„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021430
409
26/08/2019
ვებგვერდი, 29/08/2019
340170000.10.003.021430
„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №409

2019 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებაში (სსმ III, №75, 28.06.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ინსპექტირების განხორციელების პროცესში უფლებამოსილია, დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული პირობებისა და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით,  მისცეს მხოლოდ მითითებები:

ა) ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც ახორციელებს ცხოველის დაკვლას ან/და ნედლი რძის თერმულ დამუშავებას) – 2021 წლის პირველ იანვრამდე;

ბ) ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის  წარმოებას/გადამუშავებას – 2021 წლის პირველ  ივნისამდე;

გ) ყველა სხვა ბიზნესოპერატორს (გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას) – 2023 წლის პირველ ივნისამდე.“.

2. დადგენილები დამტკიცებული ტექნიკური  რეგლამენტისსურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესის (დანართი №1):

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის   წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების ან ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს  სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.“;

ბ) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;“;

) პირველ მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ქვეპუნქტი:

„ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორზე, თუ იგი ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით და/ან ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.“;

დ) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესი.“.

3. დადგენილები დამტკიცებული ტექნიკური  რეგლამენტის  – სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის (დანართი №2):

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ბიზნესოპერატორს, რომელიც ახორციელებს სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოების ან ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებისა), დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.“;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელსაც სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;“;

გ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბიზნესოპერატორზე, თუ იგი ახორციელებს გეოგრაფიული აღნიშვნით და/ან ადგილწარმოშობის დასახელებით დაცული სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას.“;

) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო, საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებითა  და/ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული სურსათის სახელმწიფო კონტროლის  განხორციელებისას, ადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად  განსაზღვრულ,  დადგენილ  სპეციფიკაციებთან შესაბამისობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე