სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერს

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერს
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."კავკასრეესტრი"
მიღების თარიღი 12/08/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
12/08/2019
ვებგვერდი, 14/08/2019
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციონერს
ს.ს."კავკასრეესტრი"

განცხადება

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (ს/ნ 205209059) აქციონერებისადმი

 

პატივცემულო ბატონო/ქალბატონო,

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N2/37012-18) თანახმად სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ განთავსებული აქციების 99.72981%-ის მფლობელი აქციონერი ბიძინა ბეჟუაშვილი (პ/ნ 01017003399, შემდეგში „მყიდველი“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით გათვალისწინებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის ფარგლებში ახორციელებს სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ დარჩენილი აქციების გამოსყიდვას ყველა აქციონერისაგან.

გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 23 აგვისტო, 18:00 სთ.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსყიდვის ფასად განსაზღვრულია 2.39 (ორი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი.

„მყიდველის“ მიერ ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის (რაც შეადგენს განთავსებული აქციების 0.27019%-ს) გამოსასყიდი თანხის დეპონირებისათვის დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილია სპეციალური ანგარიში საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტში“ (ს/ნ 211359206).

გთხოვთ, კუთვნილი თანხის მისაღებად 2019 წლის 26აგვისტოდან მიმართოთ საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტს“ მისამართზე: თბილისი, საფოსტო ინდექსი 0102, დავით აღმაშენებლის გამზირი 79, ან/და დაუკავშირდეთ ტელეფონზე 240 11 11.

ამასთან შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად საბროკერო კომპანიაში წარსადგენი დოკუმენტის, კერძოდ, აქციათა რეესტრში თქვენი პიროვნული ანგარიშიდან გამოსყიდვის თარიღამდე (23.08.2019) ბოლო ორი წლის პერიოდის ბრუნვის ამონაწერის მიღება შეგიძლიათ ჩვენთან, სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ მომსახურე რეგისტრატორში სს „კავკასრეესტრში“ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, 0186, თბილისი (ტელ.: 2 500 211).

გაცნობებთ, რომ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის ბოლო ვადის 2019 წლის 23 აგვისტოს 18:00 სთ-ის ამოწურვისთანავე, მომდევნო სამუშაო დღის 10:00 საათიდან მოხდება დარჩენილ აქციონერთა ანგარიშებიდან ყველა დარჩენილი განთავსებული აქციის გადაცემა „მყიდველის“ ანგარიშზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება და წინამდებარე განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებ-გვერდზე www.matsne.gov.ge, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე N2/37012-18) ნახვა დამატებით შეგიძლიათ მოიძიოთ სასამართლოს ვებ-გვერდზე www.info.court.ge „საბოლოო დოკუმენტებში“, შემდეგი შტრიხკოდის მეშვეობით: 5323873047593.

 

პატივისცემით,

სს „კავკასრეესტრის“ დირექტორი                                                               თამაზ ხიზანიშვილი