დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-12 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016065 |
|
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 26 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016025) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტი“ (დანართი №1), თანდართული ,,სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები“ (დანართი ,,ა“) და ,,პრაქტიკის ფურცელი“ (დანართი ,,ბ“); 2. ბრძანებით დამტკიცებულ: ა) ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტს“ (დანართი №1) დაემატოს თანდართული დანართი ,,ბ“; ბ) ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1) მე-9 მუხლის: ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ზედამხედველი აუდიტორი ადასტურებს წერილობით, პრაქტიკის ფურცლით (დანართი „ბ“).“; ბ.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი „ბ“
პრაქტიკის ფურცელი ზედამხედველი აუდიტორის მიერ კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის პრაქტიკული გამოცდილებისა და კომპეტენციის დადასტურება 1. კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: _________________________________________________________________________ არის არარეზიდენტი (შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი) - ა) კი ბ) არა 2. ზედამხედველი აუდიტორის (გარიგების პარტნიორის) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეესტრში რეგისტრაციის ნომერი: _________________________________________________________________________ 3. პრაქტიკის პერიოდი (დაწყებისა და დასრულების თარიღის მითითებით) _________________________________________________________________________ 4. სუბიექტთან დადებული იმ გარიგებების შესახებ, რომელშიც კანდიდატი/ სერტიფიცირებული ბუღალტერი მონაწილეობდა (შესაბამისი როლის მითითებით) :
5.ინფორმაცია კანდიდატის/სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობისას გამოვლენილი და გამომუშავებული პროფესიული კომპეტენციების შესახებ:
ზედამხედველი აუდიტორის ხელმოწერა (სახელი, გვარი) _____________________ . | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები