„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016458
26
08/08/2019
ვებგვერდი, 13/08/2019
010250050.35.117.016458
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2019 წლის 8 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 ივნისის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 02/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016455) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-12, მე-13, მე-16 ნაწილებისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალება“ მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №04 განკარგულებით და დამტკიცდეს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების საფუძველზე შედგენილი:

ა) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №1-ის შესაბამისად.

ბ) „სოფელ ნიკორწმინდის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №2, დანართი №3)“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №06 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №4-ის შესაბამისად;

ბ) „სოფელ წესის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №5, დანართი №6).“;

დ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

 „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს განაშენიანების რეგულირების გეგმის და დასახლების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 იანვრის №05 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №7-ის შესაბამისად;

ბ) „სოფელ ჭრებალოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №8, დანართი №9).“;

ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

„შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის და მისი ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამუშავებაზე გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №16 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს:

ა) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ დანართი №10-ის შესაბამისად.

ბ) „(დაბა) შაორის დასახლების ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა“, თანდართული ტექსტური და გრაფიკული ნაწილებით (დანართი №11, დანართი №12).“;

ვ) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №12 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 2 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე