„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017801
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
178/ნ
27/08/2019
ვებგვერდი, 29/08/2019
430010000.22.022.017801
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/08/2019 - 02/09/2019)

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №178/ნ

2019 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების:

1. პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები (მათემატიკა/ისტორია) სწავლის სფეროს მიხედვით (დანართი №3)“.

2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ერთიანი ეროვნული გამოცდის საგნები

1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამებისა, აუცილებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დამატებითი გამოცდის ჩაბარება.

2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა;

ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური ენებიდან ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად:

ბ.ა) ინგლისური ენა;

ბ.ბ) გერმანული ენა;

ბ.გ) ფრანგული ენა;

ბ.დ) რუსული ენა.

გ) მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან/და ისტორია, ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.

5. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული  საგანმანათლებლო პროგრამებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში:

ა) ფიზიკა;

ბ) ქიმია;

გ) ბიოლოგია;

დ) ზოგადი უნარები;

ე) გეოგრაფია;

ვ) ლიტერატურა;

ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

თ) სამოქალაქო განათლება.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

7. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გაერთიანებულად გამოაცხადებს მიღებას ისეთ პროგრამებზე, რომელთათვისაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსხვავებული საგნის ჩაბარებაა სავალდებულო, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს როგორც მათემატიკა, ისე ისტორია. ამ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი დააწესოს დამატებითი გამოცდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საგანში/საგნებში.

8. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენა, ბიოლოგია;

ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.

9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნებისათვის გაითვალისწინოს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა საგანი.

10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ვალდებულია დაადგინოს აბიტურიენტების მინიმალური კვოტა შემდეგი წესით:

ა) თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, დაწესებულება განსაზღვრავს თითოეულ საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს თითოეულ საგანში (ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა) გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას, რომელიც არ უნდა იყოს ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების 30%-ზე ნაკლები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით ორი ან მეტი საგნის განსაზღვრისას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების ფარგლებში თითოეული საგნისათვის დაადგინოს აბიტურიენტების მინიმალური კვოტა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ერთ-ერთ საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:

ა) ორი საგნის გამოცდის დაწესების შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;

ბ) ორზე მეტი საგნის გამოცდის დაწესების შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარგანსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა საგანში/საგნებში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ჩამონათვალის შესაბამისად.

12. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აგრეთვე სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის, ან ოსური ან აფხაზური ენის გამოცდის ჩაბარება.“;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხოური ენის და მათემატიკის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ს.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ მის მიერ მიღებული ქულის შესაბამისი გათანაბრებული ქულა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტი აღმოჩნდება.“

ბ.გ) 51 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.დ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საგნებისათვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე საგანში მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში;

ბ) ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის საგნებისათვის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების  შემთხვევაში;

გ) თუ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნებად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას.“;

გ) მე-8 მუხლის:

გ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაკალავრიატზე ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საგანში/საგნებში.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელოვნებო-შემოქმედებით ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების მიზნებისათვის, აბიტურიენტი ვალდებულია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებისა, ჩააბაროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საგანი. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ დააწესებს დამატებით გამოცდას, აბიტურიენტი უფლებამოსილია სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნებისათვის ჩააბაროს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საგანი, ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად.“;

დ)  მე-13 მუხლის:

დ.ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

„31. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 5 სექტემბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით.

32. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს ამ მუხლის 31 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს  ჩარიცხვის წლის წინა წლის 10 სექტემბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში.

33. ცენტრი ამ მუხლის 32 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციის, არაუგვიანეს ჩარიცხვის წლის წინა წლის 16 სექტემბრისა განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

დ.ბ) მე-5 პუნქტის:

დ.ბ.ა) “ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1. აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები გაერთიანებულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა ერთიანი მიღება და საერთო ადგილების რაოდენობა. დაუშვებელია არააკრედიტებული და აკრედიტებული აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ამ ბრძანების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, ასევე იმ აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანება, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირი სწავლების ენა, სწავლის საფასური და კრედიტების რაოდენობა. გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს ენიჭება ერთი საიდენტიფიკაციო კოდი;“;

დ.ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ინფორმაცია იმის თაობაზე, აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის ვადის მითითებით; აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანების შემთხვევაში მიეთითება ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის თაობაზე, რომელსაც აკრედიტაციის ვადა უფრო ადრე ეწურება.“

დ.ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი:

„ი1) სავალდებულო საგნები, საგანმანათლებო პროგრამების მიხედვით;“;

დ.ბ.დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დამატებითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;“;

დ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5154 პუნქტები:

„51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც ანკეტის წარდგენის დროისათვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას.

53. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ცენტრში წარადგინოს ამ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

54. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების თაობაზე ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ მუხლის 53 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“;

დ.დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-მე-10 პუნქტები:

„9. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია ჩარიცხვის წლის 1 აგვისტოს ცენტრში წარადგინოს ინფორმაცია ანკეტაში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის, აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის თაობაზე.

10. ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, მისი მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“;

ე) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 31-ე მუხლის:

ვ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხის გადაწყვეტისთვის კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ ქულით აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება აბიტურიენტის მიერ სხვა დამატებითი საგნის გამოცდაში/გამოცდებში მიღებული შემდგომი უმაღლესი სკალირებული ქულა. თუ ამ დამატებითი საგნის გამოცდებში მიღებული უმაღლესი სკალირებული ქულები იდენტურია, კოეფიციენტებით რანჟირების დროს პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების მეტი რაოდენობა, ხოლო შემდგომ იმ საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა, რომლისთვისაც დადგენილია მისაღები ადგილების ნაკლები რაოდენობა. იდენტური ადგილების რაოდენობის შემთხვევაში, კოეფიციენტებით რანჟირების დროს გათვალისწინებული იქნება დამატებითი საგნის გამოცდის უმაღლესი სკალირებული ქულა დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საგნების ჩამონათვალის შესაბამისად.“;

ვ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ აბიტურიენტი მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისათვის აბარებს ფიზიკის, მათემატიკის და ქიმიის საგნებიდან ორს ან მეტს, ასევე თუ საგანმანათლებლო პროგრამისათვის რელევანტურ საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი გადაწყდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“ ;

ზ) მე-40 მუხლს 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 37-ე პუნქტი:

„37. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ამ დებულების მე-13 მუხლის  31 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის შემოწმებისათვის, საჭირო ინფორმაციას ჩასაბარებელი საგნების თაობაზე, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, მოთხოვნის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებული ფორმით წარუდგენს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არაუგვიანეს 2019 წლის 9 სექტემბრისა.“;

3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება

1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად, შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობა დაიყოს 10 ნაწილად შემდეგი საგნებისათვის:

ა.ა) მათემატიკა;

ა.ბ) ბიოლოგია;

ა.გ) ქიმია;

ა.დ) ფიზიკა;

ა.ე) ზოგადი უნარები;

ა.ვ) ისტორია;

ა.ზ) გეოგრაფია;

ა.თ) ლიტერატურა;

ა.ი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.კ) სამოქალაქო განათლება;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ – „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის პრიორიტეტულ წონად განისაზღვროს 1.4, ხოლო „ა.ვ“ – „ა.კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნებისათვის – 1.

გ) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის:

გ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებზე. იმ შემთხვევაში, თუ არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებით საგნად არ არის განსაზღვრული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე საგანი, ამ საგნისთვის/საგნებისთვის განკუთვნილი თანხა თანაბრად ნაწილდება დანარჩენ საგნებზე;

გ.ბ) 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად, საგნებისათვის მინიჭებული პრიორიტეტული წონის გათვალისწინებით. ამ მიზნით:

გ.ბ.ა) გამოითვლება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების რაოდენობა, რისთვისაც თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობა მრავლდება შესაბამის წონაზე;

გ.ბ.ბ)  აკადემიური პროგრამებისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის 95%  საგნებზე გადანაწილდება თითოეული საგნისათვის გამოცხადებული აწონილი ადგილების პროპორციულად.

გ.გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, თითოეული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას:

გ.გ.ა) თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დააწესა დამატებითი გამოცდა, ამ პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება)  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სავალდებულო საგნად დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორივე საგნის განსაზღვრის ან დამატებითი გამოცდის რამდენიმე საგანში დაწესების შემთხვევაში, ამ საგნებისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად ითვლება მათთვის დადგენილი აბიტურიენტთა მინიმალური კვოტის ნახევარი;

გ.გ.ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, თითოეული პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის ნახევარი ითვლება ბიოლოგიის საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობად, ხოლო ნახევარი – დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნებისათვის გამოყოფილად, მათთვის დადგენილი აბიტურიენტების მინიმალური  კვოტის გათვალისწინებით.

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა ნაწილდება იმ საგანზე, რომელზეც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანხის განაწილების შემდეგ მეტი თანხა განაწილდა.

2. აბიტურიენტებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების შედეგად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნებში თანხის დარჩენის შემთხვევაში, დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა განაწილდება აბიტურიენტებზე თითოეული საგნის მიხედვით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეთანხმებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რიგითობით, აბიტურიენტების მიერ მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხების გადანაწილების დროს მხედველობაში არ მიიღება ის  საგანი/საგნები, რომელშიც ყველა აბიტურიენტი დაფინანსდა ან რომელშიც თანაბარი უმაღლესი აბსოლუტური ქულის მქონე აბიტურიენტთა დასაფინანსებლად დარჩენილი თანხა საკმარისი არ არის.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა განაწილდება იმ აბიტურიენტებზე, რომლებმაც ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ვერ მოიპოვეს გრანტი.“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიურ პროგრამაზე გრანტს მოიპოვებენ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური ქულით რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკადემიური პროგრამისთვის გამოყოფილი გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში.“;

ბ.ბ)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა დამატებითი გამოცდა, აბიტურიენტს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა, გრანტი მოიპოვოს აგრეთვე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით.“;

ბ.გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ აბიტურიენტს, დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩაბარებული აქვს როგორც მათემატიკა, ისე ისტორია ან/და კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ  საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება საგნების რიგითობა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3. დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები გრანტს მოიპოვებენ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში მიღებული აბსოლუტური ქულის, ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებსა და მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში მიღებული აბსოლუტური ქულის მიხედვით. ამ შემთხვევაში, დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას. თუ ამ  საგნების გამოცდებში მიღებული ქულების მიხედვით აბიტურიენტი მოიპოვებს  პროგრამისთვის გრანტის ერთსა და იმავე ოდენობას, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება აბიტურიენტის მიერ მოპოვებული ქულა იმ საგანში, რომელზეც შესაბამის წელს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეტი თანხა გადანაწილდება. საგნებზე თანხის თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, აბსოლუტური ქულებით რანჟირების დროს გაითვალისწინება საგნების რიგითობა, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ  აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საგანი.“;

ბ.ე) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიურ პროგრამაზე გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლის მიზნით ერთიანი ეროვნული გამოცდების თითეულ საგანს ენიჭება წონა (შემდგომში – საგამოცდო საგნის წონა). საგამოცდო საგნის წონა დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებში არის 1, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანში – 1.5“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აბიტურიენტი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე გრანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოიპოვებს დებულების მე-8 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში გამოცდის ჩაბარების გზით.“;

გ.ბ) მეორე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.გ) მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. იმ აბიტურიენტის დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელმაც დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩააბარა როგორც მათემატიკის, ისე ისტორიის გამოცდა და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები (მათემატიკა/ისტორია) სწავლის სფეროს მიხედვით (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ და „დ.ბ“–„ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“–„გ“ და „დ.ბ“–„ზ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

დანართი №3

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ჩასაბარებელი საგანი/საგნები (მათემატიკა/ისტორია) დარგის/სფეროს მიხედვით

 

 

დარგი/სფერო

საგანი

  1.  

ეკონომიკა

მათემატიკა

  1.  

საბუღალტრო აღრიცხვა

მათემატიკა

  1.  

ფინანსები

მათემატიკა

  1.  

მათემატიკა

მათემატიკა

  1.  

ფიზიკა

მათემატიკა

  1.  

გეოფიზიკა

მათემატიკა

  1.  

ბიოლოგია /სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა

  1.  

ქიმია

მათემატიკა

  1.  

 ბიოქიმია

მათემატიკა

  1.  

ინფორმაციული ტექნოლოგიები

მათემატიკა

  1.  

ინფორმატიკა

მათემატიკა

  1.  

ინფორმაციული სისტემები

მათემატიკა

  1.  

კომპიუტერული მეცნიერება

მათემატიკა

  1.  

ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

გარემოს ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ელექტროინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

კომპიუტერული ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ტელეკომუნიკაცია

მათემატიკა

  1.  

ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემების ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგია

მათემატიკა

  1.  

მეტალურგია

მათემატიკა

  1.  

სატრანსპორტო საშუალებების ინჟინერია/ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

საზღვაო ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

საავიაციო ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

საზღვაო ელექტროინჟინერია

მათემატიკა

  1.  

საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

სარკინიგზო ტრანსპორტის ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

საინჟინრო ფიზიკა

მათემატიკა

  1.  

საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა

მათემატიკა

  1.  

მასალათამცოდნეობა

მათემატიკა

  1.  

ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ბიოსამედიცინო ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

აგროინჟინერია

მათემატიკა

  1.  

სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია

მათემატიკა

  1.  

საინჟინრო ლოგისტიკა

მათემატიკა

  1.  

სამთო და გეოინჟინერია

მათემატიკა

  1.  

ნავთობისა და გაზის მოპვების ტექნოლოგია

მათემატიკა

  1.  

არქიტექტურა

მათემატიკა

  1.  

ურბანული დაგეგმარება/ქალაქდაგეგმარება

მათემატიკა

  1.  

მშენებლობის ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

სამოქალაქო ინჟინერია

მათემატიკა

  1.  

მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი

მათემატიკა

  1.  

საზღვაოსნო მეცნიერება

მათემატიკა

  1.  

საჰაერო ხომალდის მართვა

მათემატიკა

  1.  

სტატისტიკა

მათემატიკა

  1.  

ფილოლოგია

ისტორია

  1.  

ინგლისური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

გერმანული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

სკანდინავიური ფილოლოგია/სკანდინავისტიკა

ისტორია

  1.  

რომანული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

ფრანგული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

ესპანური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

იტალიური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

კლასიკური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

ბიზანტიური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

ახალი ბერძნული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

სლავური ფილოლოგია/სლავისტიკა

ისტორია

  1.  

უკრაინული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

რუსული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

სომხური ფილოლოგია/არმენოლოგია

ისტორია

  1.  

თურქული ფილოლოგია /თურქოლოგია

ისტორია

  1.  

სპარსული ფილოლოგია/ ირანისტიკა

ისტორია

  1.  

არაბული ფილოლოგია/ არაბისტიკა

ისტორია

  1.  

ასირიოლოგია

ისტორია

  1.  

ებრაული ფილოლოგია/ებრაისტიკა

ისტორია

  1.  

ებრაულ- არამეული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

იაპონური ფილოლოგია/ იაპონისტიკა

ისტორია

  1.  

სინოლოგია

ისტორია

  1.  

ქართული ფილოლოგია

ისტორია

  1.  

აფხაზური ფილოლოგია

ისტორია

  1.  

აფხაზური ფილოლოგია (აფხაზური როგორც მეორე ენა)

ისტორია

  1.  

თეოლოგია

ისტორია

  1.  

ეთნოლოგია

ისტორია

  1.  

სოციალური ან/და კულტურული ანთროპოლოგია

ისტორია

  1.  

სათეატრო ხელოვნება

ისტორია

  1.  

თეატრმცოდნეობა

ისტორია

  1.  

კინომცოდნეობა

ისტორია

  1.  

ქორეოლოგია (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია)

ისტორია

  1.  

ისტორია

ისტორია

  1.  

ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა)

ისტორია

  1.  

მუსიკის თეორია

ისტორია

  1.  

საეკლესიო მუსიკა

ისტორია

  1.  

ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორობა (ლოტბარი/რეგენტი)

ისტორია

  1.  

აკადემიური გუნდის დირიჟორობა

ისტორია

  1.  

მუსიკოლოგია

ისტორია

  1.  

ეთნომუსიკოლოგია

ისტორია

  1.  

სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა

ისტორია

  1.  

აუდიოვიზუალური ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

კინო-ტელეხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საოპერატორო ხელოვნება (კინო, ტელე)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ფოტოხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მედიახელოვნება/ციფრული მედია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მულტიმედია დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გრაფიკული დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გრაფიკა/გრაფიკის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ილუსტრირება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სამრეწველო დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მოდის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ტექსტილის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ინტერიერის დიზაინი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სახვითი ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ფერწერა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ქანდაკება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ხატწერა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

თეატრის რეჟისურა (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სამსახიობო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ქორეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საშემსრულებლო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

კომპოზიცია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ჯაზის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სპორტი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

არქიტექტურის რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მხატვრული მინა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მხატვრული კერამიკა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საიუველირო ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ხის მხატვრული დამუშავება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

თავისუფალი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ციფრული ჰუმანიტარია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის განათლება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ევროპისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სოციალური მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საჯარო მმართველობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ამერიკისმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მევენახეობა და მეღვინეობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

თავდაცვა და უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სამხედრო მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საგანგებო სიტუაციების მართვა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

პროფესიული უსაფრთხოება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

კულტურული მემკვიდრეობის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

პოლიტიკის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საერთაშორისო ურთიერთობები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

კულტურის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ჟურნალისტიკა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სამართალი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საერთაშორისო სამართალი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მუსიკის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

განათლების მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სკოლამდელი განათლება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სპეციალური განათლება (მასწავლებლის განათლება)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მონტაჟის ხელოვნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ბეჭდვითი მედია და ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

რელიგიის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

არქეოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ფილოსოფია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

კავკასიოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

დემოგრაფია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საზოგადოებრივი გეოგრაფია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მასობრივი კომუნიკაცია (შინაარსი)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ინფორმაციის მართვის მეცნიერება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მარკეტინგი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გარემოსმცოდნეობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ბუნებრივი გარემო და ველური ბუნება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

პალეოანთროპოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

საბაღო-საპარკო მეურნეობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ადიქციის კვლევები (ადიქტოლოგია)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ფსიქოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სოციოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გენდერის კვლევები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ბიზნესის ადმინისტრირება

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მენეჯმენტი

მათემატიკა/ისტორია

  1.  

 გამოყენებითი ბიომეცნიერებები ან/და ბიოტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ეკოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გეოგრაფია (ფიზიკური)

მათემატიკა/ისტორია

  1.  

გეოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სასურსათო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

მასალების (ხე, ქაღალდი, პლასტმასი, მინა, კერამიკა) საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ტექსტილის ტექნოლოგია/საინჟინრო ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ტყავის ტექნოლოგია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

აგრონომია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

სატყეო საქმე

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ვეტერინარია

მათემატიკა/ისტორია

  1.  

 სოციალური მუშაობა

მათემატიკა/ისტორია

  1.  

ტურიზმი

მათემატიკა/ისტორია

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი