით, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება; გ) ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის ან/და არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქონლის კვლევა/გამოცდა; დ) საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან საქონლის შესაბამისობის დადგენა; ე) განსაკუთრებით საშიში დაავადების გამოვლენისას შესაბამისი უწყების ინფორმირება; ვ) გენმოდიფიცირებული პროდუქციის იდენტიფიცირება; ზ) საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელში სახიფათო ნივთიერებების კვლევა; თ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღება; ი) ვალდებული პირისაგან ან/და სხვა დაინტერესებული პირისაგან ჩასატარებელი კვლევებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოთხოვნა; კ) საჭიროების შემთხვევაში, საქონლის პირველადი კვლევის შედეგების გადამოწმება; ლ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; მ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. 2. საბაჟო ლაბორატორიის ტექნიკური და ტექნოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) ელექტრომოწყობილობების, დანადგარებისა და ანალოგიური პროდუქციის საქართველოს ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ ნორმებთან ან საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვების ან/და შეზღუდვების გამოყენების ან/და დაბეგვრის მიზნით, საქონლის ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; გ) ავტოტექნიკური ექსპერტიზის განხორციელება; დ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. 3. საბაჟო ლაბორატორიის საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო ლაბორატორიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური საქმიანობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი, ასევე შეხვედრების, თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; ბ) საბაჟო ლაბორატორიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გ) საბაჟო ლაბორატორიისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი, დაგეგმვა და უზრუნველყოფა; დ) საბაჟო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების შეფასება, რეგისტრაცია და შემდგომი კვლევისთვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის გადაცემა; ე) ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და სათანადო ანგარიშების მომზადება; ვ) საბაჟო ლაბორატორიის მიერ მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი საფასურის დარიცხვა; ზ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; თ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება. მუხლი 18. არასატარიფო კონტროლის სამმართველო 1. არასატარიფო კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; ბ) იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური მასალების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან, ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება; გ) სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია; დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე გამოყენებისა და აღრიცხვიანობის კონტროლის ორგანიზება; ე) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებიდან ფარმაცევტული პროდუქტის სპეციალური აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, სერტიფიკატში ცვლილების შეტანასთან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის კოორდინაცია; ზ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემის“ საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია, ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით; თ) შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის, მის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან აღნიშნული რეესტრიდან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის ამოღების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში რეგისტრაციის ან რეესტრიდან ამოღების ტექნიკური უზრუნველყოფა; ი) „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ სტატუსის მისაღებად კანდიდატის განაცხადის განხილვა-ანალიზი, „უფლებამოსილი ექსპორტიორის“ სტატუსის მიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, „უფლებამოსილი ექსპორტიორების“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი; კ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა; ლ) საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა. საბაჟო საწყობის საქმიანობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის უწყებრივი სანებართვო რეესტრების წარმოება; მ) საქონლის შენახვის ადგილების (საბაჟო საწყობების, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, „ოქროს სიის“ მონაწილეთა საწყობების, „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის“ სტატუსის მფლობელთა საწყობების, საფოსტო გზავნილების გადამზიდველების საწყობების და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილების) კლასიფიკატორის მომზადება; ნ) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში პირის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა; ო) მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში დაშვებული პირის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის გაფორმების ადგილის კოდის დამატება/გაუქმება ან/და სისტემაში სამუშაოდ სხვა საჭირო ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა; პ) „საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ევროპა-კავკასია-აზია დერეფნის განვითარებისათვის“ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მესამე ქვეყანაში ტვირთის არგატანის შესახებ საჭირო საგარანტიო წერილების შედგენა-გაგზავნა; ჟ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; რ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 19. სპეციალური ტექნიკის სამმართველო სპეციალური ტექნიკის სამმართველოს ფუნქციებია: ა) საბაჟო გამშვებ პუნქტებში და გაფორმების ადგილებზე არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება, საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ბ) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არსებული რენტგენო-სკანერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; გ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების მონიტორინგი, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის ერთიანი ბაზის ფორმირება, დამუშავება და ანალიზი; დ) საბაჟო ორგანოებში არსებული ვიდეოკამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ე) საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო პორტატული ხელსაწყოების გამოყენების ორგანიზება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ვ) აუდიო-ვიდეოკონტროლის საშუალებების მეშვეობით მიღებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მისი გაცემის უზრუნველყოფა; ზ) საბაჟო კონტროლის ზონებში და სხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებული რენტგენო-სკანერების ექსპლუატაცია, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა; ი) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. მუხლი 20. სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველო 1. სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; ბ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; დ) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ე) სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება; ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ზ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და მოწმობის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 3. სასაზღვრო ინსპექციის №1, №2, №3, №4, №5, №6 განყოფილებების ფუნქციებია: ა) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლი; ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება; ე) განყოფილების მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება. 4. სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები დაკისრებულ ფუქციებს ახორციელებენ შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონებში: ა) სასაზღვრო ინსპექციის №1 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ბ) სასაზღვრო ინსპექციის №2 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „ახკერპი“, „გუგუთი“და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; გ) სასაზღვრო ინსპექციის №3 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი“, „გარდაბანი“, „მტკვარი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; დ) სასაზღვრო ინსპექციის №4 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ე) სასაზღვრო ინსპექციის №5 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: ბათუმის პორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები; ვ) სასაზღვრო ინსპექციის №6 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „კარწახი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები. მუხლი 21. კინოლოგიის სამმართველო კინოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია: ა) დეპარტამენტის უზრუნველყოფა კინოლოგიური მომსახურებით; ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის ორგანიზება, სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების წვრთნისა და ვეტერინარიის სფეროში თანამშრომლობის, მათ შორის, ინფორმაციის გაცვლისა და უცხოელ სპეციალისტთა მოწვევის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამმართველოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის მომზადება; ე) საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების მოწვევის თაობაზე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების მოვლა-პატრონობა და რეგულარული წვრთნა, მათი სათანადო საკვებით, მედიკამენტებით, მოვლისა და დამუშავების საშუალებებით დროული უზრუნველყოფა; ზ) სამუშაო ადგილებში სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებთან მოქცევისა და მოვლის წესების მონიტორინგი; თ) ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერებების, აგრეთვე, შესაძლებლობის ფარგლებში, ფეთქებად და სხვა საგანთა აღმოსაჩენად შესაბამისი კინოლოგიური მომსახურება; ი) კინოლოგიური მომსახურების პროცედურების ანალიზი და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება; კ) კინოლოგიური მომსახურების გაწევისას მიღებული ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და სტატისტიკის წარმოების ორგანიზება; ლ) კინოლოგიური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა დამატებითი ზომების მიღების თაობაზე; მ) ძაღლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა სათანადო გადამზადება და მათი საქმიანობის მონიტორინგი; ნ) კინოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე ვიდეოინფორმაციის ანალიზის ან ვიზუალური დაკვირვების პერიოდულად განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მითითებების გაცემა ან თანამშრომელთა და სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების დამატებითი წვრთნის საჭიროების შესახებ წინადადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მომზადება; ო) სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების ვეტერინარული მომსახურების უზრუნველყოფა; პ) პერიოდულად სამსახურებრივი დანიშნულების ახალი ძაღლების გაწვრთნა და საჭიროების შემთხვევაში ძაღლების მოშენება, ლეკვების შერჩევა და მათი გაწვრთნა სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით; ჟ) სპეციალური თვისებების დაკარგვის, ავადმყოფობის ან ასაკის გამო უნარდაქვეითებული სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების გარდაცვალებამდე მათი უზრუნველყოფა საკვებით, მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, სხვა პირისათვის დროებით მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში სათანადო მედიკამენტებითა და ვეტერინარული მომსახურებით უზრუნველყოფა; რ) ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი აქტებით გათვალისწინებული სხვა მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება; ს) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 22. მონაცემთა დამუშავების სამმართველო მონაცემთა დამუშავების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საბაჟო სტატისტიკის წარმოება, მონაცემების დამუშავება-ანალიზი, განზოგადება, შედარებითი და სხვა შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე განსაზღვრული ტენდენციების გამოვლენა, რომელიც შეეხება: ა.ა) საქართველოს მიერ დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების ფარგლებში შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით განხორციელებულ საბაჟო პროცედურას; ა.ბ) ცალკეულ საბაჟო პროცედურებს/რეექსპორტს; ა.გ) სანებართვო საქმიანობის კონტროლს, ნებართვის მფლობელთა საქმიანობას, მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, ნებაყოფლობით კანონმორჩილებას; ა.დ) ნებისმიერი საბაჟო დოკუმენტების მეშვეობით მიღებულ მონაცემს; ა.ე) საბაჟო და სხვა სახის სამართალდარღვევებს; ა.ვ) ნაღდი ფულის გადაადგილებას, აკრძალვებს ან/და შეზღუდვებს დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგს; ა.ზ) ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს; ა.თ) კომპეტენციის ფარგლებში უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებულ საბაჟო ინფორმაციას; ა.ი) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ორგანოთა მონაცემთა ბაზიდან მონაცემთა ღია წყაროებიდან საბაჟო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას; ბ) ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავების საბოლოო შედეგების ამსახველი მონაცემების საჯარო გამოქვეყნებისთვის მომზადება; გ) შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთა დაშვებისა და დაშვების გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და სისტემაში სამუშაოდ საჭირო სხვა ცვლილებების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა; დ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი; ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. მუხლი 23. საბაჟო გამშვები პუნქტები 1. საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია: ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა; ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზება; ე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასეულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების საბაჟო კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების კონტროლი; ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება; ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; თ) საბაჟო გამშვები პუნქტის თანაშრომლის თანხლებით უშუალო საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება იმ საქონლის გადაადგილებაზე, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია; ი) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური პირების მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება; კ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება; ლ) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დარიცხულ იმპორტის გადასახდელის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი/მოადგილე/განყოფილების უფროსი/ცვლის უფროსი) მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა; ო) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა; პ) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, საბაჟო სანქციის სახით ან საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მიტოვებული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენახვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებამდე; ჟ) საბაჟო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო საქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდების უზრუნველყოფა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა; ს) საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი; ტ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების (მათ შორის, ძვირფასქვიანი) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით; უ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ფ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების და მითითებების შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვების და სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, მისი მოადგილე, ცვლის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. 3. საბაჟო გამშვები პუნქტის განყოფილების უფროსს უფლება აქვს ხელი მოაწეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მატერიალურად პასუხისმგებელი თანამშრომლები. 5. საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება ახორციელებს: ა) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს; ბ) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას; დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას. 6. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება ახორციელებს: ა) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს; ბ) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას; დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას. 7. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამმართველო ახორციელებს: ა) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს; ბ) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას; დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
10. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №14): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საბაჟო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“; გ) მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) იმპორტის გადასახდელზე საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;“; დ) მე-8 მუხლის: დ.ა) „ა“, „ა1“ და „ა2“, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა, რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ა1) საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების განსაზღვრასთან დაკავშირებული რისკის პროფილების განხილვა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვით და წინადადებებისა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება; ა2) იმპორტის გადასახდელზე საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების რისკის კრიტერიუმების განსაზღვრა და საბაჟო დეპარტამენტისათვის მიწოდება რისკის პროფილების შესაქმნელად;“ დ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) გადასახადის გადამხდელთა მიერ საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა;“; დ.გ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში/საბაჟო ორგანოში საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;“; ე) მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „დ) საბაჟო პროცედურების/რეექსპორტის ამსახველი სტატისტიკის წარმოება;“. 11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №15) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 12. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №16) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №17) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“. 14. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №19): ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“; ბ) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;“; გ) მე-6 მუხლის: გ.ა) მე-3 პუნქტის: გ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შემოსავლების სამსახურის მიერ იმპორტის გადასახდელის (იმპორტის გადასახადი, აქციზი და დამატებული ღირებულების გადასახადი) ადმინისტრირების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;“; გ.ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ)იმპორტის გადასახდელზე შეღავათების გამოყენების პრაქტიკის შესწავლა, რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციებისა, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება; დ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის ჩატარების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების შემუშავება, ასევე შემუშავებული რეკომენდაციებისა, პროცედურული ან/და სიტუაციური სახელმძღვანელოების განახლება;“; გ.ა.გ) „ზ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტებიდან შემოსული წინადადებების, წინადადებების, დავების განმხილველი ორგანოების (მათ შორის, სასამართლოს) გადაწყვეტილებებისა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე;“; გ.ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საგადასახადო და საბაჟო დავებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მეთოდური უზრუნველყოფა;“. მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე. |
დოკუმენტის კომენტარები