„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021409
388
16/08/2019
ვებგვერდი, 20/08/2019
340170000.10.003.021409
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ დანართი №8 („მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 10 სექტემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე

დანართი №8

მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა კონტროლქვემდებარე ობიექტები, რომელთა იმპორტიც აკრძალულია

დასახელება

წარმოშობის ქვეყანა

ნიადაგი (გარდა მცირე რაოდენობის, რომელიც გადაადგილდება მცენარეებთან  ერთად)

ყველა ქვეყანა

იზოლირებული ქერქი Castanea Mill

ყველა ქვეყანა, ევროპის კონტინენტის ქვეყნების გარდა

იზოლირებული ქერქი Populus L.

ჩრდ. და სამხრ. ამერიკის კონტინენტების ქვეყნები

იზოლირებული ქერქი Acer saccharum და Quercus L. (გარდა Quercus suber)

ჩრდ. ამერიკის  კონტინენტის ქვეყნები

ცოცხალი მცენარეები Pinus L., Picea A., Abies Mill., Tsuga Carr., Pseudotsuga Carr. გარდა ნაყოფისა და თესლისა

ჩრდ. ამერიკის  კონტინენტის ქვეყნები

Populus L. ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა

კანადა, აშშ

Malus Mill., Prunus L., Pyrus L., , Crateagus L., სარგავი მასალა, გარდა მოსვენების მდგომარეობაში მყოფი მცენარისა (ფოთლების, ყვავილისა და ნაყოფის გარეშე)

კანადა, აშშ

Solanum L. სარგავი მასალა, ტუბერები

ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი

Phoenix L., Washingtonia Wend., Trachycarpus Wend., სარგავი მასალა, ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა

ყველა ქვეყანა