„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი ნ-11
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 07/08/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016064
ნ-11
07/08/2019
ვებგვერდი, 08/08/2019
350080000.64.076.016064
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-11
2019 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი

„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ჯგუფის შექმნის თარიღი – თარიღი, რომლიდანაც სუბიექტი წარმოადგენს მშობელ საწარმოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შეინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფუნქციონირებადი საწარმო – ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსი განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, სუბიექტის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.“.

2. მე-6 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თავისი ან/და სხვა მომხმარებლის მონაცემები.“.

3. მე-8 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანგარიშგების დამატების ღილაკზე დაჭერის შემდეგ ივსება ინფორმაცია სუბიექტის საანგარიშგებო პერიოდის, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მშობელი საწარმოს, საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (შემდგომ – სდპ) სტატუსისა და სახის შესახებ, ჯგუფის შექმნის თარიღი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ინფორმაცია, წარმოადგენს თუ არა სუბიექტი კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ყ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მოიცავს თუ არა მისი საქმიანობა წიაღით სარგებლობას (მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვებას) ან ბუნებრივი წარმოშობის ტყეში ხე-ტყის დამზადებას და ანგარიშგების წარდგენის დროისთვის წარმოადგენს თუ არა ფუნქციონირებად საწარმოს მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სუბიექტის სტატუსი ფუნქციონირებადი საწარმოს შესახებ აისახება ავტომატურად. სუბიექტი უფლებამოსილია შეცვალოს აღნიშნული სტატუსი, თუ მის მიერ გამოყენებული სტანდარტის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენის დროისთვის ის არ მიეკუთვნება ფუნქციონირებად საწარმოს.“.
4. მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუდიტორის დამატების ჩანართში სუბიექტმა უნდა მიუთითოს მიმდინარე ფინანსური ანგარიშგების, ხოლო ჯგუფის შემთხვევაში, ინდივიდუალური ან/და კონსოლიდირებული ანგარიშგებების აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი თანხის ოდენობა ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში. თუ აღნიშნული თანხა ანგარიშგების წარდგენის დროისთვის სრულად გადახდილი არ არის, სუბიექტი აუდიტორის დამატების ჩანართში მიუთითებს აუდიტის ჩატარებისთვის გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობას სრულად, ეროვნულ ვალუტაში, ერთეულ ლარში.
5. აუდიტორის დამატების ჩანართის შევსება სავალდებულოა, თუ სუბიექტი/ჯგუფი წარადგენს ანგარიშგებას აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.“.
5. მე-15 მუხლის:
ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სუბიექტი, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოსი, ვალდებულია ანგარიშგების ატვირთვის ჩანართში ატვირთოს მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში, ხოლო ჯგუფის არსებობის შემთხვევაში, თუ სუბიექტი წარმოადგენს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის ჯგუფის მშობელ საწარმოს, ასევე, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა სრულად, ერთ დოკუმენტში.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სუბიექტმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგებები უნდა ატვირთოს „pdf” ფორმატში, რომელშიც შესაძლებელია ტექსტის ძიება, მონიშვნა და კოპირება, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ის გვერდები, რომლებზეც მოცემულია პირადი ხელმოწერები, დამატებით,  წარმოდგენილი უნდა იყოს ამავე დოკუმენტში, შესაბამის ხელმოუწერელ გვერდებამდე ან გვერდების შემდგომ, დასკანერებულ „pdf” ფორმატში.“.
6. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი მისამართი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე, მე-14 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ვებგვერდზე არ ქვეყნდება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე