„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30203
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 29/08/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016517
30203
29/08/2019
ვებგვერდი, 03/09/2019
000000000.00.00.016517
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №30203

2019 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების (დანართი №5):

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა წარმართვას;“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„თ) შრომის უსაფრთხოების განყოფილება.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი შემდეგი რედაქციით:

„11. შრომის უსაფრთხოების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ბ) შრომის უსაფრთხოების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სწავლება, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.

სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.