სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ

სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“
მიღების თარიღი 30/07/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
30/07/2019
ვებგვერდი, 14/08/2019
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების შესახებ
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

201 9 წლის 20 სექტემბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. 119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. 119, IV სართული, სააქტო დარბაზი) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:

1 . 201 8 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);

2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 20 20 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);

3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის 390,000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით გაზრდისა და საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხსენებელი საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);

4. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 201 9 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე) ;

5. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ (მომხსენებელი საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).

სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 201 9 წლის 16 სექტემბერი;

აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან.

კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).

 

სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრებას დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):

A. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

● დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 201 8 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით.

B. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

● დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 20 20 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნესგეგმა) წარმოდგენილი სახით;

● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 20 20 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 415, 700 (ოთხთას ხუთმეტი ათას შვიდასი) ლარით;

● საზოგადოების ბიზნესგეგმაში არსებითი ცვლილებების განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულის განხორციელების უფლება დირექტორს ექნება მხოლოდ მისი სათანადო დასაბუთებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.

C. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

● გაიზარდოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 390,000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით და ის განისაზღვროს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათსი) ლარით;

● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის ზრდა მოხდეს ერთი აქციის ნომინალური ღირებულების გაზრდით აქციების საერთო რაოდენობისა და აქციონერების წილების შენარჩუნებით;

● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს მათი წილების პროპორციულად, კერძოდ შემდეგნაირად:

 

აქციონერის დასახელება

შენატანის ოდენობა საწესდებო კაპიტალში (ლარი)

1.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

132, 6 00

2.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით

101 , 4 00

3.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ქობულეთის მუნიციპალიტეტი

66 , 3 00

4.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

42 , 9 00

5.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ხულოს მუნიციპალიტეტი

1 9 , 5 00

6.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ქედის მუნიციპალიტეტი

1 5 , 6 00

7.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი შუახევის მუნიციპალიტეტი

11 , 7 00

ჯამი:

39 0,000

 

● შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ:

a. მე-3 მუხლის (კომპანიის კაპიტალი. აქციები) 3.1 და 3.2 ქვემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„3.1 კომპანიის საწესდებო კაპიტალი (შემდგომში კაპიტალი) შეადგენს 1,040,000 (ერთი მილიონ ორმოცი ათს) ლარს.

3.2 კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქციად, ნომინალური ღირებულებით 10, 400 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.“;

b. მე-4 მუხლის (აქციონერები. მათი უფლებები და მოვალეობები) 4.2 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„4.2 კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები, მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა მითითებით, არიან:

აქციონერის დასახელება

საიდენტ . ნომერი

აქციათა წილის ოდენობა (%)

აქციების რაოდენობა (ცალი)

აქციათა ნომინალური ღირებულება (ლარი)

1.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

245576826

34

34

353 , 6 00

2.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით

245429200

26

26

270 , 4 00

3.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ქობულეთის მუნიციპალიტეტი

247001890

17

17

176 , 8 00

4.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

248428385

11

11

114 , 4 00

5.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ხულოს მუნიციპალიტეტი

248056311

5

5

52 , 0 00

6.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი ქედის მუნიციპალიტეტი

246762061

4

4

41 , 6 00

7.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი თვითმმართველი თემი შუახევის მუნიციპალიტეტი

247865145

3

3

31 , 2 00

ჯამი:

100

100

1,04 0,000

● დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

● დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრირებულ მფლობელებისთვის ახალი ამონაწერის გაცემა;

● დაევალოს საზოგადოების აქციონერებს სამეწარმეო რეესტრში და აქციათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ 2019 წლის 1 აპრილამდე ვადაში უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხების (სულ 390, 000 ლარი) საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა თავისი წილების პროპორციულად.

D. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:

● დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 201 9 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით ;

E. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:

●სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნეს შემდეგი წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ................................., ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან ................................., ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან .................................;

 

სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი