დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 153/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 20/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016404 |
|
„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პუნქტი – ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებს საოპერაციო ფართში ან/და ელექტრონული აპარატის მეშვეობით;’’. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის აზომვითი ნახაზი; ი) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა.“. 3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება 1. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სურს განახორციელოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რეგისტრაციის მიზნით მიმართავს ეროვნულ ბანკს ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელების თაობაზე განცხადებით (დანართი №5), რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. დოკუმენტის ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი და განცხადების განხილვის ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან. 2. ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხელახალი რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციები და ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს განცხადება (დანართი №6). ამ შემთხვევაში ელექტრონული აპარატისთვის გაიცემა ფილიალის საქმიანობის ნებართვა. 3. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ელექტრონული აპარატი იღებს ნებისმიერი ნომინალის ლარის ბანკნოტს და მონეტას, უცხოური ვალუტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ 100 ან უფრო დაბალი ნომინალის ბანკნოტების და მონეტების მიღება, გარდა რუსული რუბლის, თურქული ლირის, აზერბაიჯანული მანათის, სომხური დრამისა და უკრაინული გრივნის. ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს მიღებული ბანკნოტების სერიული ნომრების წაკითხვა; ბ) ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული აპარატის მეშვეობით მაინც განხორციელდა საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღება, მაშინ ელექტრონულმა აპარატმა მომხმარებელს ეკრანზე უნდა გამოუტანოს შეტყობინება, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ამასთან, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღების სანაცვლოდ არ განხორციელდეს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია და აღნიშნული ბანკნოტები და მონეტები არ გაიცეს მომხმარებლებზე მათი გადახდის კანონიერი ძალის დადასტურებამდე; გ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად; დ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ჩანაწერი უნდა ინახებოდეს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. გაუმართაობის აღმოფხვრამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი უფლებამოსილი არ არის ვალუტის გადაცვლის ოპერაციები განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით; ე) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა ვალუტის გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესითა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ვ) პირს, ეკრძალება იყოს პუნქტის მფლობელი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, ასევე მისი დირექტორი ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე/მესაკუთრეები, თუ ის ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის და ვალდებულია წარადგინოს ნასამართლეობის თაობაზე ცნობის დედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. ამ პუნქტის საფუძველზე ეროვნულ ბანკში წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნასამართლეობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ნასამართლეობის ცნობის გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს; ზ) ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა. 4. დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის/ნებართვის მიღების შემდეგ ყოველკვარტალურად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული აპარატების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. 5. კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3,000 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის ეროვნულ ბანკში წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენა ხორციელდება ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის სახით. 7. ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისათვის). 8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეგისტრაციის მიზნებისათვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. 9. მეწარმე სუბიექტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების განხორციელების მიზნით რეგისტრაციის ან/და ნებართვის მიღების პროცედურაზე ვრცელდება ამ წესის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ვადები. 4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სუბიექტი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის 71 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.’’. 5. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) დარღვეულია ამ წესის 71 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“. 6. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში);“; ბ) პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!”.“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პუნქტში/ფილიალში საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ცნობა (დანართი №4) სამ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეძლევა მომხმარებელს, მეორე რჩება სალაროს, მესამე ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს პუნქტს. ნამდვილი/გადასახდელად ვარგისი ფულის ნიშნის გამოვლენისას შესაბამისი თანხა უნაზღაურდება მომხმარებელს, ხოლო ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება. მოთხოვნის შემთხვევაში ნამდვილი, მაგრამ გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის მფლობელი უარს აცხადებს ცნობაზე ხელის მოწერაზე, პუნქტი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ცნობაზე.“. 7. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;“. 8. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებები 1. პუნქტმა უნდა უზრუნველყოს: ა) გადაცვლის ოპერაციის დაწყებამდე ელექტრონული აპარატის ეკრანზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანა; ბ) გადაცვლის ოპერაციის განხორციელებამდე ეკრანზე შემდეგი ინფორმაციის მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით გამოტანა: ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ (არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში); ბ.გ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency!”. ბ.დ) ეკრანზე თანხის დაბრუნების შესახებ ინსტრუქციის გამოტანა; გ) ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს: გ.ა) ვალუტის დასახელება; გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ); გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ); გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში). 2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტმა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია, ამ წესით, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისათვის მათი ოპერატიულად წარდგენა. 3. ელექტრონულმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული აპარატის მეშვეობით გაწეული მომსახურების ქვითრის კლიენტისათვის ამობეჭდვა, რომელიც მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ელექტრონული აპარატის მფლობელი პირის დასახელება და მისამართი; ბ) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრის №; გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა; დ) გადაცვლის კურსი; ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: კლიენტის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი; ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი; ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 3000 GEL or its equivalent in foreign currency! 4. ელექტრონული აპარატებით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის ოპერაციების დროს ციფრულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს როგორც კონსოლიდირებული/ცენტრალიზებული სახით, ასევე განცალკევებულად თითოეული ელექტრონული აპარატის მიხედვით. 5. პუნქტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების შემდგომ საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №4) ორ პირად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება ელექტრონული აპარატის მფლობელთან, მეორე, ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო კლიენტის შესახებ მონაცემების ცნობაში დაფიქსირება. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 სამუშაო დღის განმავლობაში ატყობინებს ელექტრონული აპარატის მფლობელს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული აპარატის მფლობელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ელექტრონული აპარატის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და სპეციალური პროგრამული საშუალების ჩანაწერები. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და რჩება ეროვნულ ბანკში. 6. იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის განხორციელების დროს შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი ქვითრის დაბეჭდვა, დაუშვებელია ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელება.“. 9. დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 10. დაემატოს დანართი №5 და დანართი №6 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 4 ქ. ––––––––––––– „–––––” „–––––––––” 20 წ. ც ნ ო ბ ა საეჭვო ფულის გამოვლენის შესახებ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასახელება ________________________________________ პასუხისმგებელი პირი _____________________________________________________ შემომტანი __________________________________________________________________________ პირის სახელი, გვარი, მოქალაქეობა, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის ___________________________________________________________________________________ მიხედვით, მისამართი (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) და ______________________________________________________________________________________ ტელეფონის ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება ასევე მისი დასახელება
პასუხისმგებელი პირი შემომტანი ________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნა: (შ.ა.) საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებელი პირი _________________________ (ხელმოწერა, თარიღი)
კომენტარი:___________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პასუხისმგებელი პირი შემომტანი _________________________ _________________________ (ხელმოწერა) (ხელმოწერა)
* იმ შემთხვევაში, თუ ფულის ნიშნის შემომტანი უარს აცხადებს ინდენტიფიცირებაზე ან/და ცნობაზე ხელის მოწერაზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს შენიშვნის ველში.
დანართი №5 განცხადება ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გაცვლის ოპერაციების განხორციელების თაობაზე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ, დაარეგისტრიროთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ელექტრონული აპარატი) წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე: ელექტრონული აპარატის მფლობელის საფირმო სახელწოდება ________________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის სამართლებრივი ფორმა _______________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი ______________________________ ელექტრონული აპარატის რეგისტრაციის ნომერი ____________________________________________ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _________________________________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის იურიდიული მისამართი __________________________
ელექტრონული აპარატის ფაქტობრივი მისამართი _____________________________________________ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ___________________________________________________________ ელექტრონული ფოსტის მისამართი ________________________________________________________ მომსახურე კომერციული ბანკი/ბანკები ანგარიშების რეკვიზიტები ბანკში (ბანკებში) ______________________________________________________________________________ მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს / საყურადღებო კურსს
აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ: 1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ სარეგისტრაციო პირობებს. 2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია;.
ხელმოწერა: თარიღი: დანართი №6 განცხადება ელექტრონული აპარატისათვის ფილიალის საქმიანობის ნებართვის მიღების თაობაზე „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანების შესაბამისად, გთხოვთ, მომცეთ ნებართვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (ელექტრონული აპარატის) გახსნის თაობაზე წინამდებარე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების საფუძველზე: ელექტრონული აპარატის მფლობელის საფირმო სახელწოდება ____________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის სამართლებრივი ფორმა ____________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის საიდენტიფიკაციო კოდი __________________________ ელექტრონული აპარატის რეგისტრაციის ნომერი _______________________________________ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი _________________________________________________ ელექტრონული აპარატის მფლობელის იურიდიული მისამართი __________________________ ელექტრონული აპარატის ფაქტობრივი მისამართი __________________________________________ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ___________________________________________________________ ელექტრონული ფოსტის მისამართი ________________________________________________________ მომსახურე კომერციული ბანკი/ბანკები ანგარიშების რეკვიზიტები ბანკში (ბანკებში) __________________________________________________________________________ მომსახურებისას ვიყენებ (შემოხაზეთ) საკომისიოს/საყურადღებო კურსს აღნიშნულ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ: 1. გავეცანი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობას და ვაკმაყოფილებ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ სარეგისტრაციო პირობებს. 2. განცხადებაში შეტანილი ინფორმაცია ზუსტი და უტყუარია. ხელმოწერა: თარიღი: |
დოკუმენტის კომენტარები