დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის N026 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016106 |
|
„კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ –
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №026 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 1 ნოემბრის №026 ბრძანებით დამტკიცებული „კომპეტენციის, კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის მიღებისა და მისი განახლებისათვის საჭირო გამოცდების ჩატარების წესსში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მეზღვაური, რომელსაც სურს რანგის ამაღლება კაპიტნის, კაპიტნის უფროსი თანაშემწის, უფროსი მექანიკოსის, მეორე მექანიკოსის, სავახტო თანაშემწის, სავახტო მექნიკოსის ან ელექტროტექნიკოს ოფიცერის თანამდებობაზე გამოცდას აბარებს ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით.“; ბ) წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. გ) წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გასაუბრებას ატარებს გასაუბრების კომისია, რომლის მუშაობაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მოწვეულმა ექსპერტმა.“; დ) წესის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ექსპერტად მოწვეულ პირს უნდა გააჩნდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 12 თვის გამოცდილება კაპიტნის ან უფროსი მექანიკოსის რანგში.“; ე) წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გასაუბრების კომისიის შემადგენლობა უნდა იყოს კენტი რაოდენობის, რომელიც შედგება არანაკლებ 3 (სამი) წევრისგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.“; ვ) წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მეზღვაური ვერ გაივლის განმეორებით გასაუბრებას, მას შეუძლია შემდეგი გასაუბრების გავლა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.“; ზ) წესის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. თუ მეზღვაური საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება გასაუბრებაზე, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს 1 დღით ადრე, გამოცდაზე გამოუცხადებლობის მიზეზის მითითებით. 7. არასაპატიო მიზეზით გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მეზღვაურს გასაუბრებაზე გამოსვლის უფლება ეძლევა 2 კვირის შემდეგ.“ თ) წესის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია განიხილოს გამოცდის შეფასება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. 4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება აისახება შესაბამის ოქმში.“; ი) წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 13. მეთვალყურეობა გამოცდის ჩატარებაზე 1. გამოცდის ჩატარებაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საგამოცდო დარბაზში (ოთახში) დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის საშუალებით, ხოლო ტესტირების გამოცდა ასევე, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობით. 2. გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების არქივირება ხდება DVD ფორმატის დისკზე არანაკლებ თვეში ერთხელ და ინახება 5 წლის ვადით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები