დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 387 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.021407 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ აწარმოე უკეთესი მომავლისთვის ნაწილის“ 1221 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საკონკურსო კომისია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ეტაპებს, მათი ჩატარების ვადებს, პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, დაფინანსების პირობებს, საერთაშორისო ორგანიზაციის ან/და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის საშუალებით მონიტორინგის განხორციელების პირობებსა და პროცედურას, შეფასების კრიტერიუმებს, ახდენს პროგრამის შემდგომი გაუმჯობესების იდენტიფიცირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას; ახორციელებს პროგრამის ბენეფიციარის/პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფის შერჩევის პროცედურას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე. კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე);“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები