დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 314 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/10/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017249 |
|
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. პირველი მუხლის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1) გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. სახელმწიფო ხაზინის მიერ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, გადასახადების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური) ინფორმაცია გადასახადების სახით ერთიან კოდზე ჩარიცხული გადასახადების ფაქტობრივი საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით გადანაწილების შესახებ.“. |
2.
ბრძანების დანართ №3-ში: |
ა) სახაზინო კოდები – 3289 – „შემოსავალი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (გარდა შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა) ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ და 3290 – „შემოსავალი შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ) სახაზინო კოდები – 3293 – „შემოსავალი ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ და 3294 – „შემოსავალი შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფიდან“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
გ)
სახაზინო კოდი – 7021 – „სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური“ – ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები