დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-10 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 06/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270170000.64.076.016063 |
|
„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესისა და პრაქტიკული მაგალითების დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 28 ივნისის №ნ-7 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 29/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 270170000.64.076.016015) დამტკიცებულ „საანგარიშგებო პერიოდის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის განსაზღვრის წესსა და პრაქტიკულ მაგალითებში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სუბიექტი არასრულ განაკვეთზე და ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებულებს დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხავს მათ მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი საათების პროპორციულად. არასრულ განაკვეთზე დასაქმებულის დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხვის მაგალითი №1: თუ სუბიექტს ჰყავს 1 დასაქმებული არასრულ განაკვეთზე, სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა დღეში 3 საათია და სუბიექტის მიერ დადგენილი სრული განაკვეთი ამ სახის სამუშაოსთვის შეადგენს დღეში 8 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით: 3/8=0.4. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმებულის დასაქმებულთა რაოდენობაში აღრიცხვის მაგალითი №1: თუ სუბიექტს ჰყავს 1 დასაქმებული ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა დღეში 10 საათია და სუბიექტის მიერ დადგენილი სრული განაკვეთი ამ სახის სამუშაოსთვის შეადგენს დღეში 8 საათს, ამ შემთხვევაში დასაქმებული დასაქმებულთა რაოდენობაში აღირიცხება შემდეგი რაოდენობით: 10/8=1.25.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები