„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 259
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.017232
259
29/08/2019
ვებგვერდი, 30/08/2019
230150070.22.033.017232
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 

ერთობლივი ბრძანება №259/№74

2019 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქცია (თანდართულ დანართთან ერთად). 
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-1188 ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი კაკაურიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია




ინსტრუქცია

კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ

 თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო პროცედურებისა და რეექსპორტის განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის და ექსპორტის პროცედურებისა და რეექსპორტის გამოყენებასთან და საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და სარეგისტრაციო დოკუმენტების გაფორმების წესებს.

2. ამ ინსტრუქციის მიზანია, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანისა და ექსპორტის პროცედურების და რეექსპორტის გამოყენებისა და სავალდებულო რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების შეთანხმებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობას.

მუხლი 2

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონტროლის ზონა – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელების ადგილი, აგრეთვე საექსპერტო შემოწმების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დათვალიერებისათვის გამოყოფილი ტერიტორია, რომლებიც წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას;

ბ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

გ) საბაჟო ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციებსაც განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

დ) დეკლარანტი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (იმპორტიორი/ექსპორტიორი) ან მისი წარმომადგენელი, რომელიც კისრულობს საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვალდებულებას;

ე) „ერთი ფანჯრის“ პრინციპი – ამ ბრძანებით განსაზღვრული მიზნებისათვის სააგენტოს და საბაჟო ორგანოს შეთანხმებული და კოორდინირებული საქმიანობა (ტერიტორიული თვალსაზრისით ერთ ადგილას განთავსებული კონტროლის ზონა, სარეგისტრაციო, საექსპერტიზო და საბანკო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებები);

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით     გათვალისწინებული   მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი;

ზ) ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

თ) სპეციალისტი – სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც სააგენტოს დებულების ან/და სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმებასж

ი) ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და თანმხლები დოკუმენტაციის ტრასოლოგიური ან/და სასაქონლო შემოწმების გზით, საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციისათვის ან აღრიცხვიდან მოხსნისათვის კანონმდებლობით დადგენილი მონაცემების განსაზღვრა;

კ) დათვალიერების აქტი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2) – სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად შედგენილი აქტი (დანართი №1), რომელშიც აისახება ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები. დათვალიერების აქტის მოქმედების ვადა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის, დროებითი შემოტანის პროცედურებისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომანქანის დეკლარირებისათვის განისაზღვრება ერთი დღით, ხოლო ექსპორტის პროცედურისათვის ან/და რეგისტრაციისათვის – 30 დღით;

ლ) ტრასოლოგიური შემოწმება – სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატებისა და ტექნიკური მონაცემების შედარება თანხმლებ დოკუმენტაციასთან;

მ) სასაქონლო შემოწმება – ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისი ქვესუბპოზიციის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების და/ან საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით მონაცემების დადგენა;

ნ) თანმხლები დოკუმენტაცია – საექსპერტო შემოწმებისა და საქონლის დეკლარირებისათვის წარსადგენი, უფლებამოსილი სამსახურების მიერ გაცემული ან დამოწმებული დოკუმენტები (ამონაწერი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობიდან, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი (ფორმა 2), საკუთრების უფლების გადაცემის გარიგება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, კონოსამენტი და სხვ.), რომლებშიც ასახულია ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მონაცემების, მისი მესაკუთრის (წარმომადგენლის) შესახებ; აგრეთვე იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

 ო) საფასური – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით, რომელიც გადაიხდება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის;

პ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენების განზრახვას;

ჟ) დეკლარაცია – „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული „ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია“;

რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია – სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მათი დაშვება და დადგენილი წესით სარეგისტრაციო სისტემაში და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;

ს) „სასაქონლო პარტია“ – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი მიმღების მისამართით, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;

ტ) საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენა – საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დადასტურება იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნით.

მუხლი 3

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებას, საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას, კონტროლის დოკუმენტების გაფორმებას და სავალდებულო რეგისტრაციას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

2. საექსპერტო შემოწმების ან/და საქონლის დეკლარირების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან მის წარმომადგენელს.

3. საბაჟო ორგანო და სააგენტო პასუხს არ აგებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტაციის, მის შედგენაზე უფლებამოსილების ან მისი შინაარსის ან მასზე დატანილი ხელმოწერისა და ბეჭდის (შტამპის) ნამდვილობაზე.

მუხლი 4

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.

3. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის მოთხოვნიდან, შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენამდე, მაგრამ არაუმეტეს დოკუმენტის წარდგენისათვის ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადისა, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვევა საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, საქონლის დეკლარირების ვადის დენა განახლდება მომდევნო სამუშაო დღეს.

თავი II

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმების წესი

მუხლი 5

ავტოსატრანსპორტო საშუალების საქონლის დეკლარირების ან/და რეგისტრაციის ან აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების მიერ კონტროლის ზონაში ხორციელდება საექსპერტო შემოწმება და მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის შედგენა.

მუხლი 6

1. საექსპერტო შემოწმებას ექვემდებარება:

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურაში ან რეექსპორტში მოსაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.

2. საექსპერტო შემოწმება არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე:

ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;

ბ) რომელსაც წინმსწრები საბაჟო პროცედურის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება (გარდა დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნით, საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის დებულებები.

4. საექსპერტო შემოწმებისას, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარება სასაქონლო კოდის ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით.

5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ექსპერტიზის შედეგად მიღებული მონაცემები ასახოს დათვალიერების აქტში.

მუხლი 7

1. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენა ხორციელდება რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრის შემთხვევაში, საექსპერტო შემოწმებისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) „მწვანე დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის გარეშე;

ბ) „ყვითელი დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, დეკლარანტი ვალდებულია, საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დასადასტურებლად, სააგენტოს საექსპერტო შემოწმებისათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში (ვადა აითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების წარდგენის დღიდან) წარუდგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაცემული დასკვნა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;

გ) საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი.

4. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დასადგენად, მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, ვიზუალური დაკვირვების შედეგად, თუ წარმოიშვა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საჭე მარცხენა მხარეს გადატანილია ან/და სხვა გარემოების არსებობისას, მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ:

ა) დეკლარანტი წერილობით დაადასტურებს ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანას;

ბ) სააგენტოში ელექტრონული ან მატერიალური სახით დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს თანამშრომელი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომლის მიერ მითითებული დოკუმენტი.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რისკის პროფილები და შემუშავების კრიტერიუმები წარმოადგენს სამსახურებრივი სარგებლობის შიდაუწყებრივ ინფორმაციას და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

7. რისკის პროფილებს შეიმუშავებს სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.

მუხლი 8

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შედეგად დათვალიერების აქტში აისახება:

ა) სატრანსპორტო საშუალების მფლობელი(მესაკუთრე);

ბ) მარკა, მოდელი;

გ) საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი;

დ) ფერი;

ე) გამოშვების წელი;

ვ) ძრავის ნომერი;

ზ) ძარის ნომერი;

თ) ტრანზიტული ნომერი;

ი) საწვავის ტიპი;

კ) დასაშვები წონა;

ლ) დაუტვირთავი წონა;

მ) სატრანსპორტო საშუალების ტიპი;

ნ) ძრავის მოცულობა;

ო) ზუსტი მოცულობა;

პ) შასის ნომერი;

ჟ) სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ღირებულება;

რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება, ხოლო ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გამოვლენის შემთხვევაში – ასევე ინფორმაცია საჭის გადატანის ფაქტის გამოვლენის შესახებ;

ს) გადასახდელების გაანგარიშება;

ტ) სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია);

უ) სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ფასი.

2. სპეციალისტს უფლება აქვს, შეიტანოს ინფორმაცია დათვალიერების აქტში სატრანსპორტო საშუალების იმ ნომრიანი აგრეგატების შესახებ, რომლებიც კანონმდებლობით განსაზღვრულ თანხმლებ დოკუმენტაციაში არ არის ასახული, მაგრამ მათი დადგენა შესაძლებელია სხვა ფაქტობრივი მონაცემების მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლები დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასახელმწიფო ენაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მოითხოვოს დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

4. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალების ნომრიან აგრეგატებზე ან საიდენტიფიკაციო ნომრებზე ან თანმხლებ დოკუმენტებზე აღმოჩენილ იქნა ფიზიკური ზემოქმედების რაიმე კვალი ან/და შეუძლებელია მათი ამოკითხვა, სააგენტო ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წყვეტს საექსპერტო შემოწმებას.

5. შემოწმების დროს აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შემთხვევაში, სააგენტოს ან საბაჟო ორგანოს შეუძლიათ მოითხოვონ გამოკვლევის (ექსპერტიზის) ჩატარება.

6. დათვალიერების აქტი დგება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ინახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. დათვალიერების აქტი მატერიალური დოკუმენტის სახით გაიცემა დეკლარანტის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში არ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს” ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები;

8. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, დათვალიერების აქტში დამატებით ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი საფასურების განგარიშება.

9.  საბაჟო  საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მომართვის შემთხვევაში,  სააგენტო უფლებამოსილია დათვალიერების აქტში დამატებით ასახოს:

ა) სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული, საბაჟო პროცედურისათვის/რეექსპორტისათვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში შენახვის ხარჯები ან/და მისი გადაზიდვის მომსახურების საზღაური;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისა და საზღაურის გადახდის მიზნით, საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების დათვალიერების აქტში ასახვა ხორციელდება საბაჟო საწყობის მფლობელის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამზიდველის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს არ ეკისრება პასუხისმგებლობა  აღნიშნული ინფორმაციის უზუსტობაზე.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არ წარმოადგენს სააგენტოს ვალდებულებას. ამასთან, ინფორმაციის ასახვაზე  უარის  თქმის შემთხვევაში, სააგენტო ასევე არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარის თქმის საფუძველი.

მუხლი 9

სპეციალისტს უფლება აქვს არ ჩაუტაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საექსპერტო შემოწმება ან/და არ შეადგინოს დათვალიერების აქტი, თუ:

 ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება შესამოწმებლად წარმოადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

 ბ) არ იქნა ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი თანმხლები დოკუმენტაცია;

გ) სააგენტოში შესამოწმებელ ავტოსატრანსპორტო საშაუალებაზე აღრიცხულია ინფორმაცია სამართლებრივი შეზღუდვის თაობაზე;

დ) თანმხლები დოკუმენტაცია არ შეესაბამება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი მესაკუთრის(წარმომადგენლის) მონაცემებს;

ე) ნომრიან აგრეგატებზე ან/და თანმხლებ დოკუმენტებზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი;

ვ) შეუძლებელია ნომრიანი აგრეგატების ამოკითხვა ან/და დადგენა;

ზ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

თ) სატრანსპორტო საშუალება ან თანმხლები დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

თავი III

ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა

მუხლი 10

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევა, როგორც წესი, წარმოებს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, სხვა ენაზეც.

2. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

3. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

მუხლი 11

თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო პროცედურის განსაზღვრიდან (დეკლარირებიდან) მის დასრულებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა, რეგისტრაცია ან მისი სხვა მიზნით გამოყენება.

მუხლი 12

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 60 კალენდარულ დღეში (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 დღიანი) ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.

5. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

6. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

7. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

8. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით.

მუხლი 13

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დასრულებას და საქონლის გაშვებას.

3. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.

4. იმ სატრანსპორტო საშულებებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება საბაჟო ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი ან/და გადასახდელებისაგან განთავისუფლება, დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად: ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საბაჟო ორგანოს, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

5. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საბაჟო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

6. TIR-წიგნაკით გადაადგილებული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

თავი IV

ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია

მუხლი 14

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მოექცნენ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის სურვილისამებრ, სააგენტოს მიერ რეგისტრაციაში ტარდებიან პროცედურაში მოქცევიდან ერთი თვის ვადაში ან პროცედურაში მოქცევისთანავე.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან სარეგისტრაციო ორგანოებს წარუდგინონ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. დეკლარაციით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტიორი რეგისტრაციის პროცესში ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.

თავი V

ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი

მუხლი 15

ექსპორტის პროცედურისთვის განკუთვნილი, საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიდან მოხსნას სააგენტო ახორციელებს მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

მუხლი 16

1. ექსპორტის პროცედურისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის შედეგად სააგენტოს მიერ გაიცემა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათი ივსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მუხლი 17

სააგენტო უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაადასტუროს ექსპორტის პროცედურისათვის და რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა.

მუხლი 18

1. სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურის/ რეექსპორტის გამოყენებასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთანავე, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს.

2. საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტისა და საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ასლები 3 დღის ვადაში გადასცეს საბაჟო ორგანოს.

თავი VI

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის პროცედურაში მოქცევა

მუხლი 19

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

მუხლი 20

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბჟო პროცედურაში მოსაქცევად დადგენილი წესით მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. ექსპორტისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

მუხლი 21

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რაც ნიშნავს საბაჟო პროცედურის დასრულებას და საქონლის გაშვებას.

3. ექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საბაჟო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

თავი VII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა

მუხლი 22

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების მიზნით შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

მუხლი 23

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 60 კალენდარულ დღეში (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 დღიანი) ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.

5. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

6. საბაჟო საწყობის პროცედურისას ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

7. დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

მუხლი 24

1. შევსებული დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.

3. საწყობის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საბაჟო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

თავი VIII

ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტში მოქცევა

მუხლი 25

1. პირი, რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, ვალდებულია:

ა) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ან დროებით შენახული ავტოსატრანსპორტო საშუალება საექსპერტო შემოწმებისათვის (გარდა იურიდიული პირების მიერ შემოტანილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და „ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერის მიზნით წარუდგინოს სააგენტოს კონტროლის ზონაში (უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა);

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალება რეექსპორტის დასრულების მიზნით წარადგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტში;

გ) საბაჟო საწყობის ან დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის მიზნით წარადგინოს რეექსპორტის დეკლარაცია.

2. ერთი რეექსპორტის დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

3. რეექსპორტის გამოყენებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირება ხორციელდება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

4. რეექსპორტის დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

5. რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.

მუხლი 26

1. შევსებული რეექსპორტის დეკლარაცია სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება რეექსპორტში მოქცეულად.

3. რეექსპორტის დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

4. დეკლარირების შესახებ ინფორმაცია გაფორმების საბაჟო ორგანოს სააგენტოს მეშვეობით მიეწოდება ელექტრონული ფორმით, ხოლო სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. რეექსპორტის დასრულება დასტურდება დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დეკლარაციის „D“ გრაფაში სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.

მუხლი 27

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, რეექსპორტის განხორციელების ადგილამდე მიტანის 60-დღიანი (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 დღიანი) ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

2. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურების ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილ და რეექსპორტისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოსთან არსებულ კონტროლის ზონაში გამოიწერება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

თავი IX

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ დროებითი შემოტანის პროცედურის გამოყენება

მუხლი 28

1. დეკლარანტს უფლება აქვს, ხოლო სააგენტოს მოთხოვნით კი ვალდებულია, დაესწროს საექსპერტო შემოწმებას.

2. დათვალიერების მიზნით ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების ადგილზე მიტანა ან სხვა სატვირთო ოპერაციები ხორციელდება დეკლარანტის ხარჯებით.

მუხლი 29

1. დეკლარანტი ვალდებულია, კონტროლის ზონაში წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცევის მიზნით, მოახდინოს მისი დეკლარირება.

2. დეკლარაციის წარდგენა ხდება 60 კალენდარულ დღეში (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება:

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – გამგზავნ საბაჟო ორგანოში საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობისათვის“ მინიჭებული „D“ ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი (სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 დღიანი) ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.

5. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

6. დეკლარაციას და „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე.

7. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, ხოლო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აგრეთვე წარედგინება „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი“, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 30

1. შევსებული დეკლარაცია და „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (არსებობის შემთხვევაში) სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საბაჟო ორგანოს.

2. საბაჟო ორგანო ასევე ელექტრონულად ახორციელებს დეკლარაციაზე ნომრის მინიჭებას, რის შემდეგაც საქონელი ჩაითვლება დროებითი შემოტანის პროცედურაში მოქცეულად.

3. დასრულებული დეკლარაცია ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) ერთი ეგზემპლარი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს მეშვეობით გადაეცემა გაფორმების საბაჟო ორგანოს;

ბ) მე-2 ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს.

4. სააგენტოში დასრულებული დეკლარაცია ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით.

5. დროებითი შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებისას, როდესაც დეკლარანტი თხოვნით მიმართავს სააგენტოს დეკლარაციის შევსების თაობაზე, სააგენტო ვალდებულია, მოითხოვოს დროებითი შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ან/და გადასახადო ვალდებულების შესრულების დადასტურება.

დანართი №1

 

 

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი №

 

 

ფორმა 2

მფლობელი:

მარკა, მოდელი:

საიდენტიფიკაციო კოდი:

ფერი:

გამოშვების წელი:

ძრავის ნომერი:

ძარის ნომერი:

ტრანზიტული ნომერი:

საქონლის საბაზრო ფასი:

საწვავის ტიპი:

დასაშვები წონა:

 

ტიპი:

ძრავის მოცულობა:

ზუსტი მოცულობა:

შასის ნომერი:

საბაჟო ღირებულება:

სასაქონლო კოდი (11-ნიშნა ქვესუბპოზიცია):

საჭე:

დაუტვირთავი წონა:

 

 

 

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ბანკის კოდი:     ანგარიშის ნომერი      სახაზინო კოდი

   თანხა ლარებში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

გთხოვთ დამეხმაროთ ჩემი      კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარაციის

შევსებაში.

 

განმცხადებელი ––––––––––––––––––

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.