დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 151/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016403 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018, ს/კ: 220020000.18.011.016334) დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე და ამასთან, საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) და სხვა მომსახურების გაწევისას სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს ერთჯერადი თანხმობა, რომლის მიღებიდანაც არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი (დანართი №5). ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომელიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.“. 2. მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი ვალდებულია გააჩნდეს პირის თანხმობა მისი მონაცემების ბიუროში გადამოწმებაზე და ამასთან, საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) და სხვა მომსახურების გაწევისას სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია გააჩნდეს ერთჯერადი თანხმობა, რომლის მიღებიდანაც არ უნდა იყოს გასული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეზე მეტი (დანართი №5). ეს მოთხოვნები არ ვრცელდება იმ მონაცემებზე, რომელიც კანონის თანახმად საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები