დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 248 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 200230040.22.033.017227 |
248
15/08/2019
ვებგვერდი, 16/08/2019
200230040.22.033.017227
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ფიზიკური პირის მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმიდან მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმზე გადასვლისას, იგი არასრულ საგადასახადო პერიოდში (შესაბამისი წლის დასაწყისიდან სტატუსის მინიჭების თვემდე) მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა. პირს, აღნიშნული დეკლარაციის მიხედვით, მიმდინარე გადასახდელები არ დაერიცხება.“. |
|
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისათანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები