„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 13/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016897
70
13/08/2019
ვებგვერდი, 13/08/2019
140030000.22.034.016897
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №70

2019 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25.04.2018; სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016745) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მონიტორინგის მთავარი სამმართველო;“;

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

1. მონიტორინგის მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) აღმოსავლეთ მონიტორინგის სამსახური;

ბ) დასავლეთ მონიტორინგის სამსახური;

გ) მოკვლევის განყოფილება.

2. მონიტორინგის მთავარი სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას და განიხილავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს;

ბ) დეპარტამენტის დირექტორს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

დ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ახდენს  შემოწმების შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბებას და დეპარტამენტის  დირექტორისთვის წარდგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 13 აგვისტოდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.