დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 375 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.021393 |
|
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 340170000.10.003.019084) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დაევალოს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ განხორციელება, ხოლო სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კი − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“: ა) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სარეაბილიტაციო სამუშაოები − ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი, რომელსაც შეიმუშავებს ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად;“; ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარდგენა ან არანაკლებ 70 კვ. მ შენობა-ნაგებობის შეძენა, სადაც მოეწყობა ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმო;“; გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: გ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის წარდგენა ან არანაკლებ 70 კვ. მ შენობა-ნაგებობის შეძენა, სადაც მოეწყობა ჩაის პირველადი გადამუშავების საწარმო;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს პროგრამის იმ ბენეფიციარებზე, რომლებთანაც გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება. |
|
დოკუმენტის კომენტარები