„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 19/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016311
16
19/07/2019
ვებგვერდი, 30/07/2019
300280020.16.009.016311
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №16

2019 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. ეს დადგენილება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 110-112-ე მუხლები, 113-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტები, 114-ე-115-ე მუხლები, 116-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 117-ე-165-ე მუხლები, 168-ე მუხლი, 169-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები, 170-ე-175-ე მუხლები, 176-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები და 177-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 178-ე-182-ე მუხლები, 183-ე მუხლის პირველი და მე-3-მე-7 პუნქტები, 185-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 186-ე-234-ე მუხლები, 237-ე-240-ე მუხლები, 242-ე მუხლის პირველი-მე-3 და მე-5-მე-9 პუნქტები, 243-ე-311-ე მუხლები, 314-ე მუხლი, 315-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები და 316-ე-322-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 12 ივლისიდან.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქსელის წესების“:

ა) 111 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობაში მონაწილეობის პირობებს, განმცხადებლის (მიერთების მაძიებლის) მიერ მისაერთებელი ობიექტის მინაერთ(ებ)ისათვის რელეური დაცვის მოწყობის, ასევე რელეური დაცვის დანაყენების ანგარიშის პირობებს.“.

ბ) 22-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსარგებლე ვალდებულია გადამცემ ქსელზე მიერთებული მის მფლობელობაში არსებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარები აღჭურვოს შესაბამისი რელეური დაცვისა და ავტომატიკის საშუალებებით, იანგარიშოს შესაბამისი მოკლე შერთვის დენები და დაცვის დანაყენები. ანგარიშისთვის საჭირო პარამეტრებს მოსარგებლეს აწვდის შესაბამისი სისტემის ოპერატორი.“.

გ) 23-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის 11 პუნქტში წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად ნულოვანი მდგომარეობიდან აღდგენის შესაძლებლობა არ ეხება ქვანახშირის ელექტროსადგურებს.“;

დ) 24-მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

მუხლი 241. მოთხოვნები მომხმარებლების სიმძლავრის ცვლილებისადმი

1. მოხმარების ობიექტი ქსელთან მიერთებისას და ასევე არსებული მოხმარების ობიექტი სიმძლავრის გაზრდისას, ნორმალური ოპერირების რეჟიმში არ უნდა იწვევდეს სისტემის სიხშირის გადახრას 0.2 ჰც-ზე მეტი სიდიდით სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას.

2. ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური (მათ შორის, ქარის და მზის ელ. სადგურები) ქსელთან მიერთებისას და, ასევე, ასეთი ტიპის არსებული სადგური სიმძლავრის გაზრდისას, ნორმალური ოპერირების რეჟიმში აქტიური სიმძლავრის ცვლილებით (არაავარიულ და სიხშირის რეგულირების რეჟიმში) არ უნდა იწვევდეს სისტემის სიხშირის ცვლილებას 0,2 ჰც-ზე მეტად.

3. ახალი მოხმარების ობიექტი და ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური ქსელთან მიერთებისას, ასევე არსებული მოხმარების ობიექტი და ცვალებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური სიმძლავრის გაზრდისას, ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, მოთხოვნის შემთხვევაში, მიერთების ან/და მოდიფიკაციის განაცხადთან ერთად წარუდგინოს სიმძლავრის მოხმარების/გენერაციის ტიპიური გრაფიკი, სადაც მაქსიმუმ 1 წამიანი გრანულირებით ასახული იქნება მაქსიმალური სიდიდით და სიჩქარით სიმძლავრის ცვლილება, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰჰქონდეს ნორმალურ მუშა პროცესში (არაავარიულ ან/და სიხშირის რეგულირების რეჟიმში).

ე) 35-მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადამცემი ქსელის დაგეგმვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის სტანდარტული პარამეტრების შენარჩუნება ამ წესების 401 მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის დატვირთვისა და ელექტროენერგიის წარმოების მოსალოდნელი სიდიდეების პირობებში.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემდეგ, ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ უნდა შეინარჩუნოს სტაბილური მდგომარეობა ავარიის შემდგომი რეჟიმის პარამეტრების დასაშვები ზღვრების ფარგლებში ამ წესების 401 მუხლის შესაბამისად.“;

ვ) 37-მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტროენერგეტიკული სისტემა ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ სიხშირე დარჩეს ამ წესების 401 მუხლში მოცემულ ზღვრებში.“;

ზ) მე-40 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

მუხლი 401. სიხშირის ხარისხის მიზნობრივი პარამეტრები

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ისეთი რეჟიმით მუშაობა, რომ შენარჩუნებული იყოს ელეტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის პარამეტრები, ამ მუხლით განსაზღვრულ დასაშვებ ფარგლებში.

2. გადამცემ ქსელში ნომინალური სიხშირე უნდა იყოს 50 ჰერცი. ამასთან, ქვემოთ მოყვანილ გაუთვალისწინებელ შემთხვევაშიც 53.0 ჰერცზე მაღალი სიხშირე დაუშვებელია.

დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეინარჩუნოს სიხშირე შემდეგ ფარგლებში:

ა) ნორმალურ რეჟიმში მუშაობის პირობებში:

f=50±0.5 ჰერცი – წლის არანაკლებ 97%-ის განმავლობაში;

ბ) ავარიულ რეჟიმში მუშაობის პირობებში:

47 - 53 ჰერცი;

გ) სიხშირის ნომინალური მაჩვენებლიდან მაქსიმალური დამყარებული სიხშირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±0.8 ჰერცს;

დ) მაქსიმალური დინამიკური გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ±1.5 ჰერცს.

თ) XIV თავი ამოღებულ იქნეს.

ი) XIV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსიის XV- XVIII თავი:

თავი XV. გენერაციის ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნები

მუხლი 110. მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები

1. ეს თავი განსაზღვრავს ელექტროსადგურების, მათ შორის, სინქრონული ელექტროსადგურების, სიმძლავრის პარკების ელექტროსადგურების (შემდგომში „სიმძლავრის პარკების“) და არასახმელეთო სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამდენად, ის ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას, სისტემის უსაფრთხოებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიით ვაჭრობას.

2. ეს თავი ასევე ადგენს ვალდებულებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს ელექტროსადგურების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას.

მუხლი 111. ტერმინთა განმარტებები

1. ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

ა) „ორგანო“ კომისია, სისტემის ოპერატორი ან კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა საჯარო ან კერძო პირი;

ბ) „სინქრონული ზონა“ ზონა, რომელიც მოიცავს სინქრონულად ურთიერთდაკავშირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, როგორიც არის სინქრონული ზონები: კონტინენტური ევროპა (CE), დიდ ბრიტანეთი (GB), ირლანდია-ჩრდილოეთ ირლანდია (IRE), ჩრდილოეთ ევროპა (NE), ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის (ბალტიისპირეთი) ენერგოსისტემა, რომლებიც ნაწილია უფრო ფართო სინქრონული ზონისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ენერგოსისტემები;

გ) „ძაბვა“ ორ წერტილს შორის ელექტრონულ პოტენციალთა სხვაობა, გაზომილი, როგორც პირდაპირი მიმდევრობის ხაზური ძაბვის საშუალო კვადრატული მნიშვნელობა ძირითად სიხშირეზე;

დ) „სრული სიმძლავრე ძირითადი სიხშირის პირობებში ძაბვისა და დენის ნამრავლი, სამფაზა ქსელის შემთხვევაში გამრავლებული ფესვი 3-ზე, ჩვეულებრივ გამოიხატება კილოვოლტ-ამპერებში (კვა) ან მეგავოლტ-ამპერებში (მგვა) ;

ე) „ელექტროსადგური“ სინქრონული ელექტროსადგური ან სიმძლავრის პარკი;

ვ) „გენერაციის ობიექტი“ ობიექტი, რომელიც პირველად ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და შეიცავს ერთ ან მეტ ელექტროსადგურს, დაკავშირებულს ქსელთან მიერთების ერთი ან მეტი წერტილით;

ზ) „გენერაციის ობიექტის მფლობელი“ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს გენერაციის ობიექტს;

თ) „მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობა“ – მოწყობილობის ერთი ან რამდენიმე ძირითადი ელემენტი, რომელიც აუცილებელია პირველადი ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნისათვის;

ი) „სინქრონული ელექტროსადგური“ მოწყობილობების განუყოფელი კომპლექტი, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიის წარმოება იმგვარად, რომ გენერირებული ძაბვის სიხშირე, გენერატორის სიჩქარე და ქსელის ძაბვის სიხშირე ერთმანეთთან არის მუდმივ თანაფარდობაში და შესაბამისად, სინქრონიზმში;

კ) „ელექტროსადგურის დოკუმენტაცია ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი დოკუმენტი B ან C ტიპის ელექტროსადგურებისთვის, რომელიც ადასტურებს ელექტროსადგურის შესაბამისობას არსებული თავის ტექნიკურ კრიტერიუმებთან და უზრუნველყოფს საჭირო მონაცემებსა და განცხადებებს, მათ შორის, შესაბამისობის განცხადების მიწოდებას;

ლ) „შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორი“ (შემდგომში „გადამცემი სისტემის ოპერატორი“), რომლის კონტროლის ზონაში ქსელს უერთდება ან მიუერთდება ნებისმიერი ძაბვის დონეზე ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან მუდმივი დენის ჩანართი ( შემდგომში - HVDC სისტემა);

მ) „ელექტრული ქსელი“ (შემდგომში ქსელი) ერთმანეთთან დაკავშირებული ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის გადაცემა ან განაწილება;

ნ) „შესაბამისი სისტემის ოპერატორი“ – ის გადამცემი სისტემის ოპერატორი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომლის სისტემაზეც მიერთებულია ან მიუერთდება ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან HVDC სისტემა;

ო) „მიერთების ხელშეკრულება“ ხელშეკრულება შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან HVDC სისტემის მფლობელს შორის, რომელიც მოიცავს შესაბამის სამშენებლო და სპეციფიკურ ტექნიკურ მოთხოვნებს გენერაციის ობიექტის, მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი სისტემის, გამანაწილებელ სისტემასთან მიერთების ან HVDC სისტემისთვის;

პ) „მიერთების წერტილი“ გაყოფის საზღვარი, სადაც ელექტროსადგური, მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი სისტემა ან HVDC სისტემა უერთდება გადამცემ ქსელს, არასახმელეთო ქსელს, გამანაწილებელ სისტემას, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემებს, ან HVDC სისტემას, როგორც ეს განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში;

ჟ) „მაქსიმალური სიმძლავრე“ „Pmax“ უწყვეტი მაქსიმალური აქტიური სიმძლავრე, რომლის გენერაციაც შეუძლია ელექტროსადგურს, იმ მოხმარების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია ამ ელექტროსადგურის ოპერირებისთვის, რომელიც არ მიეწოდება ქსელს, როგორც ეს განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის.

რ) „სიმძლავრის პარკის ელექტროსადგური“ (შემდგომში „სიმძლავრის პარკი“) – აგრეგატი ან აგრეგატთა ერთობლიობა, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის გამომუშავებას და რომელიც ქსელთან დაკავშირებულია ასინქრონულად ან ძალური ელექტრონიკით და აქვს გადამცემ ქსელთან, გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან ან HVDC სისტემასთან მიერთების ერთი წერტილი;

ს) „არასახმელეთსიმძლავრის პარკის ელექტროსადგური“ (შემდგომში არასახმელეთო სიმძლავრის პარკი“)- სიმძლავრის პარკი, რომელიც მდებარეობს არასახმელეთო ზონაში - არასახმელეთო მიერთების წერტილით;

ტ) „სინქრონული კომპენსაციის რეჟიმში მუშაობა“ გენერატორის მუშაობის რეჟიმი, პირველადი ამძრავის გარეშე ძაბვის რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების ან მოხმარების გზით დინამიკური დარეგულირებისათვის;

უ) „აქტიური სიმძლავრე“ სრული სიმძლავრის რეალური მდგენელი ძირითად სიხშირეზე, გამოხატული ვატებში(ვტ), კილოვატებში (კვტ) ან მეგავატებში (მგვტ;

ფ) „ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგური“ ერთი ან რამდენიმე ჰიდროაგრეგატი, რომელშიც წყლის ატუმბვა და შენახვა შესაძლებელია ტუმბოების მეშვეობით ზედა რეზერვუარში და ინახება ელექტროენერგიის შემდგომი გამომუშავებისთვის;

ქ) „სიხშირე“ სისტემის ელექტრული სიხშირე წარმოადგენს 1 წამში ცვლადი დენის მიერ შესრულებული პერიოდების რაოდენობას გამოსახულს ჰერცებში, რომელიც შესაძლოა გაზომილი იქნეს სინქრონული ზონის ყველა ნაწილში იმ დაშვებით, რომ სისტემისთვის ის არის მუდმივი სიდიდე წამებით გამოსახულ დროის ერთეულში, გაზომვის წერტილებს შორის უმნიშვნელო განსხვავებით მისი ნომინალური მნიშვნელობა არის 50 ჰც;

ღ) „სტატიზმის კოეფიციენტი“ ფარდობა სიხშირის დამყარებულ ცვლილებასა და ამ ცვლილების შედეგად დამყარებულ აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილებას შორის, გამოხატული პროცენტებში. სიხშირის ცვლილება გამოისახება ნომინალურ სიხშირესთან ფარდობით, ხოლო აქტიური სიმძლავრის ცვლილება გამოისახება მაქსიმალურ სიმძლავრესთან ან ფაქტობრივ აქტიურ სიმძლავრესთან ფარდობით, შესაბამისი ზღვრის მიღწევის მომენტში;

ყ) „მინიმალური რეგულირებადი დონე“ მინიმალური აქტიური სიმძლავრე, განსაზღვრული ელექტროქსელთან მიერთების ხელშეკრულების ან შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის შეთანხმების თანახმად, რა მინიმალურ დონემდეც შეუძლია ელექტროსადგურს აქტიური სიმძლავრის კონტროლი;

შ) „დანაყენი“ მართვის სისტემის პარამეტრის მიზნობრივი სიდიდე, რომელიც გამოყენებულია მართვის სქემებში;

ჩ) „ინსტრუქცია“ სისტემის ოპერატორის მიერ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გაცემული ნებისმიერი განკარგულება გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გარკვეული ქმედების განხორციელების თაობაზე;

ც) „დაზღვეული/დაცული ავარია“ ავარია, რომელიც წარმატებით აღმოიფხვრება სისტემის ოპერატორის დაგეგმვის კრიტერიუმების შესაბამისად;

ძ) „რეაქტიული სიმძლავრე“ სრული სიმძლავრის წარმოსახვითი კომპონენტი ძირითად სიხშირეზე, ჩვეულებრივ გამოხატული კილოვარებში (კვარ) ან მეგავარებში (მგვარ);

წ) „ავარიის მიმართ მდგრადობა“ ელექტრომოწყობილობის უნარი დარჩეს ქსელთან მიერთებული და იმუშაოს მიერთების წერტილთან არსებული დაბალი ძაბვის პირობებში, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული/დაცული ავარიით;

ჭ) „გენერატორი“ მოწყობილობა, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად მბრუნავი მაგნიტური ველის საშუალებით;

ხ) „დენი“ ელექტრული მუხტების მიმართული მოწესრიგებული მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება ძირითად სიხშირეზე, პირდაპირი მიმდევრობის ფაზური დენის საშუალო კვადრატული მნიშვნელობით;

ჯ) „სტატორი“ მბრუნავი მანქანის ნაწილი, რომელიც შეიცავს უძრავ მაგნიტურ ნაწილებს, მასთან დაკავშირებული გრაგნილებით;

ჰ) „ინერცია“ მბრუნავი მყარი სხეულის თვისება, როგორიც არის ცვლადი დენის გენერატორის როტორი, შეინარჩუნოს ერთიანი ბრუნვის მოძრაობის მდგომარეობა და მბრუნავი მომენტი, სანამ მასზე არ იმოქმედებს გარეშე ძალა.

1) „ხელოვნური ინერცია“ სიმძლავრის პარკის ან HVDC სისტემის მიერ უზრუნველყოფილი მოწყობილობა, იმისათვის, რომ ჩანაცვლებული იქნეს სინქრონული ელექტროსადგურის ინერციის ეფექტი შესრულების ხარისხის დადგენილ დონეზე;

2) „სიხშირის რეგულირება / კონტროლი“ ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის უნარი შეცვალოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავება გაზომვის წერტილებში სისტემის სიხშირის გაზომილი გადახრის საპასუხოდ, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიხშირის დასაშვებ ფარგლებში შენარჩუნების მიზნით.

3) „სიხშირის რეგულირების რეჟიმი“ (FSM) ელექტროსადგური და HVDC სისტემის საოპერაციო რეჟიმი, რომელიც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილებას სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს სიხშირის წინასწარგანსაზღვრული დონის აღდგენას;

4) „სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი სიხშირის აწევა (LFSM-O)“ – ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის რეჟიმი, რომლის შედეგადაც გარკვეულ მაჩვენებელზე ზევით სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ მოხდება ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირება;

5) „სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი - სიხშირის დაწევა (LFSM-U)“ – ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის რეჟიმი, რომლის შედეგადაც გარკვეულ მაჩვენებელზე ქვემოთ სისტემის სიხშირის ცვლილების საპასუხოდ მოხდება ელექტროსადგურის ან HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების გაზრდა;

6) „სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა“ დადგენილი შუალედი, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ სიხშირის კონტროლი გახდეს არარეაგირებადი;

7) „სიხშირის საპასუხო რეაქციის უგრძნობლობა“ კონტროლის სისტემის დამახასიათებელი თვისება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც სიხშირის ცვლილების მინიმალური სიდიდე ან შემავალი სიგნალი, რომელიც იწვევს გამომუშავებული სიმძლავრის ან გამომავალი სიგნალის ცვლილებას;

8)P-Q დიაგრამა ელექტროსადგურის რეაქტიული სიმძლავრის მიერთების წერტილში აქტიური სიმძლავრის ცვლილების დიაგრამა;

9) „სტატიკური მდგრადობა“ ქსელის ან სინქრონული ელექტროსადგურის შესაძლებლობა, დაუბრუნდეს ან შეინარჩუნოს მდგრადობა მცირე შეშფოთებების შემდეგ;

10) „იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა ქსელის ნაწილის ან მთლიანად ქსელის დამოუკიდებლად მუშაობა, რომელიც იზოლირებულია ურთიერთდაკავშირებული სისტემიდან მისი გამოყოფის შემდეგ და აქვს მინიმუმ ერთი ელექტროსადგური ან HVDC სისტემა, რომლიც აწვდის სიმძლავრეს ამ ქსელს და აკონტროლებს სიხშირესა და ძაბვას;

11) „საკუთარ მოხმარებაზე მუშაობა“ რეჟიმი, როდესაც უზრუნველყოფილია ელექტროსადგურის შესაძლებლობა გააგრძელოს შიდა მოხმარების კვება გარე ქსელის გაუმართაობის შემთხვევაში, რის შედეგადაც ხდება ქსელიდან ელექტროსადგურების გამორთვა და მათი გადართვა დამხმარე კვებაზე;

12) „ნულიდან გაშვების შესაძლებლობა“ სრულად გამორთვის შემდეგ ელექტროსადგურის აღდგენის უნარი დამატებითი/დამხმარე კვების წყაროს მეშვეობით, გარე გენერაციის ობიექტიდან მოწოდებული ელექტროენერგიის მიღების გარეშე;

13) „ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანო“ უწყება, რომელიც გასცემს მოწყობილობის სერტიფიკატებს და ელექტროსადგურის დოკუმენტაციას, რომელსაც აკრედიტაცია მინიჭებული აქვს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ.

14) „მოწყობილობის სერტიფიკატი“ ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი მოწყობილობაზე, რომელიც გამოიყენება ელექტროსადგურების, მოხმარების ბლოკის, გამანაწილებელი სისტემის, მოხმარების ობიექტის ან HVDC სისტემის მიერ. მოწყობილობის სერტიფიკატი განსაზღვრავს მისი მოქმედების ფარგლებს ეროვნულ ან სხვა დონეზე, რომელზეც კონკრეტული სიდიდე შეირჩევა ევროპულ დონეზე დასაშვები ფარგლებიდან. შესაბამისობის პროცესის კონკრეტული ნაწილების ჩანაცვლების მიზნით, მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა შეიცავდეს იმ მოდელებს, რომლებიც დამოწმებული იქნა ფაქტობრივი ტესტის შედეგების საფუძველზე;

15) „აგზნების მართვის სისტემა“ უკუკავშირით მართვის სისტემა, რომელიც თავის თავში მოიცავს სინქრონულ მანქანას და მისი აგზნების სისტემას;

16) „U-Q/Pmax-მახასიათებელი“ მახასიათებელი, რომელიც წარმოადგენს ელექტროსადგურის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის რეაქტიული სიმძლავრის უნარს მიერთების წერტილში ძაბვის ცვლილების კუთხით;

17) „სტაბილური ოპერირების მინიმალური დონე“ აქტიური სიმძლავრის მინიმალური სიდიდე, განსაზღვრული მიერთების ხელშეკრულებით ან როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის შეთანხმების თანახმად და რომელზედაც შესაძლებელია ელექტროსადგურის სტაბილურად ოპერირება უსაზღვრო დროით;

18) „გადამეტაგზნების შემზღუდველი“ ძაბვის ავტომატურ რეგულატორში შემავალი მართვის მოწყობილობა, რომელიც ახდენს აგზნების დენის შეზღუდვით გენერატორის როტორის გადატვირთვისაგან აღკვეთას;

19) „ქვეაგზნების შემზღუდველი“ ძაბვის ავტომატურ რეგულატორში შემავალი ქვეაგზნების კონტროლის მოწყობილობა, რომლის მიზანია აღკვეთოს გენერატორის სინქრონიზმის დაკარგვა გამოწვეული აგზნების დაკარგვით;

20) „ძაბვის ავტომატური რეგულატორი ან „AVR“უწყვეტად მოქმედი ავტომატური მოწყობილობა, რომელიც მუდმივად აკონტროლებს ძაბვას სინქრონული ელექტროსადგურის გამომყვანზე გენერატორის მომჭერებზე ძაბვის ფაქტობრივ მნიშვნელობასთან შედარების გზით და ახდენს აგზნების დენის ცვლილებას;

21) ენერგოსისტემის სტაბილიზატორი“ სინქრონული ელექტროსადგურის ძაბვის ავტომატური რეგულატორის დამატებითი ფუნქცია, რომლის მიზანია სიმძლავრის რხევების ჩახშობა;

22) „სწრაფი მოკლედ შერთვის დენი“ სიმძლავრის პარკის ან HVDC სისტემის მიერ დენის მიწოდება მოკლე შერთვის შედეგად გამოწვეული ძაბვის რხევების განმავლობაში და მის შემდეგ რომლის მიზანია დაცვის სისტემამ დაზიანების საწყის ეტაპზე გამოავლინოს ქსელში მოკლე შერთვა, უზრუნველყოს შემდგომ ეტაპზე ძაბვის შენარჩუნება და დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ სისტემის ძაბვის აღდგენა;

23) „სიმძლავრის კოეფიციენტი“ აქტიური სიმძლავრის აბსოლუტური სიდიდის ფარდობა სრულ სიმძლავრესთან;

24) „ძაბვის რეგულატორის სტატიზმის კოეფიციენტი“ – ფარდობა ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში გამოსახულ ძაბვის ცვლილებასა და მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის გათვალისწინებით რეაქტიული სიმძლავრის ნულიდან მის მაქსიმუმ სიდიდემდე ცვლილებას შორის;

25) „არასახმელეთქსელის მიერთების სისტემა“ – სრული ურთიერთკავშირი არასახმელეთო მიერთების წერტილსა და სახმელეთო სისტემას შორის, სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილში;

26) „სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილი“ – მიერთების წერტილი, სადაც არასახმელეთო ქსელის მიერთების სისტემა მიერთებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის სახმელეთო ქსელთან;

27) „სამონტაჟო დოკუმენტი“ – მარტივი სტრუქტურის მქონე დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას A ტიპის ელექტროსადგურის ან 1000 ვოლტზე დაბლა მიერთებული მოხმარების ობიექტის შესახებ, რომელსაც გააჩნია მოხმარების რეაქცია და რომელიც ადასტურებს წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

28) „შესაბამისობის დოკუმენტი“ – გენერაციის ობიექტის მფლობელის, მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან HVDC სისტემის მფლობელის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია შესაბამის მახასიათებლებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის არსებული სტატუსი;

29) „საბოლოო ოპერატიული შეტყობინება“ (FON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ იმ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მახასიათებლებსა და მოთხოვნებს და რომელიც ნებართვას აძლევს განახორციელონ ელექტროსადგურების, მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი სისტემის ან HVDC სისტემის ოპერირება ქსელთან მიერთების გზით;

30) „ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება“ (EON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება მისი შიდა ქსელის ძაბვის ქვეშ დაყენებამდე;

31) შუალედური ოპერატიული შეტყობინება“ (ION) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის გაცემული შეტყობინება, რომელიც ნებართვას აძლევს მათ განახორციელონ ელექტროსადგურების, მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი სისტემის ან HVDC სისტემის ოპერირება შეზღუდული დროით ქსელთან კავშირის გამოყენებით და ჩაატაროს შესაბამისობის შემოწმების ტესტირება, რათა უზრუნველყოს შესაბამის მახასიათებლების და მოთხოვნების დაკმაყოფილება;

32) „შეზღუდული ოპერირების შეტყობინება“ (LON) – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, მოხმარების ობიექტის მფლობელისთვის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ან HVDC სისტემის მფლობელისთვის მიწოდებული შეტყობინება, რომელმაც მანამდე მიიღო ოპერირებაზე საბოლოო შეტყობინების სტატუსი, მაგრამ დროებით ექვემდებარება ძირეულ მოდიფიკაციას ან დაკარგული აქვს ქმედუნარიანობა, რაც იწვევს შესაბამის მახასიათებლებთან და მოთხოვნებთან შეუსაბამობას.

მუხლი 112. მოქმედების სფერო

1. ამ თავით განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები ვრცელდება ახალ ელექტროსადგურებზე, რომლებიც ითვლება მნიშვნელოვნად 114-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს იმ ელექტროსადგურის მიერთებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც არ ვრცელდება გადავადება, რომელიც გაცემულია კომისიის მიერ. შესაბამისი სისტემის ოპერატორი წერილობით დასაბუთებულ უარს ატყობინებს გენერაციის ობიექტის მფლობელს და კომისიას.

3. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ელექტროსადგურებზე, რომლებიც დამონტაჟდა სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველსაყოფად და რომელიც სისტემასთან პარალელურად მუშაობს თითოეულ კალენდარულ თვეში 5 წუთზე ნაკლები დროით, როდესაც სისტემა იმყოფება ნორმალურ დამყარებულ რეჟიმში. ელექტროსადგურის სისტემასთან პარალელური მუშაობა შეკეთების ან გაშვების ტესტების დროს არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს;

ბ) ელექტროსადგურებზე, რომელთაც არ აქვთ მუდმივი მიერთების წერტილი და გამოიყენებიან სისტემის ოპერატორების მიერ სისტემაში სიმძლავრის დროებით უზრუნველსაყოფად, როდესაც სისტემიდან ნორმალური სიმძლავრის მიღება ნაწილობრივ ან სრულად ხელმიუწვდომელია;

 გ) ენერგიის შემნახველ მოწყობილობებზე, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურებისა, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 113. მოთხოვნები არსებული ელექტროსადგურების მიმართ

1. ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება არსებულ ელექტროსადგურებზე, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:

ა) C ან D ტიპის ელექტროსადგურები მოდიფიცირებულია იმდენად, რომ მათი მიერთების ხელშეკრულება (მიერთების ტექნიკური პირობები) საჭიროებს არსებითად განახლებას შემდეგი პროცედურის შესაბამისად:

ა.ა) გენერაციის ობიექტის მფლობელმა, რომელიც გეგმავს განახორციელოს ელექტროსადგურის მოდერნიზაცია ან შეცვალოს მოწყობილობა-დანადგარები, რაც გავლენას ახდენს ელექტროსადგურის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, არსებული გეგმების შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ შესაბამის სისტემის ოპერატორს;

ა.ბ) თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა-დანადგარების მოდერნიზაცია ან შეცვლა იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ საჭიროებს ახალი მიერთების ხელშეკრულებას (მიერთების ახალ ტექნიკურ პირობებს), სისტემის ოპერატორმა უნდა აცნობოს კომისიას; და

ა.გ) კომისიამ უნდა გადაწყვიტოს არსებული მიერთების შეთანხმების (მიერთების ტექნიკური პირობების) განახლების ან ახალი მიერთების შეთანხმების (მიერთების ტექნიკური პირობების) საჭიროების საკითხი, ასევე ამ თავის რომელი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს;

ბ) კომისია გადაწყვეტს არსებულ ელექტროსადგურებზე გავრცელდეს თუ არა ამ თავის ყველა ან რამდენიმე მოთხოვნა, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთავაზების საფუძველზე, ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

2. ამ თავის მიზნებისათვის, ელექტროსადგური შესაძლოა ჩაითვალოს არსებულ ელექტროსადგურად თუ:

ა) ის უკვე მიერთებულია ქსელთან ამ თავის ძალაში შესვლის დღეს; ან

ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელს მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის შესყიდვისთვის დადებული აქვს საბოლოო და სავალდებულო ხელშეკრულება, ამ თავის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელშეკრულების დადების შესახებ, ამ თავის ძალაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში. ამ ქვეპუნქტის საფუძველზე გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი და შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის მახასიათებლებ სამ ქვეპუნქტის საფუძველზე გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი და შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი მოწყობილობის მახასიათებლებს;

გ)კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ელექტროსადგური მიჩნეულ იქნება „არსებულ ელექტროსადგურად.

3. 119-ე მუხლის შესაბამისად გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად და ფაქტობრივ გარემოებებში მნიშვნელოვან ცვლილებებზე რეაგირების მიზნით, ისეთების როგორიცაა სასისტემო საჭიროებების განვითარება, მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, ჭკვიანი ქსელების განვითარება, განაწილებული გენერაცია ან მოხმარების საპასუხო რეაქცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას რათა ამ უკანასკნელმა გაავრცელოს ამ თავის მოქმედება არსებულ ელექტროსადგურზე. ამ მიზნით, 146-ე და 147-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩატარდეს ღრმა და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტროსადგურების მხრიდან ამ თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების მოცულობებს;

ბ) ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად მიღებულ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს; და

გ) ალტერნატიული ღონისძიების პოტენციალის შეფასებას, იმისათვის რომ მიღწეული იყოს მოთხოვნილი შესრულების დონე.

4. მე-3 პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა:

ა) ჩაატაროს ხარჯებისა და სარგებლების წინასწარი ხარისხობრივი შედარება;

ბ) მიიღოს თანხმობა კომისიისგან.

5. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თავის მოთხოვნების არსებულ ელექტროსადგურებზეც გავრცელების თაობაზე 146-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღებიდან სამი თვის ვადაში.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს გენერაციის ობიექტების მფლობელების კანონიერი მოლოდინები არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავის მოთხოვნების გავრცელების შეფასებისას.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შეაფასოს ამ თავის ყველა ან ზოგიერთი დებულების გავრცელების შესაძლებლობა არსებულ ელექტროსადგურებზე, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 114. მნიშვნელობის განსაზღვრა

1. ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ქსელთან მიერთების წერტილში ძაბვის დონეებისა და მათი მაქსიმალური სიმძლავრის მოთხოვნები, მე-2 პუნქტში განსაზღვრული კატეგორიების თანახმად. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, ელექტროსადგურების ზღვრები A, B, C და D ტიპის ელექტროსადგურებისათვის განსაზღვრება დანართ №31-ში მოცემული ცხრილის შესაბამისად.

2. მნიშვნელოვნად ჩაითვლება შემდეგი კატეგორიის ელექტროსადგურები:

ა) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და 0.8 კვტ ან მეტი სიმძლავრით (A ტიპი);

ბ) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და მაქსიმალური სიმძლავრის დონით, რომელიც უტოლდება ან აღემატება მე-3 პუნქტში (B ტიპი) განსაზღვრულ ზღვარს. ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველ ცხრილში მოცემულ ზღვარს B ტიპის ელექტროსადგურებისთვის;

გ) 110 კვ-ზე დაბალი მიერთების წერტილის ძაბვითა და მაქსიმალური სიმძლავრის დონით, რომელიც უტოლდება ან აღემატება მე-3 პუნქტში (C ტიპი) განსაზღვრულ ზღვარს. ეს ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველი ცხრილში მოცემულ ზღვარს C ტიპის ელექტროსადგურებისთვის;

დ) 110 კვ ან უფრო მაღალი ძაბვის მიერთების წერტილთან დაკავშირებული ელექტროსადგური (D ტიპი). ელექტროსადგური ასევე მიეკუთვნება D ტიპს, თუ მისი მიერთების წერტილის ძაბვა 110 კვ-ზე დაბლაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე უტოლდება ან აღემატება ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირველ ცხრილში მოცემულ ზღვარს D ტიპის ელექტროსადგურებისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და 31-ე დანართით განსაზღვრული ელექტროსადგურების ტიპების ზღვრების ცვლილება არ უნდა გაკეთდეს უფრო ხშირად ვიდრე 3 წელიწადში ერთხელ.

4. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ მუხლით განსაზღვრულ პროცესს და წარადგინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემი.

5. თუკი ზღვრების ცვლილების შედეგად ელექტროსადგური შეიცვლის ტიპს, არსებულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით, ახალი ტიპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მოთხოვნამდე, გამოიყენება 113-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

მუხლი 115. მოთხოვნები ელექტროსადგურების, ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების, კომბინირებული გათბობის და სიმძლავრის სადგურებისა (თბოელექტროცენტრალი) და სამრეწველო ობიექტების მიმართ

1. არასახმელეთო ზონაში მიერთებულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით გამოიყენება სახმელეთო ელექტროსადგურებზე მოქმედი მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნები მოდიფიცირებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ან ელექტროსადგურები დაკავშირებულია მაღალი ძაბვის მუდმივი დენის ხაზით ან იმ ქსელის საშუალებით, რომელიც სინქრონულად არ არის დაკავშირებული ძირითად სისტემასთან (მაგალითად მუდმივი დენის ჩანართის გარდამქმნელი სქემით).

2. ჰიდრომააკუმულირებელმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ყველა შესაბამისი მოთხოვნა, როგორც გენერაციის, ასევე ტუმბოს რეჟიმში. ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების ოპერირება კომპენსატორულ რეჟიმში არ უნდა იყოს დროში შეზღუდული ელექტროსადგურების ტექნიკური კონსტრუქციით. ჰიდრომააკუმულირებელის ცვლადი სიჩქარის მქონე ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ სინქრონულ ელექტროსადგურებზე წაყენებული, ასევე 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ისინი მიეკუთვნებიან B, C ან D ტიპს.

3. ელექტროსადგურების კუთხით, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო ობიექტის ქსელებთან, ელექტროსადგურების მფლობელებს, სამრეწველო ობიექტებს, სისტემის ოპერატორებსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორებს, რომელთა ქსელები მიერთებულია სამრეწველო ობიექტის ქსელებთან, უფლება აქვთ დათანხმდნენ სისტემის ოპერატორის ქსელიდან ამგვარი ელექტროსადგურების გათიშვის პირობებს კრიტიკულ დატვირთვასთან ერთად, რომლებიც უზრუნველყოფენ სამრეწველო პროცესებს. ამ უფლების განხორციელება კოორდინირებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

4. 121-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების გარდა (ან როცა კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) ამ თავის მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია აქტიური სიმძლავრის მუდმივი აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ან აქტიური სიმძლავრის გამომუშავების კონტროლის უზრუნველყოფის უნართან, არ ვრცელდება თბოელექტროცენტრალებზე, რომლებიც მიერთებულია სამრეწველო ობიექტების ქსელებთან, იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი კრიტერიუმი:

(ა) აღნიშნული ტიპის სადგურების ძირითადი მიზანია სითბოს წარმოება სამრეწველო ობიექტთან დაკავშირებული საწარმოო პროცესებისთვის;

(ბ) სითბოს და სიმძლავრის გამომუშავება ხდება განუყოფლად და ურთიერთდაკავშირებულად, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ცვლილება თბური სიმძლავრის გამომუშავებაში იწვევს აქტიური სიმძლავრის გენერაციის გაუთვალისწინებელ ცვლილებას და პირიქით;

(გ) ელექტროსადგურები არის A, B ან C ტიპის 114-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად;

5. თბოელექტროცენტრალები უნდა შეფასდეს მათი მაქსიმალური ელექტრული სიმძლავრის საფუძველზე.

მუხლი 116. მარეგულირებელი ასპექტები

1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც ამ თავის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა ან სისტემის ოპერატორებმა, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ.

2. სპეციალური მოთხოვნებისთვის, რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავის საფუძველზე, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან.

3. ამ თავის გავრცელებისას უფლებამოსილმა უწყებებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა:

(ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები;

(ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა;

(გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საყოველთაო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის, ყველა მონაწილე მხარისათვის;

(დ) გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები.

(ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე.

(ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მოსაზრება ელექტროსადგურებზე ამ თავით განსაზღვრული მოთხოვნების გავრცელებასთან დაკავშირებით ან მათი გამოთვლისთვის ან დადგენისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია, ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.

5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, გენერაციის ობიექტის მფლობელის და/ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ აღნიშნულის განხორციელების მიზანმიმართული მცდელობა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი შეთავაზების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიღება 6 თვის განმავლობაში.

6. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები შეთავაზებების თაობაზე მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, ასეთი შეთავაზებების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში.

7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად მოწოდებულ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, ვრცელდება მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც საჭიროდ მიიჩნევენ ცვლილებას, საჭიროების შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღონ ელექტროსადგურის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე.

8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ თავით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც, გადაწყვეტილებას იღებს კანონით დადგენილ ვადაში. კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა დაწესდეს დამატებითი ვადა. კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულოა მხარეებისათვის შესასრულებლად და საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

9. როდესაც ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისია უფლებამოსილია, გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნაცვლად გადამცემი სისტემის ოპერატორმა განსაზღვროს შესაბამისი მოთხოვნები.

მუხლი 117. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი

1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე თანაბრად, მათი კომპეტენციის ფარგლებში.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა, რათა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, შესაძლოა გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე.

მუხლი 118. ხარჯების ანაზღაურება

1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ექვემდებარება ქსელის სატარიფო წესებით რეგულირებას და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, აფასებს კომისია.

2. კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია.

მუხლი 119. საჯარო კონსულტაცია

1. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამართონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებთან, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავის გავრცელების ვადის გახანგრძლივების შესახებ, 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) წინადადება 114-ე მუხლის მე-3 პუნქტის ზღვრებთან დაკავშირებით;

გ) 147-ე მუხლის მე-3 მუხლის შესაბამისად მომზადებული ანგარიშის შესახებ;

დ) ხარჯსარგებლიანობის ანალიზის შესახებ, რომელიც განხორციელებულია 171-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები, რომლებიც ჩამოყალიბდა კონსულტაციების შედეგად, ზღვრებთან, ანგარიშთან ან ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით, წინასწარი წინადადების კომისიაში წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის დასაბუთება, წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე.

მუხლი 120. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები

1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით.

2. კომერციული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, კომისიასა თუ ორგანიზაციაზე, რომელიც ვრცელდება ამ თავით.

3. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირების ან კომისიის მიერ, არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით ან ამ თავის სხვა დებულებებით.

4. კომისია ან სხვა პირები, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, იგი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამ თავით გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების განსახორციელებლად.

მუხლი 121. ზოგადი მოთხოვნები A ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. A ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით:

(ა) სიხშირის დიაპაზონთან დაკავშირებით:

ა.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში და დროის პერიოდებში, რომელიც მითითებულია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2. მინიმალური დროის პერიოდები როდესაც, ელექტროსადგურს შეუძლია ოპერირება სხვადასხვა სიხშირეებზე და გადახრა ნომინალური მნიშვნელობიდან, ქსელიდან გამორთვის გარეშე

სიხშირის დიაპაზონი, ჰც

სამუშაო დროის ინტერვალი

47.0 – 47.5

არაუმეტეს 20 წამით

47.5 – 48.5

არაუმეტეს 30 წუთით

48.5 – 49.0

არაუმეტეს 60 წუთით

49.0 – 51.0

შეუზღუდავი დროით

 

51.0 – 51.5

არაუმეტეს 30 წუთით

51.5 – 52.5

არაუმეტეს 30 წამი

 

52.5 – 53.0

 

არაუმეტეს 10 წამი

 

 

ა.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და გენერაციის ობიექტის მფლობელი შესაძლოა შეთანხმდნენ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონებზე, ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალური ვადებსა და კომბინირებული სიხშირისა და ძაბვის გადახრის სპეციალურ მოთხოვნებზე, ელექტროსადგურების ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროების შემთხვევაში;

ა.გ) გენერაციის ობიექტის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა თქვას უარისიხშირის უფრო ფართო დიაპაზონის გამოყენებაზე ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე, ეკონომიკური და ტექნიკური განხორციელებადობის გათვალისწინებით.

ბ) სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნართან დაკავშირებით, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება სიხშირის ცვლილების მოცემულ სიჩქარეებზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდემდე, სიხშირის დროში ცვალებადობის ძირითადი დაცვის მტყუნებით გამოწვეული მიზეზის გარდა. ძირითადი დაცვის მტყუნების სიხშირის დროში ცვალებადობის სიდიდეს განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმთან - სიხშირის აწევასთან (LFSM-O) დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისი კონტროლის ზონისთვის, გამოიყენება შემდეგი პირობები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის (სიხშირის ცვლილებაზე რეაგირება, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების გზით) აქტივაცია პირველი ნახაზის შესაბამისად მოცემულ სიხშირის ზღვრებსა და სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებში, რომლებიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

ბ) იმ შესაძლებლობების გარდა რომელიც „ა“ ქვეპუნქტშია მითითებული, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა, საკუთარი კონტროლის ზონაში განსაზღვრულ ფარგლებს გარეთ მყოფი სიხშირის დროს, A ტიპის ელექტროსადგურებს მისცეს ქსელიდან ავტომატური გამორთვის და განმეორებითი მიერთების უფლება, რომელსაც აქვს შეზღუდული გავლენა სისტემათაშორის ხაზებზე და ინარჩუნებს უსაფრთხო მუშაობის იმავე დონეს სისტემის ყველა რეჟიმში, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიხშირის ზღვარს ზემოთ, იდეალურად ერთგვაროვანი განაწილებისას. აღნიშნული რეჟიმი გადამცემი სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელებთან ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელია წარუდგინოს კომისიას.

გ) სიხშირის ზღვრები უნდა იყოს 50.2 - 50.5 ჰც ზღვრებს შორის და ჩათვლით;

დ) სტატიზმის კოეფიციენტი უნდა იყოს 2 – 12 %-მდე ფარგლებში.

ე) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ სიხშირის ცვლილებაზე აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის აქტივაცია შეძლებისდაგვარად ხანმოკლე დაყოვნებით. თუ დაყოვნება გადააჭარბებს 2 წამს, ელექტროსადგურის მფლობელმა უნდა დაასაბუთოს დაყოვნების მიზეზი და გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ტექნიკური დასაბუთება.

ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორს მინიმალური რეგულირების დონის მიღწევისას შეუძლია ელექტროსადგურს მოსთხოვოს:

ვ.ა) ოპერირების გაგრძელება არსებულ დონეზე; ან

ვ.ბ) შეამციროს აქტიური სიმძლავრის გამომუშავება;

ზ) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის აწევა (LFSM-O) მუშაობის დროს. როდესაც სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი - სიხშირის აწევა (LFSM-O) არის აქტიური, ამ რეჟიმის დადგენილ დანაყენს უპირატესი მნიშვნელობა ექნება აქტიური სიმძლავრის ნებისმიერ სხვა დანაყენზე.

3. სიხშირის ცვლილებების მიუხედავად, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიმძლავრის სტაბილური გამომუშავების შენარჩუნება თავის აქტიური სიმძლავრის წინასწარ განსაზღვრული სიდიდის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომუშავება შეესაბამება ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით ან 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ცვლილებებს.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის დასაშვები შემცირება მაქსიმალური გამომუშავებიდან, სიხშირის დაცემისას მისი კონტროლის ზონაში, როგორც შემცირების სიჩქარე 25-ე დანართის პირველ ნახაზზე ნაჩვენები სრული ხაზებით მოცემულ ზღვრებში:

ა) სიხშირის 49 ჰც-ზე მეტად შემცირებისას, სადგურის 50 ჰც-ის შესაბამისი მაქსიმალური სიმძლავრის 2%-ით შემცირება სიხშირის ყოველ - 1 ჰც-ით შემცირებისას.

ბ) სიხშირის 49,5 ჰც-ზე მეტად შემცირებისას, სადგურის 50 ჰც-ის შესაბამისი მაქსიმალური სიმძლავრის 10%-ით შემცირება სიხშირის ყოველ - 1 ჰც-ით შემცირებისას.

5. მაქსიმალური სიმძლავრიდან აქტიური სიმძლავრის დასაშვებმა შემცირებამ უნდა:

ა) მკაფიოდ განსაზღვროს გარემო პირობები;

ბ) გაითვალისწინოს ელექტროსადგურის ტექნიკური შესაძლებლობები.

6. ელექტროსადგური უნდა აღიჭურვოს ლოგიკური ინტერფეისით (შეყვანის პორტი) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შეწყვეტის მიზნით, შემყვანი პორტიდან ინსტრუქციის გაცემიდან 5 წამში. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს მოთხოვნები მოწყობილობისთვის, აღნიშნული მოწყობილობის დისტანციურად ოპერირების უზრუნველყოფის მიზნით.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომელშიც ელექტროსადგური შეძლებს ქსელთან ავტომატურად მიერთებას. ასეთი პირობები უნდა მოიცავდეს:

ა) სიხშირის დიაპაზონებს, რომლის ფარგლებში დასაშვებია ავტომატური მიერთება და შესაბამისი დაყოვნების დრო; და

ბ) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ზრდის მაქსიმალური დასაშვები სიდიდე.

8. ავტომატური მიერთება დასაშვებია, თუ სხვაგვარად არ განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

მუხლი 122. საერთო მოთხოვნები B ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ 121-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა.

2.B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების კონტროლის მიზნით, ელექტროსადგური უნდა აღიჭურვოს ლოგიკური ინტერფეისით (შეყვანის პორტი) შემყვანი პორტიდან ინსტრუქციის შესაბამისად, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირების მიზნით.

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს მოთხოვნები დამატებითი მოწყობილობისთვის, რათა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების დისტანციური ოპერირება.

3. B ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს საიმედოობასთან და მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით:

ა.ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი 26-ე დანართის პირველი ნახაზის შესაბამისად, მიერთების წერტილზე მოკლე შერთვის პირობებში, რომელშიც ელექტროსადგური უნდა დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა ენერგოსისტემაში შეშფოთების შემდეგ - დაზღვეული ავარიის შედეგად გადამცემ სისტემაზე.

ა.ბ) ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა გამოხატავდეს ხაზური ძაბვების ქვედა ზღვარის ფაქტობრივ სიდიდეს მიერთების წერტილში სიმეტრიული მოკლე შერთვის განმავლობაში, გამოხატულს დროის ფუნქციით მოკლე შერთვამდე, მოკლე შერთვის დროს და მის შემდეგ;

ა.გ) „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქვედა ზღვარს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი 26-ე დანართით განსაზღვრულ ზღვრებში.

ა.დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს, ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით, მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მოკლე შერთვის შემდეგი პირობები, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა.დ.ა) მოკლე შერთვამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის ანგარიში მიერთების წერტილში;

ა.დ.ბ) მოკლე შერთვამდე ელექტროსადგურის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მუშა წერტილი, მიერთების წერტილში და ძაბვა მიერთების წერტილში; და

ა.დ.გ) მოკლე შერთვის შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის სიდიდე მიერთების წერტილში.

ა.ე) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარუდგინოს მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ პირობები, რომელიც განხილულ უნდა იქნეს ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან მიმართებაში. ეს პირობები გამოითვლება მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია (ა.დ) ქვეპუნქტში შემდეგთან დაკავშირებით

 ა.ე.ა) მოკლე შერთვამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე ყოველ მიერთების წერტილში გამოხატული მვა-ით;

ა.ე.ბ) მოკლე შერთვამდე ელექტროსადგურის მუშა წერტილი, გამოხატული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებით და ძაბვით მიერთების წერტილში; და

ა.ე.გ) მოკლე შერთვის შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების ყოველ წერტილში გამოხატული მვა-ით;

ა.ე.დ) ამ ქვეპუნქტის მოთხოვნის ალტერნატივის სახით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა წარმოადგინოს ტიპიური შემთხვევებიდან მიღებული ბაზისური სიდიდეები;

ა.ვ)ელექტროსადგურს უნდა გააჩნდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა, როდესაც ხაზური ძაბვების მნიშვნელობა ქსელის ძაბვის დონეზე მიერთების წერტილში სიმეტრიული მოკლე შერთვის დროს, მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ მდგომარეობის გათვალისწინებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დარჩება ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ქვედა ზღვარის ზემოთ, იმ შემთხვევაში, თუ რელეური დაცვის სქემა შიდა ელექტრულ დაზიანებებთან დაკავშირებით მოითხოვს ელექტროსადგურის გამორთვას ქსელიდან. რელეური დაცვის სქემები და დანაყენები შიდა ელექტრულ დაზიანებებთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს ავარიის მიმართ მდგრადობისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ა.ზ.) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შეზღუდვის გარეშე, ძაბვის ვარდნისგან დაცვა (ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ან მინიმალური ძაბვა, რომელიც განსაზღვრულია მიერთების წერტილში) უნდა განსაზღვროს გენერაციის ობიექტის მფლობელმა ელექტროსადგურის მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მკაცრ (ვიწრო) დანაყენებს არ მოითხოვს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ელექტროსადგურების მფლობელმა დანაყენები უნდა დაასაბუთოს აღნიშნული პრინციპის შესაბამისად.

ბ) ასიმეტრიული მოკლე შერთვის შემთხვევაში ავარიის მიმართ მდგრადობის უნარები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა.

4. B ტიპის ელექტროსადგურებმა სისტემის სამუშაო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები, რომლის მიხედვითაც, ელექტროსადგურს ექნება ქსელში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა, ქსელში შეშფოთების შედეგად გამოწვეული შემთხვევითი გამორთვის შემდეგ.

ბ) ავტომატური ხელახლა მიერთების სისტემების დამონტაჟება უნდა დაექვემდებაროს, როგორც შესაბამისი სისტემის ოპერატორის წინასწარ ნებართვას ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ხელახლა მიერთების პირობებს.

5.B ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი ძირითადი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით:

ა) კონტროლის სქემებთან და დანაყენებთან დაკავშირებით:

ა.ა) ელექტროსადგურის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემები და დანაყენები, რაც საჭიროა გადამცემი სისტემის სტაბილურობისთვის და ავარიულ სიტუაციაში მოქმედებისთვის, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურის მფლობელს შორის;

ა.ბ) ნებისმიერი ცვლილება ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემებსა და დანაყენებში, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის.

ბ) ელექტრული სქემებთან და დანაყენებთან დაკავშირებით:

ბ.ა) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სქემები და დანაყენები, რომელიც საჭიროა ქსელის დასაცავად, ელექტროსადგურის მახასიათებლების გათვალისწინებით. ელექტროსადგურის და ქსელისთვის საჭირო დაცვის სქემები და დანაყენები ელექტროსადგურთან დაკავშირებით კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. შიდაელექტრული დაზიანებების საწინააღმდეგო დაცვის სქემები და დანაყენები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არ დაარღვიოს ელექტროსადგურის ეფექტურობა ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად.

ბ.ბ)ელექტროსადგურის ელქტრულ დაცვას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოპერატიულ მართვასთან შედარებით, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაცვის, მომუშავე პერსონალისა და საზოგადოების უსაფრთხოების საჭიროების, აგრეთვე ელექტროსადგურის დაზიანების თავიდან აცილების გათვალისწინებით.

ბ.გ) დაცვის სქემები უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტებს:

ბ.გ.ა) შიდა და გარე მოკლე შერთვა;

ბ.გ.ბ) ასიმეტრიული დატვირთვა (ფაზების უკუმიმდევრობა);

ბ.გ.გ) სტატორის და როტორის გადატვირთვა;

ბ.გ.დ) გადააგზნება- / არასაკმარისი აგზნება;

ბ.გ.ე) ძაბვის აწევა / დაწევა მიერთების წერტილში;

ბ.გ.ვ) ძაბვის აწევა / დაწევა გენერატორის მომჭერებზე;

ბ.გ.ზ) შიდა სასისტემო რყევებისგან დაცვა;

ბ.გ.თ) გამშვი დენისგან განრიდება (ტრანსფორმატორის დამაგნიტების დენისაგან ბლოკირება);

ბ.გ.ი) ასინქრონული რეჟიმი (ასინქრონული სვლა);

ბ.გ.კ) დაცვა ლილვის დაუშვებელი გრეხვისგან (მაგალითად, სუბსინქრონული რეზონანსი);

ბ.გ.ლ) ელექტროსადგურის ხაზის დაცვა;

ბ.გ.მ) ბლოკის ტრანსფორმატორის დაცვა;

ბ.გ.ნ) ამომრთველის უარის რეზერვირება

ბ.გ.ო) (U/f) გადააგზნებისგან დაცვა;

ბ.გ.პ) სიმძლავრის შეტრიალება(ძრაულ რეჟიმში გადასვლისგან დაცვა);

ბ.გ.ჟ) სიხშირის ცვლილების სიჩქარე; და;

ბ.გ.რ) ნეიტრალის ძაბვის წანაცვლება, (ნულოვანი მიმდევრობის ძაბვით დაცვა)

ბ.დ)ცვლილებები ელექტროსადგურის და ქსელის დაცვის სქემებში და დანაყენებში, შეთანხმებული უნდა იყოს სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის. შეთანხმება მიღწეული უნდა იქნეს ნებისმიერი ცვლილების განხორციელებამდე.

გ) გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს თავისი დაცვის და კონტროლის მოწყობილობების ორგანიზება ქვემოთ მითითებული პრიორიტეტულობის თანმიმდევრობით (უმაღლესიდან მინიმუმამდე):

გ.ა) ქსელის და ელექტროსადგურის დაცვა;

გ.ბ) ხელოვნური ინერცია, საჭიროების შემთხვევაში;

გ.გ) სიხშირის კონტროლი (აქტიური სიმძლავრის რეგულირება);

გ.დ) სიმძლავრის შეზღუდვა; და

გ.ე)სიმძლავრის ცვლილების სიჩქარის შეზღუდვა.

დ) ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით:

დ.ა) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ ინფორმაციის გაცვლა შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან რეალურ დროში ან პერიოდულად, როგორც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ;

დ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს, გასაცვლელი ინფორმაციის შინაარსი, რაც უნდა მოიცავდეს გენერაციის ობიექტის მიერ წარსადგენი მონაცემების ზუსტ ჩამონათვალს.

მუხლი 123. საერთო მოთხოვნები C ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. C ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ 121-ე და 122-ე მუხლებში მოცემულ მოთხოვნებს, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის და 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.

2. C ტიპის ელექტროსადგურები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნართან და რეგულირების დიაპაზონთან დაკავშირებით ელექტროსადგურის რეგულირების სისტემას უნდა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის მუშა წერტილის დარეგულირება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად;

შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პერიოდი, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აქტიური სიმძლავრის ახალ მუშა წერტილზე გადასვლა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს დასაშვები ფარგლები (ტურბინის ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე) ახალი მუშა წერტილის მიმართ და დროის ის ფარგლები, რომელშიც უნდა იქნეს მიღწეული;

ბ) ავტომატური დისტანციური მართვის მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში დასაშვები უნდა იყოს ხელით მართვის ადგილობრივი ზომების მიღება;

გ) 121-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დამატებით, სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმთან - სიხშირის დაწევასთან (LFSM-U) დაკავშირებით, C ტიპის ელექტროსადგურებისთვის გამოიყენება ქვემოთ მოცემული მოთხოვნები:

გ.ა)ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ამოქმედება იმ სიხშირის ზღვრებით და გადახრით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებულ ზღვრებში:

გ.ა.ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის ზღვრები უნდა იყოს 49.8 - 49.5 ჰც ზღვრებს შორის;

გ.ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტატიზმის კოეფიციენტი უნდა იყოს 2 – 12 %-მდე ფარგლებში. ეს მოთხვნები წარმოდგენილია გრაფიკულად 27-ე დანართში.

გ.ბ) სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ფაქტობრივი უზრუნველყოფა უნდა ითვალისწინებდეს:

გ.ბ.ა) გარემო პირობებს, საპასუხო რეაქციის დაწყებისას.

გ.გ.ბ) ელექტროსადგურის სამუშაო პირობებს, კონკრეტულად, შეზღუდვებს დაბალ სიხშირეზე მაქსიმალურთან ახლოს მყოფი სიმძლავრით ოპერირებისას და შესაბამისი ზეგავლენა გარემო პირობებზე 121-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, და

გ.ბ.გ) პირველადი ენერგო წყაროების ხელმისაწვდომობას.

გ.გ) ელექტროსადგურების მიერ აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ამოქმედება არ უნდა იყოს დაუშვებლად დაყოვნებული. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი დაყოვნება გადააჭარბებს 2 წამს, გენერაციის ობიექტის მფლობელმა აღნიშნული უნდა დაუსაბუთოს გადამცემი სისტემის ოპერატორს;

გ.დ)სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს უზრუნველყოს სიმძლავრის გაზრდა მის მაქსიმალურ მნიშვნელობამდე;

გ.ე)ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U) ოპერირების დროს;

დ) მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის დამატებით, ერთობლივად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები, სიხშირის რეგულირების რეჟიმში (FSM) ოპერირების დროს:

დ.ა) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად და 27-ე დანართში მოცემულ ფარგლებში. პარამეტრების განსაზღვრისას, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტები:

დ.ა.ა) მაღალი სიხშირის შემთხვევაში, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი შემოიფარგლება მინიმალური რეგულირების დონით.

დ.ა.ბ) დაბალი სიხშირის შემთხვევაში, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი შემოიფარგლება მაქსიმალური სიმძლავრით.

დ.ა.გ) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ფაქტობრივი უზრუნველყოფა დამოკიდებულია ელექტროსადგურის სამუშაო და გარემო პირობებზე, რეაგირების დაწყებისას, კერძოდ, შეზღუდვებზე მაქსიმალურთან ახლოს სიმძლავრით ოპერირების დროს დაბალ სიხშირეზე 121-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ხელმისაწვდომ პირველად ენერგო წყაროებზე.

დ.ბ) სიხშირის გადახრის და სტატიზმის კოეფიციენტის სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა უნდა განისაზღვროს პერიოდულად.

დ.გ) სიხშირის ნახტომისებური ცვლილების შემთხვევაში ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის აქტივაცია, 27-ე დანართის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით (ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის რხევების თავიდან არიდების მიზნით). გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შერჩევის კომბინაცია უნდა ითვალისწინებდეს ტექნოლოგიით განპირობებულ შესაძლო შეზღუდვებს;

დ.დ) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის საწყისი აქტივაცია არ უნდა დაყოვნდეს ზედმეტად. იმ შემთხვევაში როდესაც აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის თავდაპირველი აქტივაციის დაყოვნება აღემატება 2 წამს, გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ გადაცემით სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული სიდიდის დროით დაყოვნების საჭიროების ტექნიკური დადასტურება. ინერციის არ მქონე ელექტროსადგურისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა აქტივაციის თავდაპირველ დაყოვნებად შესაძლოა განსაზღვროს 2 წამზე ნაკლები დრო, თუ გენერაციის ობიექტის მფლობელს არ შეუძლია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინონ ტექნიკური დასაბუთება, სადაც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ არის საჭირო უფრო მეტი დრო აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის თავდაპირველი აქტივაციისთვის.

დ.ე) ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფა გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ვადაში, 15 წუთიდან 30 წუთამდე. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მხედველობაში უნდა მიიღოს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის მარაგი და პირველადი ენერგიის წყარო;

დ.ვ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და მე-5 პუნქტში მოცემულ დროის ზღვრებში აქტიური სიმძლავრის კონტროლმა არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელზე.

ე) სიხშირის აღდგენის კონტროლთან (მეორეულ რეგულირებასთან) დაკავშირებით, ელექტროსადგურმა უნდა უზრუნველყოს ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად, რომლის მიზანია სიხშირის აღდგენა ნომინალურ სიდიდემდე ან სიმძლავრის მიმოცვლის შენარჩუნება რეგულირების არეალებს შორის მათ დაგეგმილ სიდიდეებზე.

ვ) დატვირთვის რეჟიმში მუშაობის უნარის მქონე ელექტროსადგურებს, მათ შორის, ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებს, უნდა შეეძლოს თავიანთი დატვირთვის გამორთვა ნებისმიერ დროს სიხშირის შემცირების შემთხვევაში. ამ პუნქტში განხილული მოთხოვნები არ ვრცელდება საკუთარ მოხმარებაზე.

ზ) FSM რეჟიმის რეალურ დროში მონიტორინგთან დაკავშირებით:

ზ.ა)აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის ოპერირების მონიტორინგის მიზნით, საკომუნიკაციო ინტერფეისი აღჭურვილი უნდა იყოს იმგვარად, რომ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისას, გენერაციის ობიექტებიდან შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრში, რეალურ დროში და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით გაგზავნოს სულ მცირე შემდეგი სიგნალები:

ზ.ა.ა) FSM (სიხშირის რეგულირების რეჟიმი) მდგომარეობის სიგნალი (on/off - ჩართვა/გამორთვა);

ზ.ა.ბ) დაგეგმილი აქტიური სიმძლავრის გამომუშავება;

ზ.ა.გ) აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ფაქტობრივი სიდიდე;

ზ.ა.დ) პარამეტრების ფაქტობრივი მნიშვნელობა აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლისთვის; და

ზ.ა.ე) სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა.

ზ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, უნდა განსაზღვროს დამატებითი სიგნალები, რომლის მიწოდებაც უნდა უზრუნველყოს ელექტროსადგურმა მონიტორინგის და ჩამწერი მოწყობილობების საშუალებით, აღნიშნული ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უზრუნველყოფის ეფექტურობის შემოწმების მიზნით.

3. ძაბვის მდგრადობის კუთხით, C ტიპის ელექტროსადგურს უნდა გააჩნდეს ქსელიდან ავტომატური გამორთვის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუკი ძაბვა მიერთების წერტილში მიაღწევს სიდიდეს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. ელექტროსადგურის ფაქტობრივი ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად.

4. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები მდგრადობასთან და საიმედოობასთან დაკავშირებით.

ა) სიმძლავრის რხევების შემთხვევაში, ელექტროსადგურებმა უნდა შეინარჩუნონ სტატიკური მდგრადობა P-Q - დიაგრამის ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე ოპერირებისას.

ბ) 121-ე მუხლის, მე-4 და მე-5 პუნქტების შეზღუდვის გარეშე, ელექტროსადგურებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და შეძლონ ოპერირება სიმძლავრის შემცირების გარეშე, სანამ ძაბვა და სიხშირე დასაშვებ ფარგლებში იქნება ამ თავის შესაბამისად;

გ) ელექტროსადგურებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან ერთფაზა ან სამფაზა ავტომატურ განმეორებითი ჩართვებისას, შეკრული ქსელის ხაზებზე, თუ აღნიშნულს ადგილი აქვს ქსელში რომელთანაც არიან დაკავშირებული. ასეთი შესაძლებლობის დეტალები უნდა დაექვემდებაროს რელეური დაცვის სქემებისა და პარამეტრების შესახებ 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამის კოორდინაციას და შეთანხმებას.

5. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით.

ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ა.ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობა არ არის სავალდებულო.

ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისას, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს ელეტროსადგურის ნულიდან გაშვების შესაძლებლობით უზრუნველსაყოფისთვის საჭირო ინვესტიციების მოცულობა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში თუ ჩათვლის, რომ მისი კონტროლის ზონაში, ნულიდან გაშვების შესაძლებლობის არქონის გამო, რისკის ქვეშ დადგება სისტემის უსაფრთხოება.

ა.გ) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა შეეძლოს ნულიდან გაშვება გარე კვების წყაროს გარეშე, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად განსაზღვრულ დროის ფარგლებში.

ა.დ) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა შეეძლოს სინქრონიზაცია 121-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიხშირის ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ძაბვის ან 124-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში;

ა.ე) ელექტროსადგურს, რომელსაც აქვს ნულიდან გაშვების შესაძლებლობა, უნდა გააჩნდეს დატვირთვების მიერთებებით გამოწვეული ძაბვების ღრმა შემცირებების (ჩავარდნის) ავტომატური რეგულირების შესაძლებლობა;

ა.ვ) ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურებს:

ა.ვ.ა) უნდა შეძლოს ბლოკურ დატვირთვაში არსებული დატვირთვის მიერთებების რეგულირება;

ა.ვ.ბ) უნდა შეეძლოთ იმუშაონ LFSM-O და LFSM-U-ს დროს, როგორც განსაზღვრულია 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში და 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში;

ა.ვ.გ) სიხშირის რეგულირება მაღალი ან დაბალი სიხშირის შემთხვევაში აქტიური სიმძლავრის გამომუშავების სრულ ფარგლებში, მინიმალური რეგულირების დონესა და მაქსიმალურ შესაძლო სიმძლავრეს შორის, ასევე საკუთარი მოხმარების დონეზე;

ა.ვ.დ) უნდა შეძლოს ერთი იზოლირებული კუნძულის ფარგლებში პარალელურ რეჟიმში ოპერირება; და

ა.ვ.ე) ძაბვის ავტომატური რეგულირება სისტემის აღდგენის რეჟიმში.

ბ) იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაში მონაწილეობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ბ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მხრიდან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაში მონაწილეობის მიღება, და:

ბ.ა.ა) სიხშირის ზღვრები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისთვის განსაზღვრული უნდა იყოს 121-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ბ.ა.ბ) ძაბვის ზღვრები იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისთვის განსაზღვრული უნდა იყოს 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 124-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში;

ბ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიხშირის რეგულირების რეჟიმში (FSM) ოპერირება იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სისტემაში ჭარბი სიმძლავრის შემთხვევაში, ელექტროსადგურს უნდა ჰჰქონდეს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირების შესაძლებლობა ოპერირების წინა წერტილიდან ნებისმიერი ახალ წერტილამდე P-Q დიაგრამის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირება, ტექნიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ მისი მაქსიმალური სიმძლავრის 55%-მდე.

ბ.გ) მეთოდი, რომელიც გამოავლენს ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელური მუშაობის რეჟიმიდან იზოლირებული მუშაობის რეჟიმზე გადასვლას უნდა შეთანხმდეს გენერაციის ობიექტის მფლობელსა და შესაბამის სისტემის ოპერატორს შორის. აღნიშნული არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი მოწყობილობის მდგომარეობის სიგნალებზე.

ბ.დ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს იმუშაოს იზოლირებულ რეჟიმში LFSM-O და LFSM-U-ს დროს, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

გ) სწრაფი განმეორებითი სინქრონიზაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

გ.ა) ელექტროსადგურის ქსელიდან გამორთვის შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს სწრაფი განმეორებითი სინქრონიზაციის შესაძლებლობა, რომელიც შეთანხმებულია უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად;

გ.ბ) ელექტროსადგური, რომლის განმეორებითი სინქრონიზაციის მინიმალური დრო გარე ქსელიდან გამორთვის შემდეგ აღემატება 15 წუთს, უნდა დაპროექტდეს P-Q დიაგრამის ნებისმიერი მუშა წერტილიდან საკუთარ მოხმარებაზე გადართვის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში საკუთარ მოხმარებაზე მუშაობის დადასტურება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი მოწყობილობის მდგომარეობის სიგნალებს;

გ.გ) ელექტროსადგურებმა უნდა შეძლონ უწყვეტი მუშაობა საკუთარი მოხმარების გამორთვის შემდეგ, გარეშე ქსელთან რაიმე დამატებითი მიერთების მიუხედავად. მინიმალური საოპერაციო დრო უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, პირველადი ენერგიის მამოძრავებლის ტექნოლოგიის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით.

6. C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით:

ა) კუთხური მდგრადობის ან კონტროლის დაკარგვასთან დაკავშირებით, ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს ქსელიდან ავტომატური გამორთვა სისტემის უსაფრთხოების დარღვევის ან ელექტროსადგურისთვის დაზიანების პრევენციის მიზნით. გენერაციის ობიექტის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა შეთანხმდეს კუთხური მდგრადობის ან კონტროლის დაკარგვის გამოვლენის კრიტერიუმებზე;

ბ) მოწყობილობით აღჭურვასთან დაკავშირებით:

ბ.ა) ელექტროსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც განახორციელებს გაუმართაობის ჩაწერას და სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგს. აღნიშნულმა მოწყობილობამ უნდა ჩაიწეროს შემდეგი პარამეტრები:

ბ.ა.ა) ძაბვა;

ბ.ა.ბ) აქტიური სიმძლავრე;

ბ.ა.გ) რეაქტიული სიმძლავრე; და

ბ.ა.დ) სიხშირე.

შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა ჰჰქონდეს უფლება განსაზღვროს, ენერგომომარაგების ხარისხის პარამეტრები (რომელიც დაცული უნდა იყოს), სათანადო წინასწარი შეტყობინების გაგზავნის პირობით.

ბ.ბ) გაუმართაობების ჩამწერი მოწყობილობის პარამეტრები, მათ შორის, გაშვების კრიტერიუმები და მისაწოდებელ მონაცემთა სიხშირე უნდა შეთანხმდეს გენერაციის ობიექტის მფლობელსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად.

ბ.გ) სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგი უნდა მოიცავდეს რხევების გამშვებს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, სიმძლავრის რხევების არასათანადოდ ჩახშობის გამოვლენის მიზნით.

ბ.დ) ენერგომომარაგების ხარისხის და სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგთან დაკავშირებით მოწყობილობები უნდა მოიცავდეს ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმებს გენერაციის ობიექტის მფლობელისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და/ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის. აღრიცხული მონაცემების კომუნიკაციის პროტოკოლები შეთანხმებულ უნდა იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის.

გ) სიმულაციურ მოდელებთან დაკავშირებით:

გ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს სიმულაციური მოდელები, რომელიც სათანადოდ ასახავს ელექტროსადგურის ქცევას როგორც სტატიკური ასევე დინამიკური მდგრადობის სიმულაციებში ან ელექტრომაგნიტური გარდამავალი მდგომარეობის სიმულაციებში. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ წარდგენილი სიმულაციის მოდელები შესაბამისობაში არიან 152-158-ე მუხლებით განსაზღვრულ ტესტების შედეგებთან. აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს;

გ.ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოდგენილი მოდელები უნდა მოიცავდეს ქვემოდელებს, რომლებიც დამოკიდებულია ინდივიდუალური კომპონენტების არსებობაზე:

გ.ბ.ა) გენერატორი და პირველადი ენერგიის მამოძრავებელი;

გ.ბ.ბ) სიჩქარის და სიმძლავრის რეგულატორი;

გ.ბ.გ) ძაბვის რეგულირება, მათ შორის,, შესაბამის შემთხვევაში ენერგოსისტემის სტაბილიზატორის (PSS) ფუნქცია და აგზნების რეგულირების სისტემა;

გ.ბ.დ) ელექტროსადგურის დაცვის მოდელები, რომელიც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის; და

გ.ბ.ე) გარდამქმნელის მოდელები სიმძლავრის პარკებისთვის;

გ.გ) „გ.ა“ ქვეპუნქტში მოცემული შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნა კოორდინირებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ის უნდა მოიცავდეს:

გ.გ.ა) წარსადგენი მოდელების ფორმატს;

გ.გ.ბ) მოდელების სტრუქტურის და ბლოკური დიაგრამების დოკუმენტაციას;

გ.გ.გ) მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის შეფასებას, წარმოდგენილს მვა-ში, ეკვივალენტური ქსელის სახით;

გ.დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ელექტროსადგურის ტექნიკური მახასიათებლების ჩანაწერების წარდგენა. შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს ამგვარი ინფორმაცია მოდელების ჩანაწერებთან შედარების მიზნით;

დ) სისტემის ოპერირებისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო მოწყობილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ ჩათვლის დამატებითი მოწყობილობების ელექტროსადგურებში დამონტაჟებას სისტემის ოპერირების ან მდგრადობის შენარჩუნების ან აღდგენის მიზნით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეისწავლონ ეს მოთხოვნა და შეთანხმდნენ სათანადო გადაწყვეტაზე;

ე) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების სიჩქარის (რამპინგის დონე) მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების როგორც ზედა, ასევე ქვედა მიმართულებისათვის, პირველადი ამძრავის ტექნოლოგიის კონკრეტული მახასიათებლების გათვალისწინებით;

ვ) ამამაღლებელი ტრანსფორმატორების ნეიტრალის დამიწება ქსელის მხარეს, განხორციელებული უნდა იქნეს სისტემის ოპერატორის სპეციფიკაციების შესაბამისად.

მუხლი 124. საერთო მოთხოვნები D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. 121-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესრულების გარდა, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, 122-ე მუხლის (გარდა მე-2 პუნქტისა), 123-ე მუხლის (გარდა მე-3 პუნქტისა) გარდა D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ამ მუხლში განსაზღვრული მოთხოვნები.

2. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:

ა) ძაბვის დიაპაზონებთან დაკავშირებით:

ა.ა) 127-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ქვემოთ მოცემული მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეუზღუდავად, ელექტროსადგური უნდა დარჩეს მიერთებული ქსელთან და ოპერირებდეს მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია ძაბვის მნიშვნელობით მიერთების წერტილში, 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში, 30-ე დანართით განსაზღვრულ დროის პერიოდებში.

ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს დროის უფრო ხანმოკლე პერიოდები, რომლის განმავლობაში ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან ერთდროული ძაბვის გაზრდისა და სიხშირის შემცირებისას ან პირიქით, ძაბვის შემცირებისა და სიხშირის გაზრდისას;

ა.გ) ქსელის 400 კვ ძაბვის დროს (ან ალტერნატიულად - 380 კვ), 1 ფ.ე.-ს მნიშვნელობა არის 400 კვ.

ბ) ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ოპერირებისთვის შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ოპერირებისთვის ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, არ უნდა მოხდეს გენერაციის ობიექტის მფლობელის მხრიდან შეთანხმების დაუსაბუთებელი შეფერხება.

გ) „ა“ ქვეპუნქტის შეუზღუდავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება უნდა ჰჰქონდეს განსაზღვროს მიერთების წერტილში ძაბვის სიდიდე, რომელზეც ელექტროსადგურს შეეძლება ავტომატური გამორთვა. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის.

3. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები ელექტროსადგურების მდგრადობასთან / საიმედოობასთან დაკავშირებით:

ა) ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით:

ა.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და განაგრძოს სტაბილური მუშაობა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაზღვეული ავარიით გამოწვეული შეშფოთების შედეგად. აღნიშნული შესაძლებლობა უნდა იყოს მიერთების წერტილის ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის შესაბამისი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ავარიის ტიპისთვის. ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა წარმოადგენდეს მიერთების წერტილში ხაზური ძაბვის მნიშვნელობას, როგორც სიმეტრიული მოკლე შერთვის მომენტში, ასევე მოკლე შერთვის წინა და მის მომდევნო პერიოდში. ქვედა ზღვარი ასევე შესაძლოა განსაზღვრული იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოცემული 110 კვ-ზე მაღალი ძაბვის დონეზე მიერთებული D ტიპის ელექტროსადგურებისთვის მოცემული ფარგლების გამოყენებით, 26-ე დანართის შესაბამისად. ქვედა ზღვარი ასევე შესაძლოა განსაზღვრული იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, 26-ე დანართში განსაზღვრული 110 კვ-ზე დაბალი ძაბვის დონეზე მიერთებული D ტიპის ელექტროსადგურებისთვის მოცემული ფარგლების გამოყენებით.

 ა.ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პირობები მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მისი შემდეგი პერიოდისთვის, ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში. განსაზღვრული პირობები მოკლე შერთვის წარმოქმნამდე და მოკლე შერთვის შემდეგ ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ;

 ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარისთვის გასათვალისწინებელი დაზიანებამდე და დაზიანების შემდგომი მდგომარეობები, რომელიც წარმოადგენს 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გაანგარიშების შედეგს მიერთების წერტილში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ბ.ა) დაზიანებამდე მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე თითოეული მიერთების წერტილზე გამოხატული მვა-ით;

ბ.ბ) დაზიანებამდე ელექტროსადგურის მუშა წერტილი, გამოხატული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრით მიერთების წერტილში და ძაბვით მიერთების წერტილში; და

ბ.გ) დაზიანების შემდეგ მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოხატული მგვა-ით;

გ) ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ასიმეტრიული დაზიანების შემთხვევაში უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა;

4. D ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით:

ა) სინქრონიზაციასთან დაკავშირებით, ელექტროსადგურის გაშვებისას, სინქრონიზაცია უნდა განახორციელოს გენერაციის ობიექტის მფლობელმა მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ნებართვის შემდეგ.

ბ) ელექტროსადგური აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო სინქრონიზაციის მოწყობილობებით.

გ) ელექტროსადგურების სინქრონიზაცია შესაძლებელი უნდა იყოს 121-ე მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული სიხშირის დიაპაზონების ფარგლებში.

დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა შეთანხმდნენ სინქრონიზაციის მოწყობილობების პარამეტრებზე. შეთანხმება უნდა მოიცავდეს:

დ.ა) ძაბვა;

დ.ბ) სიხშირე;

დ.გ) ფაზური ძვრის კუთხის ფარგლები;

დ.დ) ფაზის მიმდევრობა;

დ.ე) ძაბვის და სიხშირის გადახრა.

მუხლი 125. მოთხოვნები B ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. B ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია 121-ე მუხლში, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 122-ე მუხლისა.

2. B ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებით მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს, სინქრონული ელექტროსადგურის შესაძლებლობა გამოიმუშაოს რეაქტიული სიმძლავრე.

ბ) ძაბვის რეგულირების სისტემასთან დაკავშირებით, სინქრონული ელექტროსადგური აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი აგზნების ავტომატური რეგულირების სისტემით, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს გენერატორის მომჭერებზე სტაბილური ძაბვა, შერჩეულ დანაყენზე, სინქრონული ელექტროსადგურის მთლიანი საოპერაციო დიაპაზონის ფარგლებში.

3. მდგრადობასთან/საიმედოობასთან დაკავშირებით, B ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებს უნდა ჰქონდეთ ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის უნარი. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, აქტიური სიმძლავრის აღდგენის ამპლიტუდა და დრო.

მუხლი 126. მოთხოვნები C ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. C ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე, 122-ე, 123-ე და 125-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნები, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გარდა.

2. C ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის დამატებითი უზრუნველყოფის საჭიროება, თუ სინქრონული ელექტროსადგურის მიერთების წერტილი არ მდებარეობს არც ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეზე (მაღალი ძაბვის საფეხურზე) და არც გენერატორის მომჭერებზე ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. ამ დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს მაღალი ძაბვის ხაზის ან კაბელის რეაქტიული სიმძლავრის მოხმარება, რომელიც მდებარეობს ელექტროსადგურის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებსა და მიერთების წერტილს შორის და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული ხაზის ან კაბელის მფლობელის მიერ.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა მაქსიმალური სიმძლავრის შემთხვევაში:

ბ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს ცვლადი ძაბვის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოთხოვნები. ამ მიზნით, შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax პროფილი იმ ფარგლებში, რომელშიც სინქრონულ ელექტროსადგურს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა მაქსიმალურ სიმძლავრეზე. განსაზღვრულ U-Q/Pmax პროფილს შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ფორმა, იმ ფინანსური ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია მაღალი ძაბვის შემთხვევაში, რეაქტიული სიმძლავრის გენერაციისა და დაბალი ძაბვის შემთხვევაში რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის მიწოდებასთან..

ბ.ბ) U-Q/Pmax პროფილი განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, ქვემოთ მითითებული პრინციპების შესაბამისად:

ბ.ბ.ა) U-Q/Pmax პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 28-ე დანართში;

ბ.ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის ზომები (Q/Pmax დიაპაზონი და ძაბვის დიაპაზონი) განსაზღვრულია თითოეული სინქრონული ზონისთვის 28-ე დანართის ცხრილში; და

ბ.ბ.გ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში, 28-ე დანართის შესაბამისად.

ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება მიერთების წერტილზე. მართკუთხედისგან განსხვავებული ფორმის პროფილის შემთხვევაში, ძაბვის დიაპაზონი წარმოადგენს მაქსიმალურ და მინიმალურ სიდიდეებს. აქედან გამომდინარე, რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი არ იქნება ხელმისაწვდომი დამყარებული ძაბვების დიაპაზონის ფარგლებში.

ბ.დ) სინქრონულმა ელექტროსადგურმა უნდა შეძლოს ოპერირების ნებისმიერ წერტილზე გადასვლა U-Q/Pmax პროფილის ფარგლებში, სათანადო დროის პერიოდში შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ მიზნობრივ სიდიდეებზე.

გ) მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაბლა რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აქტიურ სიმძლავრის გამომუშავებაზე მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაბალი სიმძლავრით ოპერირებისას (P<Pmax), სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა შეძლოს ოპერირება მოცემული სინქრონული ელექტროსადგურის გენერატორის P-Q დიაგრამის თითოეულ შესაძლო მუშა წერტილზე, მინიმალურ მდგრად საოპერაციო დონემდე მაინც. აქტიური სიმძლავრის შემცირებული გამომუშავების შემთხვევაშიც კი, რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება მიერთების წერტილზე სრულად უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სინქრონული ელექტროსადგურის გენერატორის P-Q დიაგრამას, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არსებობის შემთხვევაში, მისი სიმძლავრის დანაკარგის და დამხმარე კვების წყაროს სიმძლავრის გათვალისწინებით.

მუხლი 127. მოთხოვნები D ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე მუხლი, გარდა 121 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 პუნქტის და ამავე მუხლის მე-7 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა. ასევე, D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ 123-ე მუხლი, გარდა 123 მუხლის მე-3 პუნქტისა, უნდა დააკმაყოფილონ 124-ე მუხლი, 125-ე მუხლი, გარდა 125-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და უნდა დააკმაყოფილონ 126-ე მუხლში მითითებული მოთხოვნები.

2. D ტიპის სინქრონულმა ელექტროსადგურებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) ძაბვის კონტროლის სისტემის კომპონენტების პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელს და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად.

ბ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ძაბვის ავტომატური რეგულატორის (AVR) სპეციფიკაციებს და მის ტექნიკურ მახასიათებლებს დამყარებული ძაბვის და გარდამავალი (ცვალებადი) ძაბვის რეგულირებასთან დაკავშირებით; ასევე აგზნების კონტროლის სისტემის სპეციფიკაციებსა და მაჩვენებლებს, ეს უკანასკნელი მოიცავს:

ბ.ა) გამომავალი სიგნალის ზონის შეზღუდვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სიხშირის უმაღლესმა საპასუხო რეაქციამ არ გამოიწვიოს გრეხითი რხევების წარმოქმნა ქსელთან მიერთებულ სხვა ელექტროსადგურებზე;

ბ.ბ) უკმარაგზნების შემზღუდველი, რომელიც ხელს შეუშლის ძაბვის ავტომატურ რეგულატორს შეამციროს გენერატორის აგზნება იმ დონემდე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სინქრონულ მდგრადობას;

ბ.გ) გადააგზნების შემზღუდველი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გენერატორის აგზნება არ შეიზღუდება მაქსიმალურზე ნაკლებ სიდიდემდე, რომლის მიღწევა შესაძლებელია სინქრონული ელექტროსადგურის საპროექტო ფარგლებში ოპერირების დროს.

ბ.დ) სტატორის დენის შემზღუდველი; და

ბ.ე) PSS (სისტემის მასტაბილიზირებელი) ფუნქცია სიმძლავრის რხევების შესამცირებლად, თუ სინქრონული ელექტროსადგურის სიმძლავრე აღემატება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მაქსიმალურ მნიშვნელობას.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა დადონ შეთანხმება ელექტროსადგურის ტექნიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, კუთხური მდგრადობის მხარდაჭერის მიზნით, გაუმართაობის პირობებში.

მუხლი 128. მოთხოვნები B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ 121-ე და 122-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნისა.

2. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა გამოიმუშაოს რეაქტიული სიმძლავრე.

ბ) შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ სიმძლავრის პარკმა შეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის უზრუნველყოფა მიერთების წერტილში 3-ფაზა სიმეტრიული მოკლე შერთვის შემთხვევაში, შემდეგი პირობებით:

ბ.ა) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების აქტივაცია შემდეგი რომელიმე პირობის დაკმაყოფილებით:

ბ.ა.ა) უზრუნველყოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდება მიერთების წერტილში, ან

ბ.ა.ბ) გაზომოს ძაბვის გადახრები სიმძლავრის პარკის თითოეული გენერატორების მომჭერებზე და უზრუნველყოს სწრაფი მოკლე შერთვის დენი გენერატორის მომჭერებზე;

ბ.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა განსაზღვროს:

ბ.ბ.ა) როგორ და როდის უნდა დადგინდეს ძაბვის გადახრები, ისევე როგორც ამ გადახრების დასრულება.

ბ.ბ.ბ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის მახასიათებლები, რომელიც მოიცავს დროში გაზომილ ძაბვის გადახრას და სწრაფი მოკლე შერთვის დენს, რომლისთვისაც დენი და ძაბვა შესაძლოა გაზომილი იქნეს მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული მეთოდისგან განსხვავებულად.

ბ.ბ.გ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის დროები და სიზუსტე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რამდენიმე საფეხურს, მოკლე შერთვის დროს და მისი მოხსნის შემდეგ;

გ) სწრაფმოქმედი სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდებასთან დაკავშირებით ასიმეტრიული (1-ფაზა ან 2-ფაზა) მოკლე შერთვების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უფლება აქვს, განსაზღვროს მოთხოვნები ასიმეტრიული დენის მიწოდებასთან დაკავშირებით.

3. B ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ ქვემოთ მითითებული დამატებითი მოთხოვნები ელექტროსადგურების საიმედოობასთან დაკავშირებით:

(ა)გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენა, რომლის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს სიმძლავრის პარკს, მის მიერვე განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმების დაცვით:

ა.ა) ავარიის შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის დაწყება, ძაბვის კრიტერიუმის საფუძველზე;

ა.ბ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის მაქსიმალური დასაშვები დრო;

ა.გ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის ამპლიტუდა და სიზუსტე;

(ბ) მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს:

ბ.ა) ურთიერთდამოკიდებულება მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამის სწრაფი მოკლე შერთვის დენის მოთხოვნებსა და აქტიური სიმძლავრის აღდგენას შორის;

ბ.ბ) დამოკიდებულება აქტიური სიმძლავრის აღდგენის დროებსა და ძაბვის გადახრის ხანგრძლივობას შორის;

ბ.გ) აქტიური სიმძლავრის აღდგენის მაქსიმალური დასაშვები დროის დადგენილი ზღვრები;

ბ.დ) ადეკვატურობა ძაბვის აღდგენის დონესა და აქტიური სიმძლავრის აღდგენის მინიმალურ ამპლიტუდას შორის;

ბ.ე) აქტიური სიმძლავრის რხევების ადეკვატური დემპფერირება (ჩახშობა).

მუხლი 129. მოთხოვნები C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. C ტიპის სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელსაც მოიცავს 121-ე მუხლი, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 121-ე მუხლის მე-6 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილოს 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ასევე უნდა დააკმაყოფილოს 123-ე და 128-ე მუხლები, გარდა 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ვ“ ქვეპუნქტში.

2. C ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით:

(ა) გადამცემი სისტემის ოპერატორს აქვს უფლება, განსაზღვროს სიმძლავრის პარკების მიერ ხელოვნური ინერციის უნარი, სიხშირის ძალიან სწრაფი გადახრებისას;

(ბ) ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფისთვის საჭირო საკონტროლო სისტემების ოპერირების პრინციპები და მასთან დაკავშირებული ტექნიკური მახასიათებლის პარამეტრები, განსაზღვრული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

3. C ტიპის სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი დამატებითი მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით:

ა) რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა, თუ სიმძლავრის პარკის მიერთების წერტილი არ მდებარეობს ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის მომჭერებზე და არც გარდამქმნელის მომჭერებზე, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. ამ დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს მაღალი ძაბვის ხაზის ან კაბელის რეაქტიული სიმძლავრის მოხმარება, რომელიც მდებარეობს ელექტროსადგურის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებსა და მიერთების წერტილს შორის და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ზემოაღნიშნული გადამცემი ხაზის ან კაბელის მფლობელის მიერ.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მაქსიმალურ სიმძლავრეზე:

ბ.ა) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს, რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ძაბვის ცვალებადობის პირობებში. ამ მოქმედებისთვის, მან უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax- პროფილი, რომელსაც შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა იმ ფარგლებში, რომლის დროსაც სიმძლავრის პარკს აქვს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის უნარი, მაქსიმალური აქტიური სიმძლავრით ოპერირებისას.

ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილი განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, ქვემოთ მითითებული პრინციპების შესაბამისად:

ბ.ბ.ა) U-Q/Pmax-პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax-პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 29-ე დანართის პირველ ნახაზზე;

ბ.ბ.ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის განზომილება (Q/Pmax დიაპაზონი და ძაბვის დიაპაზონი) განსაზღვრულია თითოეული სინქრონული ზონისთვის 29-ე დანართის პირველ ცხრილში;

ბ.ბ.გ)_ U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში, რომელიც მოცემულია 29-ე დანართის პირველ ნახაზზე.

ბ.ბ.დ) განსაზღვრულ U-Q/Pmax- პროფილს შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ფორმა, მაღალი ძაბვების შემთხვევაში, იმ ფინანსური ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია მაღალი ძაბვის შემთხვევაში, რეაქტიული სიმძლავრის გენერაციისა და დაბალი ძაბვის შემთხვევაში რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის მიწოდებასთან.

ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება მიერთების წერტილზე. პროფილის ფორმასთან დაკავშირებით, მართკუთხედის გარდა, ძაბვის დიაპაზონი წარმოადგენს მაქსიმალურ და მინიმალურ სიდიდეებს. რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი აქედან გამომდინარე არ იქნება ხელმისაწვდომი დამყარებული ძაბვების დიაპაზონის ფარგლებში.

გ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით მაქსიმალურზე დაბალი სიმძლავრეების შემთხვევაში:

გ.ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა განსაზღვროს, რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები. ამ მოქმედებისთვის, მან უნდა განსაზღვროს P-Q/Pmax - პროფილი, რომელსაც შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა იმ ფარგლებში, რომელშიც სიმძლავრის პარკი შეძლებს ან უზრუნველყოფს რეაქტიულ სიმძლავრეს მაქსიმალურზე დაბალი აქტიური სიმძლავრის ოპერირების შემთხვევაში.

გ.ბ) P-Q/Pmax- -პროფილს განსაზღვრავს თითოეული შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

გ.ბ.ა) P-Q/Pmax- -პროფილი არ უნდა აღემატებოდეს P-Q/Pmax -პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია შიდა ფარგლებით 29-ე დანართის მე-2 ნახაზზე;

გ.ბ.ბ) P-Q/Pmax-პროფილის ზონის Q/Pmax დიაპაზონი თითოეული სინქრონული ზონისთვის განსაზღვრულია 29-ე დანართის პირველ ცხრილში;

გ.ბ.გ) P-Q/Pmax-პროფილის ზონის აქტიური სიმძლავრის დიაპაზონი ნულოვან რეაქტიულ სიმძლავრეზე უნდა იყოს;

გ.ბ.დ) P-Q/Pmax-პროფილს შესაძლოა ჰჰქონდეს ნებისმიერი ფორმა და უნდა მოიცავდეს პირობებს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობისთვის ნულოვანი აქტიური სიმძლავრისას; და

გ.ბ.ე) P-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა იყოს ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში რომელიც მოცემულია 29-ე დანართის მე-2 ნახაზზე.

გ.გ)მაქსიმალურზე დაბალი აქტიური სიმძლავრით ოპერირებისას (P<Pmax), სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე მის P-Q/Pmax-პროფილის შიდა ფარგლებში, თუ ამ სიმძლავრის პარკის ყველა აგრეგატი, რომელიც გენერირებს სიმძლავრეს, ტექნიკურად ხელმისაწვდომია (ე.ი. არ არის უმოქმედო ტექნიკური მომსახურების ან გაუმართაობის გამო). სხვა შემთხვევაში ადგილი ექნება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შედარებით დაბალ შესაძლებლობებს, რაც განპირობებულია მისი ტექნიკური ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

გ.დ) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს მის P-Q/Pmax პროფილის ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე გადასვლა, სათანადო დროის პერიოდში შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ მიზნობრივ სიდიდეებზე.

დ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმებთან დაკავშირებით:

დ.ა) სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა ავტომატურად ძაბვის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის ან სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმით.

დ.ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება მიერთების წერტილში არსებული ძაბვის კონტროლში, ქსელთან რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის უზრუნველყოფის მიზნით და ძაბვის 0,95-დან 1,05-მდე ფარდობით ერთეულამდე დანაყენებისა და არაუმეტეს 0,01 ფარდობითი ერთეული ბიჯის საშუალებით, ასევე სულ მცირე 2-დან 7%-მდე ძაბვის გადახრის ფარგლებით და არაუმეტეს 0,5 %-ის ბიჯით. რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავება უნდა იყოს ნული, როდესაც ქსელის ძაბვის სიდიდე მიერთების წერტილში ტოლი იქნება ძაბვის დანაყენის.

დ.გ) დანაყენებმა შესაძლოა იმუშაოს, როგორც ქსელის ძაბვის 0-დან ±5%-მდე მკვდარი ზონით არაუმეტეს 0,5 ბიჯით ან მის გარეშე.

დ.დ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდგომ, სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების 90%-იანი ცვლილება t1 დროის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ 1-დან 5 წმ-მდე და უნდა დამყარდეს სტატიზმის კოეფიციენტით განსაზღვრულ სიდიდეზე სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ t2 დროში 5-60 წმ-მდე, მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის არაუმეტეს 5%-იანი დამყარებული/რეაქტიული სიმძლავრის მკვდარი ზონით.

დ.ე)რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის შერჩევა, რომელიც მდებარეობს 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 126-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფარგლებში. დანაყენის საფეხური არ უნდა იყოს მთლიანი რეაქტიული სიმძლავრის 5%-ზე მეტი ან 5 მეგავარზე მეტი (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი), მიერთების წერტილში რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის მიზნით რეაქტიული სიმძლავრის ±5 მეგავარის ან სრული რეაქტიული სიმძლავრის 5%-ის სიზუსტით (აღნიშნულ სიდიდეებს შორის უმცირესი).

დ.ვ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლი მიერთების წერტილზე რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნილ დიაპაზონში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და 126-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, , მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტით, ცვლილების ბიჯით არაუმეტეს 0,01. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სიმძლავრის კოეფიციენტის მიზნობრივი სიდიდე, მისი მგრძნობიარობა, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს მიღწეული სასურველი სიდიდე, აქტიური სიმძლავრის გამომუშავების უეცარი ცვლილების შემდგომ. მიზნობრივი სიმძლავრის კოეფიციენტის მგრძნობიარობა უნდა იყოს გამოსახული შესაბამისი რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობით. რეაქტიული სიმძლავრის მგრძნობიარობა გამოსახული უნდა იყოს აბსოლუტური სიდიდით ან სიმძლავრის პარკის მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებით.

დ.ზ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან და სიმძლავრის პარკის მფლობელთან კოორდინაციის შედეგად უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის ზემოთ მოცემული სამი რეჟიმიდან („დ.ბ“, „დ.ე“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტები) და მათთან დაკავშირებული დანაყენიდან რომელი გამოიყენოს და რა დამატებითი მოწყობილობა იქნება საჭირო შესაბამისი დანაყენის დისტანციურად მართვისთვის.

ე) აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის ნაკადების რეგულირებაში მონაწილეობის პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტი აქტიურ სიმძლავრესა და რეაქტიულ სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას შორის, იმ მოკლე შერთვების განმავლობაში, რომლისთვისაც მოითხოვება ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობა. თუ პრიორიტეტი მიენიჭება მონაწილეობას აქტიური სიმძლავრის რეგულირებაში, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს მოკლე შერთვის წარმოქმნიდან არაუგვიანეს 150 მილი/წამით.

ვ) ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით, თუ მოითხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორი, სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სიმძლავრის რხევების ჩახშობაში მონაწილეობის მიღება. სიმძლავრის პარკების ძაბვისა და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის მახასიათებლებმა არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა სიმძლავრის რხევების ჩახშობაზე.

მუხლი 130. მოთხოვნები D ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

D ტიპის სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს 121-ე მუხლი, გარდა, 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 121-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 122-ე მუხლი, გარდა 122-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 123-ე მუხლი, გარდა 123-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ასევე, უნდა დააკმაყოფილონ 124-ე, 129-ე, 128-ე მუხლები, გარდა 125-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა.

მუხლი 131. საერთო დებულებები

1. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება ცვლად ძაბვაზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით. ცვლად ძაბვაზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს, რომელიც მდებარეობს არასახმელეთო ზონაში, რომელსაც არ აქვს არასახმელეთო მიერთების წერტილი, უნდა ჩაითვალოს სახმელეთო სიმძლავრის პარკად და ამ სახით უნდა დააკმაყოფილოს სახმელეთო სიმძლავრის პარკის ელექტროსადგურებისთვის განსაზღვრული მოთხოვნები.

2. ცვლად ძაბვაზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკის არასახმელეთო მიერთების წერტილი უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა.

3. ცვლადი დენით დაკავშირებული არასახმელეთო სიმძლავრის პარკები იყოფა არასახმელეთო ქსელის მიერთების შემდეგი კონფიგურაციების შესაბამისად:

ა) კონფიგურაცია 1: არასახმელეთო ცვლადი ძაბვის სისტემის შექმნის მიზნით ერთმანეთთან არასახმელეთო კავშირით შეერთებული ერთი ან მეტი არასახმელეთო სიმძლავრის პარკის ცვლადი ძაბვის კავშირი სახმელეთო ქსელის მიერთების ერთ წერტილთან.

ბ) კონფიგურაცია 2: ძლიერ დაკავშირებული ცვლადი დენის კავშირები, რომლის დროსაც არასახმელეთო სიმძლავრის პარკის ელექტროსადგურებს შორის არსებობს არასახმელეთო კავშირი, რათა შეიქმნას არასახმელეთო ცვლადი დენის სისტემა დაკავშირებული სახმელეთო სისტემასთან ორი ან მეტი სახმელეთო ქსელის მიერთების წერტილში.

მუხლი 132. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთსიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული სიხშირის მდგრადობის მოთხოვნები

სიხშირის მდგრადობის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია 121-ე მუხლის 1-5 პუნქტების ჩათვლით, გარდა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 129-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ვრცელდება ცვლად დენზე მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე.

მუხლი 133. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთსიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული ძაბვის მდგრადობის მოთხოვნები

1. 121-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, ცვლად დენზე მიერთებულმა არასახმელეთო სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია მიერთების წერტილში არსებული ძაბვის ფარდობით ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან, შემდეგ დროის პერიოდებში.

ცხრილი 3. ეს ცხრილი ასახავს იმ მინიმალურ პერიოდს, რომელშიც ცვლადი დენით მიერთებულმა არასახმელეთო სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს ოპერირება გამორთვის გარეშე ძაბვის სხვადასხვა დიაპაზონში ბაზისური 1 ფ.ე. სიდიდიდან გადახრის დროს.

 

სინქრონული ზონა

 

ძაბვის დიაპაზონი, ფ.ე.

საექსპლუატაციო ვადა

საქართველო

0.90 – 1.10

შეუზღუდავი დროით

2. ცვლადი დენით მიერთებულ ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკზე უნდა გავრცელდეს 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში, ასევე, 126-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მოთხოვნები ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებით.

3. 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა მაქსიმალურ სიმძლავრეზე, ვრცელდება ცვლადი დენით მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე, (28-ე დანართის პირველი ცხრილის გარდა), შემდეგი პარამეტრებით:

ცხრილი 4. პარამეტრები ცვლადი დენით მიერთებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე

სინქრონული ზონა

 Q/Pmax დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური დიაპაზონი ფ.ე.-ში

საქართველო

0.66

0.218

მუხლი 134. ცვლად დენზე მიერთებული არასახმელეთსიმძლავრის პარკებისთვის წაყენებული მოთხოვნები ელექტროსადგურის მდგრადობასთან დაკავშირებით

1. ელექტროსადგურის მდგრადობის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 126-ე მუხლის მე-4 და 131-ე მუხლის მე-3 პუნქტებში, ვრცელდება ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე.

2. ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 125-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებში, ვრცელდება ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე.

მუხლი 135. ცვლადი დენზე მიერთებული არასახმელეთსიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული მოთხოვნები სისტემის აღდგენასთან დაკავშირებით

ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე ვრცელდება სისტემის აღდგენის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-4 და 123-ე მუხლის მე-5 პუნქტებში.

მუხლი 136. ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთსიმძლავრის პარკებისადმი წაყენებული მოთხოვნები სისტემის საერთო მართვასთან დაკავშირებით

ცვლადი დენით დაკავშირებულ არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე ვრცელდება სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრულია 122 მუხლის მე-5, 123-ე მუხლის მე-5 და 124-ე მუხლის მე-4 პუნქტებში.

მუხლი 137. საერთო დებულებები - ახალი ელექტროსადგურების მიერთება

1. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა დაუდასტუროს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 121-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელების გზით, თითოეული ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით, როგორც განსაზღვრულია 138-145-ე მუხლების ჩათვლით.

2. ოპერატიული შეტყობინების პროცედურის დეტალები უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა.

მუხლი 138. A ტიპის ელექტროსადგურების ოპერატიული შეტყობინება

1. თითოეული ახალი A ტიპის ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით ოპერატიული შეტყობინების პროცედურა უნდა მოიცავდეს სამონტაჟო დოკუმენტის წარდგენას. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად წარდგენილია სისტემის ოპერატორისთვის. გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ელექტროსადგურისთვის სამონტაჟო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე. დასაშვებია მესამე პირის მიერ, გენერაციის ობიექტის მფლობელის სახელით, ამ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი, რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

(ა) მიერთების წერტილს;

(ბ) მიერთების თარიღს;

(გ) მისაერთებელი ობიექტის მაქსიმალურ სიმძლავრეს, კვტ-ში;

(დ) პირველადი ენერგოწყაროს სახე;

(ე) ელექტროსადგურის კლასიფიკაცია, როგორც ახალი ტექნოლოგია, 174-178-ე მუხლების შესაბამისად.

(ვ) სამონტაჟო სამუშაოებში გამოყენებული მოწყობილობისთვის განკუთვნილი ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი ან მისი ბმული.

(ზ) გამოყენებული მოწყობილობისთვის, რომელზეც არ იქნა მიღებული შესაბამისი სერტიფიკატი, წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამის სისტემის ოპერატორის მიერ ინსტრუქციის შესაბამისად.

(თ) გენერაციის ობიექტის მფლობელის და მემონტაჟის საკონტაქტო რეკვიზიტები და მათი ხელმოწერები.

3. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნა ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შესახებ. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი შეტყობინება შესაძლოა გაკეთდეს მესამე პირების მიერაც, მათ შორის, აგრეგატორის მხრიდანაც.

მუხლი 139. B, C და D ტიპის ელექტროსადგურების ოპერატიული შეტყობინება

ოპერატიული შეტყობინების პროცედურისას თითოეული ახალი B, C და D ტიპის ელექტროსადგურების ნებადართული უნდა იყოს მოწყობილობის სერტიფიკატის გამოყენება, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

მუხლი 140. პროცედურები B და C ტიპის ელექტროსადგურებისთვის

1. თითოეული ახალი B და C ტიპის ელექტროსადგურების მიერთების ოპერატიული შეტყობინების მიზნით, ელექტროსადგურის მფლობელმა უნდა წარუდგინოს „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისობის შესახებ განცხადებას. გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ელექტროსადგურისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ცალკე დამოუკიდებელი დოკუმენტი.

2. დოკუმენტის ფორმატი და მასში ასახული ინფორმაცია უნდა განსაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. შესაბამისი სისტემის ოპერატორს აქვს უფლება გენერაციის ობიექტის მფლობელისგან მოითხოვოს, რომ „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ მოიცავდეს შემდეგს:

(ა) გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ელექტროსადგურის მფლობელს შორის შეთანხმების მტკიცებულებას დაცვის და კონტროლის დანაყენების თაობაზე მიერთების წერტილთან დაკავშირებით;

(ბ) დეტალურ შუალედურ შესაბამისობის დოკუმენტს;

(გ) ელექტროსადგურის დეტალურ ტექნიკურ მონაცემებს, ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ.

(დ) სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემულ მოწყობილობის სერტიფიკატებს ელექტროსადგურთან დაკავშირებით, თუკი ისინი გამოიყენება, როგორც შესაბამისობის მტკიცებულება.

 (ე) 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამის სიმულაციურ მოდელებს C ტიპის ელექტროსადგურისთვის.

 (ვ) 152-158-ე მუხლების ჩათვლით მოცემული დებულებების შესაბამისად მოთხოვნილი დამყარებული რეჟიმისა და დინამიკის შესრულების ხარისხის შესაბამისობის ტესტის ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს ტესტირების განმავლობაში ფაქტობრივი გაზომვების სიდიდეების გამოყენებას, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი დეტალიზაციის დონით.

 (ზ) 159-167-ე მუხლების ჩათვლით მოთხოვნილი დამყარებული რეჟიმისა და დინამიკის შესრულების ხარისხის კვლევებს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი დეტალიზაციის დონით.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა სრული და ადეკვატური „ელექტროსადგურის დოკუმენტის“ მიღების დროს უნდა გაუგზავნოს საბოლოო ოპერატიული შეტყობინება გენერაციის ობიექტის მფლობელს.

4. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეატყობინოს სისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შესახებ.

5. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, B და C ტიპის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში ჩართვის და მისგან გამოყვანის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნის შესაძლებლობა.

6. „ელექტროსადგურის დოკუმენტი“ შესაძლოა გაცემული იყოს შესაბამისი ოფიციალური სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

მუხლი 141. პროცედურები D ტიპის ელექტროსადგურებისთვის

ოპერატიული შეტყობინების პროცედურა ყოველი ახალი D ტიპის ელექტროსადგურის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინებ (EON);

(ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION); და

(გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON).

მუხლი 142. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) გენერაციის ობიექტის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის და ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილისთვის.

2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის დადებულ შეთანხმებას მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვისა და კონტროლის დანაყენების შესახებ.

მუხლი 143. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) გენერაციის ობიექტის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს ელექტროსადგურის ოპერირება და შესაბამისად სიმძლავრის გენერაცია ქსელზე მიერთების გამოყენებით, შეზღუდული დროით.

2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში, ამ მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.

3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოწოდება:

(ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი;

(ბ) ელექტროსადგურის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ქსელთან მიერთების კუთხით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ;

(გ) ოფიციალური სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით გაცემული ელექტროსადგურის მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები. რომელიც წარმოადგენს შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილს;

(დ) სიმულაციურ მოდელებს, 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად და როგორც მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორი;

(ე) 159-167-ე მუხლების ჩათვლით მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმების შესრულების ხარისხის კვლევები; და

(ვ) შესაბამისობის ტესტების დეტალები, 152-დან 158-ე მუხლების ჩათვლით მოცემული დებულებების შესაბამისად.

4. მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გენერაციის ობიექტის მფლობელიშეინარჩუნებს შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსს, უნდა იყოს 24 თვე. შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების უფრო ხანმოკლე მოქმედების ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი არსებით პროგრესს მიაღწევს სრული შესაბამისობის მიმართულებით. გადაუჭრელი საკითხები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული გახანგრძლივების მოთხოვნის მომენტში.

5. გახანგრძლივებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გენერაციის ობიექტის მფლობელსშეუძლია შეინარჩუნოს შუალედური ოპერატიული შეტყობინება გარდა მე-4 პუნქტით დადგენილი პერიოდისა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს თუკი შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვა გაკეთდა ზემოაღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე 168-ე მუხლში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 144. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) D ტიპის ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) გენერაციის ობიექტის მფლობელს უფლებას აძლევს მოახდინოს ელექტროსადგურის ოპერირება ქსელთან კავშირის გამოყენებით.

2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, შუალედური ოპერატიული შეტყობინების მიზნით განსაზღვრული ყველა შეუთავსებლობის წინასწარი აღმოფხვრის შემდეგ და ამ მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი მონაცემთა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში.

3. მონაცემების და კვლევების ანალიზის მიზნით, გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი:

ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; და

ბ) გამოყენებული ტექნიკური მონაცემების სიმულაციური მოდელების და კვლევების განახლებული ვერსია, 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, მათ შორის, ტესტირების დროს გაზომილი ფაქტობრივი სიდიდეები.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემასთან დაკავშირებით შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, გამონაკლისის უფლება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, 168-173-ე მუხლებში აღწერილი გამონაკლისის დაშვების პროცედურის შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ ელექტროსადგური აკმაყოფილებს გადავადების დებულებებს.

5. გადავადების მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია არ დაუშვას ელექტროსადგურის ოპერირება მანამ სანამ გენერაციის ობიექტის მფლობელი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ ელექტროსადგური აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს.

6. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი ვერ გადაწყვეტენ შეუსაბამობის საკითხს გონივრულ დროში, მაგრამ არაუმეტეს გადავადების მოთხოვნაზე უარის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში, თითოეული მხარე უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს კომისიას.

მუხლი 145. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) D ტიპის ელექტროსადგურებისთვის

1. გენერაციის ობიექტის მფლობელები, რომელსაც გადაეცა საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებების შესახებ:

ა) მოწყობილობა-დანადგარები ექვემდებარება ან მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან ოპერირების იმგვარად შეზღუდვა, რაც გავლენას ახდენს მის შესრულების ხარისხზე; ან

ბ) მოწყობილობის გაუმართაობა, რის გამოც შეუძლებელია ზოგიერთი შესაბამისი მოთხოვნების შესრულება.

2. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუ გენერაციის ობიექტის მფლობელის გონივრული მოლოდინით პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გასტანს სამ თვეზე მეტ ხანს.

3. (LON) გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით:

(ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას;

(ბ) პასუხისმგებლობები და საკითხების სავარაუდო გადაჭრის ვადები; და

(გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. გაცემული საწყისი პერიოდი შესაძლებელია იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელია წარმოდგენილი მტკიცებულება, რის თანახმადაც მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდში, იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON).

5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაკეთებული გადავადების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ზემოაღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე, 168-173-ე მუხლებში მითითებული გადავადების პროცედურის შესაბამისად.

6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს ელექტროსადგურის სისტემაში მუშაობაზე, შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. ასეთ შემთხვევებში საბოლო ოპერატიული შეტყობინება ავტომატურად კარგავს მოქმედებას.

7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გახანგრძლივების უფლებას ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად ან არ დაუშვებს ელექტროსადგურის ოპერირებას შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან ამ მუხლის მეექვსე პუნქტის შესაბამისად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად გადაცეს კომისიას შესაბამისი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების თაობაზე ზემოთხსენებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

მუხლი 146. არსებულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია

1. არსებულ ელექტროსადგურებზე ამ თავით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე, 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებლიანობის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ხელმისაწვდომ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განაგრძოს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი 2-5 პუნქტების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას შესაძლო სარგებელი აღემატება შესაძლო ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალია, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატირუ წყვეტს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ნებისმიერი მოთხოვნის ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომლის გავრცელებაც ივარაუდება არსებულ ელექტროსადგურებზე, რომელთაც პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად აჩვენეს პოტენციური სარგებელი.

3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაჯამოს შედეგები ანგარიშში, რომლებიც უნდა:

(ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და შემდგომი მოქმედების შესახებ რეკომენდაციებს;

(ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა მოთხოვნების გასავრცელებლად არსებული ელექტროსადგურებისთვის. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან.

გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 118-ე მუხლის შესაბამისად

4. საჯარო განხილვების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს განხილვის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. აღნიშნული ანგარიში და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და ელექტროსადგურის მფლობელს, ან საჭიროების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მისი შინაარსის შესახებ მესამე მხარეს.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს:

(ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას არსებული გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ მოთხოვნების შესრულების დადასტურების მიზნით.

(ბ) გარდამავალ პერიოდს მოთხოვნების შესრულებისთვის, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ელექტროსადგურის კატეგორიას 114-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 131-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება/გადაიარაღების ეფექტურად განხორციელების კუთხით.

მუხლი 147. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის პრინციპები

1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა ითანამშრომლონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია 146-ე და 171-ე მუხლების შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 170-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინონ გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული შესაბამისი გენერაციის ობიექტის მფლობელთან ან პერპსექტიულ მფლობელთან.

2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს:

 (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა თავიანთი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ერთ ან მეტ ქვემოთ მოცემულ საანგარიშო პრინციპებზე:

ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება;

ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე;

ა.გ) უკუგების განაკვეთი; და

ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო.

(ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა ასევე რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

ბ.ა) მიწოდების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

ბ.ბ) მიწოდების ამგვარი შეწყვეტის ალბათობის ხარისხს და ხანგრძლივობას; და

ბ.გ) მიწოდების ამგვარი შეწყვეტის საათობრივად დათვლილი სოციალური ღირებულებას;

(გ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, სისტემის ოპერატორმა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობაში და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ:

გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს;

გ.ბ) საბალანსო რეზერვებს;

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას;

გ.დ) გადატვირთვის მართვას; და

გ.ე) სისტემის დაცვის ზომებს.

(დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს არსებულ ელექტროსადგურებზე გავრცელების ხარჯები, მათ შორის, მინიმუმ:

დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე;

 დ.ბ) ალტერნატიული ხარჯი და/ან

დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები.

მუხლი 148. გენერაციის ობიექტის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ელექტროსადგური აკმაყოფილებდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ელექტროსადგურის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. A ტიპის ელექტროსადგურისთვის, გენერაციის ობიექტის მფლობელი უნდა დაეყრდნოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს.

2. გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს ენერგოსისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ტექნიკური შესაძლებლობის იმ ნებისმიერ დაგეგმილ მოდიფიცირების შესახებ (აღნიშნული მოდიფიკაციის დაწყებამდე), რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

3. გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაუმართლებელი დაგვიანების გარეშე, შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ელექტროსადგურის ისეთი დაზიანების და მუშაობის ინციდენტის შესახებ (აღნიშნული ინციდენტების დადგომის შემდეგ), რომელიც გავლენას ახდენს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

4. ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ნებისმიერი გეგმიური შემოწმების პროგრამა და პროცედურა, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს დროულად და მათ დაწყებამდე. დაგეგმილი ტესტირების პროგრამა და პროცედურა წინასწარ უნდა დაამტკიცოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ამგვარი დამტკიცება უნდა განხორციელდეს დროულად უმიზეზოდ დაყოვნების გარეშე.

5. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და აღრიცხოს ელექტროსადგურების შესრულების ხარისხი.

მუხლი 149. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა რეგულარულად უნდა შეაფასოს ელექტროსადგურის შესაბამისობა ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან გენერაციის ობიექტის ექსპლუატაციის მთლიანი ვადის განმავლობაში. გენერაციის ობიექტის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შეფასების შედეგების შესახებ.

A ტიპის ელექტროსადგურებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უნდა დაეყრდნოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, ამგვარი შეფასების საფუძველზე.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების ჩატარება განმეორებითი გეგმის ან საერთო სქემის ან ნებისმიერი მოწყობილობის ნებისმიერი დაზიანების, მოდიფიკაციის ან შეცვლის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს ელექტროსადგურების შესაბამისობაზე ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. გენერაციის ობიექტის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების შედეგების შესახებ.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე მათ მიერ შესასრულებელი მოთხოვნები შესაბამისობის შემოწმების პროცესის ფარგლებში. კერძოდ ასეთი ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს სულ მცირე ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას, დოკუმენტებს და მოთხოვნებს:

(ა) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ყველა დოკუმენტაცია და სერტიფიკატები;

(ბ) ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ელექტროსადგურის ტექნიკური მონაცემების დეტალები;

(გ) სისტემის სტატიკური და დინამიკური მოდელებისადმი წაყენებული მოთხოვნები.

(დ) კვლევების შესრულებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მიწოდების გრაფიკი;

(ე) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც აჩვენებს მოსალოდნელ შედეგებს სტატიკური და დინამიკური მდგრადობის კუთხით 159-164-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.

(ვ) პირობები და პროცედურები მოწყობილობის სერტიფიკაციის რეგისტრაციისთვის;

(ზ) გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ შესაბამისი მოწყობილობის სერტიფიკატის გამოყენების პირობები და პროცედურები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა გაასაჯაროვოს პასუხისმგებლობის განაწილება გენერაციის ობიექტის მფლობელსა და სისტემის ოპერატორს შორის თავსებადობის ტესტირების, სიმულაციის და მონიტორინგის ჩატარების კუთხით.

5. შესაბამის სისტემის ოპერატორს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს შესაბამისობის მონიტორინგის ჩატარების უფლება მესამე მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განაგრძოს ამ თავის 120-ე მუხლის შესრულება, რომელიც ასევე მოიცავს კონფიდენციალობის ვალდებულების აღებას უფლებამოსილ პირთან.

6. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინება, რომელიც აღწერილია 137-147 -ე მუხლებში, თუ შემოწმებების ტესტები ან სიმულაციები შეუძლებელია შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გენერაციის ობიექტის მფლობელს შორის, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიზეზით.

მუხლი 150. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირებისთვის

1. გენერაციის ობიექტის ფარგლებში ინდივიდუალური ელექტროსადგურების შესრულების ხარისხის ტესტირების მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების დადასტურება.

2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავით, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს:

(ა) ნება მისცეს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის;

(ბ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 152-158-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; და

(გ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს შესაბამისი ტესტირებების ჩატარება ელექტროსადგურების შესრულების ხარისხის საჩვენებლად ალტერნატიულ საწვავით ან საწვავთა ნარევით მუშაობისას. შესაბამისი სისტემის ოპერატორი და გენერაციის ობიექტის მფლობელი უნდა შეთანხმდნენ რა ტიპის საწვავებზე უნდა ჩატარდეს შემოწმება.

3. გენერაციის ობიექტის მფლობელი პასუხისმგებელია განახორციელოს შემოწმებები 152-158-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ შეაფერხოს ტესტირებების ჩატარება.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის ტესტირებაში ადგილზე ან დისტანციურად, სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრიდან. ამ მიზნით გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის მოწყობილობა რომელიც საჭიროა, ყველა შესაბამისი ტესტირების-სიგნალისა და გაზომვების ჩაწერისთვის, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ გენერაციის ობიექტის მფლობელის აუცილებელი წარმომადგენელი იმყოფებოდეს ადგილზე ტესტირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ტესტირებებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩასაწერად. შესაბამის სისტემის ოპერატორს აქვს ერთპიროვნული უფლება მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

მუხლი 151. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ

1. გენერაციის ობიექტისთვის ინდივიდუალური ელექტროსადგურების შესრულების სიმულაციის მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების დადასტურება.

2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავითთ, შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს:

ა) ნება მისცეს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება ელექტროსადგურის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის;

ბ) მოთხოვოს გენერაციის ობიექტის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 152-158-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად;

3. ამ თავის მოთხოვნების შესაბამისობის დადასტურების მიზნით, გენერაციის ობიექტის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები ანგარიშების სახით გენერაციის ობიექტში შემავალი თითოეული ინდივიდუალური ელექტროსადგურისთვის. გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს დამოწმებული მოდელი მოცემული ელექტროსადგურისთვის. მოდელების შემცველობა აღწერილია 123-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში.

4. შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს შეამოწმოს ელექტროსადგურის შესაბამისობა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებით, რომელიც დაფუძნებული იქნება მოწოდებულ სიმულაციის ანგარიშებზე, სიმულაციურ და შესაბამისობის ტესტის გაზომვებზე.

5. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა გენერაციის ობიექტის მფლობელს უნდა მიაწოდოს ტექნიკური მონაცემები და ქსელის მოდელი, დეტალიზაციის იმ დონით, რამდენადაც ეს საჭიროა 159-167-ე მუხლებით მოთხოვნილი სიმულაციის ჩასატარებლად.

მუხლი 152. შესაბამისობის ტესტები B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის

1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაგირების შესაბამისობის ტესტები, რომელიც განსაზღვრულია B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის.

შესაბამისი ტესტის ჩატარების ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელები შესაძლოა დაეყრდნონ მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატებს, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად. ასეთ შემთხვევაში, მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაგირების ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი კონტროლის ტექნიკური შესაძლებლობა, რათა მონაწილეობა მიიღოს სიხშირის რეგულირებაში, სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში. უნდა შემოწმდეს რეგულირების სისტემის სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივ ცვლილებაზე რეაგირება.

ბ) ტესტების დროს სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სისწრაფის სიდიდეები იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ გამოიწვიოს მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით ცვლილება, რეგულატორის სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული სიხშირის გადახრის სიგნალი ერთდროულად უნდა მიეწოდოს მართვის სისტემის, სიჩქარის რეგულატორის, მართვის სისტემების დატვირთვის კონტროლის სისტემას, აღნიშნული მართვის სისტემების სქემის გათვალისწინებით.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) ტესტის შედეგები, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, აკმაყოფილებს 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და

გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები.

მუხლი 153. შესაბამისობის ტესტები C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის

1. B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების შესაბამისობის ტესტების გარდა, რომელიც აღწერილია 152-ე მუხლში, გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ ამ მუხლის 2, 3, 4 და 6 პუნქტებით შესაბამისობის განსაზღვრული ტესტები, როლებიც განსაზღვრულია C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ელექტროსადგურს აქვს ნულიდან გაშვების უნარი, გენერაციის ობიექტის მფლობელებმა ასევე უნდა ჩაატაროს მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტესტები. შესაბამისი ტესტის ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანის მიერ გაცემული მოწყობილობა-დანადგარების სერტიფიკატები შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად, ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატი უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-U), სისტემაში სიხშირის დაწევაზე რეაგირების ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობები, მაქსიმალურზე დაბლა მდებარე მუშა წერტილზე მუშაობისას, რათა მონაწილეობა მიიღოს სიხშირის რეგულირებაში ენერგოსისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს აქტიური სიმძლავრის შესაბამის დატვირთვის წერტილების სიმულაციით, სიხშირის დაბალი საფეხურებით და მისი ისეთი ცვლილების სისწრაფისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის ცვლილებისთვის მაქსიმალური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში იმიტირებული სიხშირის გადახრის სიგნალი ერთდროულად უნდა მიეწოდოს სიჩქარის რეგულატორის და დატვირთვის მართვის შესავალ ნაწილს.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) ტესტის შედეგი, როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, აკმაყოფილებს 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და

გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები.

3. შემდეგი მოთხოვნები გამოიყენება სიხშირეზე რეგულირების რეჟიმის (FSM) რეაგირების ტესტთან დაკავშირებით:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობები, სრულ სამუშაო დიაპაზონში მაქსიმალურ სიმძლავრესა და რეგულირების მინიმალურ დონეს შორის, რათა მონაწილეობა მიიღოს ენერგოსისტემის სიხშირის კონტროლში. დამოწმებული უნდა იქნეს რეგულირების სისტემის სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, მდგრადობა/საიმედოობა სიხშირის საფეხურებრივ ცვლილებაზე რეაგირებისა და მისი სწრაფად და დიდ ფარგლებში რხევის განმავლობაში.

ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სისწრაფის იმ სიდიდეების სიმულაციით, რომელიც საკმარისი იქნება აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული ფარგლების აქტივაციისთვის, სტატიზმის კოეფიციენტის და მკვდარი ზონის დანაყენების და ასევე იმ უნარის გათვალისწინებით, რომელიც ეხება აქტიური სიმძლავრის გამომუშავების გაზრდას და შემცირებას შესაბამისი მუშა წერტილიდან. საჭიროების შემთხვევაში სიხშირის გადახრის იმიტირებული სიგნალები ერთდროულად უნდა მიეწოდოს აგრეგატის ან სადგურის მართვის სისტემის სიჩქარის რეგულატორის და დატვირთვის კონტროლერის შემავალ ნაწილს.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) სრული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დიაპაზონის აქტივაციის დრო საფეხურებრივი სიხშირის ცვლილების შედეგად არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ სიდიდეს;

გ.ბ) სიხშირის ნახტომისებრ ცვლილებაზე რეაგირებისას არ წარმოიქმნება არამილევადი რხევები;

გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება 124-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიდიდეს;

გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები ხელმისაწვდომია 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს; და

გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა ნებისმიერ შესაბამის საოპერაციო წერტილზე არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4. შემდეგი მოთხოვნები გამოიყენება სიხშირის აღდგენის კონტროლის ტესტთან დაკავშირებით:

ა) ელექტროსადგურმა უნდა გამოავლინოს სიხშირის აღდგენის კონტროლში მონაწილეობის ტექნიკური შესაძლებლობები და უნდა შემოწმდეს თანამშრომლობა სიხშირეზე რეგულირების რეჟიმისა (FSM) და სიხშირის აღდგენის კონტროლის კუთხით.

ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

5. ნულიდან გაშვების შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე ელექტროსადგურებისთვის, დადასტურებული უნდა იქნეს აღნიშნული შესაძლებლობა ელექტროენერგიის ნებისმიერი გარე წყაროს გარეშე.

ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ გაშვების დრო არ აღემატება 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებულ დროის ფარგლებს.

6. საკუთარ მოხმარებაზე გადართვის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ნაჩვენები უნდა იქნეს ელექტროსადგურების საკუთარ მოხმარებაზე გადართვის და მათზე სტაბილურად მუშაობის ტექნიკური შესაძლებლობა.

ბ) ტესტი უნდა განხორციელდეს ელექტროსადგურის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ნომინალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, ელექტროსადგურზე დატვირთვის მოხსნამდე.

გ) შესაბამის სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

დ) ტესტი ჩაბარებულად ითვლება, თუ საკუთარ მოხმარებაზე გადართვა არის წარმატებული და ელექტროსადგური ოპერირებს სტაბილურად 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მითითებული დროის ფარგლებში და თუ ქსელთან განმეორებითი სინქრონიზაცია ჩატარებულ იქნა წარმატებით.

7. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ნაჩვენები უნდა იყოს ელექტროსადგურის მიერ რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების უნარის ტექნიკური შესაძლებლობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად.

ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბ.ა) ელექტროსადგური მუშაობს მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების რეჟიმში, არანაკლებ 1 საათით მაინც, შემდეგ პირობებში:

ბ.ა.ა) სტაბილური მუშაობის მინიმალური დონე ;

ბ.ა.ბ) მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვა; და

ბ.ა.გ) მაქსიმალურ და მინიმალურ დონეებს შორის არსებული აქტიური სიმძლავრის მუშა წერტილზე;

ბ.ბ) დადასტურებული უნდა იქნეს ელექტროსადგურის შესაძლებლობა გადავიდეს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერ წინასწარგანსაზღვრულ სიდიდეზე, რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან განსაზღვრულ ფარგლებში.

მუხლი 154. შესაბამისობის ტესტები D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის

1. D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურები ექვემდებარება 152-ე და 153-ე მუხლებში აღწერილ B და C ტიპის ელექტროსადგურების შესაბამისობის ტესტებს.

2. შესაბამისი ტესტის ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ, რათა დაადასტუროს თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა წარუდგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

მუხლი 155. შესაბამისობის ტესტები B ტიპის სიმძლავრის პარკებისათვის

1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განკუთვნილი სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე შესაბამისობის ტესტები. შესაბამისი ტესტების ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი, შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის საჩვენებლად. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით სიხშირის რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაქციის ტესტები უნდა ასახავდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შერჩეულ კონტროლის სქემის ვარიანტს.

3. სიხშირის რეგულირების რეჟიმში (LFSM-O) სიხშირის აწევაზე რეაქციის ტესტებთან დაკავშირებით უნდა გავრცელდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) დადასტურებული უნდა იყოს სიმძლავრის პარკის მიერ აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვის ტექნიკური შესაძლებლობა, სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში სიხშირის ზრდის შემთხვევაში. შემოწმებულ უნდა იქნეს რეგულირების სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, ასევე დინამიკური პარამეტრები;

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის სიდიდის ისეთი საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის სიმულაციით, რომელიც საკმარისად დიდია მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის სულ მცირე 10%-ით შესაცვლელად, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. ამ ტესტის ჩასატარებლად სიხშირის გადახრის სიგნალები ერთდროულად უნდა იქნეს მიწოდებული მართვის სისტემის შესავალ ნაწილში.

გ) ტესტი ჩაითვლება ჩაბარებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 121-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 156. შესაბამისობის ტესტები C ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის

1. 155-ე მუხლში მითითებული B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის შესაბამისობის ტესტების დამატებით, გენერაციის ობიექტის მფლობელმა უნდა ჩაატაროს C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებული შესაბამისობის ტესტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2-მე-9 პუნქტებით. შესაბამისი ტესტების ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის მოთხოვნის მიზნით. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. აქტიური სიმძლავრის მართვის უნართან და რეგულირების დიაპაზონის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს დატვირთვის დონეზე, რომელიც დაბალია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დანაყენზე.

ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბ.ა) სიმძლავრის პარკის დატვირთვის დონე შენარჩუნებულია დანაყენზე დაბლა.

ბ.ბ) დანაყენი ხორციელდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად; და

ბ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ სიდიდეს.

3. სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი (LFSM-U) – სიხშირის დაწევაზე რეაქციის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს ტექნიკური უნარი აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მართვისა სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში.

ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს სიმულაციის გზით სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ისეთი სიდიდისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის ცვლილებისთვის მინიმუმ 10%-ით, არანაკლებ მაქსიმალური სიმძლავრის 80% საწყისი მუშა წერტილით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით;

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; და

გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილებისას ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს.

4. სიხშირეზე რეგულირების რეჟიმის (FSM) მახასიათებლის ტესტთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სრულ სამუშაო დიაპაზონში მაქსიმალურ სიმძლავრესა და მინიმალურ მარეგულირებელ დონეს შორის, სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად. უნდა შემოწმდეს რეგულირების სტატიკური პარამეტრები, როგორიცაა უგრძნობლობა, სტატიზმის კოეფიციენტი, მკვდარი ზონა და რეგულირების დიაპაზონი, ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებელი.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიმულაციის გზით სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ისეთი სიდიდეებით გამოყენებისას, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრულ ფარგლებში აქტივაციისთვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. ამ ტესტის შესასრულებლად მიწოდებული უნდა იქნეს სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრულ ფარგლებში აქტივაციის დრო არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიდიდეს.

გ.ბ) სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს;

გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სიდიდეს;

გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები მდებარეობს 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდეს; და

გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა არ აღემატება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. სიხშირის აღდგენის კონტროლის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს სიხშირის აღდგენის რეგულირებაში მონაწილეობის ტექნიკური შესაძლებლობები. უნდა შემოწმდეს ურთიერთქმედება, როგორც სიხშირეზე რეგულირების რეჟიმთან (FSM), ასევე სიხშირის აღდგენის კონტროლთან.

ბ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ჩაბარებულად იმ პირობით, თუ ტესტის შედეგები როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის, შეესაბამება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებს.

6. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის გენერაცია და მოხმარება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

ბ) უნდა განხორციელდეს მაქსიმალური სიდიდის რეაქტიული სიმძლავრის გენერაცია და მოხმარება და უნდა შემოწმდეს შემდეგი პარამეტრები:

ბ.ა) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 60%-ზე გადაჭარბებით 30 წუთის განმავლობაში;

ბ.ბ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 30 – 50 % დიაპაზონში 30 წუთის განმავლობაში; და

ბ.გ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 10 – 20 % დიაპაზონში 60 წუთის განმავლობაში.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) სიმძლავრის პარკი მუშაობს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, როგორც მისი გამომუშავების, ასევე მოხმარების დროს, მოთხოვნილთან შედარებით არანაკლები ხანგრძლივობით, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოცემული პარამეტრების გათვალისწინებით;

გ.ბ) სიმძლავრის პარკი ადასტურებს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრე ნებისმიერ წინასწარ განსაზღვრულ სიდიდემდე, რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან გადაწყვეტილ ფარგლებში; და

გ.გ) დაცვის/ავტომატიკის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრული მუშა ზღვრებში.

7. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა იმუშაოს ძაბვის რეგულირების რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებში.

ბ) ძაბვის რეგულირების რეჟიმის ტესტმა უნდა შეამოწმოს შემდეგი პარამეტრები:

ბ.ა) 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე;

ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და

ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) რეგულირების დიაპაზონი და რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ ან დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს, განსაზღვრულს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით.

გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს, 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმოთხოვნებს; და

გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების 90%-იანი ცვლილება მიიღწევა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. განსაზღვრულ დროებში და დასაშვები ზღვრებით.

8. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის.„დ.ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით.

გ) რეაქტიული სიმძლავრის რეგულირების რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად:

გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი;

გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

დ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და

დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ პირობებს.

9. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად:

ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის ფარგლები;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

ბ.გ) აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებით გამოწვეული რეაქტიული სიმძლავრის მახასიათებელი.

გ) ტესტი ჩაითვლება წარმატებულად ქვემოთ მითითებული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:

გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის ფარგლები და ნაზრდი უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; და

გ.ბ) აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად გამოწვეული რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო არ აღემატება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; და

გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ სიდიდეს.

10. ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილ ტესტებთან დაკავშირებით შესაბამის სისტემის ოპერატორს, აღნიშნული სამი კონტროლის შესაძლებლობებიდან, შეუძლია ტესტირებისთვის შეარჩიოს მხოლოდ ერთი.

მუხლი 157. შესაბამისობის ტესტები D ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის

1. D ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება B და C ტიპის სიმძლავრის პარკების შესაბამისობის ტესტებს, როგორც განსაზღვრულია 155-ე და 156-ე მუხლებში.

2. შესაბამისი ტესტის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ რათა გამოავლინოს თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

მუხლი 158. შესაბამისობის ტესტები, არასახმელეთო სიმძლავრის პარკებისთვის

შესაბამისობის ტესტები, რომელიც განსაზღვრულია 152-ე მუხლის მე-2 პუნქტში, ასევე 156-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტში, ვრცელდება ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკზე.

მუხლი 159. შესაბამისობის სიმულაციები B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის

1. გენერაციის ობიექტის მფლობელებმა უნდა ჩაატარონ B ტიპის სიმძლავრის პარკების - LFSM-O რეაქციის სიმულაცია. შესაბამისი სიმულაციის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელმა შესაძლოა გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ რათა დაადასტურონ თავსებადობა შესაბამის მოთხოვნებთან. ამ შემთხვევაში მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-O რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმულაციის დროს ელექტროსადგურის მიერ უნდა დადასტურდეს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა მაღალ სიხშირეზე 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს მაღალი სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალებით, რომელიც აღწევს რეგულირების მინიმალურ დონეს, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაციის შედეგები ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ:

გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 152-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული - LFSM-O რეაქციისთვის განკუთვნილ მოთხოვნებთან შესაბამისობით; და

გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

3. B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმულაციის დროს ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ დადასტურდება შესაბამისობა 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან.

4. დაზიანების შემდგომ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს დაზიანების შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის შესაძლებლობა 125-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ პირობებში.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ დადასტურდება შესაბამისობა 125-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან.

მუხლი 160. შესაბამისობის სიმულაციები C ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. 159-ე მუხლში განსაზღვრული B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების შესაბამისობის შემოწმების ტესტების გარდა, C ტიპის ელექტროსადგურებმა უნდა გაიარონ ამ მუხლის მე-2-დან მე-5 პუნქტებამდე ჩათვლით მოცემული თავსებადობის სიმულაციები. ყველა ამ სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ და რომელიც უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-U რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის დაბალ სიხშირეებზე მართვის შესაძლებლობა 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის დაბალი საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის ცვლილებით მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად იმ პირობით, თუ:

გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 153-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული LFSM-U რეაქციისთვის განკუთვნილ მოთხოვნებთან შესაბამისობით; და

გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებთან.

3. FSM რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს შესაძლებლობა მოახდინოს აქტიური სიმძლავრის მართვა სიხშირის სრულ დიაპაზონში 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის იმ სიდიდის სიმულაციით, რომელიც საკმარისად დიდია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის მთლიანი დიაპაზონის აქტივაციისათვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ:

გ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმდება 153-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული FSM რეაქციისთვის განკუთვნილი მოთხოვნებთან შესაბამისობით; და

გ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მოთხოვნებთან.

4. იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის სიმულაციასთან დაკავშირებით, შემდეგი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტურონ შესრულების ხარისხი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის დროს 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების დაცვით.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ ელექტროსადგური შეამცირებს ან გაზრდის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებას თავის წინა საოპერაციო წერტილიდან ნებისმიერ ახალ საოპერაციო წერტილამდე P-Q - დიაგრამის ფარგლებში, 120-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზღვრებში, სიხშირის აწევის ან დაწევის შედეგად ელექტროსადგურის იზოლირებული მუშაობიდან გამორთვის გარეშე.

5. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებისა და მოხმარების შესაძლებლობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ბ.ა) ელექტროსადგურის მოდელი დამოწმებულია 153-ე მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობით; და

ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა 126-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ მოთხოვნებთან.

მუხლი 161. შესაბამისობის სიმულაციები D ტიპის სინქრონულ ელექტროსადგურებთან დაკავშირებით

1. 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისობის სიმულაციებზე დამატებით, რომელიც ტარდება B და C ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის (გარდა, გარდა B ტიპის სინქრონული ელექტროსადგურებისთვის 159-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციისა) D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურები ექვემდებარებიან მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სიმულაციების ჩატარებას. ყველა ზემოთხსენებული სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, ელექტროსადგურის მფლობელის მიერ მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) უნდა დადასტურდეს ელექტროსადგურის კონტროლის სისტემის შესრულების ხარისხი, რომელიც ცხადყოფს, რომ („ენერგოსისტემის სტაბილიზაციის ფუნქცია“) იძლევა აქტიური სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობას 127-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირობების დაცვით.

ბ) პარამეტრების დარეგულირების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს სიმძლავრის რხევების ჩახშობა ძაბვის ავტომატური რეგულატორის შესაბამისი აქტიური სიმძლავრის მახასიათებლის მიერ „ენერგოსისტემის სტაბილიზაციის“ ფუნქციის გათვალისწინებით, იმ შემთხვევასთან შედარებით, როდესაც გამოიყენება მხოლოდ ძაბვის ავტომატური რეგულატორის აქტიური სიმძლავრის მახასიათებელი.

გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:

გ.ა) „ენერგოსისტემის სტაბილიზატორი“ ახშობს ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის არსებულ რხევებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის დიაპაზონში. აღნიშნული სიხშირის დიაპაზონი უნდა მოიცავდეს ელექტროსადგურის ადგილობრივი რეჟიმის სიხშირეს და ქსელის მოსალოდნელ რხევებს; და

გ.ბ) ელექტროსადგურის დატვირთვის მოულოდნელი შემცირება მაქსიმალური სიმძლავრის 1 ფ.ე. დან 0.6 ფ.ე.-მდე, არ იწვევს ელექტროსადგურის აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მიულევად რხევებს.

3. D ტიპის სინქრონული ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ელექტროსადგურმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობა, 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობებით.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობები.

მუხლი 162. შესაბამისობის სიმულაციები B ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. B ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში განსაზღვრულ შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებას. მოწყობილობის სერტიფიკატი გაცემული ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ქვემოთ მოცემული ყველა სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის აწევისას LFSM-O რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის მაღალ სიხშირეზე მართვის შესაძლებლობა 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს მაღალი სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალებით, მინიმალური მარეგულირებელი დონის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება, თუ:

გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 155-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ LFSM-O რეაქციის მოთხოვნებთან შესაბამისობის ტესტით; და

გ.ბ) დადასტურდება 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. სწრაფმოქმედი დამატებითი რეაქტიული დენის ინჟექციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს მოკლე შერთვის დენის სწრაფი ინჟექცია 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება თუ დადასტურდება 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის, ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) უნდა დადასტურდეს სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა განაგრძოს მუშაობა დაზიანებების დროს 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების დაცვით.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ დადასტურდება 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

5. დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) უნდა დადასტურდეს დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის შესაძლებლობა 128-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირობების გათვალისწინებით.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დადასტურდება 128-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

მუხლი 163. შესაბამისობის სიმულაციები C ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. 162-ე მუხლში მოცემული B ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განსაზღვრულ შესაბამისობის სიმულაციებზე დამატებით, C ტიპის სიმძლავრის პარკებს უნდა ჩაუტარდეს ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტებში განსაზღვრული შესაბამისობის სიმულაციები. ყველა ამ სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად გენერაციის ობიექტის მფლობელს შეუძლია გამოიყენოს ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც უნდა გადაეცეს შესაბამის სისტემის ოპერატორს.

2. სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის - LFSM-U რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა დაბალ სიხშირეებზე 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს დაბალი სიხშირის საფეხურებისა და სიხშირის ცვლილების სიჩქარით სიმულირებით, მაქსიმალური სიმძლავრის მიღწევით, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენებისა და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ:

გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 156-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული LFSM-U რეაქციის ტესტთან დაკავშირებული მოთხოვნების თავსებადობის ტესტით; და

გ.ბ) დადასტურდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მითითებული მოთხოვნების თავსებადობა.

3. FSM რეაქციის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს აქტიური სიმძლავრის მართვის შესაძლებლობა სიხშირის სრულ დიაპაზონში, 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად.

ბ) სიმულაცია უნდა განხორციელდეს სიხშირის საფეხურების და სიხშირის ცვლილების სიჩქარის იმდენად დიდი სიდიდეების სიმულაციის გზით, რომელიც საკმარისია აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული დიაპაზონის აქტივაციისათვის, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით.

გ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ:

გ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება LFSM-U რეაქციასთან დაკავშირებულ თავსებადობის ტესტით, რომელიც განსაზღვრულია 156-ე მუხლის მე-4 პუნქტში და

გ.ბ) დადასტურდება 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს შესრულების ხარისხი იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის დროს, 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზვრული პირობების შესაბამისად.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ სიმძლავრის პარკი შეამცირებს ან გაზრდის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებას თავის წინა საოპერაციო წერტილიდან ნებისმიერ ახალ საოპერაციო წერტილამდე P-Q - დიაგრამის ფარგლებში და 123-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ ზღვრებში, მაღალი ან დაბალი სიხშირის გამო სიმძლავრის პარკის იზოლირებული მუშაობიდან გამორთვის გარეშე; და

5. ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფის შესაძლებლობა დაბალი სიხშირის შემთხვევაში 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირობების დაცვით.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს129-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას.

6. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკმა უნდა დაადასტუროს რეაქტიული სიმძლავრის გენერაციის და მოხმარების უზრუნველყოფის შესაძლებლობა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირობებში.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ბ.ა) სიმძლავრის პარკის მოდელი დამოწმდება 156-ე მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ შესაბამისობის ტესტებით; და

ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრულია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში.

7. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს აქტიური სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ პირობებში.

ბ) სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას.

მუხლი 164. შესაბამისობის სიმულაციები D ტიპის სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. B და C ტიპის სიმძლავრის პარკებისთვის განკუთვნილ შესაბამისობის სიმულაციების დამატებით, რომლებიც განსაზღვრულია 162-ე და 163-ე მუხლებში, გარდა 162-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული B ტიპის სიმძლავრის პარკის ავარიის მიმართ მდგრადობის უნარისა, D ტიპის სიმძლავრის პარკები ექვემდებარება სიმძლავრის პარკების მიერ ავარიის მიმართ მდგრადობის შესაძლებლობის შესაბამისობის სიმულაციებს.

2. ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოსგან გაცემული მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ პირველ პუნქტში განსაზღვრული ყველა სიმულაციის ან მათი ნაწილის ნაცვლად, რომელიც უნდა მიეწოდოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

3. სიმძლავრის პარკის მოდელმა უნდა დაადასტუროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან თავსებადობა 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. სიმულაცია ჩაითვლება წარმატებულად, თუ აღნიშნული მოდელი დაადასტურებს 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას.

მუხლი 165. არასახმელეთსიმძლავრის პარკებზე გავრცელებული შესაბამისობის სიმულაციები

შესაბამისობის სიმულაციები, როგორც განსაზღვრულია 162-ე მუხლის მე-3 და მე-5 და 163-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებში, გამოიყენება ნებისმიერ არასახმელეთო სიმძლავრის პარკთან დაკავშირებით.

მუხლი 166. არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები

ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებს და ურთიერთ დამოკიდებულებებს, რომელიც შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული უნდა იქნეს.

მუხლი 167. მონიტორინგი

1. ENTSO-E უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც შემუშავებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობის მიზნით შექმნილი სააგენტოს (ACER) მიერ და ის მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ა) ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას, ამ თავის განხორციელებაში;

ბ) შეფასება იმისა, თუ რამდენად რეალურია/ადეკვატურია სიდიდეები და ზღვრები, რომლებიც შერჩეულია ელექტროსადგურებისთვის ამ თავით წაყენებულ მოთხოვნებში.

ENTSO-E საკუთარ დასკვნებს ანგარიშის სახით წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო აქვეყნებს დასკვნებს, რომელიც გაკეთებულია ამ თავის განხორციელების მონიტორინგის შედეგად.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ENTSO-E-ს უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია.

კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ან ENTSO-E-ს, განხორციელების მონიტორინგის ამოცანების ფარგლებში, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 168. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება

1. კომისია უფლებამოსილია გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, ნებადართული გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, გაათავისუფლოს ამ თავის ერთი ან მეტ დებულებისგან ან გადაუვადოს ამ თავის ერთი ან მეტ დებულება, 169-171-ე მუხლების შესაბამისად, ახალი და არსებული ელექტროსადგურებისთვის.

მუხლი 169. ზოგადი დებულებები

1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან და ელექტროსადგურების მფლობელებთან და ამ თავის შესაძლო გავლენის ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს გადავადებაზე უფლების მინიჭების კრიტერიუმები, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 170-ე და 171-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ამ თავის ამოქმედებიდან 9 თვის განმავლობაში. სამდივნოს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ წესებს. გადავადების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვისა და ცვლილების აღნიშნულმა შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე, რომელიც მოქმედებს წინასწარ განსაზღვრულ თარიღამდე, რაც აღწერილია გადავადების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

2. თუ სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებით კომისია საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების მინიჭების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნა უკვე წარდგენილია.

3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ ელექტროსადგურებს, რომელზეც გადავადების მოთხოვნა იქნა წარდგენილი 170-ე ან 171-ე მუხლის შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადება იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 170. გადავადების მოთხოვნა გენერაციის ობიექტის მფლობელის მიერ

1. გენერაციის ობიექტის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავის ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკუთარი ელექტროსადგურისთვის.

2. გადავადების მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და უნდა მოიცავდეს:

ა) გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის საჭირო საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას;

ბ) ელექტროსადგურის ან ელექტროსადგურების აღწერას, რომელზედაც გაკეთებულია გადავადების მოთხოვნა;

გ) თავის იმ დებულებების მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით;

დ) დეტალურ დასაბუთებას, შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციითა და 147-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზით;

ე) იმის დასაბუთებას, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე.

3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უგზავნის დასტურს გენერაციის ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, არის თუ არა მოთხოვნა სრული სახით წარმოდგენილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულად არ არის წარმოდგენილი, გენერაციის ობიექტის მფლობელმა ან პოტენციურმა მფლობელმა უნდა წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას აღნიშნულ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ზეგავლენის ქვეშ მყოფ ნებისმიერ მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან კოორდინაციის (მთი მხრიდან მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში) შედეგად, უნდა შეაფასოს მოთხოვნა გადავადების თაობაზე და წარმოდგენილი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი და მხედველობაში მიიღოს კომისიის მიერ 169-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმები.

5. თუ გადავადების მოთხოვნა შეეხება გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან მიერთებულ C ან D ტიპის ელექტროსადგურს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის შეფასებას თან უნდა დაერთოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადავადების თაობაზე გაკეთებული მოთხოვნის შეფასებაც. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ შეფასებას წარმოადგენს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში.

6. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ შეფასებას. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს სთხოვს გადავადების მოთხოვნის შეფასებას.

7. კომისიამ უნდა მიიღოს გადავადებაზე ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას გენერაციის ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი პერიოდის ათვლა იწყება სრული ინფორმაციის მიღების დღიდან.

8. გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი კომისიის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას ამ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) გენერაციის ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

9. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივაქტს. კომისია განსაზღვრავს გადავადების ხანგრძლივობას.

10. კომისია გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის გენერაციის ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს.

11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, როცა გადავადების არსებობისათვის შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ან როდესაც არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციები გადავადების შეხვლაზე/გაუქმებაზე.

12. A ტიპის ელექტროსადგურებისათვის, ამ მუხლის შესაბამისად გადავადების მოთხოვნა შესაძლოა წარადგინოს მესამე პირმა გენერაციის ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის სახელით. ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცალკეულ ან რამდენიმე იდენტურ ელექტროსადგურთან. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ საერთო მაქსიმალური სიმძლავრე არის განსაზღვრული, მესამე პირს შეუძლია მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დეტალები ჩაანაცვლოს საკუთარი დეტალებით.

მუხლი 171. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

1. შესაბამის სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს გადავადება იმ ელექტროსადგურებისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიუერთდეს მის ქსელს.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საკონტაქტო პირს შესასხებ;

ბ) იმ ელექტროსადგურის აღწერილობას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ელექტროსადგურების ჯამურ დადგმული სიმძლავრეს და მათ რაოდენობას;

გ) ამ თავის მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება არის მოთხოვნილი, გადავადების დეტალური აღწერით;

დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით;

ე) დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

ვ) 147-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯ-სარგებლის ანალიზი ხორციელდება გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე ქვეყნის ნებისმიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან თანამშრომლობით (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში).

3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში თხოვნით მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შეაფასოს გადავადების მოთხოვნა 169-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

6. კომისია მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც გადავადების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, სამთვიანი ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეფასების მიღების მომდევნო დღეს.

7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადა მის გასვლამდე შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის გაკეთების დღიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აღნიშნული ვადის ამოწურვამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას შესაბამის ვადაში აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

8. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კომისია განსაზღვრავს გადავადების ხანგრძლივობას.

9. კომისია თავის გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

10. კომისიას შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადებაზე მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, გენერაციის ობიექტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილობის მწარმოებლებთან.

11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვაში, როდესაც გადავადების არსებობის შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, როდესაც არსებობს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციები.

მუხლი 172. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით

1. კომისიამ უნდა აწარმოოს მათ მიერ ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უნდა მიაწოდოს განახლებული და კონსოლიდირებული რეგისტრაცია სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი გაუგზავნოს ENTSO‐E-ს.

2. აღნიშნული რეგისტრაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება დაკმაყოფილდა ან უარყოფილ იქნა;

ბ) გადავადების შინაარსს;

გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და

დ) გადავადების მინიჭებით გამოწვეულ შედეგებს.

მუხლი 173. გადავადების მონიტორინგი

1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.

2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო.

მუხლი 174. განვითარებადი ტექნოლოგიები

1. ამ თავის მოთხოვნები გარდა, 138-ე მუხლით გათვალისწინებულისა, არ უნდა გავრცელდეს ელექტროსადგურებზე, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც განვითარებადი ტექნოლოგია, ამ ნაწილში მითითებული პროცედურების შესაბამისად.

2. ელექტროსადგურს უფლება უნდა ჰჰქონდეს კლასიფიცირებულ იქნეს როგორც განვითარებადი ტექნოლოგია, 177-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, თუ:

ა) ის არის A ტიპის;

ბ) ის არის კომერციულად ხელმისაწვდომი ელექტროსადგურის ტექნოლოგია; და

გ) ელექტროსადგურის ტექნოლოგიის ჯამური გაყიდვები, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიცირებაზე მოთხოვნის გაკეთების დროისთვის, არ აღემატება 175-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილი ჯამური მაქსიმალური სიმძლავრის 25%-ს.

მუხლი 175. ზღვრების განსაზღვრა განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიკაციისათვის

ელექტროსადგურების ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე, კლასიფიცირებული, როგორც განვითარებადი ტექნოლოგიები, უნდა იყოს 2014 წლის წლიური მაქსიმალური დატვირთვის 0,1%.

მუხლი 176. მიმართვა განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციისთვის

1. ამ თავის განხორციელებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, A ტიპის ელექტროსადგურების მწარმოებლებს/დამამზადებლებს შეუძლიათ წარუდგინონ კომისიას მოთხოვნა საკუთარი ელექტროსადგურის ტექნოლოგიის, როგორც განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის თაობაზე.

2. პირველი პუნქტის შესაბამის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მწარმოებელმა/დამამზადებელმა უნდა აცნობოს კომისიას შესაბამისი ელექტროსადგურის ტექნოლოგიის ჯამური გაყიდვების თაობაზე, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის მოთხოვნის დროისთვის.

3. მწარმოებლების/დამამზადებლების მიერ დადასტურებული უნდა იყოს, რომ პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნა აკმაყოფილებს 174-ე და 175-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს.

მუხლი 177. განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის მოთხოვნების შეფასება და დამტკიცება

1. ამ თავის ძალაში შესვლიდან 12 თვის განმავლობაში, კომისიამ, უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელი ელექტროსადგურები (თუ ასეთი არსებობს) კლასიფიცირებულ უნდა იქნეს განვითარებად ტექნოლოგიად. კომისიას შეუძლია მოითხოვოს წინასწარი მოსაზრება ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსგან, რომელიც გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. კომისიის გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს მოსაზრებას (ასეთი მოსაზრების არსებობის შემთხვევაში).

2. კომისიის მიერ უნდა გამოქვეყნდეს განვითარებად ტექნოლოგიებად დამტკიცებული ელექტროსადგურების სია.

მუხლი 178. განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის გაუქმება

1. კომისიის მიერ 177-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან, განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიცირებული ნებისმიერი ელექტროსადგურის მფლობელი, ვალდებულია ყოველ ორ თვეში წარუდგინოს კომისიას, წინა ორ თვეში განხორციელებული ელექტროსადგურის გაყიდვების განახლებული ვერსია. კომისიამ საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირებული ელექტროსადგურების ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე.

2. იმ შემთხვევაში, თუკი ქსელებთან მიერთებული, განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირებული ელექტროსადგურის ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 175-ე მუხლით დადგენილ ზღვარს, შესაბამისი კომისიის მიერ უნდა გაუქმდეს განვითარებად ტექნოლოგიებად კლასიფიცირება. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებების დარღვევის გარეშე, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გააუქმოს განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაცია. კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს წინასწარი შეთავაზება, რომელიც გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს შეთავაზებას. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს.

ელექტროსადგურები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც განვითარებადი ტექნოლოგიები და მიერთებულია ქსელთან განვითარებად ტექნოლოგიად კლასიფიკაციის გაუქმების დღემდე, უნდა ჩაითვალონ არსებულ ელექტროსადგურებად და აქედან გამომდინარე უნდა დაექვემდებაროს ამ თავის მოთხოვნებს, 113-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 146-ე და 147-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.

მუხლი 179. ხელშეკრულებების და საერთო პირობებისა და დებულებების შესწორება

1. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიერთების ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტები, საერთო პირობები და ახალი ელექტროსადგურების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული პირობები შესაბამისობაში იყოს ამ თავის მოთხოვნებთან.

2. ხელშეკრულების ყველა შესაბამისი პუნქტები და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ზოგადი დებულებები, რომელიც დაკავშირებულია იმ არსებული ელექტროსადგურების ქსელთან მიერთებასთან, რომლებზეც ვრცელდება ამ თავის ყველა ან ზოგიერთი მოთხოვნა 113-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ თავის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში, როგორც განსაზღვულია 113-ე მუხლის პირველი პუნქტით.

3. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ქსელზე მიერთების წესები, შეთანხმებები და მოთხოვნები სისტემის ოპერატორებსა და ამ თავის გავრცელების არეალში მყოფ არსებულ და ახალ ელექტროსადგურებს შორის ასახავდეს ამ თავის მოთხოვნებს.

თავი XVI. მოხმარების ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნები

მუხლი 180 . მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები

1. ეს თავი ადგენს წესებს, რომელიც აყალიბებს მოთხოვნებს ქვემოთ მოცემული მოწყობილობების/სისტემების ქსელზე მიერთებებისთვის:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები;

ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობები;

გ) გამანაწილებელი სისტემები, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემები;

დ)მომხმარებლის მოხმარების ბლოკები, რომლებიც გამოყენებულია მომხმარებლების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მომხმარებლის საპასუხო რეაქციის მიწოდება.

2. ეს წესები ხელს უწყობს ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების, ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, აგრეთვე ელექტროენერგიით ვაჭრობის გამარტივებას.

3. აღნიშული წესები აწესებს ვალდებულებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს მოხმარების და გამანაწილებელი სისტემების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენციის თანასწორი პირობები ენერგეტიკული გაერთიანების მასშტაბით.

მუხლი 181. განსაზღვრებები

1. ამ თავის ფარგლებში გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

ა) „მოხმარების ობიექტი“ მოწყობილობა, რომელიც მოიხმარს ელექტროენერგიას და მიერთებულია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ერთ ან მეტ მიერთების წერტილთან. გამანაწილებელი სისტემა და/ან ელექტროსადგურების საკუთარი მოხმარების უზრუნველმყოფი ელექტროსადგური არ ითვლება მოხმარების ობიექტად;

ბ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი“ – მოხმარების ობიექტი, რომელსაც გააჩნია გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილი;

გ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობა“ – გამანაწილებელი სისტემა ან ელექტროსადგური ან მოწყობილობა, რომელიც გამოყენებულია გადამცემ სისტემასთან კავშირისას.

დ) „მოხმარების ბლოკი“ – მოწყობილობების განუყოფელი ერთობლიობა, რომელიც შეიცავს აპარატურას, რომლის აქტიურად მართვაც შესაძლებელია მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მიერ გაერთიანებული მოხმარების ნაწილი;

ე) „დახურული გამანაწილებელი სისტემა“ – გამანაწილებელი სისტემა, რომელიც კომისიის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც დახურული გამანაწილებელი სისტემა და რომელიც ანაწილებს ელექტროენერგიას გეოგრაფიულად შეზღუდულ სამრეწველო, კომერციულ ან კოლექტიური მომსახურებების ობიექტის ფარგლებში და არ აწვდის ელექტროენერგიას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, გარდა მცირე რაოდენობის ოჯახებისა, რომლებიც მდებარეობენ აღნიშნული სისტემის მომსახურების ქვეშ მყოფ ზონაში და ამ სისტემის მფლობელთან ვალდებულებაში ან სხვა მსგავს კავშირში;

ვ) „მოხმარების მთავარი მოწყობილობა“ – ძრავები, ტრანსფორმატორები, მაღალი ძაბვის მოწყობილობა ან/და ტექნოლოგიური პროცესის დანადგარი;

ზ) „გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა“ – გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა, გადამცემ სისტემაზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის ჩათვლით;

თ) „მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის მიღების შესაძლებლობა“ – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომელიც გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ან განაწილების მოწყობილობამ შესაძლოა მოიხმაროს ქსელთან მიერთების წერტილიდან, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელთან დაკავშირებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გადამცემ ქსელთან დაკავშირებულ შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის;

ი) მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გაცემის შესაძლებლობა“ – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომელიც გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ან გამანაწილებელ მოწყობილობას შეუძლია გასცეს ქსელთან მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის;

კ) „დაბალი სიხშირით მოხმარების გამორთვა“ – მოქმედება, როდესაც მოხმარება გამოირთვება დაბალი სიხშირისას, მოხმარებასა და გენერაციას შორის ბალანსის (სისტემის სიხშირის მისაღებ ლიმიტებში აღდგენის) დაცვის მიზნით;

ლ) „დაბალი ძაბვით მოხმარების გამორთვა“ (დძაგ-) – აღდგენითი ქმედება, როდესაც მომხმარებელი გამოირთვება დაბალი ძაბვით, ძაბვის მდგრად დონეზე და დასაშვებ ზღვრებში აღდგენის მიზნით;

მ) „დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის გამომყვანის გადამრთველი“ – მოწყობილობა ტრანსფორმატორის გრაგნილების გამომყვანების გადართვისთვის, რომელიც თავსებადია ტრანსფორმატორის ძაბვის ან დატვირთვის ქვეშ ყოფნის დროს ოპერირებისთვის;

ნ) „დატვირთვის ქვეშ ძაბვის რეგულირების მოწყობილობის გამომყვანის გადამრთველის ბლოკირება“ – ქმედება, რომელიც ბლოკავს დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის გრაგნილების გამომყვანის გადართვას დაბალი ძაბვის შემთხვევაში, გამომყვანის შემდგომი გადართვის და შესაბამის არეალში ძაბვის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით;

ო) „კონტროლის ოთახი“ – შესაბამისი სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრი;

პ) „ბლოკური დატვირთვა“ – სრული ჩაქრობის შემდეგ სისტემის აღდგენის დროს ხელახლა მიერთებული მოხმარების აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ საფეხურებრივი დატვირთვა;

ჟ) „მოხმარების რეაქცია აქტიური სიმძლავრის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარება ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში შემავალი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან მოდულაციისთვის, რაც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის ცვლილებას;

რ) „მოხმარების რეაქცია რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტის ან დახურულ გამანაწილებელ სისტემის ფარგლებში შემავალი რეაქტიული სიმძლავრე ან რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის მოწყობილობები, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან მოდულაციისთვის;

ს) „მოხმარების რეაქცია გადაცემის შეზღუდვის მართვაზე“ – მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან ცვლილებისათვის, სისტემის მასშტაბით გადაცემის შეზღუდვების მართვის მიზნით;

ტ) „მოხმარების აგრეგირება“ – მოხმარების ობიექტების ერთობლიობა ან დახურული გამანაწილებელი სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება, როგორც ერთ მოწყობილობას ან დახურულ გამანაწილებელ სისტემას, მოხმარების საპასუხო რეაქციის ერთი ან რამდენიმე მომსახურებების შეთავაზების მიზნით;

უ) „მოხმარების რეაქცია - სისტემის სიხშირის კონტროლზე“ – მოხმარების ობიექტში ან დახურული გამანაწილებელ სისტემაში შემავლი მოხმარება, რომელიც ხელმისაწვდომია სიხშირის რხევების საპასუხოდ, შესამცირებლად ან გასაზრდელად, რაც ხორციელდება აღნიშნული მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ავტონომიური საპასუხო რეაქციით, ასეთი რხევების შემცირების მიზნით;

ფ) „მოხმარების რეაქცია აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ რეგულირებაზე“ – მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემაში შემავალი მოხმარება, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს ძალიან სწრაფად სიხშირის გადახრის საპასუხოდ, რაც გამოიწვევს აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ ცვლილებას;

ქ) „მოხმარების საპასუხო რეაქციის მოწყობილობის დოკუმენტი“ – დოკუმენტი, გაცემული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის იმ მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე და 1000 ვოლტზე უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებულ იმ მოხმარების ბლოკზე, რომელიც ადასტურებს მოხმარების ბლოკის შესაბამისობას ამ თავით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს საჭირო მონაცემებსა და დებულებებს, მათ შორის, შესაბამისობის განცხადებას.

მუხლის 182. მოქმედების სფერო

1. ამ თავით განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები ვრცელდება:

(ა) გადამცემ ქსელზე მიერთებულ ახალ მოხმარების ობიექტებზე;

(ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებულ ახალ გამანაწილებელ მოწყობილობებზე;

(გ) ახალ გამანაწილებელ სისტემაზე, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემებზე;

(დ) ახალ მოხმარების ბლოკებზე, რომელიც გამოიყენება მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ, შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოხმარების საპასუხო რეაქციის მისაწოდებლად.

2.არსებული თავი არ ვრცელდება დამაგროვებელ მოწყობილობებზე, გარდა ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურებისა.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას გადამცემ ქსელზე მისაერთებელი ახალი მოხმარების ობიექტის, ახალი გამანაწილებელი მოწყობილობის ან ახალი დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერთებაზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომლებზეც არ ვრცელდება კომისიის მიერ ამ წესების ცალკეული მოთხოვნების გადავადება. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უარის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და კომისიას.

4. 206–212-ე მუხლების შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისობის მონიტორინგის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას 206-209-ე მუხლებით განსაზღვრულ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებაზე, ახალი მოხმარების ბლოკისგან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. ერთზე მეტი მოხმარების ბლოკის შემცველი მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების შემთხვევაში, აღნიშნული მოხმარების ბლოკები უნდა ჩაითვალოს, როგორც ერთი მოხმარების ბლოკი, თუკი მათ არ აქვთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირების უნარი ან მიზანშეწონილია მათი გაერთიანებული სახით განხილვა.

მუხლი 183. აღიშნული თავის გავრცელება მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების გამწევ გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებზე, არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებსა და არსებულ მოხმარების ბლოკებზე

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებულ მოხმარების ობიექტებს და გამანაწილებელ მოწყობილობებს, არსებულ გამანაწილებელ სისტემებს და მოხმარების ბლოკებს, რომლებიც არიან ან შესაძლოა გამოყენებული იქნან მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ იმისთვის, რათა გაწეულ იქნეს მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამის სისტემის ოპერატორისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის, არ წაეყენებათ ამ თავის მოთხოვნები, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტი და გამანაწილებელი მოწყობილობა, არსებულ გამანაწილებელი სისტემა ან მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარების ბლოკი, 1000 ვოლტს ზემოთ ძაბვაზე ან 1000 ვოლტზე ზემოთ ძაბვაზე მიერთებული დახურული გამანაწილებელი სისტემა მოდიფიცირებულ იქნა იმგვარად, რომ მისი მიერთების ხელშეკრულება/მიერთების ტექნიკური პირობა უნდა განახლდეს შემდეგი პროცედურების შესაბამისად:

ა.ა) მოხმარების ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა, რომელთაც სურთ განახორციელონ სადგურის მოდერნიზაცია ან მოწყობილობების ჩანაცვლება, რასაც ზეგავლენა ექნება გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის მოწყობილობის ტექნიკურ შესაძლებლობებზე, წინასწარ უნდა აცნობონ თავიანთი გეგმის შესახებ შესაბამისი სისტემის ოპერატორს;

ა.ბ)თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი თვლის, რომ ზემოაღნიშნული მოდერნიზაციისა თუ მოწყობილობების ჩანაცვლებისათვის მიერთების ახალი ხელშეკრულებაა აუცილებელი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კომისიას; და

ა.გ)კომისიამ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიერთების არსებული ხელშეკრულების განახლების ან მიერთების ახალი ხელშეკრულების დადების, ასევე ამ თავის იმ მოთხოვნების შერჩევის თაობაზე, რომლებიც უნდა გავრცელდეს ქსელის ზემოთხსენებულ ელემენტებზე; ან

ბ) კომისია, იღებს გადაწყვეტილებას გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე ან მოხმარების ბლოკის მოწყობილობებზე ამ თავის ყველა ან რამდენიმე მოთხოვნის გავრცელების თაობაზე, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი შეთავაზების შესაბამისად.

2. ამ თავის მიზნით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები, გამანაწილებელი მოწყობილობები, გამანაწილებელი სისტემები ან მოხმარების ბლოკები, რომლებიც არიან ან შესაძლოა გამოყენებული იქნენ მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, უნდა ჩაითვალოს არსებულად, თუ:

ა) 2021 წლის 12 ივლისის მდგომარეობით ის უკვე მიერთებულია ქსელზე; ან

ბ) მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გააფორმა საბოლოო და აუცილებელი ხელშეკრულება მოხმარების მთავარი მოწყობილობის ან მოხმარების ბლოკის შეძენის თაობაზე ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ამ თავის განხორციელების ბოლო ვადის ამოწურვის შემდეგ 30 თვის ვადაში.

გ) მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება უნდა მოიცავდეს სულ მცირე ხელშეკრულების სახელწოდებას, მისი ხელმოწერის და მისი ძალაში შესვლის თარიღებს და ასაშენებელი, ასაწყობი ან შესასყიდი მოხმარების მთავარი მოწყობილობის და მოხმარების ბლოკის მახასიათებლებს.

დ) განსაზღვრულ სიტუაციებში, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა, გამანაწილებელი სისტემა თუ მოხმარების ბლოკი უნდა ჩაითვალოს არსებულად თუ ახლად.

3. 188-ე მუხლის შესაბამისად გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად და გარემოებების მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ცვლილებების აღმოსაფხვრელად, ისეთების როგორიცაა სისტემური მოთხოვნების განვითარება, მათ შორის, ენერგიის განახლებადი წყაროების, ჭკვიანი ქსელების, განაწილებული გენერაციის ან მოხმარების საპასუხო რეაქციის ინტეგრაცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას, გაავრცელოს ამ თავის მოქმედება გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტებზე, გამანაწილებელ მოწყობილობებზე, გამანაწილებელ სისტემებზე, მოხმარების ბლოკებზეც, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის. ამ მიზნით, 227-ე და 228-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩატარდეს ხარისხიანი და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, არსებული გამანაწილებელი სისტემების და მოხმარების ბლოკის მხრიდან ამ თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინვესტიციების მოცულობებს;

ბ) ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების შედეგად მიღებულ სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს;

გ) შესრულების ხარისხის მოთხოვნილი დონის მიღწევისთვის საჭირო ალტერნატიული ღონისძიებების პოტენციალს.

4. მე-3 პუნქტში ნახსენები რაოდენობრივი ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა:

ა) ჩაატაროს ფასების და სარგებლების წინასწარი ხარისხობრივი შედარება;

ბ) შეათანხმოს კომისიასთან.

5. კომისიამ, 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღებიდან სამი თვის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ თავის მოქმედების გავრცელებასთან დაკავშირებით გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე თუ მოხმარების ბლოკებზე.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების კანონიერი მოლოდინი, როგორც ამ თავის გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებსა და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე ან არსებულ მოხმარების ბლოკებზე გავრცელების შეფასების ნაწილი.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შეაფასოს ამ თავის ყველა მოთხოვნის ან მხოლოდ მათი ნაწილის გავრცელება გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებსა თუ მოხმარების ბლოკებზე, ყოველ სამ წელიწადში, ამ მუხლის მე-3-დან მე-5 პუნქტების ჩათვლით მოცემული მოთხოვნებისა და პროცესების შესაბამისად.

მუხლი 184. ამ თავის გავრცელება ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებზე და საწარმოო ობიექტებზე

1. ეს თავი არ ვრცელდება ჰიდრომააკუმულირებელ ელექტროსადგურებზე, რომელთაც აქვთ როგორც გენერაციის, ასევე ჰიდროაკუმულაციის რეჟიმში მუშაობის უნარი;

2. ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის თითოეული მააკუმულირებელი ელექტროსადგური, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ დაგროვების რეჟიმს, ექვემდებარება ამ თავის მოთხოვნების შესრულებას და მიიჩნევა მოხმარების ობიექტად;

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგური ინტეგრირებულია ობიექტის საწარმოო ციკლში, საწარმოო ობიექტის ოპერატორი, მოხმარების ობიექტის მფლობელი, ელექტროსადგურის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი, ვის სისტემაზეც არის მიერთებული აღნიშნული საწარმოო ობიექტი, შესაძლოა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, შეჯერდნენ შესაბამისი სისტემიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი დატვირთვების გათიშვის პირობებზე. ამ შეთანხმების მიზანი უნდა იყოს შესაბამის სისტემაში შეშფოთების დროს საწარმოო ობიექტის წარმოების პროცესის დაცვა.

მუხლი 185. მარეგულირებელი ასპექტები

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული საერთო გავრცელების მოთხოვნები უნდა შეთანხმდეს კომისიასთან და გამოქვეყნდეს საჯაროდ.

2. სპეციფიკური მოთხოვნები მიერთების ადგილის მიხედვით, რომელიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, ამ თავის შესაბამისად, უნდა შეთანხმდეს კომისიასთან.

3. ამ თავის გავრცელებისას, კომისიამ, უფლებამოსილმა ორგანოებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა:

(ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები;

(ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა;

(გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლესი საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის ყველა ჩართული მხარისათვის;

(დ) გაითვალისწინოს გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება;

(ე) გაიაროს კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღოს მათ სისტემაზე პოტენციური ზეგავლენა;

(ვ) მხედველობაში მიიღოს აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზებები ძირითადი გავრცელების მოთხოვნებზე ან მეთოდოლოგია, რომელიც გამოიყენება მათი გაანგარიშებისა ან დადგენისთვის, ამ თავის ეროვნულ კანონმდებლობაში გავრცელების ვადის გასვლიდან ორი წლის განმავლობაში.

5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, ელექტროსადგურის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და/ან დახურულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმების მიღწევას, ისინი უნდა შეეცადონ შეთანხმების მიღწევას ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის პირველი წინადადების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ აღნიშნულ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას გადაწყვეტილების მიღება 3 თვის განმავლობაში.

6. კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოთხოვნების ან მეთოდოლოგიის თაობაზე წინადადების წარდგენიდან სამი თვის ვადაში.

7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად წარდგენილ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიაში ცვლილების შეტანას საჭიროდ მიიჩნევს, შემოთავაზებულ ცვლილებებზე უნდა გავრცელდეს მე-3-დან მე-8-ს ჩათვლით პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც წარადგენენ ცვლილებას, მხედველობაში უნდა მიიღონ მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების სამართლიანი მოლოდინები, მათი არსებობის შემთხვევაში, რაც გამომდინარეობს თავდაპირველად განსაზღვრული და შეთანხმებული მოთხოვნებიდან და მეთოდოლოგიებიდან.

8. ნებისმიერი მხარე, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ წესებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს კომისიას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს.

9. თუკი ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიამ შესაძლოა უზრუნველყოს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორის ნაცვლად, აღნიშული სისტემის ოპერატორი იყოს პასუხისმგებელი შესაბამისი მოთხოვნის დადგენაზე.

მუხლი 186. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი

1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე.

მუხლი 187. ხარჯების ანაზღაურება

1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ექვემდებარება ქსელის სატარიფო წესებს და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, უნდა შეაფასოს კომისიამ. ხარჯები, რომლებიც შეფასდა გონივრულად, ეფექტურად და პროპორციულად, ანაზღაურებული უნდა იქნეს ქსელის ტარიფებით ან სხვა შესაბამისი მექანიზმის გზით.

2. კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია.

მუხლი 188. საჯარო კონსულტაცია

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა ჩაატარონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებთან, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) წინადადებები 183-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე ამ თავის გავრცელების შესახებ;

ბ) 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიშის შესახებ;

გ) ხარჯსარგებლიანობის ანალიზის შესახებ, რომელიც განხორციელებულია 232-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

დ) მოხმარების ბლოკისთვის წაყენებული მოთხოვნების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტების და 199-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები, რომლებიც ჩამოყალიბდა კონსულტაციების შედეგად, ანგარიშთან, ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან ან მოხმარების ბლოკისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, კომისიისთვის დამტკიცების მიზნით წინასწარი წინადადების წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების შეთავაზებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის მყარი დადასტურება, წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების, ანგარიშის, ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ან მოხმარების ბლოკისთვის წაყენებულ მოთხოვნების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე, რომელიც განსაზღვრულია 207-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში

მუხლი 189. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო ENTSO-E-თან მჭიდრო თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, გამანაწილებელ სისტემების და მოხმარების ბლოკების (რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის) ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, ასევე ამ თავის განხორციელების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატურ შეხვედრებს, პრობლემების და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, გამანაწილებელ სისტემების და მოხმარების ბლოკების (რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის) ქსელთან მიერთებისთვის საჭირო მოთხოვნების სრულყოფის თაობაზე.

მუხლი 190. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები

1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით.

2. კომერციული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, ვისზეც ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები.

3. კონფიდენციალური ინფორმაცია რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტში ნახსენები პირების, კომისიის თუ ორგანიზაციების მიერ მათი ვალდებულების ფარგლებში არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

4. კომისიამ ან სხვა პირებმა, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების განსახორციელებლად.

მუხლი 191. ძირითადი მოთხოვნები სიხშირესთან დაკავშირებით

1. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს და გამანაწილებელ სისტემებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და იმუშაონ სიხშირის დიაპაზონში და დროის პერიოდებში, რომელიც განსაზღვრულია დანართ №14-ში.

2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესაბამის გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეათანხმოს სიხშირის უფრო ფართო ზღვრები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ოპერირებისთვის. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ტექნიკურად მიზანშეწონილი იქნება, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს შესაბამისი თანხმობის გაცემა.

მუხლი 192. ძაბვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები

1. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს და გამანაწილებელ სისტემებს უნდა შეეძლოთ დარჩნენ მიერთებული ქსელთან და იმუშაონ ძაბვის დიაპაზონებში და დროის პერიოდებში რომელიც განსაზღვრულია დანართ №15-ში.

2. გამანაწილებელი სისტემის მოწყობილობა/დანადგარს, რომელიც მიერთებულია იმავე ძაბვაზე, რა ძაბვაზეც არის გამანაწილებელი სისტემის მიერთების წერტილი გადამცემ ქსელთან, უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და იმუშაონ ძაბვის დიაპაზონებში და დროის პერიოდებში რომელიც განსაზღვრულია დანართ №15-ში.

3. ძაბვის ფარგლები მიერთების წერტილში გამოსახული უნდა იქნეს ძაბვით, ფარდობით ერთეულებში. 400 კვ ძაბვის ქსელისთვის (ან მისი ალტერნატიული ფართოდ გამოყენებული 380 კვ ძაბვის დონისთვის), 1 ფ.ე. სიდიდე ტოლია 400 კვ-ის.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტს, გამანაწილებელ მოწყობილობას ან გამანაწილებელ სისტემას უნდა ჰჰქონდეს გარკვეულ ძაბვებზე ავტომატური გათიშვის უნარი. აღნიშნული ავტომატური გათიშვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის.

5. 110 კვ-ზე დაბალი ძაბვით გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა დააზუსტოს მიერთების წერტილში ძაბვის ფარგლები, რომლის ხანგრძლივი ვადით მუშაობაზე უნდა იყოს გათვლილი გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემები. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა დააპროექტონ იმავე ძაბვის საფეხურზე მიერთებული მათ მფლობელობაში არსებული მოწყობილობების შესაძლებლობები იმგვარად, რომ მათ დააკმაყოფილონ ამ მოწყობილობების გადამცემ ქსელზე მიერთების წერტილის ძაბვის ფარგლები.

 

მუხლი 193. მოკლე შერთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. საკუთარი გადამცემი ქსელის ელემენტების საპროექტო მოკლე შერთვის გაძლების უნარის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მაქსიმალური მოკლე შერთვის დენი მიერთების წერტილში, რომელსაც უნდა გაუძლოს გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა სისტემამ.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდოს მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის დენები, რომელიც მოსალოდნელია მიერთების წერტილში, როგორც ქსელის ეკვივალენტი.

3. დაუგეგმავი შემთხვევის შემდეგ, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს აღნიშნული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მყოფ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაუგეგმავი შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთ კვირაში, მაქსიმალური მოკლე შერთვის დენების ზღვრების ცვლილებების შესახებ, რომელსაც უნდა გაუძლოს ზემოაღნიშნული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მე-3 პუნქტში მითითებული ზღვარი თავისი მოწყობილობისთვის/გამანაწილებელი ქსელისთვის.

5. დაგეგმილ შემთხვევამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეატყობინოს აღნიშნული შემთხვევის ზეგავლენის ქვეშ მყოფ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაგეგმილ შემთხვევამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, მაქსიმალური მოკლე შერთვის დენების ზღვრების ცვლილებების შესახებ, რომელსაც უნდა გაუძლოს ზემოაღნიშნული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა პირველი პუნქტის შესაბამისად.

6. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს მე-5 პუნქტში მითითებული ზღვარი თავისი მოწყობილობისთვის/გამანაწილებელი ქსელისთვის.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოითხოვოს ინფორმაცია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოკლე შერთვის დენის სიდიდის აღნიშული მოწყობილობის ან ქსელის წვლილის თაობაზე. როგორც მინიმუმ, ქსელის პირდაპირი, უკუ და ნულოვანი მიმდევრობის ეკვივალენტური მოდელები უნდა იქნეს მიწოდებული და ნაჩვენები.

8. დაუგეგმავი შემთხვევის შემდეგ, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაუგეგმავი შემთხვევიდან არაუგვიანეს ერთ კვირაში, უნდა აცნობოს მოკლე შერთვაში მონაწილეობის დადგენილი ზღვრის გადაცდომის შესახებ.

9. დაგეგმილ შემთხვევამდე, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ დაგეგმილ შემთხვევამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე, უნდა აცნობოს მოკლე შერთვაში მონაწილეობის დადგენილი ზღვრის გადაცდომის შესახებ.

მუხლი 194. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან დაკავშირებით

1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელ სისტემებმა და მოხმარების ობიექტებმა უნდა შეინარჩუნონ თავიანთი დამყარებული რეჟიმი მიერთების წერტილებში რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონში, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მიღების და გაცემის ფაქტობრივი რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონი არ უნდა იყოს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტზე მეტი (0.9 სიმძლავრის კოეფიციენტი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების მფლობელისგან გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის წარმოდგენილია და გადამცემი ოპერატორის მიერ მიღებულია სისტემის ტექნიკური ან ფინანსური სარგებელი;

ბ) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სისტემის ტექნიკური ან ფინანსური სარგებელის ანალიზი წარმოდგენილია გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ერთობლივად. გადამცემ ქსელზე მიერთებული განაწილების სისტემებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ზღვარი ფაქტობრივი რეაქტიული სიმძლავრის მიღების და გაცემის არ უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე:

ბ.ა) მაქსიმალური მიღებული რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტს (0,9 სიმძლავრის კოეფიციენტი);

ბ.ბ) მაქსიმალური გაცემული რეაქტიული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს აქტიური სიმძლავრის 48 პროცენტს (0,9 სიმძლავრის კოეფიციენტი);

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ ანალიზის ფარგლებზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს შესაძლო გადაწყვეტილებები, მათ შორის, რეაქტიული სიმძლავრის გაცვლისთვის ოპტიმალური გადაწყვეტა, სისტემის კონკრეტული მახასიათებლების, სიმძლავრის გაცვლის ცვალებადი სტრუქტურის, ორმხრივი ნაკადების და გამანაწილებელ სისტემაში რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით.

დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა დააწესოს სიმძლავრის კოეფიციენტის გარდა სხვა მაჩვენებლების გამოყენება, რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონის განსაზღვრისთვის.

ე) რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონთან დაკავშირებული მოთხოვნილი სიდიდეები უნდა იყოს დაკმაყოფილებული მიერთების წერტილში;

ვ) „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გადავადებისათვის, იქ, სადაც მიერთების წერტილი განაწილებულია ელექტროსადგურსა და მოხმარების ობიექტს შორის, ეკვივალენტური მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს მიერთების წერტილში, შესაბამისი შეთანხმების ან ეროვნულ კანონმდებლობის თანახმად.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემებს მიერთების წერტილში ჰქონდეთ უნარი არ განახორციელონ რეაქტიული სიმძლავრის გაცემა (1 ფ.ე. ბაზისური ძაბვის დროს) აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური მიღების შესაძლებლობების 25%-ზე ნაკლები ნაკადის შემთხვევაში. კომისიას საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს, გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ მოთხოვნის დასაბუთება გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ერთობლივი ანალიზის მეშვეობით. თუ მოთხოვნა არ იქნება დასაბუთებული ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ აუცილებელ მოთხოვნებზე ერთობლივი ანალიზის შედეგების საფუძველზე.

3. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული პირობების დაურღვევლად, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემას, რომ მთლიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის სასარგებლოდ აქტიურად არეგულიროს რეაქტიული სიმძლავრის გადადინება მიერთების წერტილში. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მეთოდზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ელექტრომომარაგების უსაფრთხოებისა და საიმედოობის საჭირო დონე ორივე მხარისთვის. ზემოთხსენებული მაჩვენებლების საჭირო დონის დადასტურება უნდა მოიცავდეს სამოქმედო გეგმას, რომელშიც მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულია ნაბიჯები და ვადები.

4. მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადამცემი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს, რომ ამ უკანასკნელმა გაითვალისწინოს მის გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა რეაქტიული სიმძლავრის მართვისას.

მუხლი 195. დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს გადამცემი ქსელის დაცვისთვის საჭირო მოწყობილობები და პარამეტრები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით. გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტთან ან გამანაწილებელ სისტემასთან დაკავშირებული დაცვის სქემები და პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის.

2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ელექტრულ დაცვას უპირატესი მნიშვნელობა უნდა ჰჰქონდეს ოპერატიული კონტროლის საშუალებებზე სისტემის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და პერსონალის და საზოგადოების დაცვის გათვალისწინებით.

3. დაცვის სქემის მოწყობილობები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

(ა) მოკლე შერთვა დაცვის მოქმედების ზონაში და ზონის გარეთ;

(ბ) მაღალი და დაბალი ძაბვა გადამცემ სისტემასთან მიერთების წერტილში;

(გ) სიხშირის აწევა და დაწევა;

(დ) მოხმარების წრედის დაცვა;

(ე) ბლოკის ტრანსფორმატორის დაცვა; და

(ვ) დაცვის და გამანაწილებელი მოწყობილობის გაუმართაობის რეზერვირება.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის სქემებში ნებისმიერ ცვლილებზე, და გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის სქემების მოწყობაზე.

მუხლი 196. კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემები და პარამეტრები სისტემის უსაფრთხოების მიზნით.

2. ეს შეთანხმება უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ელემენტებს:

(ა) ქსელის ოპერირებას იზოლირებულ რეჟიმში;

(ბ) რხევების ჩახშობას;

(გ) შეშფოთებებს გადამცემ ქსელში;

(დ) ავტომატურ გადართვას ავარიულ კვებაზე და ქსელის ნორმალური ტოპოლოგიის აღდგენას; და

(ე) ამომრთველის ავტომატურ განმეორებით ჩართვას (აგჩ) (1-ფაზა მოკლე შერთვაზე).

3. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმებულ უნდა იქნეს ნებისმიერი ცვლილება გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის სხვადასხვა კონტროლის მოწყობილობების სქემებსა და პარამეტრებში სისტემის უსაფრთხოების მიზნით.

4. დაცვის და კონტროლის პრიორიტეტების მინიჭებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს თავიანთი გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვის და კონტროლის მოწყობილობების მონტაჟი, ქვემოთ მითითებული პრიორიტეტულობის დაცვით, რომელიც დალაგებულია მნიშვნელობის კლებადობით:

ა) გადამცემი ქსელის დაცვა;

ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის დაცვა.

ბ) სიხშირის კონტროლი (აქტიური სიმძლავრის რეგულირება); და

გ) სიმძლავრის შეზღუდვა.

მუხლი 197. ინფორმაციის გაცვლა

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები აღჭურვილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით, განსაზღვრული პერიოდულობით. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

2. გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით განსაზღვრული პერიოდულობით. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები. გადამცემი სისტემის ოპერატორმა მის მიერ განსაზღვრული სტანდარტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს.

მუხლი 198. მოხმარების მოწყობილობის გამორთვა და მოხმარების ხელახლა მიერთება

1.გადამცემ ქსელზე მიერთებული ყველა მოხმარების ობიექტი და გამანაწილებელი სისტემა, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ მოთხოვნებს საგ-ის ფუნქციონალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული თითოეული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და სადაც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი, ვალდებულია უზრუნველყოს „დაბალი სიხშირის“ შემთხვევაში მათი მოხმარების ობიექტის განსაზღვრული პროპორციით ავტომატური გამორთვის შესაძლებლობები. გამორთვის გამშვები სიგნალი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შესაძლოა დაფუძნებული იყოს დაბალი სიხშირის და სიხშირის ცვლილების სიჩქარის კომბინაციაზე.

ბ) საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები უნდა იძლეოდეს მომხმარებლების საფეხურებრივ გამორთვის საშუალებას მუშა სიხშირეების ფარგლებში.

გ) საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები უნდა აძლევდეს მუშაობის საშუალებას შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ნომინალურ ცვლად დენზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

გ.ა) სიხშირის დიაპაზონი: მინიმუმ 47‐50 ჰც, რეგულირებადი 0.05 ჰც-ის საფეხურით;

გ.ბ) ოპერირების დრო: არაუმეტეს 450 მილიწამისა სიხშირის დანაყენის გაშვების შემდეგ;

გ.გ) ძაბვის ბლოკირება: ბლოკირება შესაძლებელი უნდა იყოს ძაბვის არსებობისას ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის 30-90% ფარგლებში; და

გ.დ) უზრუნველყოს აქტიური სიმძლავრის ნაკადის მიმართულება გამორთვის წერტილთან.

დ) ცვლადი დენის ძაბვის წყარო, რომელიც გამოყენებულია საგ-ების ფუნქციური შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქსელიდან სიხშირის სიგნალის გაზომვის წერტილში, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმგვარად, რომ საგ-ის ფუნქციური შესაძლებლობის მკვებავი ძაბვა ეკვივალენტურია ქსელის ძაბვის.

2. დძაგ-ის ფუნქციონალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, უნდა გავრცელდეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით შესაძლოა განსაზღვროს დძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობისთვის;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელთან კოორდინაციით შესაძლოა განსაზღვროს დძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტისთვის;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, სავალდებულოა გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირების და დძაგ-ის განხორციელება;

დ) თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი გადაწყვეტს განახორციელოს მძაგ-ის ფუნქციური შესაძლებლობა, როგორც დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირების ასევე მძაგ-ის მოწყობილობები დამონტაჟებულ უნდა იქნეს შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით;

ე) დძაგ-ის მეთოდი უნდა განხორციელდეს რელეს მეშვეობით ან ეროვნული სადისპეტჩეროს ცენტრის ინიციატივით;

ვ) დძაგ-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ვ.ა) დძაგ-ის ფუნქციონალური შესაძლებლობები ახორციელებს ძაბვის მონიტორინგს სამივე ფაზის გაზომვის გზით;

ვ.ბ) რელეების მუშაობის ბლოკირება დაფუძნებული უნდა იყოს აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მიმართულებაზე.

3. დატვირთვის ქვეშ რეგულირების ბლოკირებასთან დაკავშირებით ვრცელდება შემდეგი მოთხოვნები:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემ ქსელზე მიერთებულ ტრანსფორმატორს უნდა ჰჰქონდეს დატვირთვის ქვეშ რეგულირების ავტომატური ან ხელით ბლოკირების უნარი;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს დატვირთვის ქვეშ რეგულირების ავტომატური ბლოკირების ფუნქციური შესაძლებლობა.

4. გადამცემ ქსელთან მიერთებული ყველა მოხმარების ობიექტი და გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვასთან ან ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით:

ა) გამორთვის შემდეგ ხელახლა ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პირობა, რომლის საფუძველზეც გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტს ან გამანაწილებელ სისტემას ექნება გადამცემ ქსელთან ხელახლა მიერთების უფლება. ხელახლა მიერთების ავტომატური სისტემების დამონტაჟება უნდა მოხდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის წინასწარი ნებართვის საფუძველზე;

ბ) გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი ქსელის ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა და გადამცემ ქსელთან მიერთებულმა გამანაწილებელმა სისტემამ უნდა შეძლოს სიხშირეების სინქრონიზაცია 191-ე მუხლში მითითებულ ფარგლებში. გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა შეთანხმდნენ სინქრონიზაციის მოწყობილობების პარამეტრებზე გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი სისტემის მიერთებამდე, მათ შორის,, როგორიცაა ძაბვა, სიხშირე, ფაზის ძვრის კუთხის ფარგლები, ძაბვის და სიხშირის გადახრა;

გ) გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტს ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობას უნდა ჰჰქონდეს გადამცემი ქსელიდან დისტანციური გამორთვის შესაძლებლობები გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში. მოთხოვნის შემთხვევაში, ბლოკური დატვირთვისთვის მომზადების კუთხით სისტემის კონფიგურაციის შეცვლისთვის საჭირო ავტომატური გამორთვის მოწყობილობა უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა.

მუხლი 199. ენერგიის ხარისხი

გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მათმა მიერთებამ ქსელთან არ გამოიწვიოს მიერთების წერტილთან ქსელის მკვებავი ძაბვის დამახინჯება ან გადახრა განსაზღვრულ დონემდე. დამახინჯების დონე არ უნდა აღემატებოდეს, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მათთვის განსაზღვრულ დონეს (რომელიც ეფუძნება ამ წესებს). გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოახდინოს ენერგიის ხარისხის საკუთარი მოთხოვნების კოორდინაცია მეზობელი გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნებთან.

მუხლი 200. მოდელები

1.გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტებმა და გამანაწილებელმა სისტემებმა უნდა დააკმაყოფილონ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მოცემული მოთხოვნები იმიტაციურ მოდელებთან ან ეკვივალენტურ ინფორმაციასთან დაკავშირებით:

2.თითოეულ გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოითხოვოს მოდელები ან ეკვივალენტური ინფორმაცია, რომელიც ასახავს გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის ან ორივე მათგანის ქცევას დამყარებულ და დინამიურ რეჟიმებში.

3.გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ზემოაღნიშნული მოდელების ან ეკვივალენტური ინფორმაციის შემცველობა და ფორმატი, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) სტაბილურ და დინამიურ რეჟიმებს, 50 ჰერცის კომპონენტის ჩათვლით;

ბ) ელექტრომაგნიტური გარდამავალი პროცესის სიმულაციას მიერთების წერტილზე;

გ) სტრუქტურულ და ბლოკურ დიაგრამებს.

4. დინამიკური სიმულაციის მიზნებისთვის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი მოდელი ან ეკვივალენტური ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ქვემოდელებს ან ეკვივალენტურ ინფორმაციას:

ა) სიმძლავრის კონტროლს;

ბ) ძაბვის კონტროლს;

გ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი სისტემის დაცვის მოდელებს;

დ) შემადგენელი მოხმარების ტიპებს, სადაც იგულისხმება მოხმარების ელექტროტექნიკური მახასიათებლები; და

ე) გარდამქმნელის მოდელებს.

5. შესაბამისი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, მოთხოვნები გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტების ან გადამცემ ქსელთან მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების ან ორივე მათგანის ჩანაწერების ხარისხთან დაკავშირებით, მოდელის აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების მიზნით. 

მუხლი 201 . ძირითადი დებულებები - ოპერატიული შეტყობინების პროცედურა

1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა გადამცემ ქსელზე მისაერთებელი თითოეული ახალი მოხმარების ობიექტისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობისათვის და გამანაწილებელი სისტემისთვის უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინებას (EON);

ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინებას (ION); და

გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინებას (FON).

2. თითოეულმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, რომლებზეც ვრცელდება 191-205-ე მუხლებში შემავალი ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, უნდა დაუდასტუროს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 191-205-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელებით თითოეული გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის და გამანაწილებელი სისტემის მიერთებასთან დაკავშირებით, როგორც განსაზღვრულია 202-205-ე მუხლებში.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპერატიული შეტყობინების პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები.

 

მუხლი 202. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON)

1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილისთვის.

2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მომზადების დასრულების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის დადებულ შეთანხმებას მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვის და კონტროლის დანაყენების შესახებ.

მუხლი 203. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION)

1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ანიჭებს უფლებას მოახდინოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და შესაბამისად სიმძლავრის გენერაცია ქსელზე მიერთების გამოყენებით, შეზღუდული დროით.

2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში, ამ მუხლის მოთხოვნის შესაბამისად.

3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოწოდება:

 (ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი;

(ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ქსელთან მიერთების კუთხით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

(გ) ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებთან, გამანაწილებელ მოწყობილობებთან ან გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით გაცემული მოწყობილობა-დანადგარის სერტიფიკატები. რომელიც წარმოადგენს შესაბამისობის ნაწილს.

(დ) სიმულაციურ მოდელებს, როგორც მითითებულია 200-ე მუხლში და როგორც მოითხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

(ე) 222-ე, 225-ე და 226-ე მუხლების მოთხოვნები შესაბამისი მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმების შესრულების ხარისხის კვლევები; და

(ვ) შესაბამისობის ტესტების პრაქტიკული მეთოდების დეტალები, 215-220-ე მუხლების შესაბამისად.

4. მაქსიმალური პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი შეინარჩუნებს შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუს უნდა იყოს 24 თვე. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების უფრო ხანმოკლე მოქმედების ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არსებით პროგრესს მიაღწევს სრული შესაბამისობის მიმართულებით. გადაუჭრელი საკითხები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული გახანგრძლივების მოთხოვნის მომენტში.

5. გახანგრძლივებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია შეინარჩუნოს შუალედური ოპერატიული შეტყობინება გარდა მეოთხე პუნქტით დადგენილი პერიოდისა, შესაძლოა მიღწეულ იქნეს თუკი გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წაყენებული გადავადების მოთხოვა გაკეთდა ამ პერიოდის ამოწურვამდე 229-ე მუხლში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 204. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON)

1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელს ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლებას აძლევს მოახდინოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირება ქსელთან კავშირის გამოყენებით.

2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გაიცეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, შუალედური ოპერატიული შეტყობინების მიზნით განსაზღვრული ყველა შეუთავსებლობის წინასწარი აღმოფხვრის შემდეგ და ამ მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი მონაცემთა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემთხვევაში.

3. მონაცემების და კვლევების ანალიზის მიზნით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი:

ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი; და

ბ) გამოყენებული ტექნიკური მონაცემების სიმულაციური მოდელების და კვლევების განახლებული ვერსია, რომელიც მითითებულია 203-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „დ“ და“ე“ პუნქტებში , მათ შორის, ტესტირების დროს გაზომილი ფაქტობრივი სიდიდეების გამოყენება.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემასთან დაკავშირებით შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, გამონაკლისის უფლება გაიცემა გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე, 229-234-ე მუხლებში აღწერილი გამონაკლისის დაშვების პროცედურის შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა ან გამანაწილებელი სისტემა აკმაყოფილებს გადავადების დებულებებს.

5. გადავადების მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს ნება არ დართოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირების, სანამ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი და გადამცემი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, გამანაწილებელი მოწყობილობა ან გამანაწილებელი სისტემა აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს.

6. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერ გადაწყვეტენ შეუსაბამობის საკითხს გონივრულ დროში, მაგრამ გადავადების მოთხოვნაზე უარის თქმის შეტყობინების გაცემიდან არაუგვიანეს ექვსი თვის ვადაში თითოეულ მხარეს შეუძლია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს კომისიას.

მუხლი 205. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელები ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები, რომელსაც გადაეცა საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან ავარიული ინციდენტის შემდეგ არაუგვიანეს 24 საათისა დაუყოვნებლივ აცნობოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებების შესახებ:

ა) მოწყობილობა-დანადგარები დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან მოდიფიკაციას ან შესაძლებლობის იმგვარად დაკარგვას, რაც გავლენას ახდენს მისი შესრულების ხარისხზე; ან

ბ) ადგილი აქვს მოწყობილობის გაუმართაობას, რის გამოც შეუძლებელია ცალკეული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მოლოდინით 1 პუნქტით აღწერილი გარემოებები გასტანს სამ თვეზე მეტ ხანს.

3. LON გაიცემა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით:

(ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას;

(ბ) პასუხისმგებლობები და საკითხების სავარაუდო გადაჭრის ვადები; და

(გ)შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. გაცემული საწყისი პერიოდი შესაძლებელია იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დაკმაყოფილდება წარმოდგენილი მტკიცებულებით, რის თანახმადაც მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდში, იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON).

5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის გაკეთებული გადავადების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა ამ პერიოდის ამოწურვამდე, 229-234-ე მუხლებში მითითებული გადავადების პროცედურის შესაბამისად.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის სისტემაში მუშაობაზე, შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. ასეთ შემთხვევებში საბოლო ოპერატიული შეტყობინება ავტომატურად კარგავს შესრულების ხარისხს.

7. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გახანგრძლივების უფლებას მე-5 პუნქტის შესაბამისად ან არ დაუშვებს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერირებას შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან მე-6 პუნქტის შესაბამისად, გადამცემ ქსელზე მიერთებული მომხმარებლი, მოწყობილობის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად გადაცეს კომისიას გადამცემი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების თაობაზე ზემოთხსენებული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეტყობინების უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესაძლოა შეთანხმებული იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, რაც დამოკიდებულია ცვლილების (ინციდენტის შედეგად) ბუნებაზე.

 

 

მუხლი 206. ძირითადი დებულებები - სისტემის ოპერატორების მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების უზრუნველსაყოფად, მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ქსელთან მიერთება

1. სისტემის ოპერატორებისთვის მიწოდებული მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების სახით:

(ა) დისტანციურად მართვადი:

ა.ა) მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის კონტროლზე;

ა.ბ) მოხმარების საპასუხო რეაქცია რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე;

ა.გ) მოხმარების რეაქცია გადაცემის შეზღუდვის მართვაზე.

(ბ) ავტონომიურად მართვადი:

ბ.ა) მოხმარების საპასუხო რეაქცია სისტემის სიხშირის კონტროლზე;

ბ.ბ) მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედ კონტროლზე.

2. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა უზრუნველყონ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამისი სისტემის ოპერატორებისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის. მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს ერთობლივად ან ცალ ცალკე, დატვირთვის სიმძლავრის ცვლილებას დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით.

3. პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიები და ეს წესები ხელს არ უშლის სხვა კატეგორიის შემუშავებას. ეს წესებიარ ვრცელდება მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებაზე, რომლებიც გაწეულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან განსხვავებული ორგანოსთვის.

მუხლი 207. კონკრეტული დებულებები მოხმარების ბლოკის აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე და გადაცემის შეზღუდვის მართვაზე

1. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა შესთავაზონ შესაბამისი სისტემის ოპერატორებს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს მოხმარების საპასუხო რეაქცია აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადაცემის შეზღუდვის მართვაზე.

2. მოხმარების ბლოკის საპასუხო რეაქცია აქტიური/რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადაცემის შეზღუდვის მართვაზე ინდივიდუალურად, ან თუკი ის არ წარმოადგენს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაწილს - ერთობლივად როგორც მოხმარების აგრეგირების ნაწილი მესამე მხარის მეშვეობით - უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

(ა) უნდა შეძლოს მუშაობა 191-ე მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ სიხშირის ზღვრებში და 191-ე მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილ გაფართოებულ ზღვრებში;

(ბ) უნდა შეძლოს მუშაობა 192-ე მუხლით დადგენილი ძაბვის ზღვრებში, თუ მიერთებულია 113 კვ-ზე ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე;

(გ) შეძლოს მუშაობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სისტემის ნომინალურ სამუშაო ძაბვაზე, მიერთების წერტილში, თუ მიერთებულია 113 კვ-ზე ქვემოთ. ეს ზღვრები უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტანდარტებს და დამტკიცებამდე გადიოდეს კონსულტაციას 185-ე მუხლის თანახმად შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

 (დ)შეძლოს ქსელიდან სიმძლავრის მოხმარების კონტროლი, კონტრაქტით დადგენილ ფარგლებში პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის გავლით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ;

(ე)უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი სისტემის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მისაღებად, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის გავლით, იმისათვის რომ შეცვალონ საკუთარი მოხმარება და გადასცენ საჭირო ინფორმაცია. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს დამტკიცებული ტექნიკური სპეციფიკაციები, რათა შესაძლებელი გახდეს ინფორმაციის გადაცემა. მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

 (ვ)უნდა შეძლოს საკუთარი სიმძლავრის მოხმარების დარეგულირება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილ დროის პერიოდში. მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

(ზ)უნდა შეძლოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ინსტრუქციის სრულად შესრულება, რომელიც ეხება საკუთარი სიმძლავრის მოხმარების ცვლილებას ელექტრული დაცვების უსაფრთხოების ფარგლებში, თუკი საკუთარი მოხმარების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული მეთოდი ხელშეკრულებით არაა შეთანხმებული შესაბამის სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან (მათ შორის, მესამე მხარის გავლით დაჯგუფებული მოხმარების ობიექტების მოხმარება);

 (თ) როდესაც ადგილი აქვს სიმძლავრის მოხმარებაში ცვლილებას აღნიშნული ცვლილებისთვის განსაზღვრული დროით, ელექტრული დაცვის უსაფრთხოების შესაბამის ფარგლებში, უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ მოხმარების დატვირთვის ცვლილება რომელიც გამოიყენება მომსახურების გაწევისთვის, თუკი ეს მოთხოვნილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა თუკი არ მოქმედებს შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან ხელშეკრულებით შეთანხმებული მეთოდი საკუთარი მოხმარების ჩანაცვლების თაობაზე (მათ შორის, მესამე მხარის გავლით დაჯგუფებული მოხმარების ობიექტების მოხმარება). ინსტრუქციას სიმძლავრის მოხმარების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაძლოა ჰჰქონდეს მყისიერი ან დროში დაყოვნებული ეფექტი;

 (ი)აცნობოს შესაბამის სისტემისი ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს მოხმარების საპასუხო რეაქციის სიმძლავრის ცვლილების შესახებ. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს შეტყობინების პირობები;

(კ) სადაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, განკარგულებას გასცემს სიმძლავრის მოხმარების ცვლილებაზე, ნება უნდა დართოს საკუთარი მოხმარების ნაწილის ცვლილებაზე იმ ინსტრუქციის საპასუხოდ, რომელიც გაცემულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებული ზღვრების ფარგლებში და მოხმარების ბლოკის პარამეტრების შესაბამისად;

ლ)უნდა ჰჰქონდეს მდგრადობის უნარი, რაც გულისხმობს სისტემასთან კავშირის შენარჩუნებას, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიდიდემდე არსებულ სიხშირის ცვლილების სიჩქარის შემთხვევაში. მდგრადობის უნართან დაკავშირებით სიხშირის ცვლილების სიჩქარის სიდიდე უნდა იყოს გაანგარიშებული 500 მილიწამამდე დროის ინტერვალებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

მ) თუკი სიხშირის ან ძაბვის კონტროლის ან ორივეს მეშვეობით განსაზღვრულია სიმძლავრის მოხმარების ცვლილება და შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილია განგაშის-წინა სიგნალი, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საშუალებებით, პირდაპირ ან ირიბად, მესამე მხარის მეშვეობით, შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მისაღებად სიხშირის ან ძაბვის ან ორივეს გაზომვის, მოხმარების გამორთვის ბრძანების და ინფორმაციის გადაცემის მიზნით. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დამტკიცებული ტექნიკური სპეციფიკაციები, რათა შესაძლებელი გახდეს ამ ინფორმაციის გადაცემა. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. სტატიკური კომპენსატორის მოწყობილობის გამორთვის ან ხელმეორედ ჩართვის მეშვეობით ძაბვის რეგულირებისთვის, თითოეულმა გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა ან დახურულმა გამანაწილებელმა სისტემამ უნდა შეძლოს თავიანთი სტატიკური საკომპენსაციო მოწყობილობის ჩართვა ან გამორთვა, პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მოხმარების აგრეგირების ნაწილი მესამე მხარის მეშვეობით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადაცემული ინსტრუქციის საპასუხოდ ან გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მოხმარების ობიექტის მფლობელს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად.

მუხლი 208. მოხმარების ბლოკის მიმართ განსაზღვრული დებულებები მოხმარების საპასუხო რეაქციის სისტემის სიხშირის რეგულირებასთან დაკავშირებით

1. მოხმარების ობიექტებმა და დახურულ გამანაწილებელმა სისტემებმა შესაძლოა შესთავაზოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადაცემის სისტემის ოპერატორს სიხშირის რეგულირების საპასუხო რეაქცია.

2. სიხშირის რეგულირების საპასუხო რეაქციის სისტემის მქონე მოხმარების ბლოკები, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს ინდივიდუალურად ან, თუ ის არ წამოადგენს გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტის ნაწილს, ერთობლივად, როგორც მესამე მხარის საშუალებით მოხმარების აგრეგირების ნაწილს:

(ა) უნდა შეძლოს მუშაობა მუხლი 191-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სიხშირის ზღვრებში და მუხლი 191 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ გაფართოებულ ზღვრებში;

(ბ) უნდა შეძლოს მუშაობა 192-ე მუხლით დადგენილი ძაბვის ზღვრებში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ან უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე;

გ) შეძლოს მუშაობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სისტემის ნომინალურ სამუშაო ძაბვაზე, მიერთების წერტილში, თუ მიერთებულია 110 კვ-ზე ქვემოთ. ეს ზღვრები უნდა ითვალისწინებდეს არსებულ სტანდარტებს და დამტკიცებამდე გადიოდეს კონსულტაციას 185-ე მუხლის თანახმად შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) აღჭურვილი უნდა იყოს მართვის სისტემით, რომელიც არ იმუშავებს ნომინალური სისტემის სიხშირის 50 ჰერცის მახლობლად მკვდარ ზონაში, რომლის ფარგლებიც განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონული ზონის სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

ე) უნდა ჰჰქონდეს უნარი, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული სიხშირის მკვდარი ზონის ფარგლებში აღდგენის შემდეგ, მოახდინოს დაყოვნება დროის შემთხვევით შერჩეული სიდიდით 5 წუთამდე, ნორმალური სამუშაო პირობების აღდგენამდე.

ნომინალური 50 ჰერცის სიდიდიდან სიხშირის მაქსიმალური გადახრა, რომლის დროსაც ამოქმედდება მოხმარების საპასუხო რეაქცია, განსაზღვრული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონულ ზონაში მყოფი სხვა სისტემის ოპერატორებთან შეთანხმებით. 110 კვ-ზე დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ბლოკისთვის, რომელიც მიერთებულია 110 კვ ძაბვაზე ქვემოთ, აღნიშნული სპეციფიკაციები 185-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე უნდა გადიოდეს კონსულტაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 188-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

მოხმარება უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს ნომინალური (50 ჰერცის) სიხშირის მკვდარი ზონის ქვემოთ ან ზემოთ სისტემის სიხშირის გადახრის შემთხვევაში;

ვ) უნდა იყოს აღჭურვილი კონტროლერით, რომელიც ზომავს სისტემის სიხშირის ფაქტობრივ სიდიდეს. გაზომვები უნდა წარმოებდეს არაუგვიანეს 0,2 წამში ერთხელ;

ზ) უნდა აღიქვას სისტემაში სიხშირის 0,01 ჰერცით ცვლილება, რათა განახორციელოს სისტემის წრფივი პროპორციული რეაგირება, მოხმარების საპასუხო რეაქციის სისტემის სიხშირის კონტროლის მგრძნობიარობის, სიხშირის გაზომვების სიზუსტის და მოხმარების შემდგომი ცვლილების კუთხით.

3. ერთეულ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ უნარი სწრაფად აღმოაჩინონ და იმოქმედონ სისტემის სიხშირის ცვლილებისას, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სინქრონული ზონის სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით. დამყარებულ რეჟიმში სიხშირის გაზომვიდან გადახრა დასაშვებია 0.05 ჰერცამდე.

 

მუხლი 209. სპეციალური მოთხოვნები მოხმარების საპასუხო რეაქციის მიერ აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი რეგულირების მქონე მოხმარების ბლოკის მიმართ

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი შესაბამისი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით შესაძლოა შეთანხმდეს მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან (მათ შორის,, მაგრამ არა მხოლოდ, მესამე მხარის მეშვეობით) ხელშეკრულებაზე მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი რეგულირების უზრუნველყოფისთვის;

2) თუ ადგილი აქვს პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებას, მაშინ მასში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) აქტიური სიმძლავრის ცვლილება სიხშირის ცვლილების სიჩქარეზე დამოკიდებულებით, აღნიშნული ტიპის კონტროლში მონაწილე დატვირთვის შესაბამისი ნაწილისთვის;

ბ) მართვის სისტემის მუშაობის პრინციპი და მასთან დაკავშირებული შესრულების ხარისხის პარამეტრები;

გ) რეაგირების დრო აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი ცვლილებისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წამს.

მუხლი 210. ძირითადი დებულებები - ოპერატიული შეტყობინების პროცედურა

1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მოხმარების ბლოკებისთვის, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის უზრუნველყოფისათვის კლასიფიცირდება შემდეგ სახეებად:

(ა) მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკი, რომელიც მიერთებულია 1 000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე;

ბ) მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკი, რომელიც მიერთებულია 1 000 ვოლტზე მაღალ ძაბვაზე;

2. თითოეული მოხმარების ობიექტის მფლობელმა, ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოხმარების საპასუხო რეაქციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, უნდა დაუდასტუროს ტექნიკურ პროექტირებასთან და ექსპულატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების უნარი, როგორც ეს განსაზღვრულია 203-206-ე მუხლების შესაბამისად.

3. მოხმარების ობიექტის მფლობელმა, ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების შეწყვეტის ან/და მოხმარების საპასუხო რეაქციის მოხმარების მქონე მოხმარების ბლოკის ქსელიდან სამუდამოდ გამორთვის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ. არსებული ინფორმაცია შესაძლოა გაერთიანდეს, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

4. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დამატებითი დეტალები ოპერატიული შეტყობინების პროცედურის შესახებ.

 

მუხლი 211. პროცედურები 1000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტების ან დახურულ გამანაწილებელ სისტემებში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის

1.მოხმარების ბლოკის ოპერატიული შეტყობინების პროცედურა, 1000 ვ ან უფრო დაბალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში, უნდა მოიცავდეს სამონტაჟო დოკუმენტს.

2.სამონტაჟო დოკუმენტის შაბლონი უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, და პირდაპირ ან ირიბად მესამე ხმარის გავლით შეათანხმოს დოკუმენტის შინაარსი გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

3.სამონტაჟო დოკუმენტის საფუძველზე, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია, პირდაპირ ან ირიბად მესამე მხარის მეშვეობით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს. წარდგენის თარიღი წინ უნდა უსწრებდეს ბაზარზე მოხმარების ბლოკის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას მოხმარების საპასუხო რეაქციის სიმძლავრის თაობაზე. სამონტაჟო დოკუმენტში მითითებულ მოთხოვნებში უნდა განირჩეოდეს კავშირის სხვადასხვა ტიპები და მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების სხვადასხვა კატეგორია.

4.მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მომდევნო მოხმარების ბლოკისთვის წარდგენილი უნდა იქნეს ინდივიდუალური სამონტაჟო დოკუმენტი.

5.ინდივიდუალური მოხმარების ბლოკის სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი შესაძლოა გაერთიანდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

6.სამონტაჟო დოკუმენტის შინაარსი უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ადგილმდებარეობას, სადაც მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკი, მიერთებულია ქსელთან;

 ბ) მოხმარების საპასუხო რეაქციის მაქსიმალურ სიმძლავრეს, კვტ-ში;

 გ) მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებების სახეს;

 დ) მოხმარების ბლოკის სერტიფიკატს და მოწყობილობის სერტიფიკატს, მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების შესაბამისად, ან ამგვარი ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში ეკვივალენტურ ინფორმაციას.

ე) მოხმარების ობიექტის მფლობელის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკონტაქტო ინფორმაციას, ან მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკის გამაერთიანებელი მესამე მხარის საკონტაქტო დეტალებს.

 

მუხლი 212. პროცედურები1000 ვ-ზე მაღალ ძაბვაზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებსა ან დახურულ გამანაწილებელ სისტემებში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის

1. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა 1000 ვოლტზე უფრო მაღალ ძაბვაზე მიერთებული მოხმარების ობიექტში ან დახურული გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების ბლოკისათვის უნდა მოიცავდეს მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკის დოკუმენტს (DSRUD). აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს თავსებადობის განცხადებას, რომელიც მოიცავს 216-227-ე მუხლებით განსაზღვრულ ინფორმაციას მოხმარების ობიექტებისთვის და დახურული გამანაწილებელი სისტემებისთვის, თუმცა 216-227-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები მოხმარების ობიექტებისა და დახურული გამანაწილებელი სისტემებისთვის შესაძლოა გამარტივდეს ოპერატიული შეტყობინების ერთი საფეხურის სახემდე, ისევე როგორც შემცირდეს მოცულობაში. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. მოხმარების ბლოკებმა უნდა წარმოადგინონ მოხმარების საპასუხო რეაქციის მქონე მოხმარების ბლოკის ინდივიდუალური დოკუმენტი (DSRUD).

მუხლი 213. მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა

1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა მოხმარების ობიექტის მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მათი მოხმარების ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების ან გამანაწილებელი სისტემების მიერ ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი რომელიც შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს უზრუნველყოფს მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით, უნდა უზრუნველყოს მოხმარების ბლოკის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2. თუკი ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემების მიერ გამოყენებულ მოხმარების ბლოკებზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შეუძლია მესამე მხარეს ნაწილობრივ ან სრულად დაავალოს ისეთი ამოცანების შესრულება, როგორიცაა კომუნიკაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან და თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოპოვება მოხმარების ობიექტის მფლობელებისგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისგან.

მესამე მხარეები განხილულ უნდა იქნენ როგორც ერთი მოხმარება შესაბამისი დოკუმენტაციის შეკრებისა და თავიანთი აგრეგირებული მოხმარების ობიექტებით ან აგრეგირებული დახურული გამანაწილებელი სისტემების ამ თავის დებულებებთან თავსებადობის დემონსტრირების უფლებით. მოხმარების ობიექტებმა და დახურულმა გამანაწილებელმა სისტემებმა, რომლებიც შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს უზრუნველყოფენ მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით, შესაძლოა იმოქმედონ ერთობლივად, მესამე მხარის მეშვეობით.

3. მესამე მხარეების მეშვეობით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მესამე მხარეები ვალდებული არიან მხოლოდ აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეთავაზებულ სრულ სერვისში ცვლილების თაობაზე, კონკრეტული მომსახურებების ადგილმდებარეობის გათვალისწინებთ.

4. თუკი მოთხოვნები მითითებულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ან განსაზღვრულია მის კონტროლში არსებული სისტემის ოპერირების მიზნით, ალტერნატიული ტესტები ან მოთხოვნები ტესტების შედეგების მიღების (აღიარების) თაობაზე შესაძლოა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

5. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის ნებისმიერი განზრახვა ტექნიკური შესაძლებლობების შეცვლის შესახებ, რომელსაც აქვს ზეგავლენა 212-223-ე მუხლების ჩათვლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობაზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და ასეთი მოდიფიკაციის განხორციელებამდე შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დროის ინტერვალში.

6. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის ნებისმიერი საოპერაციო ინციდენტი ან დაზიანება, რომელსაც აქვს ზეგავლენა 215-226-ე მუხლების ჩათვლით წარმოდგენილ მოთხოვნებთან თავსებადობაზე, ამგვარი ინციდენტის დადგომიდან შესაძლო მოკლე დროში პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

7. ნებისმიერი დაგეგმილი ტესტირება და პროცედურა, რომლის მიზანია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის თავსებადობის დამოწმება ამ თავის მოთხოვნებთან, მათ დაწყებამდე, უნდა ეცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ დადგენილ და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ დამტკიცებულ დროის ფარგლებში.

8. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და ჩაიწეროს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის და მოხმარების ბლოკის შესრულების ხარისხი.

მუხლი 214. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის თავსებადობა ამ თავის მოთხოვნებთან, ქსელის შესაბამისი ელემენტების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ამ შეფასების შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს.

მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურების მიზნით გამოყენებული მოხმარების ბლოკის თავსებადობა უნდა შეფასდეს ერთობლივად გადამცემი სისტემის ოპერატორის და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, მოხმარების აგრეგირებაში მონაწილე მესამე მხარესთან კოორდინაციის გზით.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება უნდა ჰჰქონდეს მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს შესაბამისობის ტესტები და სიმულაციები განმეორებითი გეგმის, ძირითადი სქემის, ნებისმიერი დაზიანების, მოწყობილობის შეცვლის ან ჩანაცვლების შემდეგ, რასაც შესაძლოა ზეგავლენა ჰჰქონდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, ასევე გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის მიერ ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. თავსებადობის ტესტების და სიმულაციების შედეგები უნდა ეცნობოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს.

3. წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების, ასევე მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ თავსებადობის პროცესის ფარგლებში დასაკმაყოფილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალი შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა გახადოს საჯარო. აღნიშნული სია უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას, დოკუმენტაციასა და მოთხოვნებს:

ა) მოხმარების ობიექტის მფლობელების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარსადგენ ყველანაირ დოკუმენტაციას და სერტიფიკატებს;

ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის და გამანაწილებელი სისტემის, ასევე მოხმარების ბლოკის მხრიდან მისაწოდებელი ტექნიკური მონაცემების დეტალებს ქსელთან მიერთებასთან ან ოპერირებასთან დაკავშირებით;

გ) მოთხოვნებს სისტემის სტატიკური და დინამიკური კვლევებისთვის საჭირო სიმულაციასთან დაკავშირებით;

დ) კვლევების ჩატარებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მიწოდების გრაფიკს;

ე) მოხმარების ობიექტის მფლობელის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომლებიც უჩვენებს დამყარებული რეჟიმის და მოსალოდნელ დინამიკურ მდგრადობას 223-225-ე მუხლების მოთხოვნებთან დაკავშირებით;

ვ) პირობებს და პროცედურებს, მათ შორის, აღწერილობას მოწყობილობის სერტიფიკატების რეგისტრაციისთვის; და

ზ) პირობებს და პროცედურებს, მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მხრიდან ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მოწყობილობის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს მოვალეობების განაწილება მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს და სისტემის ოპერატორს შორის თავსებადობის ტესტირებების სიმულაციის და მონიტორინგის პროცესისათვის.

 

5. შესაბამის სისტემის ოპერატორს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ გადააბაროს საკუთარი თავსებადობის ჩატარება მესამე მხარეს. ასეთ შემთხვევებში შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა შეასრულოს 190-ე მუხლის მოთხოვნები, მათ შორის, უფლებამოსილ მხარესთან ვალდებულება კონფიდენციალობის თაობაზე.

 

6. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს 191-212-ე მუხლებში მოცემული ოპერატიული შეტყობინება, თუ შესაბამისობის ტესტები ან სიმულაციები, შესაბამისი სისტემის ოპერატორთან დაკავშირებული მიზეზების გამო, შეუძლებელია შესრულდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს შორის შეთანხმების შესაბამისად.

მუხლი 215. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირების შესახებ

1. აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლზე ან გადამცემი ქსელის შეზღუდვების მართვაში მონაწილე გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტისა და გამანაწილებელი მოწყობილობის ან მოხმარების ბლოკის შესრულების ხარისხის ტესტირება უნდა ემსახურებოდეს ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების დადასტურებას.

2. ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს:

ა) ნება მისცეს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს ალტერნატიული ტესტები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები ეფექტური და საკმარისი იქნება მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მხრიდან ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად; და

ბ) მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული ტესტები, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის 216-დან 228-ე მუხლების დებულებების თანახმად მიწოდებული შესაბამისობის ტესტირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

3. მოხმარების ობიექტის მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჩაატაროს ტესტები 215-220-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს აღნიშნული ტესტების ჩატარება.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს თავსებადობის შემოწმებაში დისტანციურად ან ადგილზე, სისტემის ოპერატორის კონტროლის ცენტრიდან. ამ მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ტესტის სიგნალისა და გაზომვების ჩაწერისთვის საჭირო მონიტორინგის მოწყობილობა, ასევე, შემოწმების სრულ პერიოდში, ადგილზე მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისი წარმომადგენლების დასწრება. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ, შერჩეული ტესტებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩაწერის მიზნით. შესაბამის სისტემის ოპერატორს აქვს სრული თავისუფლება შემოწმებაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

მუხლი 216. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების გამორთვასა და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით

1. გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობებმა უნდა დააკმაყოფილონ გამორთვასა და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, 195-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად და უნდა დაექვემდებარონ ქვემოთ მითითებულ შესაბამისობის ტესტირებებს.

2. ქსელში მომხდარი შეშფოთების გამო გაუთვალისწინებელი გამორთვის შემდეგ ხელახლა მიერთების შესაძლებლობის შემოწმებასთან დაკავშირებით, ხელახლა მიერთება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროცედურის გავლით, სასურველია ავტომატიკის გამოყენებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ.

3. სინქრონიზაციის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს უნდა ჰჰქონდეს სინქრონიზაციის ტექნიკური შესაძლებლობები. ამ ტესტმა უნდა დაადასტუროს სინქრონიზაციის მოწყობილობის პარამეტრები. ეს ტესტი მოიცავს შემდეგ მაჩვენებლებს: ძაბვა, სიხშირე, ფაზური ძვრის კუთხის ფარგლები, ძაბვის და სიხშირის გადახრა.

4. დისტანციური გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, უნდა დაადასტუროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)იდან დისტანციური გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა.

5. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, უნდა გამოვლინდეს დაბალ სიხშირეზე დატვირთვის იმ პორციით გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოსაზღვრე გადამცემი სისტემის ოპერატორებთან კოორდინაციით, თუკი ეს განსაზღვრულია 198-ე მუხლის შესაბამისად.

6. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების ობიექტის გამორთვის რელეების ტესტირებასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს ნომინალურ ცვლადი დენის კვებაზე, 198-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად. ცვლადი დენის კვების წყარო უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა.

7. დაბალი ძაბვის დროს მოხმარების გამორთვის ტესტირებასთან დაკავშირებით, 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის შესაბამისად უნდა დადასტურდეს დაბალი ძაბვის დროს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ერთჯერად მოქმედებაზე დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის ძაბვის რეგულირების ბლოკირების კუთხით.

8. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

მუხლი 217. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობების ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით

1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის რეალურ დროში ან პერიოდულად გაცვლასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ უნდა დაადასტუროს 197-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის დაცვის ტექნიკური შესაძლებლობა.

2. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტით განსაზღვრული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

მუხლი 218. შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების გამორთვასთან და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტები უნდა აკმაყოფილებდეს 201-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს გამორთვასთან და ხელახლა მიერთებასთან დაკავშირებით და უნდა დაექვემდებაროს შესაბამისობის შესახებ ამ მუხლით განსაზღვრულ ტესტებს.

2. ქსელში დაუგეგმავი შეშფოთების გამო გამორთვის შემდეგ ხელახლა მიერთების შესაძლებლობის ტესტირებასთან დაკავშირებით, ხელახლა მიერთება უნდა განხორციელდეს ხელახლა მიერთების პროცედურის საფუძველზე, სასურველია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ავტორიზებული ავტომატიკით.

3. სინქრონიზაციის ტესტირებასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტმა უნდა დაადასტუროს სინქრონიზაციის ტექნიკური შესაძლებლობები. ეს ტესტი მოიცავს შემდეგს: ძაბვა, სიხშირე, ფაზური ძვრის კუთხის ფარგლებს, ძაბვის და სიხშირის გადახრა.

4. დისტანციური გამორთვის ტესტთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებულმა მოხმარების ობიექტმა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე და ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, უნდა დაადასტუროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილ(ებ)იდან დისტანციური გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა.

5. დაბალი სიხშირის დროს მოხმარების ობიექტის გამორთვის რელეების ტესტირებასთან დაკავშირებით, უნდა დადასტურდეს გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს ნომინალურ ცვლადი დენის კვებაზე, 198-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. ცვლადი დენის კვების წყარო უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა.

6. დაბალი ძაბვის დროს მოხმარების გამორთვის ტესტირებასთან დაკავშირებით, 198-ე მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის შესაბამისად უნდა დადასტურდეს დაბალი ძაბვის დროს გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა იმუშაოს 198-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ერთჯერად მოქმედებაზე დატვირთვის ქვეშ ტრანსფორმატორის ძაბვის რეგულირების ბლოკირების კუთხით.

7. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

მუხლი 219 . შესაბამისობის ტესტირებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების
მოწყობილობების ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით

1. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს შორის ინფორმაციის რეალურ დროში ან პერიოდულად გაცვლასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელზე მიერთებულმა გამანაწილებელმა მოწყობილობამ უნდა დაადასტუროს 197-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის დაცვის ტექნიკური შესაძლებლობა.

2. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველ პუნქტით განსაზღვრული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ აღნიშნული სერტიფიკატი წარდგენილი იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

მუხლი 220. მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის და გადამცემი ქსელის შეზღუდვების მართვის უნარის მქონე მოხმარების ბლოკის შესაბამისობის ტესტირებები

1. მოხმარების ცვლილების ტესტირებასთან დაკავშირებით:

ა) დადასტურებული უნდა იქნეს, მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის, გადამცემი სისტემის შეზღუდვების მართვის მიზნით, მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ტექნიკური შესაძლებლობა შეცვალოს სიმძლავრის მოხმარება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღების შემდეგ, იმ ფარგლებში, ხანგრძლივობით და დროის ინტერვალით, რომელიც შეთანხმებული და დადგენილია 207-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მეშვეობით მოხმარების აგრეგირების ნაწილი.

ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს ინსტრუქციით ან, ნაცვლად ამისა, სისტემური ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღების სიმულაციის გზითა და მოხმარების ობიექტში ან დახურულ გამანაწილებელ სისტემაში შემავალი მოხმარების სიმძლავრის კორექტირებით.

გ) ტესტირება ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ კმაყოფილდება სისტემის ოპერატორის ნ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წაყენებული პირობები.

დ) მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, რომ ის წარდგენილი იქნება შესაბამისი სისტემის ოპერატორთან ან გადამცემი სისტემის ოპერატორთან.

2. სტატიკური კომპენსაციის მოწყობილობის გამორთვის ან ხელმეორე ჩართვის ტესტირებასთან დაკავშირებით:

ა) დადასტურებული უნდა იქნეს, მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის კონტროლის, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის, გადამცემი სისტემის შეზღუდვების მართვის მიზნით, მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გამოყენებული მოხმარების ბლოკის ტექნიკური შესაძლებლობა გამორთოს, ხელმეორედ ჩართოს ან ორივე ერთად, საკუთარი სტატიკური კომპენსაციის მოწყობილობა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქციის მიღებისას, დროის იმ მოსალოდნელ ფარგლებში. რომელიც შესაბამისია 207-ე მუხლისა, ინდივიდუალურად ან ერთობლივად, როგორც მესამე მხარის მეშვეობით მოხმარების აგრეგირების ნაწილი.

ბ) ტესტირება უნდა ჩატარდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქტაჟის მიღების სიმულირებისა და სტატიკური კომპენსატორის შემდგომი გამორთვის და შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან ან გადამცემი სისტემის ოპერატორისგან ინსტრუქტაჟის მიღების სიმულირებისა და ზემოთხსენებული მოწყობილობის შემდგომი ხელმეორედ ჩართვის გზით.

 გ) ტესტირება ჩაითვლება ჩაბარებულად, თუ კმაყოფილდება შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ 207-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად წაყენებული პირობები.

მუხლი 221. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ

1. ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და დახურული გამანაწილებელი მოწყობილობის ან მოხმარების ობიექტის ფარგლებში მოხმარების საპასუხო რეაქციის კონტროლის უნარის მქონე მოხმარების ბლოკის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის შესრულების ხარისხის სიმულაციური მოდელის მიზანია დადგინდეს, სრულდება თუ არა ამ თავის მოთხოვნები.

2. სიმულაცია უნდა განხორციელდეს შემდეგ გარემოებებში:

ა) გადამცემ სისტემასთან ახალი კავშირის საჭიროებისას;

ბ) 209-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდა ახალ ერთეულ მოხმარებასთან, რომელიც გამოიყენება მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლით უზრუნველყოფის მიზნით;

გ) ადგილი აქვს მოწყობილობის შემდგომ განვითარებას, შეცვლას ან მოდერნიზაციას;

დ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ამ თავის მოთხოვნებთან სავარაუდო შეუსაბამობის შემთხვევაში.

3.შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია აღნიშნულ წესებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს:

ა) ნება დართოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს ალტერნატიული სიმულაციები, იმ პირობით, რომ ასეთი სიმულაციები ეფექტური და საკმარისი იქნება მოხმარების ობიექტის ან გამანაწილებელი სისტემის მხრიდან ამ თავის ან ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის;

ბ) მოთხოვოს მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული სიმულაციები იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისის სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია 222-224-ე მუხლებით განსაზღვრული თავსებადობის სიმულაციასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

4.გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები გადამცემ ქსელზე მიერთებული თითოეული მოხმარების ობიექტისთვის ან გამანაწილებელი მოწყობილობისთვის. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს სიმულაციის დამოწმებული მოდელი გადამცემ ქსელზე მიერთებული დატვირთვისა თუ გამანაწილებელი მოწყობილობისთვის. სიმულაციის მიზანი განსაზღვრულია მე-200 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.

5. მოწოდებული სიმულაციის შედეგების, სიმულაციის მოდელებისა და შესაბამისობის ტესტირების გაზომვების საფუძველზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, საკუთარი შესაბამისობის სიმულაციის განხორციელების გზით, უფლება აქვს შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა მოხმარების ობიექტი ან გამანაწილებელი სისტემა ამ თავის მოთხოვნებს.

6. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა მიაწოდოს ქსელის ტექნიკური მონაცემები და მოდელი იმ დეტალიზაციით, რაც საჭირო იქნება 222-224-ე მუხლების შესაბამისად მოთხოვნილი სიმულაციების განსახორციელებლად.

მუხლი 222. შესაბამისობის სიმულაციები გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელი მოწყობილობებისათვის

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი სისტემის ქსელის დამყარებული რეჟიმის ნაკადგანაწილების მოდელი გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა დატვირთვის და გენერაციის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის გაანგარიშებისათვის;

ბ) სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს დამყარებული რეჟიმის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის და გენერაციის კომბინაცია, რომელიც განაპირობებს რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს;

გ) 191-ე მუხლით განსაზღვრული სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს რეაქტიული სიმძლავრის გაცემის გაანგარიშება მიერთების წერტილში მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის მიღების შესაძლებლობის 25%-ზე ნაკლები აქტიური სიმძლავრის გადადინებისას.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა დაადგინოს მეთოდი 194-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის აქტიური კონტროლის შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებით;

3. სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები აჩვენებს194-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მუხლი 223. შესაბამისობის სიმულაციები გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტებისათვის

1. გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის არმქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) დადასტურებული უნდა იქნეს გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის არმქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა მიერთების წერტილში;

ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაკადგანაწილების მოდელი უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა დატვირთვის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის საანგარიშოდ. სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმები, რაც განაპირობებს მიერთების წერტილში რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის მინიმალურ და მაქსიმალურ დონეებს;

გ) სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები აჩვენებს 194-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. გადამცემ ქსელზე მიერთებული, ადგილობრივი გენერაციის მქონე მოხმარების ობიექტის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის ნაკადგანაწილების მოდელი უნდა იქნეს გამოყენებული სხვადასხვა დატვირთვის და გენერაციის პირობებში რეაქტიული სიმძლავრის გადადინების საანგარიშოდ;

ბ) სიმულაციის ნაწილი უნდა იყოს დატვირთვის და გენერაციის მინიმუმისა და მაქსიმუმის კომბინაცია, რომელიც განაპირობებს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მინიმალურ და მაქსიმალურ სიდიდეებს მიერთების წერტილში;

გ) სიმულაცია ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შედეგები გამოავლენს 194-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მუხლი 224. შესაბამისობის სიმულაციები მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის უნარის მქონე ერთეულ მომხმარებლებთან დაკავშირებით

1. მოხმარების საპასუხო რეაქციის აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის მიზნით მოხმარების ობიექტის მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებულმა მოხმარების ბლოკის მოდელმა, უნდა გამოავლინოს დაბალი სიხშირის შემთხვევაში მოხმარების ბლოკის მიერ აქტიური სიმძლავრის სწრაფმოქმედი კონტროლის ტექნიკური შესაძლებლობა, 209-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებში.

2. სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ აღნიშნული მოდელი გამოავლენს 209-ე მუხლში აღწერილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მუხლი 225 . შესაბამისობის მონიტორინგი გადამცემ ქსელზე მიერთებულ გამანაწილებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით

გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობებისადმი წაყენებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნები შესაბამისობის მონიტორინგთან დაკავშირებით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული გამანაწილებელი მოწყობილობა, აღჭურვილი უნდა იყოს 194-ე მუხლის შესაბამისად აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვისთვის საჭირო მოწყობილობებით; და

ბ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს ვადები შესაბამისობის მონიტორინგისთვის.

მუხლი 226. შესაბამისობის მონიტორინგი გადამცემ ქსელზე მიერთებულ მოხმარების ობიექტთან დაკავშირებით

გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისადმი წაყენებული რეაქტიული სიმძლავრის მოთხოვნები შესაბამისობის მონიტორინგთან დაკავშირებით:

ა) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტი, აღჭურვილი უნდა იყოს 194-ე მუხლის შესაბამისად აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომვისთვის საჭირო მოწყობილობებით; და

ბ) შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს ვადები შესაბამისობის მონიტორინგისთვის.

მუხლი 227. არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია

1. არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე ამ წესებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე 183-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებელის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ხელმისაწვდომ ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადავიდეს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებაზე მე-2-დან მე-5 პუნქტების შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას მოსალოდნელი სარგებელი აღემატება მოსალოდნელ ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალია, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატორმა აღარ უნდა გააგრძელოს რაოდენობრივი ანალიზი.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი იმ ნებისმიერი მოთხოვნისა, რომლის გავრცელებაც განიხილება არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელ მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე, რომელთაც აჩვენეს პოტენციური სარგებელი პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად.

3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეაჯამებს შედეგებს ანგარიშში, რომელიც უნდა:

(ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და რეკომენდაციებს შემდგომი მოქმედების შესახებ;

(ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა მოთხოვნების გასავრცელებლად არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან.

გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 189-ე მუხლის შესაბამისად.

4. საჯარო კონსულტაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს კონსულტაციის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებზე და გამანაწილებელი მოწყობილობებზე, არსებულ გამანაწილებელ სისტემებზე და არსებულ მოხმარების ბლოკებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. აღნიშნული ანგარიში და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და მოხმარების ობიექტის მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან საჭიროების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მისი შინაარსის შესახებ მესამე მხარეს.

5.გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს:

(ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას, რომლის მიზანია მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ სისტემის ოპერატორების და გადამცემი სისტემის ოპერატორების მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული არსებული გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტების და გამანაწილებელი მოწყობილობების, არსებული გამანაწილებელი სისტემების და არსებული მოხმარების ბლოკების მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილების დადასტურება.

(ბ)მოთხოვნების განხორციელების გარდამავალი პერიოდი, რომელიც ითვალისწინებს ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს, გამანაწილებელ სისტემებს და მოხმარების ბლოკების კლასებს, რომელსაც იყენებს მომხმარებლის ობიექტი ან დახურული გამანაწილებელი სისტემა, რათა წარუდგინოს მომხმარებლის საპასუხო რეაქციის მომსახურება შესაბამის სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ან/და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება გადაიარაღაბეის ეფექტურად განხორციელების კუთხით.

მუხლი 228. ხარჯსარგებლიაობის ანალიზის პრინციპები

1. მოხმარების ობიექტის მფლობელებმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა და დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია მუხლი 227-ისა და მუხლი 232-ის შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პერსპექტიული ოპერატორის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 231-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა დაეხმაროს და მონაწილეობა მიიღოს ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინოს მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პერსპექტიული ოპერატორის მიერ მოთხოვნილი საჭირო მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მოხმარების ობიექტის მფლობელთან ან პერპსექტიულ მფლობელთან ან გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან ან პერსპექტიულ ოპერატორთან.

2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა თავიანთი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ საანგარიშო პრინციპზე:

ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება;

ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე;

ა.გ) უკუგების განაკვეთი; და

ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო.

(ბ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა ასევე რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი კვების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

ბ.ა) ელექტრომომარაგების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

ბ.ბ) ელექტრომომარაგების ამგვარი შეწყვეტის ალბათობის ხარისხი და ხანგრძლივობა; და

ბ.გ) ელექტრომომარაგების ამგვარი შეწყვეტის საათობრივად დათვლილი სოციალური ღირებულება;

(გ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა, გამანაწილებელი/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პერსპექტიულმა ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს ელექტროენერგიის შიდა ბაზრის, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციის სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ:

გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს;

გ.ბ) საბალანსო რეზერვებს;

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას;

გ.დ) გადატვირთვის მართვას; და

გ.ე) სისტემის დაცვის ზომებს.

(დ)გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს გადამცემ ქსელზე მიერთებულ არსებულ მოხმარების ობიექტებზე, გამანაწილებელ მოწყობილობებზე, გამანაწილებელ სისტემებზე ან მოხმარების ბლოკებზე აუცილებელი წესების გავრცელების ხარჯები, მათ შორის, მინიმუმ:

დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე;

დ.ბ) ალტერნატიული ხარჯები; და/ან

დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები.

მუხლი 229. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება

კომისიას შეუძლია მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს/დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან პოტენციურ ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიანიჭოს გადავადება ამ თავის ერთ ან მეტ დებულებას 230-232-ე მუხლების შესაბამისად, ახალ და არსებულ გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისთვის.

მუხლი 230. ზოგადი დებულებები

1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და ამ თავის შესაძლო გავლენის ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა განსაზღვროს კრიტერიუმები გადავადებაზე უფლების მინიჭებისათვის, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 231-232-ე მუხლებთან. კომისია ამ კრიტერიუმებს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და ატყობინებს სამდივნოს ამ თავის შიდა კანონმდებლობაში გადატანის ვადის გასვლიდან 9 თვის განმავლობაში. სამდივნოს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ წესებს. გადავადებების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვამ ან ცვლილებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე, რომელიც მოქმედებს ვადის გასვლის დაგეგმილ თარიღამდე, რაც აღწერილია გამონაკლისის დაშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

2. როდესაც სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებით გარემოებების ცვლილების გამო კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების მინიჭების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმებში ნებისმიერი ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნა უკვე წარდგენილია.

3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტებს, გამანაწილებელ მოწყობილობებს, გამანაწილებელ სისტემებს და ერთეულ მომხმარებლებს, რომელზეც გადავადების მოთხოვნა იქნა წარდგენილი 231-ე ან 232-ე მუხლის შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადება იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

მუხლი 231. გადავადების მოთხოვნა მოხმარების ობიექტის მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელის მიერ

1. მოხმარების ობიექტის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავით გათვალისწინებულ ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადამცემ ქსელთან მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელ სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისათვის, რომლებიც გამოიყენება მოხმარების ობიექტების ან დახურული გამანაწილებელი სისტემის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოხმარების საპასუხო რეაქციის მომსახურებით უზრუნველყოფისათვის.

2. გადავადების მოთხოვნა უნდა წარედგინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და უნდა მოიცავდეს:

ა) მოხმარების ობიექტის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პოტენციური ოპერატორის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის საჭირო საკონტაქტო პირის იდენტიფიცირებას;

ბ)გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტის, გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის აღწერას, რომელზედაც გაკეთებულია გადავადების მოთხოვნა;

გ) იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით;

დ) დეტალურ დასაბუთებას, შესაბამისი დამხმარე დოკუმენტებითა და 228-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზით;

ე) იმის დადასტურებას, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე.

3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უგზავნის დასტურს მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან პოტენციურ ოპერატორს არის თუ არა მოთხოვნა სრული სახით წარმოდგენილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სრულად არ არის წარმოდგენილი, მოხმარების ობიექტის მფლობელმა ან პოტენციურ მფლობელმა, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა ან პოტენციურმა ოპერატორმა უნდა წარუდგინოს დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია ამ უკანასკნელის მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და კავშირში მყოფ ნებისმიერ მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, უნდა შეაფასოს მოთხოვნა გადავადების თაობაზე და წარმოდგენილი ხარჯსარგებლიანობის ანალიზი და მხედველობაში მიიღოს კომისიის მიერ 230-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი კრიტერიუმები.

5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ შეფასებას. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს:

ა) ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორიგან ან პოტენციური ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას;

ბ) ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორს სთხოვს გადავადების მოთხოვნის შეფასებას.

6. კომისიამ გადავადებაზე ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გახანგრძლივდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას მოხმარების ობიექტის მფლობელისგან ან პოტენციური მფლობელისგან, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან ან პოტენციური ოპერატორისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. კომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი პერიოდის ათვლა იწყება დამატებითი (სრული) ინფორმაციის მიღების დღიდან.

7. მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას ამ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) მოხმარების ობიექტის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან პოტენციური ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

8. კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. როდესაც კომისია ანიჭებს გადავადებას, ის განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას.

9. კომისია გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის მოხმარების ობიექტის მფლობელს ან პოტენციურ მფლობელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მფლობელის ან პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს.

10. კომისიას უფლება აქვს გააუქმოს გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება იმ შემთხვევებში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 234-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.

11. მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში არსებული მოხმარების ბლოკებისთვის, რომლებიც მიერთებულია 1000 ვოლტზე ან უფრო დაბალ ძაბვაზე, ამ მუხლის შესაბამისად გადავადების მოთხოვნა შესაძლოა წარადგინოს მესამე პირმა მოხმარების ობიექტის მფლობელის, პოტენციური მფლობელის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან პოტენციური ოპერატორის სახელით. ამგვარი მოთხოვნა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ცალკეულ ან რამდენიმე მოხმარების ბლოკთან იმავე მოხმარების ობიექტის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ფარგლებში. უკანასკნელ შემთხვევაში, თუ საერთო მაქსიმალური სიმძლავრე არის განსაზღვრული, მესამე პირს შეუძლია მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაანაცვლოს საკუთარი ინფორმაციით.

მუხლი 232. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

1.შესაბამისი სისტემის ოპერატორებს ან გადამცემი სისტემის ოპერატორებს უფლება აქვთ მოითხოვონ გადავადებები გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისათვის და გამანაწილებელი მოწყობილობებისათვის, გამანაწილებელი სისტემებისათვის, მოხმარების ობიექტში შემავალი მოხმარების ბლოკებისთვის და დახურული გამანაწილებელი სისტემისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიუერთდეს მათ ქსელს.

2.შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:

ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის იდენტიფიცირებას და საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას ნებისმიერი კომუნიკაციისათვის;

ბ) გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის აღწერილობას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ასევე სრულ დადგმულ სიმძლავრეს და გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტის და გამანაწილებელი მოწყობილობის, გამანაწილებელი სისტემის ან მოხმარების ბლოკის რაოდენობას;

გ) ამ თავის მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება არის მოთხოვნილი, გადავადების დეტალური აღწერით;

დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით;

ე) დამადასტურებელ საბუთს იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

ვ) 228-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი ხორციელდება შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორთან და ნებისმიერი მეზობელი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უგზავნის გადამცემი სისტემის ოპერატორს გადავადების მოთხოვნას შესაფასებლად, 230-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.

4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას ნებისმიერ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა ერთი თვით გაგრძელდეს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

6. კომისია მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ექვსთვიანი ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეფასების მიღების მომდევნო დღიდან.

7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას გადავადების მომთხოვნი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან.

შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების მოთხოვნა გაუქმებულად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვადის გასვლამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული წარდგენის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

8.კომისია გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. მარეგულირებელი კომისია, გადავადების მინიჭების შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას.

9.კომისია თავის გადაწყვეტილებას აცნობებს გადავადების მომთხოვნ შესაბამის სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს, სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს.

10. კომისიას უფლება აქვს დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადების მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს ეროვნულ დონეზე გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, მოხმარების ობიექტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის,, დამამზადებლებთან.

11. კომისიას შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება გადავადების თაობაზე იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 234-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ან სამდივნოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.

მუხლი 233. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით

1. კომისიამ უნდა აწარმოოს ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და სამდივნოს წარუდგინოს განახლებული და კონსოლიდირებული რეგისტრაცია სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი გაუგზავნოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს (ENTSO‐E-ს).

2. რეგისტრაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) მოთხოვნას ან მოთხოვნებს, რომელთან დაკავშირებით გადავადება იქნა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი;

ბ) გადავადების შინაარსს;

გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და

დ) გადავადების მინიჭების შედეგებს.

მუხლი 234. გადავადების მონიტორინგი

1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან ან ხელშემკვრელი მხარის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ან ხელშემკვრელი მხარის შესაბამისი ორგანოები ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდიან ყველა საჭირო ინფორმაციას.

2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო. სამდივნოს შეუძლია გასცეს დასაბუთებული რეკომენდაცია კომისიას გადავადების გაუქმების თაობაზე, არასაკმარისი დასაბუთების გამო.

3. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შეუძლია მოითხოვოს ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოსგან პირველ და მე-2 პუნქტების გავრცელებასთან დაკავშირებით ანგარიში, ასევე გადავადების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის გაკეთების ან არ გაკეთების მიზეზები.

მუხლი 235. განხორციელების არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები

ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებსა და ურთიერთ დამოკიდებულებებს, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობისას. 

მუხლი 236. მონიტორინგი

1. ENTSO-E უზრუნველყობს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი ითვალისწინებს სიას შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელიც შემუშავებულია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობის მიზნით შექმნილი სააგენტოს მიერ (ACER) და ის მოიცავს შემდეგ კონკრეტულ საკითხებს.

ა) ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას, ამ თავის ეროვნულ დონეზე განხორციელებაში;

ბ) შეფასებას იმისა, თუ რამდენად რეალურია/ადეკვატურია სიდიდეები და ფარგლები, რომლებიც შერჩეულია გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ობიექტებისთვის, გამანაწილებელი მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი სისტემებისთვის და მოხმარების ბლოკებისთვის ამ წესებით წაყენებულ მოთხოვნებში.

ENTSO-E საკუთარ დასკვნებს ანგარიშის სახით წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო აქვეყნებს დასკვნებს, რომელიც გაკეთებულია ამ თავის განხორციელების მონიტორინგის შედეგად.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და/ან ENTSO-E-ს უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში მოცემული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია.

კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და/ან ENTSO-E-ს, შესაბამისი მონიტორინგის ფარგლებში, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 237. ხელშეკრულებების და ძირითადი პირობებისა და დებულებების ცვლილებები

1. კომისია უზრუნველყოფს, რომ შესაბამის გადამცემ ქსელზე მიერთებული მოხმარების ახალი ობიექტების, გამანაწილებელი მოწყობილობების, ახალი გამანაწილებელი სისტემების და ახალი მოხმარების ბლოკების ქსელთან მიერთების ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტები და ძირითადი პირობები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ თავის მოთხოვნებთან.

2. ხელშეკრულებების ყველა შესაბამისი პუნქტები და ძირითადი დებულებები და პირობები, რომელიც დაკავშირებულია გადამცემ ქსელზე მიერთებული არსებული მოხმარების ობიექტების და გამანაწილებელი მოწყობილობების, ახალი გამანაწილებელი სისტემების და არსებული მოხმარების ბლოკების ქსელთან მიერთებასთან და რომელიც ექვემდებარება ამ თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნას 183-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, 183-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. კომისია უზრუნველყოფს, რომ შეთანხმებები სისტემის ოპერატორებსა და მოხმარების ახალ ან არსებულ ობიექტების მფლობელებს ან ახალ ან არსებულ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს შორის, ასახავდეს ამ თავის მოთხოვნებს.

თავი XVII. მაღალი ძაბვის მუდმივი დენის მიერთებების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელზე მიერთების მოთხოვნები

მუხლი 238. მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები

ეს თავი განსაზღვრავს მაღალი ძაბვის მუდმივი დენის სისტემების (შემდგომში - HVDC) და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ამდენად, ის ხელს უწყობს შიდა ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას, სისტემის უსაფრთხოებასა და ენერგიის განახლებადი წყაროების ინტეგრაციას, ასევე ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიით ვაჭრობას.ეს თავიასევე ადგენს ვალდებულებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემის ოპერატორების მხრიდან ადგილი ჰჰქონდეს HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესაძლებლობების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ გამოყენებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენციის სამართლიანი პირობები.

მუხლი 239. განსაზღვრებები

ამ თავის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:

ა) „HVDC სისტემა“ – ელექტროენერგეტიკული სისტემა, რომელიც გადასცემს ენერგიას მაღალი ძაბვის მუდმივი დენით ორი ან მეტი ცვლადი დენის სალტეს შორის და მოიცავს მინიმუმ ორ HVDC გარდამქმნელ სადგურს და მათ დამაკავშირებელ მუდმივი დენის გადამცემ ხაზებს ან კაბელებს;

ბ) მუდმივ დენზე (DC) მიერთებული სიმძლავრის პარკი“ – სიმძლავრის პარკი, რომელიც მიერთებულია ერთი ან მეტი HVDC მიერთების წერტილით ერთ ან მეტ HVDC სისტემასთან;

გ) ჩაშენებული HVDC სისტემა“ – კონტროლის ზონაში მიერთებული HVDC სისტემა, რომელიც არ იქნა დამონტაჟებული მისი მოწყობის დროს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ან მოხმარების ობიექტის მიერთების მიზნით;

დ) „HVDC გარდამქმნელი სადგური“ – HVDC სისტემის ნაწილი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი HVDC გარდამქმნელი ბლოკისგან, რომელიც დამონტაჟებულია ერთ ადგილმდებარეობაზე, რეაქტორებთან, ფილტრებთან, რეაქტიული სიმძლავრის მოწყობილობებთან, კონტროლის, მონიტორინგის, რელეური დაცვის, გაზომვის და დამხმარე მოწყობილობებთან ერთად;

ე) „HVDC მიერთების წერტილი“ – წერტილი, სადაც HVDC მოწყობილობა დაკავშირებულია ცვლადი დენის ქსელთან, სადაც შესაძლოა განისაზღვროს მოწყობილობის შესრულების ხარისხზე ზეგავლენის მქონე ტექნიკური სპეციფიკაციები;

ვ) მუდმივ დენზე (DC) მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს;

ზ) „HVDC აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალური შესაძლებლობა“ (Pmax) – მაქსიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომლის მიმოცვლაც შეუძლია HVDC სისტემას ქსელთან თითოეული მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის;

თ) „HVDC აქტიური სიმძლავრის გადაცემის მინიმალური შესაძლებლობა“ (Pmin) – მინიმალური უწყვეტი აქტიური სიმძლავრე, რომლის მიმოცვლაც შეუძლია HVDC სისტემას ქსელთან თითოეული მიერთების წერტილში, როგორც განსაზღვრულია მიერთების ხელშეკრულებაში ან შეთანხმებულია შესაბამის სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის;

ი) „HVDC სისტემის მაქსიმალური დენი“ – მაქსიმალური ფაზური დენი, რომელიც U-Q/Pmax-პროფილის ფარგლებში დაკავშირებულია HVDC გარდამქმნელი სადგურის არსებულ მუშა წერტილთან, HVDC სადგურით მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემისას;

კ) „HVDC გარდამქმნელი ბლოკი“ – არის ბლოკი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი გარდამქმნელი ხიდისგან, ერთი ან მეტი გარდამქმნელი ტრანსფორმატორისგან, რეაქტორისგან, გარდამქმნელი ბლოკის კონტროლის მოწყობილობისგან, აუცილებელი დამცავი და საკომუტაციო მოწყობილობებისგან და დამხმარე აპარატურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც გამოიყენება გარდაქმნისათვის.

მუხლი 240. მოქმედების სფერო

1. ამ თავის მოთხოვნები ვრცელდება:

ა) HVDC სისტემებზე, რომლებიც აკავშირებენ სინქრონულ ან კონტროლის ზონებს, მათ შორის, მუდმივი დენის ჩანართის სქემებს;

ბ) HVDC სისტემებზე, რომლებიც აკავშირებს სიმძლავრის პარკებს გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელთან, მე-2 პუნქტის შესაბამისად;

გ) HVDC სისტემებზე, რომლებიც ჩართულია კონტროლის ერთ ზონაში და მიერთებულია გადამცემ ქსელზე; და

დ) HVDC სისტემებზე, რომლებიც ჩართულია კონტროლის ერთ ზონაში და მიერთებულია გამანაწილებელ ქსელზე და როდესაც მას გააჩნია ზეგავლენა ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი შეფასებისას უნდა ითვალისწინებდეს ქსელის გრძელვადიან განვითარებას.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა შესთავაზოს კომისიას ამ თავის გავრცელება მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე, რომელსაც გააჩნია მიერთების ერთი წერტილი მაინც გადამცემ ან იმ გამანაწილებელ ქსელთან, რომელიც არაა სინქრონული ზონის ნაწილი, 242-ე მუხლის შესაბამისად. ყველა სხვა სიმძლავრის პარკი, რომლებიც იკრიბება ცვლადი დენის ქსელში, მაგრამ სინქრონულ ზონასთან დაკავშირებულია მუდმივი დენით, ითვლება, როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი და მასზე ვრცელდება ეს წესები.

3. 292-296, 306-311 და 321-ე მუხლები არ ვრცელდება პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებში მოცემულ კონტროლის ერთ ზონაში მყოფ HVDC სისტემაზე, თუკი:

ა) HVDC სისტემას აქვს მინიმუმ ერთი HVDC გარდამქმნელი სადგური, რომელიც ეკუთვნის გადამცემი სისტემის ოპერატორს.

ბ) HVDC სისტემა ეკუთვნის იმ პირს, რომელიც კონტროლს არის დაქვემდებარებული გადამცემი სისტემის ოპერატორი.

გ) HVDC სისტემა ეკუთვნის იმ პირს, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად მართავს ისეთი კომპანია, რომელიც ასევე ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მართვას.

4. 248-274-ე მუხლებში განსაზღვრული მიერთების მოთხოვნები HVDC სისტემებისთვის ვრცელდება ამ სისტემების ცვლად დენის მიერთების წერტილზე (გარდა 266-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და 268-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, რომელიც ვრცელდება მიერთების სხვა წერტილზე) და 256-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ვრცელდება HVDC გარდამქმნელი ქვესადგურის მომჭერებზე.

5. მიერთების მოთხოვნები მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და შორ დისტანციაზე მყოფი HVDC გარდამქმნელი სადგურისთვის, რომლებიც წარმოდგენილია 275-287-ე მუხლებში უნდა გავრცელდეს ამ HVDC სისტემების მიერთების წერტილებზე, გარდა 276-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 284-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებისა, რომლებიც გამოიყენება სინქრონული ზონის მიერთების წერტილებზე, სადაც უზრუნველყოფილია სიხშირის საპასუხო რეაქცია.

6. შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ქსელზე მიერთებაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს და მათზე არ ვრცელდება ცკომისიის, მიერ დადგენილი გადავადება. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა აღნიშნულის შესახებ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად წერილობითი ფორმით უნდა სცნობოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს, თუკი სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კომისიის მიერ, და კომისიას.

7. ეს წესები არ ვრცელდება იმ HVDC სისტემებზე, რომლის მიერთების წერტილი არის 110 კვ-ზე ქვემოთ, და თუკი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ არაა გამოვლენილი სისტემათაშორისო გადადინებაზე ზეგავლენა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება.

მუხლი 241. მოთხოვნების გავრცელება არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკზე

1. გარდა 263-ე, 268-ე, 270-ე და 297-ე მუხლებისა, არსებულ HVDC სისტემებზე და არსებულ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე არ ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) HVDC სისტემამ ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკმა განიცადა ცვლილება იმდენად, რომ მისი მიერთების ხელშეკრულება საჭიროებს მნიშვნელოვან გადახედვას შემდეგი პროცედურის დაცვით:

ა.ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, რომელიც აპირებს სადგურის მოდერნიზირებას ან მოწყობილობის შეცვლას, რაც გავლენას ახდენს HVDC სისტემის ან სიმძლავრის პარკის ტექნიკურ შესაძლებლობაზე, წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს გეგმის შესახებ;

ა.ბ) თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ჩათვლის, რომ მოდერნიზაციის ხარისხი ან მოწყობილობის შეცვლა მოითხოვს ახალი მიერთების ხელშეკრულების გაფორმებას, სისტემის ოპერატორმა აღნიშნული უნდა შეატყობინოს კომისიას;

ა.გ) კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა მიერთების არსებული ხელშეკრულების გადახედვა თუ მიერთების ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ასევე გადაწყვიტოს არსებული თავის რომელი მოთხოვნები უნდა გავრცელდეს;

ბ) კომისია, იღებს გადაწყვეტილებას, არსებული HVDC სისტემა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დაექვემდებაროს თუ არა არსებული თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნას, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთავაზების შესაბამისად, მე-3, 4 და 5 პუნქტების თანახმად.

2. ამ თავის შესაბამისად, HVDC სისტემა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი უნდა ჩაითვალოს არსებულად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) ის უკვე მიერთებულია ქსელზე ამ თავის ძალაში შესვლის დღისათვის; ან

ბ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა გააფორმა საბოლოო და სავალდებულო ხელშეკრულება მთავარი მაგენერირებელი დანადგარის ან HVDC მოწყობილობის შესყიდვის თაობაზე ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე თავის ძალაში შესვლიდან 30 თვის განმავლობაში.

გ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი შეტყობინება სულ მცირე უნდა მოიცავდეს ხელშეკრულების დასახელებას, მისი ხელმოწერის თარიღს, მისი ძალაში შესვლის თარიღს და ასაშენებელი, ასაწყობი ან შესასყიდი მთავარი მაგენერირებელი დანადგარის ან HVDC მოწყობილობის მახასიათებლებს.

დ) კომისიას შეუძლია განსაზღვროს HVDC სისტემა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი განხილულ იქნეს არსებულა თუ ახლა მოწყობილობად.

3. 245-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შემდგომ და გარემოებების მნიშნელოვანი ცვლილებების საპასუხოდ, როგორიცაა სისტემური მოთხოვნების განვითარება, მათ შორის, ენერგიის განახლებადი წყაროების, ჭკვიანი ქსელების, განაწილებული გენერაციის, ან მოხმარების საპასუხო რეაქციის ქსელში ინტეგრაცია, გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა შესთავაზოს კომისიას, ამ თავის გავრცელება არსებულ HVDC სისტემებზე და/ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე.

ამ მიზნით, ჩატარებულ უნდა იქნეს ხარისხიანი და გამჭვირვალე ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი 302-303-ე მუხლების შესაბამისად. ანალიზი უნდა მოიცავდეს:

ა) ხარჯებს, რომლებიც საჭიროა არსებული HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ამ წესებით მოთხოვნილი შესაბამისობის მიღწევისათვის;

ბ) სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც მიიღწევა ამ თავის მოთხოვნების გავრცელების შედეგად; და

გ) ალტერნატიული ზომების პოტენციალს, შესრულების ხარისხის მოთხოვნილი დონის მისაღწევად.

4. მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ჩატარებამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა:

ა) ჩაატაროს ხარჯებისა და სარგებელის წინასწარი ხარისხობრივი შედარება;

ბ) შეათანხმოს კომისიისთან.

5. კომისიამ, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის გავრცელების თაობაზე, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან 302-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ანგარიშისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ 3 თვის განმავლობაში. კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნებულ უნდა იქნეს.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გაითვალისწინოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ლეგიტიმური მოლოდინები, როგორც არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის გავრცელების შეფასების ნაწილი.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია შეაფასოს არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის ყველა ან ზოგიერთი დებულების გავრცელება, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ამ მუხლის მე-3-5 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმების და პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 242. მარეგულირებელი ასპექტები

1. საერთო გავრცელების მოთხოვნები, რომლებიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავისშესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ და ქვეყნდება საჯაროდ.

2. სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორების ან გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ამ თავისშესაბამისად, მტკიცდება კომისიის მიერ

3. ამ თავის გავრცელებისას კომისიამ, უფლებამოსილმა უწყებებმა და სისტემის ოპერატორებმა უნდა:

ა) გამოიყენონ პროპორციულობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპები;

ბ) უზრუნველყონ გამჭვირვალობა;

გ) გამოიყენონ ოპტიმიზაციის პრინციპი უმაღლეს საერთო ეფექტურობასა და უმცირეს ჯამურ ხარჯებს შორის ყველა მონაწილე მხარისათვის;

დ)გაითვალისწინონ გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობები, რათა უზრუნველყონ სისტემის უსაფრთხოება, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

ე) გაიარონ კონსულტაციები შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებთან და მხედველობაში მიიღონ პოტენციური ზეგავლენა მათ სისტემაზე.

ვ) მხედველობაში მიიღონ საქართველოში აღიარებული ევროპული სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა ან გადამცემი სისტემის ოპერატორმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზება საერთო გავრცელების მოთხოვნებთან დაკავშირებით ან მათი გამოთვლისთვის ან დადგენისთვის გამოყენებული მეთოდოლოგია, ამ თავის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში.

5. როდესაც ეს წესები მოითხოვს შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, გადამცემი სისტემის ოპერატორისგან, HVDC სისტემის მფლობელისგან, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისგან ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან შეთანხმების მიღწევას, მათ უნდა ჰქონდეთ მიზანმიმართული მცდელობა აღნიშნულის განხორციელებისა ერთი მხარის მიერ სხვა მხარეებისათვის წარდგენილი პირველი შეთავაზების წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, თითოეულ მხარეს შეუძლია კომისიას მოსთხოვოს გადაწყვეტილების მიღება წარდგენიდან 3 თვის განმავლობაში.

6. კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მე-4 პუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით მიღებული შეთავაზებიდან ექვსი თვის ვადაში.

7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭიროდ მიიჩნევს პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად მოწოდებულ და დამტკიცებულ მოთხოვნებსა და მეთოდოლოგიებში ცვლილების შეტანის საჭიროებას, ვრცელდება მე-3-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით განსაზღვრული მოთხოვნები. სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორმა, რომლებიც მიიჩნევენ ცვლილების საჭიროებას, ასეთ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღონ HVDC სისტემის მფლობელების, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელების, მოწყობილობის მწარმოებლების და სხვა დაინტერესებული პირების ლეგიტიმური მოლოდინები, თავდაპირველად შემუშავებული და შეთანხმებული მოთხოვნებისა და მეთოდოლოგიების საფუძველზე.

8. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც აქვს საჩივარი შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიმართ, ამ წესებით განსაზღვრული შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას, გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ორი თვით, კომისიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საჩივრის წარმდგენ პირთან შეთანხმებით გახანგრძლივებული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს. კომისიის გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ხასიათი.

9. თუკი ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც არ არის გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრის ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს.

მუხლი 243. გადამცემი სისტემის რამდენიმე ოპერატორი

1. ერთზე მეტი გადამცემი სისტემის ოპერატორის არსებობის შემთხვევაში, ეს წესები უნდა გავრცელდეს ყველა მათგანზე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორის პასუხისმგებლობა, რათა შეასრულოს ამ წესებით გათვალისწინებული ერთი, რამდენიმე ან ყველა ვალდებულება, შესაძლოა გავრცელდეს განსაზღვრულ ერთ ან მეტ გადამცემი სისტემის ოპერატორზე.

მუხლი 244. ხარჯების ანაზღაურება

1. სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას და გამომდინარეობს ამ წესებით გათვალიწინებული ვალდებულებებიდან, უნდა შეაფასოს კომისიამ. ხარჯები, რომლებიც შეფასდა გონივრულად, ეფექტურად და პროპორციულად, ანაზღაურებული უნდა იქნეს ტარიფით ან სხვა შესაბამისი მექანიზმით.

2. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი პუნქტში წარმოდგენილმა სისტემის ოპერატორებმა მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდონ გაწეული ხარჯების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია.

მუხლი 245. საჯარო კონსულტაცია

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა ჩაატარონ კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: წინადადებები 241-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე, ამ თავის გავრცელების ვადის გახანგრძლივების შესახებ, წინადადებები 241-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ზღვრებთან დაკავშირებით, 302-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ანგარიშთან და ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელებულია 317-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში.

2. შესაბამისმა სისტემის ოპერატორებმა და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა დროულად უნდა გაითვალისწინონ დაინტერესებული მხარეების ხედვები ზღვრებთან, ანგარიშთან ან ხარჯსარგებლიანობის ანალიზთან დაკავშირებით კომისიაში წარდგენამდე. ნებისმიერ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეების შეთავაზებების გათვალისწინების ან გაუთვალისწინებლობის მყარი დასაბუთება წარდგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს დროულად, შეთავაზებების გამოქვეყნების პარალელურად ან უფრო ადრე.

მუხლი 246. დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობა

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო ENTSO-E-თან თანამშრომლობით ორგანიზებას უწევს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, ასევე ამ თავის განხორციელების სხვა ასპექტებთან დაკავშირებით. ეს მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან სისტემატურ შეხვედრებს, პრობლემების და HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებისთვის საჭირო მოთხოვნების სრულყოფის თაობაზე წინადადების გამოვლენის მიზნით.

მუხლი 247. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებები

1. ამ თავის შესაბამისად მიღებული, გაცვლილი ან გაგზავნილი ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია, ექვემდებარება კომერციულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ პირობებს, რაც გათვალისწინებულია მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტებით.

2. პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ვრცელდება ყველა პირზე, რომლებზეც ვრცელდება ეს თავით.

3. კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ, მათი ვალდებულების ფარგლებში, არ უნდა იქნეს გადაცემული სხვა პირებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

4. პირებმა, რომლებიც იღებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას ამ თავის შესაბამისად, უნდა გამოიყენონ აღნიშნული მხოლოდ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

მუხლი 248. სიხშირის დიაპაზონები

1. HVDC სისტემას უნდა ჰჰქონდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება დანართი №16-ის პირველ ცხრილში მითითებული სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში და დროის პერიოდებში მოკლე შერთვის სიმძლავრის დიაპაზონთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია 269-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეთანხმდნენ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონებზე ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილი იქნება, HVDC სისტემის მფლობელმა თანხმობა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს.

3. პირველ პუნქტში მოცემული ჩანაწერის შეუზღუდავად, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ სიხშირეებზე.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების მაქსიმალური დასაშვები შემცირება საოპერაციო წერტილიდან იმ შემთხვევაში, თუ სისტემის სიხშირე დაეცემა 49 ჰერცს ქვემოთ.

მუხლი 249. სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნარი

HVDC სისტემას უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და შეძლოს ოპერირება თუ ქსელის სიხშირე იცვლება -2.5 დან +2.5 ჰც/წმ-მდე სიჩქარით (გაზომილი დროის ნებისმიერ მომენტში, როგორც სიხშირის ცვლილების სიჩქარის საშუალო მაჩვენებელი წინა 1 წმ-თვის).

მუხლი 250. აქტიური სიმძლავრის კონტროლის შესაძლებლობა, კონტროლის დიაპაზონი და ცვლილების სიჩქარე

1. გადაცემული აქტიური სიმძლავრის კონტროლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემას უნდა შეეძლოს გადაცემული აქტიური სიმძლავრის ცვლილება მის მაქსიმალურ აქტიურ სიდიდემდე ორივე მიმართულებით, გადამცემი სისტემის ოპერატორის ინსტრუქციების შესაბამისად.

გადამცემი სისტემის ოპერატორს:

ა.ა) შეუძლია განსაზღვროს მაქსიმალური და მინიმალური სიმძლავრის საფეხურის სიდიდე გადაცემული აქტიური სიმძლავრის დარეგულირებისთვის;

ა.ბ) შეუძლია განსაზღვროს HVDC სისტემით გადაცემული მინიმალური აქტიური სიმძლავრე ორივე მიმართულებით, რომლის ქვემოთ აქტიური სიმძლავრის გადაცემა არ არის მოთხოვნილი; და

ა.გ) უნდა განსაზღვროს მაქსიმალური დაყოვნება, რომლის ფარგლებშიც HVDC სისტემა შეძლებს დაარეგულიროს გადაცემული აქტიური სიმძლავრე გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის მიღებისას.

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, თუ რამდენად შეუძლია HVDC სისტემას მის მიერ გადაცემული აქტიური სიმძლავრის ცვლილება, მასზე მიერთებული ცვლადი დენის ერთ ან მეტ ქსელში შეშფოთების შემთხვევაში. თუ საწყისი დაყოვნება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილი გაშვების სიგნალის მიღებიდან ცვლილების დაწყებამდე არის 10 მილიწამზე მეტი, ეს სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული HVDC სისტემის მფლობელის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის.

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, რომ HVDC სისტემას შეეძლოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირება (გადადინების მიმართულების შეცვლა). მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადადინების მიმართულების საპირისპირო მიმართულებით შეცვლა იგივე სიდიდის აქტიური სიმძლავრის გადმოდინებით, შესაძლებელია იმდენად სწრაფად რამდენადაც ეს ტექნიკურად მიზანშეწონილია და გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის სათანადოდ დასაბუთებულია HVDC სისტემის მფლობელის მიერ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დრო აჭარბებს 2 წამს.

დ)HVDC სისტემები, რომლებიც აკავშირებს სხვადასხვა კონტროლის ან სინქრონულ ზონებს, აღჭურვილი უნდა იყოს კონტროლის ფუნქციებით, რაც შესაძლებლობას აძლევს გადამცემი სისტემის ოპერატორს ცვალოს გადაცემული აქტიური სიმძლავრე ტრანსსასაზღვრო ბალანსირების მიზნით.

2. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის ცვლილების სიჩქარის დარეგულირება საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინსტრუქციების შესაბამისად. აქტიური სიმძლავრის შეცვლის შემთხვევაში პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილი არ უნდა ჰჰქონდეს ცვლილების სიჩქარის დარეგულირებას.

3. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, მოსაზღვრე გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემის კონტროლის ფუნქციები უნდა მოიცავდეს უწესივრობის აღმოფხვრის ავტომატურ ღონისძიებებს, მათ შორის, მყისიერი ცვლილების შეჩერება და FSM რეჟიმის, სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) დაბლოკვა. გაშვების და ბლოკირების კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა და აცნობოს კომისიას. შეტყობინების საშუალებები უნდა განისაზღვროს მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი სტრუქტურის შესაბამისად.

მუხლი 251. ხელოვნური ინერცია

1. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ხელოვნური ინერციის უზრუნველყოფა სიხშირის ცვლილებების საპასუხოდ, რომელიც გამოწვეულია სისტემაში დაბალი და/ან მაღალი სიხშირის დროს ცვლადი ძაბვის ქსელში აქტიური სიმძლავრის მიწოდების ან მისგან სიმძლავრის მოხმარების სწრაფი დარეგულირებით, რათა შეზღუდულ იქნეს სიხშირის ცვლილების სიჩქარე. მოთხოვნა სულ მცირე უნდა ითვალისწინებდეს გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რათა დადგინდეს, მინიმალური ინერციის განსაზღვრის საჭიროება.

2. კონტროლის სისტემის პრინციპი და შესრულების ხარისხის სათანადო პარამეტრები შეთანხმებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის.

მუხლი 252. წაყენებული მოთხოვნები სიხშირის რეგულირების რეჟიმის (FSM), სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) მიმართ

მოთხოვნები სიხშირის რეგულირების რეჟიმის (FSM), სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) მიმართ ფორმირებული უნდა იყოს №17 დანართის შესაბამისად.

მუხლი 253. სიხშირის რეგულირება

1. თუ განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC სისტემა აღჭურვილი იყოს დამოუკიდებელი კონტროლის რეჟიმით HVDC გარდამქმნელი სადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების მართვისთვის, რომელიც დამოკიდებულია სიხშირეებზე HVDC სისტემის მიერთების წერტილებში სტაბილური სისტემური სიხშირეების შენარჩუნების მიზნით.

2. პირველ პუნქტში მოცემული სიხშირის რეგულირების მუშაობის პრინციპი, შესრულების ხარისხის პარამეტრები და მისი აქტივაციის კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა.

მუხლი 254. აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური დანაკარგი

1. HVDC სისტემა მოწყობილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ სინქრონულ ზონაში მის მიერ მიწოდებული აქტიური სიმძლავრის დანაკარგი შემოიფარგლოს გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ თავიანთი შესაბამისი დატვირთვა-სიხშირული კონტროლის არეალისთვის დადგენილ სიდიდემდე, ენერგოსისტემაზე HVDC სისტემის ზეგავლენის საფუძველზე.

2. თუ HVDC სისტემა უერთდება კონტროლის ორ ან მეტ არეალს, გადამცემი სისტემის ოპერატორებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ერთმანეთს შორის მიწოდებული აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური დანაკარგის კოორდინირებული სიდიდის განსაზღვრის მიზნით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, რეჟიმის ერთიდაიგივე მიზეზით დარღვევების გათვალისწინებით.

მუხლი 255. ძაბვის დიაპაზონი

1. 262-ე მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, HVDC სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელთან და იმუშაოს HVDC სისტემის მაქსიმალურ დენზე, მიერთების წერტილში ქსელის ძაბვის დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც გამოხატულია მიერთების წერტილში ძაბვით ბაზისურ 1 ფ.ე. ძაბვასთან მიმართებაში და დროის პერიოდებში, რომელიც მითითებულია მე-18 დანართის მე-4 და მე-5 ცხრილებში. ერთი ფარდობითი ერთეული ძაბვის დადგენა უნდა განხორციელდეს მოსაზღვრე სისტემის ოპერატორებს შორის კოორდინაციის გზით.

2. HVDC სისტემის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, შესაძლოა შეთანხმდნენ პირველ პუნქტში მოცემულთან შედარებით ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონებზე ან უფრო ხანგრძლივ მინიმალურ ვადებზე ექსპლუატაციისთვის, სისტემის უსაფრთხოების დაცვის და აღდგენის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ექსპლუატაციისთვის ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, HVDC სისტემის მფლობელის მიერ თანხმობა დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს ძაბვები მიერთების წერილზე, რომლებზეც HVDC სისტემას უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

4. მიერთების წერტილებთან დაკავშირებით ცვლადი ძაბვის ერთი ფარდობითი ერთეულისთვის, რომელიც არ შედის მე-18 დანართის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მიერთების წერტილებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

მუხლი 256. მოკლე შერთვაში მონაწილეობა დაზიანებების დროს

1. თუ განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, HVDC სისტემას უნდა შეეძლოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდება მიერთების წერტილზე სიმეტრიული (3-ფაზა) მოკლე შერთვის დროს.

2. თუ HVDC სისტემას მოეთხოვება ჰჰქონდეს პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობები, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს შემდეგი:

ა) როგორ და როდის უნდა განისაზღვროს ძაბვის გადახრა, ასევე ძაბვის გადახრის დასრულება;

ბ) სწრაფი მოკლე შერთვის დენის მახასიათებლები;

გ)სწრაფი მოკლე შერთვის დენის დროის ინტერვალები და სიზუსტე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს რამდენიმე ეტაპს.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნა ასიმეტრიული დენის მიწოდებასთან დაკავშირებით, ასიმეტრიული (1-ფაზა ან 2-ფაზა) მოკლე შერთვების შემთხვევაში.

მუხლი 257. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის მოთხოვნები მიერთების წერტილზე, ცვლადი ძაბვის ცვლილების კუთხით. წინადადება ამ მოთხოვნებისათვის უნდა მოიცავდეს U-Q/Pmax- პროფილს, რომლის ფარგლებშიც HVDC გარდამქმნელ სადგურს ექნება რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის უნარი აქტიური სიმძლავრის მაქსიმალური გადაცემის დროს.

2. პირველ პუნქტში განსაზღვრული U-Q/Pmax-პროფილი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

ა) U-Q/Pmax-პროფილი არ უნდა აღემატებოდეს U-Q/Pmax-პროფილის ზონას, რომელიც წარმოდგენილია მე-19 დანართში მოცემული ნახაზის შიდა ფარგლებით და არ არის აუცილებელი ჰჰქონდეს მართკუთხედის ფორმა;

 ბ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-19 დანართის ცხრილში მოცემულ სიდიდეებს, განსაზღვრულს თითოეული სინქრონული ზონისთვის.

გ) U-Q/Pmax-პროფილის ზონის პოზიცია უნდა ხვდებოდეს მე-19 დანართის ნახაზში მოცემული ფიგურის ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში.

3. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ნებისმიერ საოპერაციო წერტილზე გადასვლა მისი U-Q/Pmax პროფილის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მოთხოვნილ სათანადო დროის მასშტაბებში.

4. მაქსიმალურ აქტიურ სიმძლავრეზე ქვემოთ (P<Pmax) ოპერირებისას HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს ოპერირება ყველა შესაძლო საოპერაციო წერტილში, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია პირველიდან მესამე პუნქტის ჩათვლით მოცემული U-Q/Pmax პროფილით.

მუხლი 258. ქსელთან მიმოცვლილი რეაქტიული სიმძლავრე

1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერ ქსელთან მიმოცვლილი რეაქტიული სიმძლავრე მიერთების წერტილზე შემოიფარგლოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულ მაჩვენებლებამდე.

2. რეაქტიული სიმძლავრის ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია HVDC გარდამქმნელი სადგურის რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში მუშაობით, როგორც მითითებულია 259-ე მუხლის პირველ პუნქტში, არ გამოიწვევს ძაბვის საფეხურებრივ გაზრდას მიერთების წერტილში დასაშვებ სიდიდეზე მეტად. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად უნდა დაადგინოს ძაბვის მაქსიმალური დასაშვები საფეხურებრივი სიდიდე.

მუხლი 259. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი

1. HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს ოპერირება კონტროლის სამიდან ერთ ან მეტ რეჟიმში, რომელსაც, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი:

ა) ძაბვის კონტროლის რეჟიმი;

ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი;

გ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმი.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს HVDC გარდამქმნელი სადგურისგან მოითხოვოს კონტროლის დამატებით რეჟიმებში მუშაობა.

3. ძაბვის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, თითოეულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს მიერთების წერტილზე ძაბვის კონტროლში მონაწილეობის მიღება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, 257-ე და 258-ე მუხლების დებულებების დაცვით, კონტროლის შემდეგი მახასიათებლების შესაბამისად:

ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით უნდა განსაზღვროს ძაბვის დანაყენი მიერთების წერტილზე კონკრეტული სამუშაო დიაპაზონის დაფარვის მიზნით, მუდმივად ან საფეხურებრივად;

ბ) ძაბვის კონტროლი შესაძლოა განხორციელდეს მკვდარი ზონით ან მკვდარი ზონის გარეშე დანაყენების ფარგლებში, რომელიც შერჩევადია ნულიდან ქსელის ძაბვის ბაზისური 1 ფ.ე. მნიშვნელობის +/-5 %-მდე დიაპაზონში. მკვდარი ზონა უნდა დარეგულირდეს საფეხურებრივად, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულის შესაბამისად.

გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს:

გ.ა) მიაღწიოს 90%-იან ცვლილებას რეაქტიულ სიმძლავრეში, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულ t1 დროში. ეს დრო უნდა იყოს 0,1 – 10 წამის ფარგლებში; და

გ.ბ) მოექცეს სტატიზმის მუშა კოეფიციენტით განსაზღვრულ სიდიდეში გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ t2 დროში. ეს უკანასკნელი უნდა იყოს 1 - 60 წამის ფარგლებში, სტატიზმის განსაზღვრული ზღვრით, რომელიც მოცემულია მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებში.

დ) ძაბვის კონტროლის რეჟიმი უნდა მოიცავდეს რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავების ცვლილების შესაძლებლობას ძაბვის შეცვლილი დანაყენისა და დამატებითი ინსტრუქციით მიღებული რეაქტიული სიმძლავრის კომპონენტის კომბინაციის საფუძველზე. სტატიზმის კოეფიციენტი უნდა განისაზღვროს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ფარგლებითა და საფეხურებით.

4. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონი გამოხატული მეგავარებში ან მაქსიმალური რეაქტიული სიმძლავრის პროცენტებში, ასევე მისი შესაბამისი სიზუსტე მიერთების წერტილზე, HVDC სისტემის შესაძლებლობების გამოყენებით, 257-ე და 258-ე მუხლების დაცვით.

5. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის მიზნებისთვის, HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლი მიერთების წერტილზე განსაზღვრულ ფარგლებში, 257-ე და 258-ე მუხლების დაცვით. დანაყენები უნდა იყოს ხელმისაწვდომი საფეხურებრივად, არაუმეტეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული მაქსიმალურად დასაშვები საფეხურისა.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს კონტროლის რეჟიმისა და შესაბამისი დანაყენების დისტანციური შერჩევის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მოწყობილობა.

მუხლი 260. პრიორიტეტულობა აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის მონაწილეობაში

ამ თავის შესაბამისად განსაზღვრული HVDC სისტემის შესაძლებლობების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, პრიორიტეტი ექნება აქტიურ სიმძლავრეს თუ რეაქტიულ სიმძლავრეს დაბალი ან მაღალი ძაბვის რეჟიმის დროს, ასევე მოკლე შერთვების დროს, რომლისთვისაც მოითხოვება ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი. თუ პრიორიტეტი მიენიჭება აქტიური სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს დაზიანების წარმოქმნიდან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში.

მუხლი 261. ენერგიის ხარისხი

HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემის მიერთებამ არ გამოიწვიოს მიერთების წერტილში ქსელის მკვებავი ძაბვის დამახინჯება და რხევა იმ სიდიდით, რომელიც აღემატება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით დადგენილ დონეს. ჩასატარებელი კვლევების პროცესი, და პროცესში ჩართული ქსელის ყველა მოხმარების მიერ მისაწოდებელი შესაბამისი მონაცემები, ისევე როგორც განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ზომები უნდა შეესაბამებოდეს 266-ე მუხლში მითითებულ პროცესს.

მუხლი 262. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი

  1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა, 255-ე მუხლის დაცვით, უნდა განსაზღვროს ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი მე-20 დანართის შესაბამისად, XV თავით სიმძლავრის პარკებისთვის განსაზღვრული ძაბვაზე დამოკიდებულების გრაფიკის გათვალისწინებით. აღნიშნული გრაფიკი გამოიყენება მიერთების წერტილებზე მოკლე შერთვის დროს, როდესაც HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული ქსელზე და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა დაზიანების აღმოფხვრის შედეგად ენერგოსისტემის აღდგენის შემდეგ. ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი უნდა აღწერდეს სიმეტრიული მოკლე შერთვების განმავლობაში მიერთების წერტილში არსებული ხაზური ძაბვის მიმდინარე მნიშვნელობის ქვედა ზღვარს, როგორც დროის ფუნქციას მოკლე შერთვამდე, მის განმავლობაში და შემდეგ. trec2 დროის მიღმა არსებული უწყვეტი მუშაობის დროის პერიოდი განსაზღვრული უნდა იქნეს გადამცემის სისტემის ოპერატორის მიერ, 255-ე მუხლის დაცვით.
  2. შესაბამისი სიტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ პირობები, როგორც ეს განსაზღვრულია 269-ე მუხლში:

ა) მოკლე შერთვამდე არსებული მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოხატული მგვა-ში;

ბ) HVDC გარდამქმნელი სადგურის მოკლე შერთვამდე არსებული მუშა წერტილი, გამოსახული აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებით და ძაბვით მიერთების წერტილში; და

გ) მოკლე შერთვის შემდეგ არსებული მინიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრე მიერთების თითოეულ წერტილში გამოსახული მგვა-ში.

დ) ალტერნატიულად, შესაბამისი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია წარმოადგინოს ტიპიური შემთხვევებიდან მიღებული ზოგადი სიდიდეები ზემოაღნიშნული პირობებისთვის.

  1. HVDC გარდამქმნელ სადგურს უნდა ჰჰქონდეს უნარი დარჩეს მიერთებული ქსელთან და გააგრძელოს სტაბილური მუშაობა, როდესაც სიმეტრიული მოკლე შერთვების დროს მიერთების წერტილში ხაზური ძაბვების არსებული მინიმალური მნიშვნელობები, 269-ე მუხლში მოცემული მოკლე შერთვამდე და მის შემდგომ პირობების გათვალისწინებით, რჩება 20-ე დანართში მოცემული ნახაზის ქვედა ზღვარს ზემოთ, გარდა იმ შემთხვევისა თუკი შიდა მოკლე შერთვისთვის განსაზღვრული დაცვის სქემა არ ითხოვს HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელიდან გამორთვას. შიდა მოკლე შერთვებისთვის განკუთვნილი ზემოაღნიშნული დაცვის სქემები და მისი დანაყენები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს მოკლე შერთვის დროს მუშაობის გაგრძელების ხარისხი.
  2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს ძაბვები მიერთების წერტილებში ქსელის კონკრეტულ პირობებში, რომლის საფუძველზე HVDC სისტემას აქვს ბლოკირების უფლება. ბლოკირების არსი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული სისტემა მიერთებული რჩება ქსელში აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლის გარეშე, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის შეთანხმებულ დროის ტექნიკურად მიზანშეწონილ ხანმოკლე პერიოდში.
  3. 271-ე მუხლის შესაბამისად, ძაბვის ვარდნისგან დაცვა უნდა განსაზღვროს HVDC სისტემის მფლობელმა, აღნიშნული სისტემის შესაძლო მაქსიმალური ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, შეუძლია განსაზღვროს 271-ე მუხლთან შესაბამისობაში მყოფი ნაკლებად ფართო დანაყენები.
  4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი ასიმეტრიული მოკლე შერთვების შემთხვევაში.

მუხლი 263. აქტიური სიმძლავრის ავარიის შემდგომი აღდგენა

გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს აქტიური სიმძლავრის აღდგენის მოცულობა და დროის პროფილი, რომლის უზრუნველყოფის უნარიც უნდა ჰჰქონდეს HVDC სისტემას, 262-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 264. მუდმივი დენის წრედებში ავარიის შემდგომი სწრაფი აღდგენა

HVDC სისტემებს, რომლებიც მოიცავს მუდმივი დენის საჰაერო ხაზებს უნდა შეეძლოს სწრაფი აღდგენა HVDC სისტემის ფარგლებში არსებული გარდამავალი ავარიებიდან. აღნიშნული შესაძლებლობის დეტალები უნდა დაექვემდებაროს კოორდინაციას და ხელშეკრულებებს დაცვის სქემებსა და პარამეტრებთან დაკავშირებით, 271-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 265. HVDC გარდამქმნელი სადგურების ძაბვის ქვეშ დაყენება და სინქრონიზაცია

თუ სხვაგვარად არ არის მითითებული შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, HVDC გარდამქმნელი სადგურის ცვლადი ძაბვის ქსელთან ძაბვის ქვეშ დაყენების ან სინქრონიზაციის განმავლობაში ან ძაბვის ქვეშ დაყენებული HVDC გარდამქმნელი სადგურის HVDC სისტემასთან მიერთების განმავლობაში, HVDC გარდამქმნელ სადგურს უნდა შეეძლოს შეზღუდოს ძაბვის ყველანაირი ცვლილება დამყარებულ დონემდე, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. აღნიშნული დონე არ უნდა აღემატებოდეს ძაბვის სინქრონიზაციამდე არსებული დონის 5 %-ს. შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემის სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, განსაზღვრავს ძაბვის გარდამავალი მნიშვნელობის მაქსიმალურ სიდიდეს, ხანგრძლივობას და გაზომვის ინტერვალს.

მუხლი 266. ურთიერთქმედება HVDC სისტემებს ან სხვა დანადგარებსა და მოწყობილობას შორის

  1.  როდესაც რამდენიმე HVDC გარდამქმნელი სადგური ან სხვა დანადგარი და მოწყობილობა მდებარეობს ელექტრულ სიახლოვეში, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია დაადგინოს კვლევის ჩატარების საჭიროება, მისი ფარგლები და ხარისხი, იმის გამოსავლენად, რომ ადგილი არ ექნება რაიმე სახის უარყოფით ურთიერთ ზეგავლენას. უკანასკნელის გამოვლენის შემთხვევაში, კვლევაში განსაზღვრული უნდა იყოს შესაძლო შემარბილებელი ზომები, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ თავის მოთხოვნების შესრულების მიზნით.
  2. კვლევები უნდა ჩატარდეს დამაკავშირებელი HVDC სისტემის მფლობელის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების თითოეული წერტილის შესაბამისად დადგენილი ყველა სხვა მხარის მონაწილეობით. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ამ მუხლის შესაბამისად კვლევების ჩატარების ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ყველა მხარე ინფორმირებული უნდა იყოს კვლევების შედეგების შესახებ.
  3.  გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ თითოეული მიერთების წერტილისთვის დადგენილმა ყველა მხარემ, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს კვლევებში და წარმოადგინოს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რაც საჭიროა კვლევების მიზნების მისაღწევად. გადამცემის სისტემის ოპერატორმა უნდა შეაგროვოს საწყისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელ მხარეს 247-ე მუხლის შესაბამისად.
  4.  გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს კვლევების შედეგი მათი მოცულობის და ფარგლების საფუძველზე, როგორც განსაზღვრულია პირველი პუნქტის შესაბამისად. შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს შეასრულოს დამატებითი კვლევები პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოცულობის და ფარგლების დაცვით.
  5. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განიხილოს ან გაიმეოროს ზოგიერთი ან ყველა სახის კვლევა. HVDC სისტემის მფლობელი ვალდებულია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რაც იძლევა ასეთი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას.
  6.  მე-2 დან მე-5 პუნქტების ჩათვლით მოცემული პროცედურის შესაბამისად გამოვლენილი და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განხილული ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი ქმედება უნდა განხორციელდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ, როგორც ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერთების ნაწილი.
  7. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს შესრულების ხარისხის გარდამავალი დონეები, დაკავშირებული ცალკეულ HVDC სისტემასთან ან კოლექტიურად საერთო ზემოქმედების ქვეშ მყოფ HVDC სისტემებთან. აღნიშნული განსაზღვრება შესაძლოა უზრუნველყოფილი იქნეს როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორის მოწყობილობის, ასევე ქსელის მომხმარებლების მთლიანობის დაცვის მიზნით, ეროვნული კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 267. სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა

HVDC სისტემას უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის ქსელებში სიმძლავრის რხევების ჩახშობაში. HVDC სისტემის კონტროლის სისტემამ არ უნდა შეამციროს სიმძლავრის რხევების ჩახშობა. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მიუთითოს რხევების სიხშირული დიაპაზონი, რომლის დროსაც კონტროლის სქემა დადებითი მიმართულებით მიიღებს მონაწილეობას რხევების ჩახშობაში და ქსელის რეჟიმები, სულ მცირე, საკუთარ გადამცემ ქსელში მდგრადობის ზღვრების და მისი პოტენციური პრობლემების გამოვლენის მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებული დინამიკური მდგრადობის შეფასების ნებისმიერ კვლევაში გათვალისწინებისთვის. კონტროლის პარამეტრების დანაყენების შერჩევა შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის.

მუხლი 268. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების ჩახშობის შესაძლებლობა

  1. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) ჩახშობის კონტროლთან დაკავშირებით, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ტორსიონალური რხევების სიხშირეების ელექტრულ ჩახშობაში.
  2. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევების საჭირო ფარგლები და წარმოადგინოს შემავალი პარამეტრები, ხელმისაწვდომობის ფარგლებში, საკუთარ ქსელში არსებულ მოწყობილობებსა და სისტემის შესაბამის პირობებთან დაკავშირებით. ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევები უნდა განახორციელოს HVDC სისტემის მფლობელმა. კვლევებში უნდა განისაზღვროს ის პირობები, როდესაც ადგილი აქვს ქვესინქრონულ ტორსიონალურ ურთიერთქმედებას (SSTI), ასეთის არსებობის შემთხვევაში, და წამოაყენოს მოსაზრება ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი პროცედურის თაობაზე. კომისიაი შეუძლია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლის შესაბამისად კვლევების ჩატარების ვალდებულება დაეკისროს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ყველა მხარე ინფორმირებული უნდა იყოს კვლევების შედეგების შესახებ.
  3. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილმა ყველა მხარემ, მიერთების თითოეული წერტილის შესაბამისად, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მონაწილეობა უნდა მიიღოს კვლევებში და უზრუნველყოს ყველა სათანადო მონაცემი და მოდელი კვლევების მიზნების მისაღწევად. გადამცემის სისტემის ოპერატორმა უნდა შეაგროვოს საწყისი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს ის კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებელ მხარეს 247-ე მუხლის შესაბამისად.
  4. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა შეაფასოს ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კვლევების შედეგები. შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია მოთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს შეასრულოს ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) დამატებითი კვლევები იმავე მოცულობით და ხარისხით.
  5. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განიხილოს ან გაიმეოროს კვლევა. HVDC სისტემის მფლობელი ვალდებულია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოდელი, რომელიც იძლევა ასეთი კვლევის ჩატარების შესაძლებლობას.
  6. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად გამოვლენილი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ განხილული ნებისმიერი საჭირო შემარბილებელი ქმედება უნდა განხორციელდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ, როგორც ახალი HVDC გარდამქმნელი სადგურის მიერთების ნაწილი.

მუხლი 269. ქსელის მახასიათებლები

  1. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს მეთოდი და მოკლე შერთვამდე და მოკლე შერთვის შემდეგ არსებული რეჟიმები, სულ მცირე მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური სიმძლავრის გაანგარიშებისათვის.
  2. HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ოპერირება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მოკლე შერთვის სიმძლავრის და ქსელის მახასიათებლების ფარგლებში.
  3. თითოეულმა შესაბამისი სისტემის ოპერატორმა HVDC სისტემის მფლობელს უნდა წარუდგინოს ქსელის ეკვივალენტები, რომელიც აღწერს ქსელის ქმედებას მიერთების წერტილში, რომელიც HVDC სისტემის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს დააპროექტონ თავიანთი სისტემები მინიმუმ და არა მხოლოდ ჰარმონიკული და დინამიკური მდგრადობის კუთხით HVDC სისტემის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

მუხლი 270. HVDC სისტემის მდგრადობა/საიმედოობა

  1.  HVDC სისტემამ უნდა შეძლოს მდგრადი სამუშაო წერტილების მოძებნა აქტიური სიმძლავრის ნაკადგანაწილების ან ძაბვის მინიმალური ცვლილებით, HVDC სისტემაში ან მასთან დაკავშირებულ ცვლადი დენის ქსელში ნებისმიერი დაგეგმილი ან დაუგეგმავი ცვლილების განმავლობაში და მას შემდეგ. გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ცვლილებები სისტემის რეჟიმებში, რომლის დროსაც HVDC სისტემები შეინარჩუნებენ მდგრადი მუშაობის რეჟიმს.
  2.  HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC გარდამქმნელი სადგურის, როგორც მრავალი კვანძის ან ჩაშენებული HVDC სისტემის ნაწილის დაუგეგმავმა ან დაგეგმილმა გამორთვამ არ გამოიწვიოს გარდამავალი პროცესები მიერთების წერტილში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ფარგლებს გარეთ.
  3.  HVDC სისტემამ უნდა გაუძლოს გარდამავალ ავარიებს მაღალი ძაბვის ცვლადი დენის ხაზებზე HVDC სისტემის ახლომდებარე ან მეზობელ ქსელში, და არ უნდა გამოიწვიოს HVDC სისტემაში არსებული რომელიმე მოწყობილობის ქსელიდან გამორთვა ზემოაღნიშნული ხაზების ავტომატური ხელახლა ჩართვის გამო.
  4.  HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი სისტემის ოპერატორს HVDC სისტემის აღდგენადობის თაობაზე ცვლადი დენის სისტემაში შეშფოთებებისას.

მუხლი 271. ელექტრული დაცვების სქემები და დანაყენები

  1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს, ქსელის დაცვისთვის საჭირო სქემები და დანაყენები HVDC სისტემის მახასიათებლების გათვალისწინებით. HVDC სისტემასთან და ქსელთან დაკავშირებული რელეური დაცვის სქემები და HVDC სისტემასთან დაკავშირებული დანაყენები კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის. რელეური დაცვის სქემები და დანაყენები შიდა ქსელში ავარიებთან დაკავშირებით უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ არ დააზიანოს HVDC სისტემის შესრულების ხარისხი ამ თავის შესაბამისად.
  2. HVDC სისტემის ელექტრულ დაცვას აქვს პრიორიტეტი ოპერატიულ კონტროლთან შედარებით სისტემის უსაფრთხოების, პერსონალის და საზოგადოების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების, ასევე HVDC სისტემის ზიანის შერბილების გათვალისწინებით.
  3. ნებისმიერი ცვლილება რელეური დაცვის სქემებსა და ქსელთან დაკავშირებულ მათ დანაყენებში უნდა შეთანხმდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის ამ უკანასკნელის მიერ ზემოაღნიშნულის განხორციელებამდე.

მუხლი 272. დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობა

  1.  HVDC სისტემის მფლობელის მიერ განსაზღვრული კონტროლის სქემები, რომელიც მოიცავს კონტროლის სხვადასხვა რეჟიმს, მათ შორის, კონკრეტული პარამეტრების დანაყენებს, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის.

2. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ არის დადგენილი, HVDC სისტემის მფლობელმა თავისი რელეური დაცვის და კონტროლის მოწყობილობები უნდა მოაწყოს ქვემოთ მითითებული პრიორიტეტების თანმიმდევრობით, რომელიც დალაგებულია მნიშვნელობის კლებადობის თანმიმდევრობით:

ა) ქსელის სისტემის და HVDC სისტემის დაცვა;

ბ) აქტიური სიმძლავრის კონტროლი ავარიულ სიტუაციაში დახმარების გაწევის მიზნით.

გ) ხელოვნური ინერცია (შესაბამის შემთხვევაში);

დ) უწესივრობის აღმოფხვრის ავტომატური ქმედებები, რომელიც განსაზღვრულია 250-ე მუხლის მე-3 პუნქტით;

ე) სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმი (LFSM);

ვ) FSM რეჟიმის და სიხშირის კონტროლი;

(ზ) სიმძლავრის გრადიენტის შეზღუდვა.

მუხლი 273. ცვლილებები დაცვის და კონტროლის სქემებსა და დანაყენებში

  1. HVDC გარდამქმნელ სადგურში შესაძლებელი უნდა იყოს HVDC სისტემის დაცვის პარამეტრების და სხვადასხვა კონტროლის რეჟიმის პარამეტრების ცვლილება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში და მე-3 პუნქტის შესაბამისად.
  2. ნებისმიერი ცვლილება HVDC სისტემის დაცვის და კონტროლის სხვადასხვა რეჟიმის პარამეტრების დანაყენებსა და სქემებში, მათ შორის, პროცედურაში, კოორდინირებული და შეთანხმებული უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და HVDC სისტემის მფლობელს შორის.
  3. შესაძლებელი უნდა იყოს HVDC სისტემების კონტროლის რეჟიმების და მასთან დაკავშირებული დანაყენების დისტანციურად ცვლილება, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრულის შესაბამისად.

მუხლი 274. ნულიდან გაშვება

  1.  გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მიიღოს წინადადება HVDC სისტემის მფლობელისაგან ნულიდან გაშვების უნართან დაკავშირებით.
  2.  ნულიდან გაშვების შესაძლებლობის მქონე HVDC სისტემას, იმ შემთხვევაში, როდესაც ძაბვის ქვეშ არის ერთი გარდამქმნელი სადგური, უნდა შეეძლოს HVDC სისტემის გამორთვის შემდეგ ძაბვის ქვეშ დააყენოს ცვლადი დენის ქვესადგურის სალტე, რომელზეც მიერთებულია სხვა გარდამქმნელი სადგური, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული დროის ფარგლებში. HVDC სისტემას უნდა შეეძლოს სინქრონიზაცია 248-ე მუხლში განსაზღვრულ სიხშირის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ ძაბვის ფარგლებში, ან საჭიროების შემთხვევაში 255-ე მუხლში მითითებულის შესაბამისად. გადამცემი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვროს სიხშირის და ძაბვის უფრო ფართო დიაპაზონები სისტემის უსაფრთხოების აღდგენის საჭიროების შემთხვევაში.
  3. გადამცემი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი უნდა შეთანხმდნენ ნულიდან გაშვების შესაძლებლობის სიმძლავრესა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე საოპერაციო პროცედურაზე.

მუხლი 275. მოქმედების სფერო - მოთხოვნები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებსა და მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურებთან დაკავშირებით

1. მოთხოვნები, რომელიც ვრცელდება არასახმელეთო სიმძლავრის პარკებზე, XIV თავის 121-130-ე მუხლების შესაბამისად, გამოყენებულ იქნება მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან მიმართებაში, რომელსაც წაეყენება ამ წესების 149-156-ე მუხლების ჩათვლით გათვალისწინებული სპეციფიკური მოთხოვნები. ეს მოთხოვნები უნდა გავრცელდეს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების HVDC სისტემებთან მიერთების წერტილ(ებ)ზე და HVDC სისტემებზე. XIV თავის 114-ე მუხლში განსაზღვრული კატეგორიზაცია უნდა გავრცელდეს მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე.

მუხლი 276. მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით

  1. სიხშირულ მახასიათებელთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს სწრაფი სიგნალის მიღება მიერთების წერტილიდან სინქრონულ ზონაში, რომლისთვისაც უზრუნველყოფილია სიხშირული მახასიათებელი და, მახასიათებლის აქტივაციის მიზნით, შეეძლოს სიგნალის დამუშავება სიგნალის გაგზავნიდან მის დასრულებამდე 0.1 წამის ფარგლებში. სიხშირე უნდა გაიზომოს მიერთების წერტილზე სინქრონულ ზონაში, რომლისთვისაც უზრუნველყოფილია სიხშირული მახასიათებელი.

ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებს, მიერთებულს HVDC სისტემების საშუალებით, რომელიც უერთდება ერთზე მეტ კონტროლის ზონას, უნდა შეეძლოს კოორდინირებული სიხშირის რეგულირების უზრუნველყოფა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულის შესაბამისად.

2. სიხშირის დიაპაზონებთან და მახასიათებლებთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებულ მუდმივი დენის HVDC გარდამქმნელ სადგურის ქსელთან და იმუშაოს 21-ე დანართში 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის განსაზღვრულ სიხშირის ფარგლებსა და დროის პერიოდებში. თუ გამოიყენება 50 ჰც-სგან განსხვავებული, ან კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, სიხშირის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა 21-ე დანართში მითითებული სისტემის მახასიათებლების და მოთხოვნების გათვალისწინებით;

ბ) სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონები ან ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები შესაძლოა შეთანხმდეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების დაცვის ან აღდგენის საჭიროების შემთხვევაში. თუ სიხშირის უფრო ფართო დიაპაზონი ან ექსპლუატაციისთვის უფრო ხანგრძლივი მინიმალური ვადები ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადი იქნება, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს თანხმობის მიცემა.

გ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებების დაცვით, მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს ავტომატური გამორთვა განსაზღვრულ სიხშირეებზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ უკანასკნელის განსაზღვრის შემთხვევაში. ავტომატური გამორთვის პირობები და პარამეტრები შეთანხმებულ უნდა იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის.

  1. სიხშირის ცვლილების სიჩქარისადმი მედეგობის უნართან დაკავშირებით, მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემაში სიხშირის +/-2 ჰც/წმ-მდე ცვლილების შემთხვევაში (გაზომილი დროის ნებისმიერ წერტილში, როგორც სიხშირის ცვლილების საშუალო სიჩქარე წინა 1 წამისთვის)
    მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის HVDC სისტემით მიერთების წერტილთან, მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის მხარეს 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  2. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებს უნდა ჰჰქონდეს LFSM-O რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა XV თავის 121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირველ პუნქტში განსაზღვრული სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  3. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესაძლებლობა მუდმივი სიმძლავრის შენარჩუნების კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 121-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  4. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა აქტიური სიმძლავრის რეგულირების კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის. ხელით მართვა შესაძლებელი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური დისტანციური მართვის მოწყობილობები გამორთული იქნება.
  5. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა LFSM-U რეჟიმში მუშაობის კუთხით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  6. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა FSM რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სწრაფი სიგნალის საპასუხო რეაქციის გათვალისწინებით, როგორც მითითებულია პირველ პუნქტში, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  7. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის შესაძლებლობა სიხშირის აღდგენის თაობაზე უნდა განისაზღვროს XV თავის 123-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის.
  8. თუ გამოიყენება 50 ჰც-გან განსხვავებული მუდმივი ნომინალური სიხშირე, კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე ან მუდმივი დენის სისტემის ძაბვა გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების გათვალისწინებით, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს 240-246 მუხლებით განსაზღვრული შესაძლებლობები.

მუხლი 277. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან და ძაბვასთან დაკავშირებით

  1. ძაბვის ფარგლებთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა შეეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება მოცემული ძაბვის ფარგლებში (ფარდობით ერთეულში) დროის პერიოდებში, რომლებიც მოცემულია 22-ე დანართის მე-9 და მე-10 ცხრილებში. განსაზღვრული მოქმედი ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები შერჩეულია ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის საფუძველზე.

ბ) ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან ოპერირების უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, სისტემის უსაფრთხოების აღდგენის ან შენარჩუნების საჭიროების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან ოპერირების უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ეკონომიკურად და ტექნიკურად მიზანშეწონილია, სიმძლავრის პარკის მფლობელმა დაუსაბუთებლად არ უნდა შეაფერხოს თანხმობის მიცემა.

გ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის, რომელთაც აქვთ HVDC სისტემით მიერთების წერტილი მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს განსაზღვროს ძაბვები აღნიშნულ მიერთების წერტილზე, რა სიდიდეებზეც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეძლებს ავტომატურ გამორთვას. ავტომატური გამორთვის პირობები და დანაყენები შეთანხმებულ უნდა იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის.

დ) ცვლად დენებზე HVDC სისტემით მიერთების წერტილებთან დაკავშირებით, რომელიც არ შედის 22-ე დანართის ფარგლებში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მოთხოვნები მიერთების წერტილზე.

ე) 50 ჰც-ისგან განსხვავებული სიხშირით ოპერირების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმების შესაბამისად, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრული ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა იყოს 22-ე დანართის მე-9 და მე-10 ცხრილში მითითებული მაჩვენებლების პროპორციული.

2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი შეძლებს ორმხრივი შეთანხმების მიღწევას HVDC სისტემების მფლობელებთან, რომელიც აერთებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს ცვლადი დენის ქსელის ერთი მიერთების წერტილთან, მან უნდა შეასრულოს ყველა შემდეგი მოთხოვნა:

ა.ა)უნდა ჰჰქონდეს უნარი, დამატებითი დანადგარით ან მოწყობილობით და/ან პროგრამული უზრუნველყოფით დააკმაყოფილოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მითითებული რეაქტიული სიმძლავრის მიწოდების შესაძლებლობები, ბ) პუნქტის შესაბამისად და უნდა:

ა.ა.ა) ჰჰქონდეს „ბ“ პუნქტის შესაბამისი რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობები მის რამდენიმე ან ყველა მოწყობილობას, რომელიც უკვე დამონტაჟებულია, როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ცვლადი დენის ქსელთან მიერთების ნაწილი, თავდაპირველი მიერთების და ექსპლუატაციაში შესვლის დროს; ან

ა.ა.ბ) წარმოადგინოს, და შემდეგ მიაღწიოს შეთანხმებას შესაბამისი სისტემის ოპერატორთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა, როდესაც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მიერთების ერთზე მეტი წერტილით დაკავშირებულია ცვლადი დენის ქსელთან, ან მოშორებული ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელის მხარეს არსებულ ცვლადი დენის ქსელთან მიერთებულია მუდმივ დენზე მიერთებული განსხვავებული მფლობელის მქონე კიდევ ერთი სიმძლავრის პარკი ან HVDC სისტემა. ეს შეთანხმება მოიცავს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის (ან ნებისმიერი შემდგომი მფლობელის) ხელშეკრულებას იმის თაობაზე, რომ ის დააფინანსებს და დაამონტაჟებს ამ მუხლით მოთხოვნილი რეაქტიული სიმძლავრის საშუალებებს მის მფლობელობაში არსებული სიმძლავრის პარკებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად განსაზღვრული დროის მომენტისთვის. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა აცნობოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ნებისმიერი მიზანმიმართული განვითარების სავარაუდო დასრულების თარიღი, რომელიც მოითხოვს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მხრიდან სრული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის დამონტაჟებას.

ა.ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა გაითვალისწინოს განვითარების განრიგი, რომლის მიზანია მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის გადაიარაღება/მოდერნიზაცია, დროის იმ მომენტის განსაზღვრისას, რომლისთვისაც გადაიარაღება უნდა განხორციელდეს. განრიგი უნდა წარმოადგინოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, ცვლადი დენის ქსელზე მიერთების მომენტში.

ბ)მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებმა უნდა დააკმაყოფილოს ძაბვის მდგრადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მიერთების დროს, ან ეტაპობრივად, ა) პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად:

ბ.ა) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით HVDC სადგურის გადაცემის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრით მუშაობისას, მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა დააკმაყოფილოს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები ძაბვის ცვალებადობის კუთხით, რომელიც დადგენილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს U-Q/Pmax- პროფილი, რომელიც მიიღებს ნებისმიერ ფორმას, 22-ე დანართის ცხრილი 11-ის შესაბამისად მოცემულ ფარგლებში, რომელშიც სიმძლავრის პარკს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება HVDC სადგურის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემის დროს. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება აღნიშნული ფარგლების განსაზღვრისას, ასევე საპროგნოზო ხარჯები, რომელიც საჭიროა სიმძლავრის პარკების მხრიდან მაღალ ძაბვებზე რეაქტიული სიმძლავრის გენერაციის და დაბალ ძაბვებზე რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.

თუ გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მითითებულია, რომ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მიერთდება სინქრონულ ზონაზე ცვლადი დენით, გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, რომ:

ბ.ა.ა) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს უნდა ჰჰქონდეს 133-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაძლებლობები სინქრონული ზონისთვის, რომელიც მოწყობილია ცვლადი ძაბვის ქსელზე მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის საწყისი მიერთების და ქსელში ჩართვის დროს; ან

ბ.ა.ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აჩვენოს და შემდეგ შესაბამისი სისტემის ოპერატორთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან მიაღწიოს შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი სინქრონული ზონისთვის 133-ე მუხლის მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობა იმ მომენტში, როდესაც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი ცვლადი დენით მიუერთდება სინქრონულ ზონას.

გ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფა, თუკი მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მიერთების წერტილი არ მდებარეობს არც მიერთების წერტილის ძაბვის დონემდე ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეზე და არც ცვლადი დენის გენერატორის სალტეებზე, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში. დამატებითმა რეაქტიულმა სიმძლავრემ უნდა გააკომპენსიროს რეაქტიული სიმძლავრის მიმოცვლა მაღალი ძაბვის ხაზსა ან კაბელზე, რომელიც არსებობს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამამაღლებელი ტრანსფორმატორის მაღალი ძაბვის სალტეებს ან, ამამაღლებელი ტრანსფორმატორის არარსებობის შემთხვევაში, მისი გენერატორის მომჭერებსა და მიერთების წერტილს შორის, და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ ხაზის ან კაბელის პასუხისმგებელი მფლობელის მიერ.

3. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის აქტიური ან რეაქტიული სიმძლავრის რეგულირებაში მონაწილეობას შორის პრიორიტეტთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს, აქტიური სიმძლავრის მონაწილეობას აქვს პრიორიტეტი თუ რეაქტიული სიმძლავრის მონაწილეობას ავარიების დროს, რისთვისაც საჭიროა ავარიის მიმართ მდგრადობის უნარი. თუ პრიორიტეტი მიენიჭება აქტიური სიმძლავრის მონაწილეობას, მისი უზრუნველყოფა უნდა განისაზღვროს ავარიის წარმოქმნიდან იმ დროის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

მუხლი 278. კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები

  1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ცვლადი ძაბვის შემკრებ ქსელთან სინქრონიზაციის დროს, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს უნდა ჰჰქონდეს ძაბვის ნებისმიერი ცვლილებების შეზღუდვის უნარი დამყარებულ სიდიდემდე, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. აღნიშნული სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს სინქრონიზაციამდე არსებული ძაბვის 5 %-ს. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს გარდამავალი ძაბვის მაქსიმალური სიდიდე, ხანგრძლივობა და გაზომვის ინტერვალები.
  2. მუდმივი დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს გამომავალი სიგნალები, როგორც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

მუხლი 279. ქსელის მახასიათებლები

ქსელის მახასიათებლებთან დაკავშირებით, მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე უნდა გავრცელდეს შემდეგი:

ა) თითოეულმა შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ გამოაქვეყნოს მეთოდი და ავარიამდელი და ავარიის შემდგომი სცენარები HVDC სისტემის მიერთების წერტილში მინიმალური და მაქსიმალური მოკლე შერთვის სიმძლავრის გამოსათვლელად.

 ბ) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს სტაბილური ოპერირება მოკლე შერთვის სიმძლავრის მინიმალურიდან მაქსიმალურ სიდიდეებს შორის და ასევე HVDC სისტემის მიერთების წერტილის ქსელის მახასიათებლებში, რომელიც დადგენილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

გ) თითოეულმა შესაბამისი სისტემის ოპერატორმა და HVDC სისტემის მფლობელმა მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა წარუდგინოს სისტემის აღმწერი ქსელის ეკვივალენტები, რათა მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს შესაძლებლობა ჰჰქონდეს დააპროექტონ თავიანთი სისტემები ჰარმონიკებთან დაკავშირებით.

მუხლი 280. დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნები

  1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ელექტრული დაცვის სქემები და დანაყენები უნდა განისაზღვროს 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ქსელი უკავშირდება სინქრონულ ზონას. დაცვის სქემები უნდა დაპროექტდეს სისტემის შესრულების ხარისხის, ქსელის თავისებურებების, ასევე სიმძლავრის პარკის ტექნოლოგიის ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით და შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.
  2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების დაცვის და კონტროლის პრიორიტეტულობა უნდა განისაზღვროს 122-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ქსელი უკავშირდება სინქრონულ ზონას და შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორთან, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

მუხლი 281. ენერგიის ხარისხი

მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქსელზე მათი მიერთებით გამოწვეული მკვებავი ქსელის ძაბვის ცვალებადობამ ან დამახინჯებამ მიერთების წერტილში არ გადააჭარბოს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით დადგენილ ზღვარს. ქსელის მომხმარებლების, მათ შორის,, და არა მხოლოდ, არსებული მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და HVDC სისტემების აუცილებელი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებში დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს. ჩასატარებელი კვლევის პროცესი და ყველა მონაწილე მხარის მიერ წარმოსადგენი შესაბამისი მონაცემები, ასევე განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს მუხლი 266-ე მუხლში აღწერილ პროცესთან.

მუხლი 282. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე გავრცელებული სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები

სისტემის საერთო მართვის მოთხოვნები, რომელიც განსაზღვრულია 122-ე მუხლის მე-5, მე-15 მუხლის მე-6 და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტებში, ვრცელდება ნებისმიერ მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკზე.

მუხლი 283. მოქმედების სფერო - მოთხოვნები მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელ სადგურებთან დაკავშირებით

248-276-ე მუხლის ჩათვლით მითითებული მოთხოვნები ვრცელდება შორ დისტანციაზე არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურზე, 284-287-ე მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი კონკრეტული მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 284. მოთხოვნები სიხშირის მდგრადობასთან დაკავშირებით

  1. თუ გამოიყენება 50 ჰც-სგან განსხვავებული, ან კონსტრუქციიდან გამომდინარე ცვლადი სიხშირე მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების დამაკავშირებელ ქსელში, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით, 248-ე მუხლი უნდა გავრცელდეს მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის ფარგლებით და დროის პერიოდებით, სისტემის თავისებურების და მე-16 დანართში მოცემული მოთხოვნების გათვალისწინებით.
  2. სიხშირულ მახასიათებელთან დაკავშირებით, მოშორებული ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელები უნდა შეთანხმდნენ სიგნალის სწრაფი გაცვლის ტექნიკურ პირობაზე 276-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ქსელის სიხშირის მიწოდება მიერთების წერტილზე სიგნალის სახით. რაც შეეხება სიმძლავრის პარკის დამაკავშირებელ HVDC სისტემას, აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის რეგულირება შეზღუდული უნდა იყოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაძლებლობით.

მუხლი 285. მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან და ძაბვასთან დაკავშირებით

1. ძაბვის ფარგლებთან დაკავშირებით:

ა) მოშორებულ ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა შეძლოს დარჩეს მიერთებული მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის ქსელთან და შეძლოს ოპერირება 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილში განსაზღვრული ძაბვის ზღვრების (ფარდობით ერთეულებში) და დროის პერიოდებში. განსაზღვრული მოქმედი ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები შერჩეულია ბაზისური 1 ფ.ე. ძაბვის საფუძველზე;

ბ) ძაბვის უფრო ფართო ზღვრები ან უფრო ხანგრძლივი მინიმალური დროები ოპერირებისათვის შესაძლოა შეთანხმებულ იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, მე-277 მუხლის შესაბამისად;

გ)ცვლად ძაბვებზე HVDC სისტემის მიერთების წერტილებთან დაკავშირებით, რომლებზეც არ ვრცელდება 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილებში მოცემული ფარგლები, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს მოთხოვნები მიერთების წერტილებზე;

დ) 50 ჰც-სგან განსხვავებული სიხშირეების გამოყენების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორის შეთანხმებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით განსაზღვრული ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები უნდა იყოს 23-ე დანართის მე-12 და მე-13 ცხრილებში მითითებული მაჩვენებლების პროპორციული.

2. მოშორებული ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები მიერთების წერტილში ძაბვის მდგრადობის კუთხით რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით:

ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფის შესაძლებლობის მოთხოვნები ძაბვის სხვადასხვა დონეებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უნდა განსაზღვროს ნებისმიერი ფორმის მქონე U-Q/Pmax პროფილი იმ ზღვრებში, რომელშიც მოშორებული ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურს შეეძლება რეაქტიული სიმძლავრის მიწოდება HVDC სადგურის მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემის დროს.

ბ) U-Q/Pmax პროფილი უნდა განსაზღვროს თითოეულმა შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. U-Q/Pmax პროფილი უნდა იყოს Q/Pmax პროფილის და 23-ე დანართის მე-14 ცხრილში მოცემული დამყარებული ძაბვის ფარგლებში, ხოლო U-Q/Pmax პროფილის საზღვრები უნდა იყოს მე-19 დანართში მითითებული ფიქსირებული გარე ზონის ფარგლებში. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, აღნიშნული ფარგლების განსაზღვრის დროს უნდა გაითვალისწინოს ქსელის გრძელვადიანი განვითარება.

მუხლი 286. ქსელის მახასიათებლები

ქსელის მახასიათებლებთან დაკავშირებით, მოშორებულ ბოლოს არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა შესაბამისი მონაცემები უნდა მიაწოდოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს 279-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 287. ენერგიის ხარისხი

მოშორებულ ბოლოს არსებულმა HVDC გარდამქმნელი სადგურის მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათმა მიერთებამ ქსელზე არ გამოიწვიოს მიერთების წერტილთან მკვებავი ქსელის ძაბვის რხევების ან დამახინჯების გაზრდა შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად, მათთვის განსაზღვრულ დონეზე მეტად. ქსელის მომხმარებლების, მათ შორის,, და არა მხოლოდ, არსებული მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების და HVDC სისტემების აუცილებელი მონაწილეობა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებში დაუსაბუთებლად არ უნდა შეფერხდეს. ჩასატარებელი კვლევის პროცესი და ყველა მონაწილე მხარის მიერ წარმოსადგენი შესაბამისი მონაცემები, ასევე განსაზღვრული და განხორციელებული შემარბილებელი ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს 266-ე მუხლში აღწერილ პროცესთან.

მუხლი 288. HVDC სისტემის ოპერირება

  1. ოპერირებისთვის საჭირო მზომ მოწყობილობებთან დაკავშირებით, HVDC სისტემის თითოეული გარდამქმნელი ბლოკი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური კონტროლერით, რომელსაც შეუძლია მიიღოს ინსტრუქციები შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან და გადამცემი სისტემის ოპერატორისგან. ავტომატურმა კონტროლერმა უნდა შეძლოს HVDC სისტემის გარდამქმნელი ბლოკის ოპერირება კოორდინირებული გზით. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს, ავტომატური კონტროლერის იერარქია თითოეული HVDC გარდამქმნელი ბლოკისთვის.
  2.  პირველ პუნქტში მოცემულ HVDC სისტემის ავტომატურ კონტროლერს უნდა შეეძლოს ქსელის ოპერატორთან შემდეგი ტიპის სიგნალების გაგზავნა:

ა) ოპერაციული სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ა.ა) გაშვების სიგნალი;

ა.ბ) ცვლადი და მუდმივი ძაბვის გაზომვები;

ა.გ) ცვლადი და მუდმივი დენის გაზომვები;

ა.დ) აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის გაზომილი სიდიდე ცვლადი ძაბვის მხარეს;

ა.ე) მუდმივი ძაბვის სიმძლავრის გაზომილი სიდიდე;

ა.ვ) HVDC გარდამქმნელი ბლოკის დონის ოპერირება მრავალპოლარული ტიპის HVDC გარდამქმნელში;

ა.ზ) ელემენტები და ტოპოლოგიური სტატუსი; და

ა.თ) FSM რეჟიმის, სიხშირის აწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-O), სიხშირის დაწევისას სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმის (LFSM-U) აქტიური სიმძლავრის ფარგლები.

ბ) განგაშის სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ბ.ა) ავარიული ბლოკირება;

ბ.ბ) მკვეთრი ცვლილების ბლოკირება;

ბ.გ) აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსი.

  1. პირველ პუნქტში მოცემულ HVDC სისტემის ავტომატურ კონტროლერს უნდა შეეძლოს შემდეგი ტიპის სიგნალების მიღება ქსელის ოპერატორისგან:

ა) ოპერაციული სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ა.ა) გაშვების ბრძანება;

ა.ბ) აქტიური სიმძლავრის დანაყენები;

ა.გ) სიხშირის რეგულირების რეჟიმის დანაყენები;

ა.დ) რეაქტიული სიმძლავრის, ძაბვის ან მსგავსი დანაყენები;

ა.ე) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმები;

ა.ვ) სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლი; და

ა.ზ) ხელოვნური ინერცია.

ბ) განგაშის სიგნალები, რომელიც მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ბ.ა) ავარიული ბლოკირების ბრძანება;

ბ.ბ) ცვლილების სიჩქარის ბლოკირების ბრძანება;

ბ.გ) აქტიური სიმძლავრის გადადინების მიმართულება;

ბ.დ) აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირების ბრძანება.

4. თითოეულ სიგნალთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება ექნება განსაზღვროს მოწოდებული სიგნალის ხარისხი.

მუხლი 289. პარამეტრები და დანაყენები

HVDC სისტემის მთავარი საკონტროლო ფუნქციების პარამეტრები და დანაყენები შეთანხმებულ უნდა იქნეს HVDC სისტემის მფლობელსა და შესაბამისი სისტემის ოპერატორს შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. პარამეტრები და დანაყენები უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონტროლის ისეთი იერარქიული წესით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელს გახდის მათ ცვლილებას. კონტროლის მთავარ ფუნქციებში შედის მინიმუმ:

ა) ხელოვნური ინერცია, შესაბამის შემთხვევაში, როგორც განსაზღვრულია 251-ე და 278-ე მუხლებში;

ბ) სიხშირის რეგულირების რეჟიმები (FSM, LFSM-O, LFSM-U რეჟიმები), რომელიც მოხსენიებულია 252-254-ე მუხლებში;

გ) სიხშირის რეგულირება, შესაბამის შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრულია 253-ე მუხლში;

დ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმი, შესაბამის შემთხვევაში, როგორც
 განსაზღვრულია 259-ე მუხლში;

ე) სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობა, მოხსენიებული 267-ე მუხლში;

ვ) ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების ჩახშობის შესაძლებლობა,
 რომელიც მოცემულია 268-ე მუხლში.

მუხლი 290. დაზიანების ჩაწერა და მონიტორინგი

  1. HVDC სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც განახორციელებს დაზიანების ჩაწერას და სისტემის დინამიკური პროცესების მონიტორინგს, თითოეული HVDC გარდამქმნელი სადგურის შემდეგი პარამეტრებისთვის:

ა) ცვლადი და მუდმივი ძაბვა;

ბ) ცვლადი და მუდმივი დენი;

გ) აქტიური სიმძლავრე;

დ) რეაქტიული სიმძლავრე; და

ე) სიხშირე.

  1. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია განსაზღვროს, HVDC სისტემის მიერ დასაკმაყოფილებელი კვების ხარისხის პარამეტრები, სათანადო წინასწარი შეტყობინების გაგზავნის პირობით.
  2. პირველ პუნქტში მოხსენიებული დაზიანების ჩაწერის მოწყობილობის თავისებურებები, მათ შორის, ანალოგური და ციფრული არხები, პარამეტრები, მათ შორის, გაშვების კრიტერიუმები და პარამეტრების შერჩევის სიხშირე უნდა შეთანხმდეს HVDC სისტემის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის.
  3. სისტემის დინამიკური ქცევის მონიტორინგის ყველა მოწყობილობა უნდა მოიცავდეს რხევის გამშვებ სიგნალს, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, სიმძლავრის რხევის არასათანადოდ ჩახშობის გამოვლენის მიზნით.
  4. მოწყობილობები კვების ხარისხის და დინამიკური პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს HVDC სისტემის მფლობელის და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის ელექტრონული წვდომის მექანიზმებს. კომუნიკაციის პროტოკოლები ჩაწერილი მონაცემებისთვის შეთანხმებულ უნდა იქნეს HVDC სისტემის მფლობელს, შესაბამისი სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის.

მუხლი 291. მათემატიკური მოდელები

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორს, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, უფლება აქვს მოსთხოვოს HVDC სისტემის მფლობელს მათემატიკური მოდელების წარმოდგენა, რომელიც სათანადოდ ასახავს HVDC სისტემის ქცევას, როგორც დამყარებული, ასევე დინამიკური (სიხშირის ძირითადი შემდგენი) და ელექტრომაგნიტური გარდამავალი რეჟიმის სიმულაციისას.

წარსადგენი მოდელების ფორმატი, ასევე მათი სტრუქტურის და ბლოკური დიაგრამების დოკუმენტაცია უნდა დადგინდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

2. დინამიკური სიმულაციების მიზნებისთვის წარმოდგენილი მოდელები უნდა მოიცავდეს სულ მცირე, მაგრამ არა მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ქვემოდელებს, რომელიც დამოკიდებულია შემდეგი კომპონენტების არსებობაზე:

ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მოდელები;

ბ) ცვლადი ძაბვის შემდგენის მოდელები;

გ) მუდმივი დენის ქსელის მოდელები;

დ) ძაბვის და სიმძლავრის კონტროლერი;

ე) შესაბამის შემთხვევაში, კონტროლის სპეციალური ფუნქციები, მაგალითად, სიმძლავრის რხევების ჩახშობის ფუნქცია, ქვესინქრონული ტორსიონალური ურთიერთქმედების (SSTI) კონტროლი;

ვ) შესაბამის შემთხვევაში, მრავალკვანძიანი კონტროლი;

ზ) HVDC სისტემის დაცვის მოდელები, რომელიც შეთანხმებულია გადამცემი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის.

3. მოდელები უნდა დამოწმდეს HVDC სისტემის მფლობელის მიერ 304-313-ე მუხლების შესაბამისად განხორციელებული შესაბამისობის ტესტების შედეგების მიხედვით და დამოწმების ანგარიში უნდა წარედგინოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. აღნიშნული მოდელები გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დამოწმების მიზნით, მათ შორის,, და არა მხოლოდ, 304-313-ე მუხლებით განსაზღვრული თავსებადობის სიმულაციისა და სისტემის დაგეგმვასა და ოპერირების უწყვეტი შეფასების კვლევებში გამოყენების მიზნით.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს HVDC სისტემის ჩანაწერები მოდელების რეაქციის აღნიშნულ ჩანაწერებთან შედარების მიზნით.

5. შესაბამისი სისტემის ოპერატორის და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს კონტროლის სისტემის ეკვივალენტური მოდელი, როდესაც ადგილი აქვს კონტროლის უარყოფით ურთიერთქმედებას, HVDC გარდამქმნელი სადგურების ელექტრულ სიახლოვეში მყოფ სხვა კავშირებისთვის. ეკვივალენტური მოდელი უნდა მოიცავდეს ყველა საჭირო მონაცემს.

მუხლი 292. ძირითადი დებულებები -ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მიერთებებთან დაკავშირებით

  1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უჩვენოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 248-291-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები მიერთების შესაბამისი წერტილისთვის, HVDC სისტემის მიერთებისთვის საჭირო ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით დასრულების გზით, როგორც განსაზღვრულია 293-296-ე მუხლებით.
  2. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს ოპერატიული შეტყობინების პროცედურის ნებისმიერი დეტალური დებულება და მისი დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს.
  3. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა თითოეული ახალი HVDC სისტემის მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიულ შეტყობინებას (EON);

ბ) შუალედურ ოპერატიულ შეტყობინებას (ION); და

გ) საბოლოო ოპერატიულ შეტყობინებას (FON).

მუხლი 293. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) HVDC სისტემებთან დაკავშირებით

  1.  ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) HVDC სისტემის მფლობელს უფლებას ანიჭებს მოახდინოს საკუთარი შიდა ქსელის და საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება და მათი ქსელზე მიერთება განსაზღვრულ მიერთების წერტილში.
  2.  ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მომზადების დასრულების და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამის ოპერაციულ პროცედურებში განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების გათვალისწინებით. არსებული მომზადება უნდა მოიცავდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის მფლობელს შორის მიერთების წერტილთან დაკავშირებით დაცვის და კონტროლის პარამეტრების შესახებ შეთანხმებებს.

მუხლი 294. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) HVDC სისტემებთან დაკავშირებით

  1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) HVDC სისტემის მფლობელს ან გარდამქმნელი ბლოკის მფლობელს ანიჭებს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის ოპერირების უფლებას, ქსელთან კავშირის გამოყენების გზით, შეზღუდული დროით.
  2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ.
  3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოითხოვოს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელისგან შემდეგი:

 ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი;

ბ) HVDC სისტემის დეტალური ტექნიკური მონაცემები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

გ)HVDC სისტემების ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილის სახით;

დ)მათემატიკური მოდელები ან ზუსტი კონტროლის სისტემის ასლი, როგორც განსაზღვრულია 291-ე მუხლით და შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით;

ე)კვლევები, რომლებიც ასახავს მოსალოდნელ დამყარებულ რეჟიმს და დინამიურ შესრულების ხარისხს, როგორც მოთხოვნილია 248-291-ე მუხლების შესაბამისად;

ვ) შესაბამისობის განსაზღვრული ტესტების დეტალები 309-ე მუხლის შესაბამისად;

ზ) შესაბამისობის დასკვნითი ტესტების განსაზღვრული პრაქტიკული მეთოდის დეტალები 304-313-ე მუხლების თანახმად.

  1. მე-5 პუნქტით განსაზღვრული შეთხვევების გარდა, HVDC სისტემის მფლობელის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელისთვის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის მაქსიმალური პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ოცდაოთხ თვეს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების უფრო ხანმოკლე ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) მოქმედების ვადა უნდა ეცნობოს კომისიას, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ HVDC სისტემის მფლობელი აჩვენებს არსებით პროგრესს სრული შესაბამისობის მიმართულებით. შუალედური ოპერატიული შეტყობინების გაგრძელების დროს გარკვევით უნდა განისაზღვროს გადაუჭრელი საკითხები.
  2. HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის ოცდაოთხთვიანი პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს 314-320-ე მუხლებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში. ეს მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ოცდაოთხთვიანი ვადის ამოწურვამდე.

მუხლი 295. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) HVDC სისტემებთან დაკავშირებით

  1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) HVDC სისტემის მფლობელს ანიჭებს HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების ექსპლუატაციის უფლებას, ქსელთან მიერთების წერტილების გამოყენებით.
  2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შუალედური ოპერატიული შეტყობინების სტატუსის მიზნით გამოვლენილი ყველა შეუსაბამობის წინასწარი აღმოფხვრის და მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შედეგად.
  3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად მოთხოვნის შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი:

ა) შესაბამისობის დეტალური განცხადება; და

ბ) მოქმედი ტექნიკური მონაცემების, მათემატიკური მოდელების კონტროლის არსებული სისტემის ზუსტი ასლის და კვლევების განახლებები, რომელიც მითითებულია 294-ე მუხლში, მათ შორის, გამოცდების განმავლობაში ფაქტობრივად გაზომილი სიდიდეების გამოყენება.

  1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემის მიზნით, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, გადავადება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, 316-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ HVDC სისტემა შეესაბამება გადავადების დებულებებს.

გადავადების მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება ექნება უარი განაცხადოს იმ HVDC სისტემის ან HVDC გარდამქმნელი ბლოკების ექსპლუატაციაზე, რომლის მფლობელის მოთხოვნა გადავადების შესახებ უარყოფილ იქნა, სანამ HVDC სისტემის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ მიიჩნევს, რომ HVDC სისტემა შეესაბამება ამ თავის დებულებებს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი და HVDC სისტემის მფლობელი ვერ გადაჭრიან შეუსაბამობის საკითხებს გონივრულ ვადაში, ნებისმიერ შემთხვევაში, გადავადების მოთხოვნაზე უარყოფის შეტყობინების მიღების შემდეგ არაუგვიანეს ექვსი თვის გასვლისას, თითოეულ მხარეს შეუძლია საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიმართოს კომისიას.

მუხლი 296. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) HVDC სისტემებთან/გადავადებებთან დაკავშირებით

1. HVDC სისტემის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებებისას:

ა) HVDC სისტემა დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებას ან შესაძლებლობის დაკარგვას, მის შესრულების ხარისხზე ზემოქმედი ერთი ან რამდენიმე მოდიფიკაციის განხორციელების გამო; ან

ბ) მოწყობილობის დაზიანების გამო შესაბამისი ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

2. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუკი მისი გონივრული მოლოდინით პირველ პუნქტში აღწერილი გარემოებები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს.

3. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით:

ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას.

ბ) პასუხისმგებლობები და გადაწყვეტების მოსალოდნელი ვადები; და

გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. მოქმედების თავდაპირველად გაცემული ვადა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომ მიღწეული იქნა არსებითი პროგრესი სრული შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით.

 4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) შესაძლოა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის განმავლობაში იმ სუბიექტების მიმართ, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON).

 5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის შემდგომი გაგრძელების უფლება შესაძლოა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ზემოთხსენებული ვადის ამოწურვამდე, 316-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად.

 6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია უარი განაცხადოს HVDC სისტემის ექსპლუატაციაზე, თუ შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) შეწყდება და მისი გაცემის გამომწვევი გარემოებები რჩება აღმოუფხვრელი. ასეთ შემთხვევაში საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) ავტომატურად დაკარგავს ძალას.

 7. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გასცემს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების პერიოდის გახანგრძლივებას მე-5 პუნქტის შესაბამისად, ან თუ უარს აცხადებს HVDC სისტემის ექსპლუატაციის ნებართვაზე იმ შემთხვევაში, როცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) აღარ არის ძალაში მე-6 პუნქტის შესაბამისად, HVDC სისტემის მფლობელს შეუძლია მიმართოს ამ საკითხის გადასაწყვეტად კომისიას, შესაბამისი სისტემის ოპერატორის გადაწყვეტილების შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

მუხლი 297. ძირითადი დებულებები - ახალი მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მიერთება

1. ეს თავი ეხება მხოლოდ მუდმივ დენზე მიერთებულ ახალ სიმძლავრის პარკებს.

2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უჩვენოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს მის მიერ 275-287-ე მუხლებში მოცემულ შესაბამის მიერთების წერტილთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ოპერატიული შეტყობინების პროცედურის წარმატებით განხორციელების გზით მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მიერთებისთვის, 298-303-ე მუხლების შესაბამისად.

3. შესაბამისმა სისტემის ოპერატორმა უნდა განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ოპერატიული შეტყობინების პროცედურის დამატებითი დეტალები.

4. ოპერატიული შეტყობინების პროცედურა მუდმივი დენზე მიერთებული ახალი სიმძლავრის პარკების მიერთებასთან დაკავშირებით უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON);

ბ) შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION); და

გ) საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON).

მუხლი 298. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს უფლებას მოახდინოს თავისი შიდა ქსელის და საკუთარი მოხმარების ობიექტების ძაბვის ქვეშ დაყენება, ქსელთან მიერთების გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება მიერთების წერტილით.

2. ძაბვის ქვეშ დაყენების ოპერატიული შეტყობინება (EON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, მისი და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის მიერთების წერტილთან დაკავშირებული დაცვების და კონტროლის პარამეტრების შესახებ შეთანხმების მომზადების დასრულების საფუძველზე.

მუხლი 299. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციის და სიმძლავრის გენერაციის უფლებას, ქსელთან მიერთების გამოყენებით, შეზღუდული ვადით.

2. შუალედური ოპერატიული შეტყობინება (ION) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, მონაცემების და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ.

3. მონაცემების და კვლევის განხილვასთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი:

ა) დეტალური შესაბამისობის დოკუმენტი;

ბ) მუდმივ დენზე მიერთებული პარკის დეტალური ტექნიკური მონაცემები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით, რომელსაც განსაზღვრავს შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

გ) მუდმივ დენზე მიერთებული პარკის მოწყობილობის სერტიფიკატები, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისობის მტკიცებულების ნაწილის სახით;

დ) მათემატიკური მოდელები, როგორც განსაზღვრულია 291-ე მუხლში და მოთხოვნილია შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციის შედეგად;

ე) კვლევები, რომლებიც ასახავს მოსალოდნელ დამყარებულ რეჟიმს და დინამიურ შესრულების ხარისხს, როგორც მოთხოვნილია 275-287-ე მუხლებით;

ვ) შესაბამისობის განსაზღვრული ტესტების დეტალები 310-ე მუხლის შესაბამისად;

4. მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, მუდმივ დენზე მიერთებული პარკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის მაქსიმალური პერიოდი არ აღემატება ოცდაოთხ თვეს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განსაზღვროს შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების უფრო ხანმოკლე ვადა. შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) მოქმედების ვადა უნდა ეცნობოს კომისიას, ეროვნული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. შუალედური ოპერატიული შეტყობინების მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი აჩვენებს არსებით პროგრესს სრული შესაბამისობის მიმართულებით. შუალედური ოპერატიული შეტყობინების გაგრძელების დროს გარკვევით უნდა განისაზღვროს გადაუჭრელი საკითხები.

5. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის შუალედური ოპერატიული შეტყობინების (ION) სტატუსში დარჩენის ოცდაოთხთვიანი პერიოდი შესაძლოა გახანგრძლივდეს, 314-320-ე მუხლებით მოცემული პროცედურის შესაბამისად, სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 300. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ანიჭებს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციის უფლებას, ქსელთან მიერთების წერტილების გამოყენებით.

2. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, შუალედური ოპერატიული შეტყობინების სტატუსის მიზნით გამოვლენილი ყველა შეუსაბამობის წინასწარი აღმოფხვრის და მონაცემებისა და კვლევის განხილვის პროცესის დასრულების შედეგად ამ თავის შესაბამისად.

3. მონაცემების და კვლევის განხილვის დასრულების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი:

ა) შესაბამისობის დეტალური განცხადება; და

ბ) მოქმედი ტექნიკური მონაცემების, მათემატიკური მოდელების და კვლევების განახლებები, რომელიც მითითებულია 299-ე მუხლის მე-3 პუნქტში, მათ შორის, გამოცდების განმავლობაში ფაქტობრივად გაზომილი სიდიდეების გამოყენება.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინების (FON) გაცემის მიზნით, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, გადავადება გაიცემა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის, 314-320-ე მუხლებში მოცემული გადავადების პროცედურის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეესაბამება გადავადების დებულებებს. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციაზე, რომლის მფლობელის მოთხოვნა გადავადების შესახებ უარყოფილ იქნა, სანამ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ გადაწყვეტს შეუსაბამობის საკითხს და შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ ჩათვლის, რომ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი თავსებადია.

მუხლი 301. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან დაკავშირებით

1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელები, რომელთაც გადაეცათ საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON), ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აცნობონ შესაბამისი სისტემის ოპერატორს შემდეგი გარემოებებისას:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დროებით ექვემდებარება მნიშვნელოვან ცვლილებას ან შესაძლებლობის დაკარგვას, მის შესრულების ხარისხზე ზემოქმედი ერთი ან რამდენიმე მოდიფიკაციის განხორციელების გამო; ან

ბ) მოწყობილობის დაზიანების გამო შესაბამისი ზოგიერთი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინებისთვის (LON), თუკი პირველ პუნქტში აღწერილი გარემოებები, მისი გონივრული მოლოდინით, გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს.

3. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) უნდა გასცეს გადამცემი სისტემის ოპერატორმა ქვემოთ მითითებული საკითხების მკაფიო განსაზღვრით:

ა) გადაუჭრელი საკითხები, რომელიც ასაბუთებს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) გაცემას.

ბ) პასუხისმგებლობები და გადაწყვეტების მოსალოდნელი ვადები; და

გ) შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. მოქმედების თავდაპირველი გაცემული ვადა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე, გაგრძელების შესაძლებლობით, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმით წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რომ მიღწეული იქნა არსებითი პროგრესი სრული შესაბამისობის მიღწევის თვალსაზრისით.

4. საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) შესაძლოა შეჩერდეს შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის განმავლობაში იმ სუბიექტების მიმართ, რომელზეც გაიცა შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON).

5. შეზღუდული ოპერატიული შეტყობინების (LON) მოქმედების ვადის შემდგომი გაგრძელების უფლება შესაძლოა გაიცეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, ზემოთხსენებული ვადის ამოწურვამდე, 314-320-ე მუხლებში აღწერილი გადავადების პროცედურის თანახმად.

6. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია უარი განაცხადოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ექსპლუატაციაზე, თუ შეზღუდული ოპერატიული შეტყობინება (LON) შეწყდება და მისი გაცემის გამომწვევი გარემოებები რჩება აღმოუფხვრელი. ასეთ შემთხვევაში საბოლოო ოპერატიული შეტყობინება (FON) ავტომატურად კარგავს ძალას.

მუხლი 302. არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გავრცელებით გამოწვეული ხარჯებისა და სარგებლიანობის იდენტიფიკაცია

1. არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე ამ წესებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნის გავრცელებამდე 241-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ხარჯების და სარგებლიანობის ხარისხობრივი შედარება, რომელიც უკავშირდება განსახილველ მოთხოვნას. არსებული შედარება უნდა ითვალისწინებდეს ქსელზე დაფუძნებულ ან ბაზარზე დაფუძნებულ ხელმისაწვდომ ალტერნატივებს. გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია გადავიდეს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზის ჩატარებაზე მე-2-დან მე-5 პუნქტამდე მოცემული პროცედურის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ხარისხობრივი შედარებისას შესაძლო სარგებელი აღემატება შესაძლო ხარჯს. თუმცა, თუ ჩაითვლება, რომ ხარჯი მაღალია ან სარგებელი დაბალი, მაშინ გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან აღარ არსებობს რაოდენობრივი ანალიზის ჩატარების საჭიროება.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შემდგომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა ჩაატაროს ხარჯსარგებლიანობის რაოდენობრივი ანალიზი იმ ნებისმიერი მოთხოვნისა, რომლის გავრცელებაც ივარაუდება არსებულ HVDC სისტემებზე და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე, რომელთაც აჩვენეს პოტენციური სარგებელი პირველი პუნქტის შესაბამისად ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპის შედეგად.

3. ხარჯსარგებლიანობის ანალიზის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი შეაჯამებს შედეგებს ანგარიშში, რომლებიც უნდა:

ა) მოიცავდეს ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და რეკომენდაციებს შემდგომ მოქმედებასთან დაკავშირებით;

ბ) მოიცავდეს შეთავაზებას გარდამავალი პერიოდისთვის, რომელიც საჭიროა HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გასავრცელებლად. გარდამავალი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს კომისიის გადაწყვეტილების დღიდან.

გ) იყოს საჯარო განხილვების საგანი, 245-ე მუხლის შესაბამისად.

4. საჯარო კონსულტაციების დამთავრებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც მოიცავს კონსულტაციის შედეგებს და შეთავაზებას არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე მოთხოვნების გავრცელების თაობაზე. ეს მოხსენება და შეთავაზება უნდა ეცნობოს კომისიას და HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს, ან საჭიროების შემთხვევაში მისი შინაარსის შესახებ უნდა ეცნობოს მესამე მხარეს.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სემეკისთვის მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი შეთავაზება უნდა შეიცავდეს შემდეგს:

ა) ოპერატიული შეტყობინების პროცედურას არსებული HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოთხოვნების შესრულების დემონსტრირების მიზნით.

ბ) გარდამავალ პერიოდს მოთხოვნების შესრულებისთვის, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის კატეგორიას და ნებისმიერ მთავარ დაბრკოლებას მოწყობილობების მოდიფიცირება/გადაიარაღების ეფექტურად განხორციელების კუთხით.

მუხლი 303. ხარჯ - სარგებლიანობის ანალიზის პრინციპები

1. HVDC სისტემების მფლობელებმა, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა ხელი უნდა შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში, რომელიც ჩატარებულია 302-ე და 317-ე მუხლების შესაბამისად და წარმოადგინონ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები ამ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის მომზადების მიზნით, აფასებენ რა 316-ე მუხლის შესაბამის მოსალოდნელ გადავადებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, მათ შორის, დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უნდა დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ ხარჯსარგებლიანობის ანალიზში და წარმოადგინონ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პერსპექტიული მფლობელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი მონაცემები მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული შესაბამისი HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელთან ან პერსპექტიულ მფლობელთან.

2. ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მითითებულ პრინციპებს:

 (ა) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა მათ მიერ ჩატარებული ხარჯსარგებლიანობის ანალიზი უნდა დააფუძნონ ქვემოთ მოცემულ ერთ ან მეტ საანგარიშო პრინციპს:

ა.ა) წმინდა დისკონტირებული ღირებულება;

ა.ბ) ამონაგები ინვესტიციაზე;

ა.გ) უკუგების განაკვეთი; და

ა.დ) ნულოვან მოგებაზე გასვლის დრო.

(ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი ელექტრომომარაგების უსაფრთხოების გაუმჯობესების თვალსაზრისით და უნდა მოიცავდეს მინიმუმ:

ბ.ა) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ალბათობის შემცირებას მოდიფიკაციის შემდგომ ტლიან საექსპლუატაციო პერიოდის განმავლობაში;

ბ.ბ) ელექტროენერგიის მიწოდების ამგვარი შეწყვეტის ალბათობას და ხანგრძლივობას; და

ბ.გ) ელექტროენერგიის მიწოდების ამგვარი შეწყვეტის სოციალურ საათობრივ ღირებულებას;

(გ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან პერსპექტიულმა მფლობელმა რაოდენობრივად უნდა შეაფასონ ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე, ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობაში და განახლებადი ენერგორესურსების ინტეგრაციაში არსებული სარგებელი, რომელიც მოიცავს მინიმუმ:

გ.ა) აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელს;

გ.ბ) საბალანსო რეზერვებს;

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის უზრუნველყოფას;

გ.დ) გადატვირთვის მართვას; და

გ.ე) სისტემის დაცვის ღონისძიებებს.

(დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა რაოდენობრივად უნდა შეაფასოს წესების გავრცელების ხარჯები არსებულ HVDC სისტემებზე ან მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებზე, მათ შორის, მინიმუმ:

დ.ა) პირდაპირი ხარჯები მოთხოვნების შესრულებაზე;

დ.ბ) ალტერნატიული ხარჯები; და/ან

 დ.გ) მომსახურებასა და ექსპლუატაციაში ცვლილებებით გამოწვეული ხარჯები.

 

მუხლი 304. საერთო დებულებები შესაბამისობის ტესტირებისთვის

1. HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების შესრულების ხარისხის ტესტირების მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების ჩვენება.

2. შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრულია ამ თავით, შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს:

ა) ნება მისცეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული გამოცდები, იმ პირობით, რომ ასეთი შემოწმებები უფრო ეფექტური და საკმარისი იქნება HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის ჩვენებისთვის;

ბ) მოთხოვოს HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული გამოცდები, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურების მფლობელების მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 304-313-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის შემოწმებასთან დაკავშირებით, არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საჩვენებლად; და

3. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი პასუხისმგებელი არის განახორციელოს შემოწმებები 304-ე-313-ე მუხლებში მითითებული პირობების შესაბამისად. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს და დაუსაბუთებლად არ შეაფერხოს ტესტირებების ჩატარება.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისობის ტესტირებაში ადგილზე ან დისტანციურად, სისტემის ოპერატორის მართვის ცენტრიდან. ამ მიზნით, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ყველა შესაბამისი ტესტირების სიგნალის და გაზომვების ჩაწერისთვის, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის აუცილებელი წარმომადგენელი იმყოფებოდეს ადგილზე ტესტირების მთლიანი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიგნალები უზრუნველყოფილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული ტესტირებებისთვის, შესაბამისი სისტემის ოპერატორს სურს გამოიყენოს საკუთარი მოწყობილობა შესრულების ხარისხის ჩასაწერად. შესაბამისი სისტემის ოპერატორს აქვს ერთპიროვნული უფლება ტესტირებაში მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

 

მუხლი 305. საერთო დებულებები შესაბამისობის სიმულაციის შესახებ

1. HVDC სისტემების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების შესრულების ხარისხის სიმულაციის მიზანია ამ თავის მოთხოვნების შესრულების ჩვენება.

2. შესაბამისობის სიმულაციისთვის ამ წესებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნების მიუხედავად, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა შესაძლოა:

ა) ნება მისცეს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს ალტერნატიული სიმულაციები, იმ პირობით, რომ ასეთი სიმულაციები ეფექტური და საკმარისი იქნება HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან ან ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ჩვენებისთვის;

ბ) მოთხოვოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს განახორციელოს დამატებითი ან ალტერნატიული სიმულაციები იმ შემთხვევებში, თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებული ინფორმაცია, 304-313-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ შესაბამისობის სიმულაციასთან დაკავშირებით არ იქნება საკმარისი ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის საჩვენებლად.

3. ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის ჩვენების მიზნით, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს სიმულაციის შედეგები ანგარიშების სახით HVDC სისტემაში და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკში შემავალი თითოეული ინდივიდუალური HVDC სისტემისთვის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა შეიმუშაოს და წარმოადგინოს დამოწმებული მოდელი მოცემული HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის. მოდელების შემცველობა აღწერილია 275-ე და 291-ე მუხლში.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს შეამოწმოს HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობა ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის სიმულაციების ჩატარებით, რომელიც დაფუძნებული იქნება მოწოდებული სიმულაციის ანგარიშებზე, იმიტაციურ და შესაბამისობის ტესტის გაზომვებზე.

5. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა მიაწოდოს ტექნიკური მონაცემები და ქსელის მოდელი, დეტალიზაციის იმ დონით, რაც საჭიროა 304-313-ე მუხლებით მოთხოვნილი სიმულაციის ჩასატარებლად.

მუხლი 306. HVDC სისტემის მფლობელის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. HVDC სისტემის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ HVDC სისტემა და HVDC გარდამქმნელი სადგურები შეესაბამებოდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისობა შენარჩუნებული უნდა იყოს მოწყობილობის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

2. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სიმძლავრის პარკი შეესაბამებოდეს ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისობა შენარჩუნებული უნდა იყოს მოწყობილობის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

3. HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური შესაძლებლობების დაგეგმილი მოდიფიკაციების თაობაზე, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ამ წესებში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა, ზემოთხსენებული პროცესის დაწყებამდე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

4. HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სამუშაო რეჟიმის ნებისმიერი საექსპლუატაციო შემთხვევის ან დაზიანების თაობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაყოვნების გარეშე ამგვარი ინციდენტის დადგომის შემდეგ.

5. ნებისმიერი გათვალისწინებული ტესტირების განრიგი და პროცედურა, HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამოწმების მიზნით, HVDC სისტემის მფლობელმა ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა აცნობოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს დროულად და მათ დაწყებამდე დაამტკიცოს შესაბამისი სისტემის ოპერატორმა.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ტესტში და ჩაიწეროს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესრულების ხარისხის მაჩვენებელი.

მუხლი 307. შესაბამისი სისტემის ოპერატორის ამოცანები

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა რეგულარულად უნდა შეაფასოს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობა აღნიშული ქსელით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ზემოთხსენებული ელემენტების მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს აღნიშნული შეფასების შედეგების შესახებ.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე, HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა განახორციელონ შესაბამისობის ტესტები და სიმულაციები არა მხოლოდ ოპერატიული შეტყობინების პროცედურების განმავლობაში 292-ე-302-ე მუხლების შესაბამისად, არამედ სისტემატიურად, HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, განსაზღვრული განმეორებითი ტესტირებების და განსაზღვრული სიმულაციების გეგმის ან ძირითადი სქემის შესაბამისად ან ნებისმიერი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის, მოდიფიკაციის ან შეცვლის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის შესაბამისობაზე ამ წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. HVDC სისტემის მფლობელი ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისობის ტესტების და სიმულაციების შესახებ.

3. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ინფორმაციის და დოკუმენტების ჩამონათვალი, ასევე მათ მიერ შესასრულებელი მოთხოვნები შესაბამისობის პროცესის ფარგლებში. კერძოდ ასეთი ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციას, დოკუმენტებს და მოთხოვნებს:

(ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ წარმოსადგენი ყველა დოკუმენტაცია და სერტიფიკატები;

(ბ) HVDC სისტემის, HVDC გარდამქმნელი სადგურის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტექნიკური მონაცემების დეტალები ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით;

(გ) დამყარებული რეჟიმის და სისტემის დინამიკური მდგრადობის კვლევებისთვის საჭირო მოდელებთან დაკავშირებული მოთხოვნები;

(დ) კვლევების შესრულებისთვის საჭირო სისტემის მონაცემების მოწოდების გრაფიკი;

(ე) კვლევები HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოსალოდნელი დამყარებული და დინამიკური რეჟიმის შესრულების ხარისხის საჩვენებლად, 248-ე-291-ე მუხლებით მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;

(ვ) პირობები და პროცედურები, მათ შორის, მოწყობილობის სერტიფიკატების რეგისტრაციის მიზანი; და

(ზ) პირობები და პროცედურები, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ მოწყობილობის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემულია ავტორიზებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისთვის და სისტემის ოპერატორისთვის პასუხისმგებლობების განაწილება შესაბამისობის ტესტირების, სიმულაციის და მონიტორინგის პროცესში.

5. შესაბამისი სისტემის ოპერატორს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს შესაბამისობის მონიტორინგის ჩატარების ვალდებულება მესამე მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ამ თავის 247-ე მუხლის შესრულება, შესაბამისი კონფიდენციალობის შესაბამისი ვალდებულებებით უფლებამოსილ პირისგან.

6. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა დაუსაბუთებლად არ უნდა დააბრკოლოს ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინება, რომელიც აღწერილია 292-ე-302-ე მუხლებში, თუ შესაბამისობის ტესტირებები ან სიმულაციები შეუძლებელი იქნება შესრულდეს ისე, როგორც შეთანხმებულია შესაბამისი სისტემის ოპერატორსა და HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს შორის, იმ მიზეზების გამო, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორის ერთპიროვნულ კონტროლს.

7. შესაბამისი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს შესაბამისობის ტესტირების და სიმულაციის შედეგები, რომელიც მითითებულია ამ თავში.

მუხლი 308. შესაბამისობის ტესტირებები HVDC სისტემებთან დაკავშირებით

1. მოწყობილობის სერტიფიკატი გამოყენებული უნდა იქნეს ქვემოთ მითითებული ტესტების ნაცვლად, იმ პირობით, რომ ისინი წარედგინება შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის ტექნიკური შესაძლებლობა 257-ე მუხლის შესაბამისად.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტი უნდა ჩატარდეს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში და შემდეგი პარამეტრების დამოწმების გათვალისწინებით:

ბ.ა) მუშაობა აქტიური სიმძლავრის მინიმალურ გადაცემაზე;

ბ.ბ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ გადაცემაზე; და

ბ.გ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის დანაყენზე, რომელიც არის მოქცეული აქტიური სიმძლავრის მინიმალურ და მაქსიმალურ გადაცემას შორის.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

გ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური მუშაობს არანაკლებ 1 საათის განმავლობაში მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე, მოხმარების და გენერაციის რეჟიმში თითოეულ პარამეტრში, როგორც მითითებულია „ბ“ ქვეპუნქტში;

გ.ბ) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური ავლენს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერი დანაყენი რეაქტიული სიმძლავრის განსაზღვრულ ფარგლებში რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის შესრულების ხარისხის სამიზნე მაჩვენებლის დაცვით ; და

გ.გ) ადგილი არ აქვს დაცვის რაიმე ქმედებას რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით დადგენილ საოპერაციო ზღვრებში მუშაობისას.

3. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს ძაბვის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება ქვემოთ მოცემული პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით:

ბ.ა) ძაბვის რეგულატორის სტატიკური მახასიათებლის სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე;

ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და

ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი:

გ.ა) რეგულირების დიაპაზონი, რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ და დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს, 259-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს, 259-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისშესაბამისად;

გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, მიღწეული იქნა 90 %-იანი ცვლილება რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებაში 259-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული დროების და დაშვებების ფარგლებში.

4. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით.

გ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით:

გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური;

გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

დ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 259-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; და

დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 250-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ პირობებს.

5. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 259-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების დამოწმებასთან დაკავშირებით:

ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის საპასუხო რეაქცია აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებაზე.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; და

გ.ბ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად არ აღემატება 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს; და

გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 259-ე მუხლის მე-5 პუნქტის მითითებულ სიდიდეს.

6. FSM რეჟიმის საპასუხო რეაქციის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა, სრულ სამუშაო დიაპაზონში აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალურ და მინიმალურ შესაძლებლობას შორის, სიხშირის კონტროლში მონაწილეობის მისაღებად სისტემაში და უნდა დაამოწმოს რეგულირების დამყარებული რეჟიმის პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, მედეგობა სიხშირის როგორც საფეხურებრივი, ასევე მისი დიდ ფარგლებში და სწრაფი ცვლილებისას.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებრივი და მკვეთრი ცვლილების გზით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე მთელი აქტიური სიმძლავრის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების, მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები შეყვანილი უნდა იქნეს HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

გ.ა) სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების პასუხად, სიხშირის რეგულირებაში მონაწილე სრული აქტიური სიმძლავრის აქტივაციის დრო არ უნდა იყოს მე-17 დანართით განსაზღვრულზე მეტი;

გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებელის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს;

გ.გ) თავდაპირველი დაყოვნების დრო შეესაბამება დანართი მე-17 დანართით განსაზღვრულს;

გ.დ) სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები ხელმისაწვდომია მე-17 დანართში განსაზღვრულ ფარგლებში და მკვდარი ზონა (ზღვრები) არ აღემატება ამ წესებით დადგენილ სიდიდეს; და

გ.ე) აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების უგრძნობლობა ნებისმიერ შესაბამის საოპერაციო წერტილზე არ აღემატება მე-17 დანართში განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. LFSM-O რეჟიმის საპასუხო რეაქციის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად, სისტემაში სიხშირის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში და უნდა დაამოწმოს რეგულირების დამყარებული რეჟიმის პარამეტრები, როგორიცაა სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა, და ასევე დინამიკური პარამეტრები, მათ შორის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლები.

 ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიხშირის საფეხურებისა და მკვეთრი ცვლილების სიმულაციით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე მთელი აქტიური სიმძლავრის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრების სიმულაციური სიგნალები ერთდროულად უნდა იქნეს შეყვანილი HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

გ.ა) ტესტის შედეგი როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის შეესაბამება მე-17 დანართში მითითებულ მოთხოვნებს; და

 

 გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს.

8. LFSM-U რეჟიმის რეაქციის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა HVDC სისტემით აქტიური სიმძლავრის მაქსიმალურ გადაცემის უნარზე ქვემოთ არსებულ საოპერაციო წერტილებზე სიხშირის რეგულირებაში მონაწილეობის მისაღებად, სისტემაში სიხშირის დიდი შემცირების შემთხვევაში.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს სიმულაციით აქტიური სიმძლავრის შესაბამის დატვირთვის წერტილებზე დაბალი სიხშირის საფეხურებით და დახრილობებით, რომელიც იმდენად დიდია, რომ მოახდინოს სიხშირის რეგულირებაში მონაწილე აქტიური სიმძლავრის სრული საოპერაციო დიაპაზონის მინიმუმ 10%-ის აქტივაცია, სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების და მკვდარი ზონის გათვალისწინებით. სიხშირის გადახრის სიმულაციური სიგნალები უნდა იქნეს შეყვანილი HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან HVDC გარდამქმნელი სადგურის კონტროლერში.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

გ.ა) ტესტის შედეგი როგორც დინამიკური, ასევე სტატიკური პარამეტრებისთვის შეესაბამება მე-17 დანართში მითითებულ მოთხოვნებს; და

გ.ბ) საფეხურებრივი ცვლილების მახასიათებლის შემდეგ ადგილი არ აქვს მიულევად რხევებს.

9. აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნარის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს აქტიური სიმძლავრის უწყვეტი მოდულაციის ტექნიკური შესაძლებლობა სრულ სამუშაო დიაპაზონში 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ხელით მართვის და ავტომატურ რეჟიმში მართვის ინსტრუქციების შესაბამისად.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა:

გ.ა) HVDC სისტემა გამოავლენს მუშაობის მდგრად რეჟიმს.

გ.ბ) აქტიური სიმძლავრის რეგულირების დრო ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ დაყოვნებაზე.

გ.გ) გამოვლინდება HVDC სისტემის დინამიკური რეაქცია ინსტრუქციების მიღებისას, რეზერვების გაცვლის ან განაწილების მიზნით ან უბალანსობის სალდირების პროცესში მონაწილეობისთვის, თუკი ნაჩვენები იქნება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული სერვისების კუთხით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თავსებადობა.

10. სწრაფი ცვლილების სიჩქარის მოდიფიცირების ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა დაარეგულიროს სიმძლავრის სწრაფი ცვლილების სიჩქარე 250-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სიმძლავრის სწრაფი ცვლილების მოდიფიკაციების ინსტრუქციების გაგზავნის საფუძველზე.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა:

გ.ა) სწრაფი ცვლილების სიჩქარე რეგულირებადია;

გ.ბ) HVDC სისტემა გამოავლენს მუშაობის მდგრად რეჟიმს სიმძლავრის სწრაფი ცვლილების პერიოდებში.

11. ნულიდან გაშვების ტესტთან დაკავშირებით, შესაბამის შემთხვევაში:

ა) HVDC სისტემამ უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა დისტანციურად მოახდინოს მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის ქვესადგურის სალტის ძაბვის ქვეშ დაყენება, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ დროის ფარგლებში, 274 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) ტესტი უნდა ჩატარდეს იმ პირობებში, როდესაც HVDC სისტემა გაეშვება გათიშვის შემდეგ.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა:

გ.ა) HVDC სისტემა გამოავლენს შესაძლებლობას დისტანციურად მოახდინოს მასთან დაკავშირებული ცვლადი დენის-ქვესადგურის სალტის ძაბვის ქვეშ დაყენება;

გ.ბ) HVDC სისტემა ოპერირებს მდგრადი სამუშაო წერტილიდან შეთანხმებული სიმძლავრით 274 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პროცედურის შესაბამისად. 

მუხლი 309. შესაბამისობის შემოწმების ტესტები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან და მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელ ბლოკებთან დაკავშირებით.

1. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ტესტების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის ტექნიკური შესაძლებლობა 277-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტი უნდა ჩატარდეს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში, შემდეგი პარამეტრების შემოწმების გათვალისწინებით:

ბ.ა) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 60%-ს ზემოთ 30 წუთის განმავლობაში;

ბ.ბ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 30 – 50 %-ის ფარგლებში 30 წუთის განმავლობაში; და

ბ.გ) მუშაობა მაქსიმალური სიმძლავრის 10 – 20 %-ის ფარგლებში 60 წუთის განმავლობაში.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი:

გ.ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი მუშაობს მოთხოვნილზე არანაკლები დროის განმავლობაში მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თითოეული პარამეტრით;

გ.ბ) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი ავლენს რეაქტიული სიმძლავრის სიდიდის ნებისმიერ სამიზნე მაჩვენებლამდე შეცვლის შესაძლებლობას შეთანხმებული ან განსაზღვრული რეაქტიული სიმძლავრის დიაპაზონში, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის შესრულების ხარისხის განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში; და

გ.გ) რელეური დაცვის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრულ საოპერაციო ზღვრების ფარგლებში.

3. მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკის რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელმა ბლოკმა ან HVDC გარდამქმნელმა სადგურმა უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობას 285-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ბ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი:

ბ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური მუშაობს მაქსიმალურ რეაქტიულ სიმძლავრეზე როგორც მოხმარების, ასევე გენერაციის რეჟიმში არანაკლებ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ პირობებში:

ბ.ა.ა) მინიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემა;

ბ.ა.ბ) მაქსიმალური აქტიური სიმძლავრის გადაცემა; და

ბ.აგ) მუშაობა აქტიური სიმძლავრის გადაცემის სამუშაო წერტილით, რომელიც მდებარეობს მაქსიმალურ და მინიმალურ დიაპაზონებს შორის.

ბ.ბ) ბლოკი ან HVDC გარდამქმნელი სადგური ავლენს შესაძლებლობას შეცვალოს რეაქტიული სიმძლავრის ნებისმიერი დანაყენი რეაქტიული სიმძლავრის შეთანხმებულ ან განსაზღვრულ დიაპაზონში, რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის შესაბამისი სქემის განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში; და

ბ.გ) დაცვის არანაირი ქმედება არ ხორციელდება რეაქტიული სიმძლავრის დიაგრამით განსაზღვრული საოპერაციო ზღვრების ფარგლებში.

4. ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს თავისი ტექნიკური შესაძლებლობა რომელიც გულისხმობს მუშაობას ძაბვის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებში.

ბ) ძაბვის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება ქვემოთ მოცემული პარამეტრების შემოწმებასთან დაკავშირებით:

ბ.ა) ძაბვის რეგულატორის სტატიკური მახასიათებლის სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე;

ბ.გ) რეგულირების უგრძნობლობა; და

ბ.დ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა კრიტერიუმი:

გ.ა) რეგულირების დიაპაზონი, რეგულირებადი სტატიზმის კოეფიციენტი და მკვდარი ზონა შეესაბამება შეთანხმებულ და დადგენილ მახასიათებელ პარამეტრებს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ.ბ) ძაბვის კონტროლის უგრძნობლობის დიაპაზონი არ აღემატება 0.01 ფ.ე.-ს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ.გ) ძაბვის საფეხურებრივი ცვლილების შემდეგ, 90 %-იანი ცვლილება რეაქტიული სიმძლავრის გამომუშავებაში მიღწეულია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროების და დაშვებების ფარგლებში.

5. რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით მითითებულ პირობებში.

ბ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი უნდა ჩატარდეს რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის ტესტზე დამატებით.

გ) რეაქტიული სიმძლავრის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შესამოწმებლად:

გ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური;

გ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

გ.გ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო.

დ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

დ.ა) რეაქტიული სიმძლავრის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.ბ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ პირობებს.

6. სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა გამოავლინოს შესაძლებლობა იმუშაოს სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმში 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტით მითითებულ პირობებში.

ბ) სიმძლავრის კოეფიციენტის კონტროლის რეჟიმის ტესტი გამოიყენება შემდეგი პარამეტრების შემოწმებასთან დაკავშირებით:

ბ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი;

ბ.ბ) რეგულირების სიზუსტე; და

ბ.გ) რეაქტიული სიმძლავრის მახასიათებელი აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივ ცვლილებაზე.

 გ) ტესტი წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

გ.ა) სიმძლავრის კოეფიციენტის დანაყენის დიაპაზონი და საფეხური უზრუნველყოფილია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

გ.ბ) რეაქტიული სიმძლავრის აქტივაციის დრო აქტიური სიმძლავრის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად არ აღემატება 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ.გ) რეგულირების სიზუსტე შეესაბამება 129-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მითითებულ სიდიდეს.

7. 241-ე, 242-ე და 243-ე მუხლში დადგენილ ტესტებთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია კონტროლის სამი ვარიანტიდან ტესტირებისთვის შეარჩიოს მხოლოდ ორი.

8. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის LFSM-O რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

9. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის LFSM-U რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

10. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აქტიური სიმძლავრის კონტროლის უნართან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

11. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის FSM რეჟიმის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 159-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

12. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სიხშირის აღდგენის კონტროლთან დაკავშირებით, ტესტები შესაძლოა განხორციელდეს 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

13. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის სწრაფი სიგნალის მახასიათებელთან დაკავშირებით, ტესტები წარმატებულად ჩაითვლება, თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი შეძლებს გამოავლინოს რეაქცია 273-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დროის ფარგლებში.

14. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის ტესტებთან დაკავშირებით, როდესაც ცვლადი დენის შემკრები ქსელი არ არის 50 ჰც ნომინალურ სიხშირეზე, შესაბამისი სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით, მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს უნდა შეუთანხმოს ჩასატარებელი შესაბამისობის ტესტები.

 

მუხლი 310. შესაბამისობის სიმულაციები HVDC სისტემებთან დაკავშირებით

1. მოწყობილობის სერტიფიკატი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული სიმულაციების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი წარდგენილი იქნება შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის.

2. სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელმა ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა მოახდინოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაცია 256-ე მუხლში გათვალისწინებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 256-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მოახდინოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაცია 259-ე მუხლში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 262-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. დაზიანების შემდგომი აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა მოახდინოს ავარიის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაცია 263-ე მუხლში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება 263-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

5. რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის მფლობელმა ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა განახორციელოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 257-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი ყველა პირობა:

ბ.ა) HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან გარდამქმნელი სადგურის მათემატიკური მოდელი შემოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, როგორც მითითებულია 308-ე მუხლში; და

ბ.ბ) თუ დადასტურდება 257-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

6. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა გამოავლინოს კონტროლის სისტემის შესაძლებლობა (POD ფუნქცია) მოახდინოს სიმძლავრის რხევების ჩახშობა 267-ე მუხლში მითითებულ პირობებში.

ბ) რეგულირების შედეგად, HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის მახასიათებლის და POD (სიმძლავრის რხევების ჩახშობის) ფუნქციის კომბინაციამ უნდა განაპირობოს რხევების ჩახშობის გაუმჯობესება, POD ფუნქციის გარეშე აქტიური სიმძლავრის მახასიათებელის გამოყენების შემთხვევასთან შედარებით;

გ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

გ.ა) POD ფუნქცია ახშობს HVDC სისტემის არსებულ სიმძლავრის რხევებს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული სიხშირის დიაპაზონის ფარგლებში. ეს დიაპაზონი უნდა მოიცავდეს HVDC სისტემის ავტონომიური რეჟიმის სიხშირეს და ქსელის მოსალოდნელ რხევებს; და

გ.ბ) HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გადაცემის ცვლილება, როგორც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, არ იწვევს მდგრად/უწყვეტ რხევებს HVDC სისტემის აქტიურ ან რეაქტიულ სიმძლავრეში.

7. აქტიური სიმძლავრის მოდიფიკაციის სიმულაციასთან დაკავშირებით, შეშფოთების შემთხვევაში:

ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა განახორციელოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი ცვლილების შესაძლებლობის სიმულაცია, 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:

ბ.ა) HVDC სისტემა სტაბილურად მუშაობს აქტიური სიმძლავრის ცვლილების წინასწარ განსაზღვრული თანამიმდევრობისას;

ბ.ბ) აქტიური სიმძლავრის დარეგულირების თავდაპირველი დაყოვნება ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მითითებულ სიდიდეზე ან თუ აღემატება, ეს უკანასკნელი საკმარისად დასაბუთებულია.

8. აქტიური სიმძლავრის სწრაფი რევერსირების სიმულაციასთან დაკავშირებით, შესაბამის შემთხვევაში:

ა) HVDC სისტემის მფლობელმა უნდა განახორციელოს აქტიური სიმძლავრის სწრაფი ცვლილების შესაძლებლობის სიმულაცია, 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, რომ შესრულდება შემდეგი ყველა პირობა:

ბ.ა) HVDC სისტემა მუშაობს სტაბილურად.

ბ.ბ) აქტიური სიმძლავრის დარეგულირების თავდაპირველი დრო ნაკლებია 250-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ სიდიდეზე ან თუ აღემატება, ეს უკანასკნელი საკმარისად დასაბუთებულია.

მუხლი 311. შესაბამისობის სიმულაციები მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკებთან და მოშორებულ ბოლოს არსებულ მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელ ბლოკებთან დაკავშირებით

1. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკები ექვემდებარება ამ მუხლში განსაზღვრულ შესაბამისობის შემოწმების ტესტებს. მოწყობილობის სერტიფიკატები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ქვემოთ აღწერილი სიმულაციების ნაწილის ნაცვლად, იმ პირობით, თუ ისინი მიეწოდება შესაბამისი სისტემის ოპერატორს.

2. სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს სწრაფი მოკლე შერთვის დენის მიწოდების სიმულაცია 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ)სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება128-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. მოკლე შერთვის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს მოკლე შერთვის შემდეგ აქტიური სიმძლავრის აღდგენის სიმულაცია 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში; და

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება მოთხოვნის შესაბამისობა 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 277-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებში; და

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ შესრულდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

ბ.ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მათემატიკური მოდელი დამოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, როგორც მითითებულია 309-ე მუხლის მე-2 პუნქტში; და

ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა მოთხოვნებთან, რომელიც მითითებულია 277-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

5. მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკების რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკის ან გარდამქმნელი სადგურის მფლობელმა უნდა მოახდინოს რეაქტიული სიმძლავრის მოხმარების და გენერაციის შესაძლებლობის სიმულაცია 285-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ შესრულდება ქვემოთ მითითებული ყველა პირობა:

ბ.ა) მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელი ბლოკი ან გარდამქმნელი სადგური დამოწმდება რეაქტიული სიმძლავრის შესაძლებლობის შესაბამისობის ტესტებთან მიმართებაში, 309-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად; და

ბ.ბ) დადასტურდება შესაბამისობა მოთხოვნებთან, რომელიც მითითებულია 285-ე მუხლის მე-2 პუნქტში.

6. სიმძლავრის რხევების ჩახშობის კონტროლის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა უნდა მოახდინოს სიმძლავრის რხევების ჩახშობის შესაძლებლობის სიმულაცია 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ აღნიშნული მოდელი გამოავლენს 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებთან შესაბამისობას.

7. ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაციასთან დაკავშირებით:

ა) მუდმივ დენზე მიერთებულმა სიმძლავრის პარკმა უნდა მოახდინოს ავარიის მიმართ მდგრადობის უნარის სიმულაცია 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირობებში.

ბ) სიმულაცია წარმატებულად ჩაითვლება იმ პირობით, თუ დადასტურდება მოთხოვნის შესაბამისობა 124-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში შესაბამისად.

მუხლი 312. შესრულების არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები

ENTSO-E-ის მიერ გამოქვეყნებული არასავალდებულო მეთოდოლოგიური მითითებები აღწერს ტექნიკურ ასპექტებს, პირობებს და ურთიერთდამოკიდებულებებს, რომლის გათვალისწინებაც საჭიროების მიხედვით ხორციელდება ამ თავის მოთხოვნებთან შესაბამისობისას.

მუხლი 313. მონიტორინგი

1. ENTSO-E უზრუნველყოფს ამ თავის განხორციელების მონიტორინგს ხელშემკვრელი მხარეებისთვის, რომელთა შესაბამისი გადამცემი სისტემის ოპერატორებიც არიან ENTSO-E-ს წევრები. სამდივნო და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭო უზრუნველყოს ამ თავის განხორციელების მონიტორინგი ხელშემკვრელი მხარეებისათვის, რომელთა შესაბამისი სისტემის ოპერატორებიც არ არიან ENTSO-E-ს წევრები. მონიტორინგი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი ინფორმაციას:

ა) ამ თავის განხორციელების პროცესში ნებისმიერი შეუთავსებლობის გამოვლენას;

ბ) იმის შეფასებას, თუ რამდენად სამართლიანია/აქტუალურია HVDC სისტემებისა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებისთვის ამ თავის მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სიდიდეები და ზღვრები.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ENTSO-E-ს (ENTSO-E-სთვის ასეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს პირველ პუნქტში მოცემული ამოცანების შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია.

3. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა გადამცემი სისტემის ოპერატორებს უნდა გადასცენ პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ინფორმაცია უკვე აქვს კომისიას, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს ან ENTSO-E-ს, ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.

მუხლი 314. გადავადების მინიჭების უფლებამოსილება

კომისიას შეუძლია HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ან პოტენციურ ოპერატორს, შესაბამის სისტემის ოპერატორს ან გადამცემი სისტემის ოპერატორს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიანიჭოს გადავადება ახალ და არსებულ HVDC სისტემებსა და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკებზე ამ თავის ერთი ან მეტი დებულების გავრცელებასთან დაკავშირებით, 315-319-ე მუხლებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 315. ზოგადი დებულებები

1. კომისიამ, შესაბამის სისტემის ოპერატორებთან, HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებთან და ამ თავის შესაძლო გავრცელების ქვეშ მყოფ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, უნდა განსაზღვროს გადავადებაზე უფლების მინიჭებისათვის საჭირო კრიტერიუმები, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს 316-318-ე მუხლებში მოცემულ დებულებებთან. კომისია აქვეყნებს ზემოთხსენებულ კრიტერიუმებს საკუთარ ვებგვერდზე და აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. სამდივნოს შეუძლია მოსთხოვოს კომისიას კრიტერიუმების შეცვლა, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ შეესაბამება ამ თავის მოთხოვნებს. გადავადებების გაცემისთვის საჭირო კრიტერიუმების გადახედვისა და ცვლილების შესაძლებლობამ გავლენა არ უნდა მოახდინოს უკვე მინიჭებულ გადავადებებზე.

2. სასისტემო მოთხოვნების განვითარებასთან დაკავშირებული გარემოებების ცვლილების შემთხვევაში, თუკი კომისია ამას საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია გადახედოს და შეცვალოს გადავადების კრიტერიუმები პირველი პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ. კრიტერიუმების ცვლილება არ ვრცელდება იმ გადავადებებზე, რომელზეც მოთხოვნაც უკვე წარდგენილია.

3. კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს, რომ HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს, რომელთა შესახებაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილი იქნა 316-318-ე მუხლების შესაბამისად, არ მოეთხოვოთ ამ თავის იმ მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომლებზეც გადავადებაც იქნა მოთხოვნილი, მოთხოვნის წარდგენის დღიდან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

მუხლი 316. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ გადავადების მოთხოვნა

1. HVDC სისტემის და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელებს ან პოტენციურ მფლობელებს შეუძლიათ მოითხოვონ გადავადება ამ თავის ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასთან დაკავშირებით.

2. გადავადების მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის და ის უნდა მოიცავდეს:

ა) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან პოტენციური მფლობელის იდენტიფიცირებას და ინფორმაციას საკონტაქტო პირს შესახებ;

ბ) HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აღწერას, რომელსაც ეხება გადავადების მოთხოვნა;

გ) თავის იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით;

დ) დეტალურ დასაბუთებას, აქტუალურ დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად და 300-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს;

ე) დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე.

ვ) თუ მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკი დაკავშირებულია შორ დისტანციაზე არსებულ ერთ ან მეტ HVDC გარდამქმნელ სადგურთან, დასაბუთებას იმის შესახებ, რომ ზემოთხსენებული გადავადება არ მოახდენს გავლენას გარდამქმნელ სადგურზე ან როგორც ალტერნატივა, გარდამქმნელი სადგურის მფლობელის თანხმობას შემოთავაზებულ გადავადებაზე.

3. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი აცნობებს HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკის მფლობელს ან მათ პოტენციურ მფლობელს, არის თუ არა მოთხოვნა სრულყოფილი. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულყოფილია, HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. თუ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან პოტენციური მფლობელი არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების შესახებ მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად.

4. შესაბამისი სისტემის ოპერატორი, გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორთან/ოპერატორებთან კოორდინაციით, რომელზეც შესაძლოა გადავადებამ გავლენა მოახდინოს, აფასებს გადავადების მოთხოვნას და წარმოდგენილ ხარჯსარგებლიანობის ანალიზს და მხედველობაში იღებს კომისიის მიერ 315-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ კრიტერიუმებს.

5. თუ გადავადების მოთხოვნა შეეხება გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, დახურულ გამანაწილებელ სისტემასთან მიერთებულ HVDC სისტემას ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკს, შესაბამისი სისტემის ოპერატორის შეფასებას თან უნდა დაერთოს გადამცემი სისტემის ოპერატორის შეფასება გადავადების მოთხოვნის თაობაზე. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ შეფასებას წარმოადგენს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში.

6. გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოთხოვნას უგზავნის კომისიას და წარუდგენს მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ შეფასებას/შეფასებებს. ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ან მათი პოტენციური მფლობელისგან და ორი თვით, როდესაც შესაბამისი სისტემის ოპერატორი სთხოვს გადამცემი სისტემის ოპერატორს გადავადების მოთხოვნის შეფასებას.

7. კომისია გადავადების ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში. ეს ვადა, მის გასვლამდე, შესაძლოა გაგრძელდეს სამი თვით, თუ კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელისგან ან მათი პოტენციური მფლობელისგან ან ნებისმიერი დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ.

8. HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელმა ან მათმა პოტენციურმა მფლობელმა კომისიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია უნდა წარადგინოს მოთხოვნიდან ორი თვის ვადაში. თუ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, გადავადების მოთხოვნა ითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადის გასვლამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) HVDC სისტემის მფლობელი ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელი ან მათი პოტენციური მფლობელი, დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, აცნობებს კომისიას, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

9. კომისია გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. გადავადების მინიჭების შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას.

10. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელს ან მათ პოტენციურ მფლობელს, შესაბამის სისტემის ოპერატორს და გადამცემი სისტემის ოპერატორს.

11. კომისია უფლებამოსილია, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება გადავადებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობს შესაბამისი გარემოებები და მიზეზები ან 320-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 317. გადავადების მოთხოვნა შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

1. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს გადავადება იმ HVDC სისტემისთვის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის, რომლებიც მიერთებულია ან უნდა მიერთდეს მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან.

2. შესაბამისი სისტემის ოპერატორი ან გადამცემი სისტემის ოპერატორი გადავადების მოთხოვნას წარუდგენს კომისიას. თითოეული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:

ა) შესაბამისი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი სისტემის ოპერატორის იდენტიფიცირებას და ინფორმაციას საკონტაქტო პირის შესახებ;

ბ) იმ HVDC სისტემის ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის აღწერას, რომლისთვისაც გადავადება არის მოთხოვნილი, ელექტროსადგურების ჯამურ დადგმული სიმძლავრეს და მათ რაოდენობას;

გ) იმ დებულებებზე მითითებას, რომელზეც მოითხოვება გადავადება, მოთხოვნილი გადავადების დეტალური აღწერილობით;

დ) დეტალურ დასაბუთებას ყველა შესაბამისი დამხმარე დოკუმენტაციით;

ე) დასაბუთებას იმისა, რომ მოთხოვნილ გადავადებას არ ექნება უარყოფითი გავლენა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე;

ვ) მე-300 მუხლის მოთხოვნების შესაბამის ხარჯსარგებლიანობის ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯ-სარგებლის ანალიზი ტარდება გადამცემი სისტემის ოპერატორთან და მოსაზღვრე ნებისმიერ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს/ოპერატორებთან თანამშრომლობით.

3. როდესაც გადავადების მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, კომისია მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში თხოვნით მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს, შეაფასოს გადავადების მოთხოვნა 315-ე მუხლის შესაბამისად კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

4. შეფასების თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან ორი კვირის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორი აცნობებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არის თუ არა გადავადების მოთხოვნა სრულყოფილი. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არასრულია, შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

5. გადავადებაზე მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას წარუდგენს საკუთარ შეფასებას შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად. ექვსთვიანი ვადა შესაძლოა გაგრძელდეს ერთი თვით, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.

6. კომისია გადავადების მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნასთან დაკავშირებით. როდესაც მოთხოვნა გადავადების თაობაზე წარდგენილია შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ან დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ, ვადის ათვლა იწყება მე-5 პუნქტის შესაბამისად გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეფასების მიღების მომდევნო დღიდან.

7. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადა, ამ უკანასკნელის ამოწურვამდე, შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 3 თვით, როდესაც კომისია მოითხოვს დამატებით ინფორმაციას შესაბამისი სისტემის ოპერატორისგან, რომელიც წარადგენს გადავადების მოთხოვნას ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხარისგან. დამატებითი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. შესაბამისი სისტემის ოპერატორი კომისიის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას წარადგენს ამ მოთხოვნის გაკეთების დღიდან ორი თვის ვადაში. თუ შესაბამისი სისტემის ოპერატორი არ წარმოადგენს დამატებით მოთხოვნილ ინფორმაციას დადგენილ ვადაში, მოთხოვნა გადავადებაზე ჩაითვლება გაუქმებულად, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ვადის ამოწურვამდე:

ა) კომისია გადაწყვეტს ვადის გაგრძელებას; ან

ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე კომისიას აცნობებს, რომ გადავადების მოთხოვნა სრულყოფილია.

8. კომისია გამოსცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გადავადების მოთხოვნასთან დაკავშირებით. კომისია განსაზღვრავს მის ხანგრძლივობას.

9. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობებს შესაბამის სისტემის ოპერატორს, რომელიც ითხოვს გადავადებას, ასევე გადამცემი სისტემის ოპერატორს, ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

10. კომისიას შეუძლია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები შესაბამისი სისტემის ოპერატორების მიერ გადავადებაზე მოთხოვნის მომზადებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, კომისია მხედველობაში იღებს გადამცემ სისტემასა და გამანაწილებელ სისტემას შორის საზღვარს და მართავს კონსულტაციებს სისტემის ოპერატორებთან, ელექტროსადგურების მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, მოწყობილობის მწარმოებლებთან.

11. კომისიას ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება გადავადების შესახებ იმ შემთხვევებში, როცა შესაბამისი გარემოებები და მიზეზები აღარ არსებობს ან 320-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 318. გადავადების მოთხოვნა მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის მიერ.

1. გადავადების მოთხოვნა 277-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და გ“ ქვეპუნქტების, 277-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და 278-282-ე მუხლების ჩათვლით განსაზღვრულ დებულებებთან დაკავშირებით არ უნდა დაექვემდებაროს 316-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებს, როდესაც საქმე ეხება მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს, რომელსაც აქვს ან ექნება ერთი კავშირი ერთ სინქრონულ ზონასთან.

2. კომისიას შეუძლია დაურთოს ნებისმიერი პირობა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პირველ პუნქტში მოცემულ გადავადების მოთხოვნას. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს პირობას, რომ მიერთების შემდგომი განვითარება მრავალკვანძიან ქსელთან ან ახალი სიმძლავრის პარკის მიერთება იმავე წერტილში გამოიწვევს გადავადების ხელახალ შეფასების საჭიროებას კომისიის მიერ ან მის შეჩეერებას. კომისიას შეუძლია გაითვალისწინოს მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის და შორ დისტანციაზე არსებული HVDC გარდამქმნელი სადგურს შორის არსებული კონფიგურაციის ოპტიმიზაციის საჭიროება, ისევე როგორც მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის მფლობელის ლეგიტიმური მოლოდინი გადავადების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 319. გადავადების რეგისტრაცია ამ თავის მოთხოვნებთან დაკავშირებით

1. კომისიამ უნდა აწარმოოს ყველა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი გადავადების რეგისტრაცია და ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს განახლებული და კონსოლიდირებული რეესტრი სულ მცირე 6 თვეში ერთხელ, ხოლო ასლი საჭიროების შემთხვევაში გაუგზავნოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს - ENTSO‐E-ს (ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში).

2. რეესტრი უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ა) მოთხოვნ(ებ)ს, რომელთან დაკავშირებით გადავადება იქნა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი;

ბ) გადავადების შინაარსს;

გ) გადავადების მინიჭების ან უარყოფის მიზეზებს; და

დ) გადავადების მინიჭების შედეგებს.

მუხლი 320. გადავადების მონიტორინგი

1. ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭო და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ახორციელებს გადავადების მინიჭების პროცედურის მონიტორინგს კომისიასთან თანამშრომლობით. ამ მიზნით კომისია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას.

2. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ან ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს შეუძლია კომისიას მისცეს დასაბუთებული რეკომენდაცია გადავადების გაუქმების თაობაზე არასაკმარისი დასაბუთების გამო.

მუხლი 321. ხელშეკრულებების და საერთო პირობებისა და დებულებების შესწორება

1. კომისია უზრუნველყოფს, რომ ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტი, ასევე ტექნიკური პირობები, რომელიც უკავშირდება ახალი HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებას, შესაბამისობაში იყოს ამ თავის მოთხოვნებთან.

2. ხელშეკრულებებში არსებული ყველა შესაბამისი პუნქტი, ასევე ტექნიკური პირობები, რომელიც უკავშირდება არსებული HVDC სისტემების ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელთან მიერთებას, რომლებზეც ვრცელდება ამ თავის ყველა ან ზოგიერთ მოთხოვნა 241-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა შესწორდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისი პუნქტები უნდა შესწორდეს სამი წლის განმავლობაში კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც განსაზღვრულია 241-ე მუხლის პირველ პუნქტში.

3. კომისია უზრუნველყოფს, რომ შეთანხმებები სისტემის ოპერატორებსა და არსებულ და ახალ HVDC სისტემებისა და მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკების მფლობელებს შორის, ასევე ქსელზე მიერთების კუთხით წაყენებული ამ წესების სხვა მოთხოვნები ასახავს ამ თავის მოთხოვნებს.

 

მუხლი 322. ევროპული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებს გარეთ მყოფ სინქრონულ ან კონტროლის ზონებთან დაკავშირებული HVDC სისტემები ან მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკები

1. თუ HVDC სისტემა, რომელზეც ვრცელდება ამ თავის მოთხოვნები, უკავშირდება სინქრონულ ან კონტროლის ზონებს სულ მცირე ერთი სინქრონული ან კონტროლის ზონით, რომელიც არ შედის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის გავრცელების არეალში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ან, საჭიროების შემთხვევაში, HVDC სისტემის მფლობელი უნდა მიისწრაფოდეს ისეთი შეთანხმების განხორციელებისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომლობა ამ თავის მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც არ გააჩნიათ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი ვალდებულება.

2. თუკი შეუძლებელია პირველ პუნქტში მოცემული შეთანხმების განხორციელება, გადამცემი სისტემის ოპერატორმა, ან შესაძლო შემთხვევებში, შესაბამისმა HVDC სისტემის მფლობელმა უნდა გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი საშუალება ამ თავის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის.

თავი XVII. გარდამავალი დებულებები

მუხლი 323. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გადავადებული ვალდებულებები

1. ამ წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტში მითითებული პირების მიერ შესასრულებელი ვალდებულებების კომისიის გადაწყვეტილებებით ინდივიდუალური გადავადება, რომლებიც მიღებულია 2019 წლის 19 ივლისამდე, ძალაშია ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.

2. კონკრეტული გარემოების არსებობისას, კომისია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გადაწყვეტილებებში ინდივიდუალური გადავადების თაობაზე.

მუხლი 324. გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, ქსელის დაგეგმვა და აღრიცხვა გარდამავალ პერიოდში

1. ამ წესების 92-ე მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ელექტრონული რუკები უნდა მომზადდეს - კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში.

2. იმ მომხმარებლებთან მიმართებაში, რომლებიც მიერთებული იყვნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ამ წესების 104-ე მუხლის ამოქმედებამდე, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია 104-ე მუხლის მე-2 – მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები მის კუთვნილ აღრიცხვის მოწყობილობებთან მიმართებაში დააკმაყოფილოს:

ა) კომისიის მიერ ელექტროენერგიის განაწილების კონკრეტული ლიცენზიატის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადებში;

ან

ბ) თუ ხორციელდება მოხმარების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილის მოდიფიკაცია – შესაბამისი მოდიფიკაციისთანავე.

3. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის № 118-ე დადგენილების შესაბამისად, 2019 წლის 1 მაისამდე სავალდებულოდ პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებას დაქვემდებარებული ისეთი პირები, რომელთა მფლობელობაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ი არ აკმაყოფილებს(ენ) „ქსელის წესებით“ ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ვალდებული არიან მათი კუთვნილი აღრიცხვის კვანძები მოიყვანონ ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში კომისიის მიერ კონკრეტული პირის მიმართ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით:

ა) ბაზრის ოპერატორი, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, შესაბამისი საცალო მომხმარებელი და ქსელის მფლობელი სხვა დაინტერესებული პირებთან ერთად კომისიური წესით ამოწმებენ საბითუმო ვაჭრობაში გამოსაყენებელი აღრიცხვის კვანძის გამართულობას, ადგენენ საბითუმო აღრიცხვაში მონაწილე ახალი აღრიცხვის კვანძის შემოწმების აქტებს;

ბ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აღრიცხვის კვანძების შემოწმების დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს კომისიას და შემოწმების აქტის სხვა მხარეებს შემოწმების აქტების ასლებსა და აღრიცხვის კვანძების მოწყობის ფაქტობრივი მდგომარეობის ამ წესების სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, რომელიც ერთობლივად მზადდება ბაზრის ოპერატორისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს/ინფორმაციას კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ბაზრის ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, შესაბამისი საცალო მომხმარებლისა და ქსელის მფლობელის, აგრეთვე, დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქსელის წესებით ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებისათვის დადგენილი მოთხოვნების გონივრული ვადით გადავადების თაობაზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემამდე მე-3 პუნქტში მითითებულ პირებზე არ ვრცელდება ქსელის წესებით აღრიცხვის კვანძ(ებ)ის მოწყობისათვის დადგენილი მოთხოვნები.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია გამანაწილებელ ქსელზე მიერთება 10 მგვტ ან მეტი სიმძლავრით, ამ წესებისა და „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ითვლება, რომ ამ მომხმარებლის საშუალო საპროგნოზო მომხმარება თვეში აღემატება 5 მილიონ კილოვატსაათს

მუხლი 325. ქსელის წესებით გათვალისწინებული ზოგიერთი ინფორმაციის წარდგენა გარდამავალ ეტაპზე

1. დანართი №13-ის მე-8 მუხლის

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალეობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს გამტარუნარიანობის ნაკადგანაწილებაზე დაფუძნებული განაწილებიდან 3 თვის ვადაში;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება უნდა დაიწყოს შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამტარუნარიანობის, „კვირის“, „ერთი დღით ადრე“ და „დღიური“ განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში;

გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს „ერთი დღით ადრე“ ბაზრის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში

გ.ბ. „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს არაცხადი განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

გ.გ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობიდან 3 თვის ვადაში;

დ) მე-10 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიეწოდოს საბალანსო ბაზრის (მექანიზმის) ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

2. ინფორმაციის პირველადი მფლობელები, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ „ინფორმაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“ სახელმძღვანელოს დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ვალდებულნი არიან მას ინფორმაცია მიაწოდონ რეგულარულად.

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაციის რეგულარული გამოქვეყნება გამჭვირვალობის პლატფორმაზე.“;

კ) მე-13 დანართის შემდეგ დაემატოს მე-14-29-დანართები:

„დანართი 14

სიხშირის ზღვრები და დროის პერიოდები

ცხრილი 1: ცხრილი ასახავს მინიმალური დროის პერიოდებს, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტს, გამანაწილებელ მოწყობილობას ან გამანაწილებელ სისტემას ქსელიდან გამორთვის გარეშე უნდა შეეძლოს ოპერირება ქსელის სიხშირის ნომინალურიდან გადახრილ სხვადასხვა მნიშვნელობაზე.

 

სინქრონული ზონა

სიხშირის ზღვრები, ჰც

დროის პერიოდები

 

 

 

 

 

 

 

საქართველო

47.0 – 47.5

არანაკლებ 20 წამი

47.5 – 48.5

არანაკლებ 30 წუთით

48.5 – 49.0

 

არანაკლებ 60 წუთით

49.0 – 51.0

შეუზღუდავი დროით

51.0 – 51.5

 

არანაკლებ 30 წუთით

 

52.5 – 53.0

 

არანაკლებ 10 წამი

 

51.5 – 52.5

არანაკლებ 30 წამი

 

 

დანართი №15

ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები

ცხრილი 1: ცხრილი ასახავს მინიმალურ დროის პერიოდებს, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტს, გამანაწილებელ მოწყობილობას ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ სისტემას შეეძლოს ოპერირება მიერთების წერტილზე ძაბვის ბაზისური 1 ფ.ე. სიდიდიდან გადახრის შემთხვევაში, გადამცემი ქსელიდან გამორთვის გარეშე, 110 კვ-დან 300 კვ-მდე ძაბვისთვის (ძაბვის ამ დონეების ჩაუთვლელად).

 

სინქრონული ზონა

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

საქართველო

0.85 – 0.90

30 წუთი

0.90 – 1.12

შეუზღუდავი დროით

1.12 – 1.15

20 წუთი

 

ცხრილი 2: ეს ცხრილი ასახავს მინიმალური დროის პერიოდებს, რომლის განმავლობაშიც გადამცემ ქსელთან მიერთებულ მოხმარების ობიექტს, ან გადამცემ ქსელთან მიერთებულ გამანაწილებელ სისტემას უნდა შეეძლოს ოპერირება მიერთების წერტილზე ძაბვის ბაზისური 1 ფ.ე. სიდიდიდან გადახრის შემთხვევაში, გადამცემი ქსელიდან გამორთვის გარეშე, 300 კვ-დან 500 კვ-მდე (ძაბვის ამ დონეების ჩათვლით).

 

 

სინქრონული ზონა

 

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

საქართველო

0.85 – 0.90

20 წუთი

0.90 – 1.10

შეუზღუდავი დროით

1.10 – 1.15

20 წუთი

 

დანართი №16

სიხშირის ზღვრები

ცხრილი 1: მინიმალური დროის პერიოდები, რომლის განმავლობაშიც HVDC სისტემამ უნდა შეძლოს ოპერირება ნომინალური სიდიდიდან გადახრილ სხვადასხვა სიხშირეებზე, ქსელიდან გამორთვის გარეშე.

სიხშირის ზღვრები, ჰც

დროის პერიოდები

47.0 – 47.5

20 წამი

 

47.5 – 48.5

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

 

 

48.5 – 49.0

 

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

 

49.0 – 51.0

 

შეუზღუდავი დროით

 

51.0 – 51.5

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

 

 

51.5 – 52.0

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

 

 

 

დანართი №17

FSM, LFSM-O და LFSM-U რეჟიმების შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები

ა. სიხშირის რეგულირების რეჟიმი

1.  FSM რეჟიმში ოპერირებისას:

(ა) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს რეაგირება სიხშირის გადახრებზე მასთან დაკავშირებულ თითოეულ ცვლადი დენის ქსელში აქტიური სიმძლავრის გადაცემის რეგულირებით, პირველ ნახაზზე წარმოდგენილის შესაბამისად და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მე-2 ცხრილში მოცემული ფარგლების დაცვით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად. ეს სპეციფიკაცია შეტყობინების სახით უნდა გადაეგზავნოს კომისიას. შეტყობინების გაგზავნის საშუალებები უნდა განისაზღვროს მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის შესაბამისად.

(ბ)აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება შემოიფარგლება HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გადაცემის მინიმალური და მაქსიმალური შესაძლებლობით (ორივე მიმართულებით);

ნახაზი 1: HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უნარი FSM რეჟიმში, რომელიც ასახავს ნულოვანი მკვდარი ზონის და უგრძნობლობის შემთხვევას აქტიური სიმძლავრის დადებითი დანაყენით (აქტიური სიმძლავრის მიღების რეჟიმი). ΔP არის ცვლილება HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გადადინებაში. fn არის სიხშირის დაგეგმილი სიდიდე ცვლადი დენის ქსელში, სადაც უზრუნველყოფილია FSM რეჟიმის მომსახურება და Δf წარმოადგენს სიხშირის გადახრას ცვლადი დენის ქსელში, სადაც უზრუნველყოფილია FSM რეჟიმის მომსახურება.

 

ცხრილი 2: აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის პარამეტრები FSM რეჟიმში

გ) HVDC სისტემას უნდა შეეძლოს, გადამცემი სისტემის ოპერატორის ინსტრუქციების შესაბამისად, დაარეგულიროს სტატიზმის კოეფიციენტი აღმავალი და დაღმავალი რეგულირებისთვის, სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა და ცვლილების საოპერაციო დიაპაზონი FSM რეჟიმისთვის ხელმისაწვდომ აქტიური სიმძლავრის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია პირველ ნახაზზე და უფრო ზოგადად (ა) და (ბ) პუნქტებით განსაზღვრულ ფარგლებში. აღნიშნული სიდიდეები შეტყობინების სახით უნდა გაეგზავნოს კომისიას. შეტყობინების გაგზავნის საშუალებები უნდა განისაზღვროს მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის შესაბამისად;

(დ) სიხშირის საფეხურებრივი ცვლილების შედეგად, HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის დარეგულირება პირველ ნახაზზე მოცემული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის მიხედვით, იმგვარად, რომ აღნიშნული მახასიათებელი იყოს:

დ.ა) შეძლებისდაგვარად სწრაფი, რამდენადაც ეს ტექნიკურად განხორციელებადია; და

დ.ბ) მდებარეობდეს ნახაზ 2-ზე მოცემულ უწყვეტ ხაზზე ან მის ზემოთ, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პარამეტრების მიხედვით, მე-3 ცხრილში მოცემული ზღვრების დაცვით:

დ.ბ.ა) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილება DP გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ აქტიური სიმძლავრის ფარგლებში მე-3 ცხრილში მოცემული t1 და t2 დროების შესაბამისად, სადაც t1 არის თავდაპირველი დაყოვნება და t2 - სრული აქტივაციის დრო. t1 და t2-ის სიდიდეები უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა, კომისიისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. შეტყობინების გაგზავნის საშუალებები უნდა განისაზღვროს მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის საფუძველზე.

დ.ბ.ბ) აქტივაციის თავდაპირველი დაყოვნება თუ აღემატება 0.5 წამს, აღნიშნული სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული HVDC სისტემის მფლობელის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის.

 

პარამეტრები

დიაპაზონები

სიხშირის საპასუხო რეაქციის მკვდარი ზონა

0 – ±500 მჰც

სტატიზმის კოეფიციენტი s1 (აღმავალი რეგულირება)

მინიმუმ 0.1%

სტატიზმის კოეფიციენტი s2 (დაღმავალი რეგულირება)

მინიმუმ 0.1%

სიხშირის საპასუხო რეაქციის უგრძნობლობა

მაქსიმუმ 30 მჰც

 

 

ნახაზი 2: HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უნარი. ΔP არის ცვლილება აქტიურ სიმძლავრეში, რომელიც გამოწვეულია სიხშირის საფეხურებრივი ცვლილებით

ცხრილი 3: სიხშირის საფეხურებრივი ცვლილებებით გამოწვეული აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული აქტივაციის პარამეტრები

(ე) HVDC სისტემამ, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტროლის ან სინქრონულ ზონებს, FSM რეჟიმში მუშაობისას უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სრული სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება ნებისმიერ დროს და დროის უწყვეტი პერიოდით.

(ვ) სიხშირის გადახრის განმავლობაში, აქტიური სიმძლავრის კონტროლს არ უნდა ჰჰქონდეს უარყოფითი გავლენა აქტიური სიმძლავრის სიხშირულ მახასიათებელზე.

 

პარამეტრები

დრო

თავდაპირველი დაყოვნების მაქსიმალური დასაშვები დრო t

0.5 წამი

სრული აქტივაციის მაქსიმალური დასაშვები დრო t2, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ აქტივაციის უფრო ხანგრძლივი დროები არ არის განსაზღვრული.

 

30 წამი

 

ბ. LFSM-O რეჟიმი

1. 248-ე მუხლის მოთხოვნების დამატებით, LFSM-O რეჟიმთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება ცვლადი დენის ქსელის ან ქსელებისთვის როგორც მიღების, ასევე გაცემის დროს, მე-3 ნახაზის შესაბამისად, სიხშირის f1 ზღვრით, რომელიც მდებარეობს 50.2-50.5 ჰც-ს შორის მათი ჩათვლით, სტატიზმის კოეფიციენტით S3, რომლის დარეგულირება ხდება 0.1 %-დან ზემოთ.

ბ)   HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის დარეგულირება მის აქტიური სიმძლავრის გადაცემის მინიმალურ შესაძლებლობამდე.

გ)   HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება იმ სისწრაფით, რამდენადაც ეს ტექნიკურად განხორციელებადია, მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის საფუძველზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული და კომისიასთან შეტყობინების სახით გაგზავნილი თავდაპირველი დაყოვნებითა და სრული აქტივაციის დროის სიდიდით.

დ) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა LFSM-O რეჟიმით ოპერირებისას. როდესაც აღნიშნული რეჟიმი არის აქტიური, კონტროლის ფუნქციების იერარქია ორგანიზებულ უნდა იქნეს 272-ე მუხლის შესაბამისად.

2. სიხშირის ზღვარი და სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები, რომელიც წარმოდგენილია პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში, უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა და აცნობოს კომისიას მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის საფუძველზე.

ნახაზი 3: HVDC სისტემების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი LFSM-O რეჟიმით ოპერირებისას. P არის ცვლილება აქტიური სიმძლავრის გადადინებაში, განხორციელებული HVDC სისტემის მიერ, რაც, სამუშაო პირობებზე დამოკიდებულებით, გამოვლინდება სიმძლავრის მიღების შემცირებაში ან სიმძლავრის გაცემის ზრდაში. fn არის ცვლადი დენის ქსელის ან ქსელების ნომინალური სიხშირე, რომელზეც მიერთებულია HVDC სისტემა, f არის სიხშირის ცვლილება ცვლადი დენის ქსელში ან ქსელებში, რომელთანაც დაკავშირებულია HVDC სისტემა. სიხშირის აწევისას, როდესაც f აღემატება f1-ს, HVDC სისტემამ უნდა შეამციროს აქტიური სიმძლავრე სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენების შესაბამისად.

გ. LFSM-U რეჟიმი

1. 248-ე მუხლის მოთხოვნების დამატებით, სიხშირის დაწევისას შეზღუდული LFSM-U რეჟიმთან დაკავშირებით გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

(ა) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება ცვლადი დენის ქსელისთვის ან ქსელებისთვის როგორც მიღების, ასევე გაცემის დროს, მე-4 ნახაზის შესაბამისად სიხშირის f2 ზღვრით, რომელიც მდებარეობს 49.8-49.5 ჰც-ს შორის მათი ჩათვლით, სტატიზმის კოეფიციენტით S4, რომლის დარეგულირება ხდება 0.1 %-დან ზემოთ.

(ბ) LFSM-U რეჟიმში HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის დარეგულირება მის აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალურ შესაძლებლობამდე.

გ)   HVDC სისტემამ უნდა შეძლოს აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის დარეგულირება იმ სისწრაფით, რამდენადაც ეს ტექნიკურად განხორციელებადია, მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის საფუძველზე გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრული და კომისიასთან შეტყობინების სახით გაგზავნილი თავდაპირველი დაყოვნებითა და სრული აქტივაციის დროის სიდიდით.

დ) HVDC სისტემამ უნდა შეძლოს სტაბილური მუშაობა სიხშირის დაწევისას LFSM-U რეჟიმით ოპერირებისას. როდესაც აღნიშნული რეჟიმი არის აქტიური, კონტროლის ფუნქციების იერარქია ორგანიზებულ უნდა იქნეს 272-ე მუხლის შესაბამისად.

2. სიხშირის ზღვარი და სტატიზმის კოეფიციენტის დანაყენები, რომელიც მოცემულია პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში, უნდა განსაზღვროს გადამცემი სისტემის ოპერატორმა და აცნობოს კომისიას მოქმედი ეროვნული სამართლებრივი ბაზის საფუძველზე.

ნახაზი 4: HVDC სისტემების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი LFSM-U რეჟიმით ოპერირებისას. P არის ცვლილება HVDC სისტემის აქტიური სიმძლავრის გადადინებაში, რაც, მუშა რეჟიმზე დამოკიდებულებით, ხორციელდება სიმძლავრის მიღების შემცირებით ან სიმძლავრის გაცემის ზრდით. fn არის ცვლადი დენის ქსელის ან ქსელების ნომინალური სიხშირე, რომელთანაც დაკავშირებულია HVDC სისტემა, Δf არის სიხშირის ცვლილება ცვლადი დენის ქსელში ან ქსელებში, რომელთანაც დაკავშირებულია HVDC სისტემა. სიხშირის აწევისას, როდესაც f ნაკლებია f2-ზე, HVDC სისტემამ უნდა გაზარდოს აქტიური სიმძლავრე s4 სტატიზმის კოეფიციენტის შესაბამისად.

 დანართი №18

252-ე მუხლში მითითებული ძაბვის ზღვრები

ცხრილი 1 - მინიმალური დროის პერიოდები, როდესაც HVDC სისტემას შეუძლია ოპერირება ძაბვაზე, რომელიც მიერთების წერტილზე გადახრილია ნომინალური 1 ფ.ე. სიდიდიდან ქსელიდან გამორთვის გარეშე. ამ ცხრილით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფ.ე.-ებში მოცემული ძაბვის შესაბამის ბაზისურ სიდიდეებზე 110 კვ-დან 300 კვ-მდე (ძაბვის ამ დონეების ჩაუთვლელად).

სინქრონული ზონა

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

საქართველო

0.85 – 1.118

შეუზღუდავი დროით

1.118 – 1.15

20 წუთი

 

ცხრილი 2 - მინიმალური დროის პერიოდები, როდესაც HVDC სისტემას შეუძლია ოპერირება ძაბვაზე, რომელიც მიერთების წერტილზე გადახრილია ნომინალური 1 ფ.ე. სიდიდიდან ქსელიდან გამორთვის გარეშე. ამ ცხრილით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფ.ე.-ებში მოცემული ძაბვის შესაბამის ბაზისურ სიდიდეებზე 300 კვ-დან 400 კვ-მდე (ძაბვის ამ დონეების ჩათვლით).

სინქრონული ზონა

 

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

საქართველო

0.88 – 1.097

შეუზღუდავი დროით

1.097 – 1.15

20 წუთი

 

დანართი №19

U-Q/Pmax-პროფილისთვის წაყენებული მოთხოვნები, 254-ე მუხლის შესაბამისად

ნახაზი 1: დიაგრამაზე მოცემულია U-Q/Pmax-პროფილის ფარგლები, სადაც U წარმოადგენს ძაბვას მიერთების წერტილზე, რომელიც გამოხატულია მისი ფაქტობრივი სიდიდის შესაბამის ფ.ე. სიდიდის შეფარდებით მის ნომინალურ ერთ ფარდობით ერთეულ სიდიდესთან, ხოლო Q/Pmax - რეაქტიული სიმძლავრის ფარდობას HVDC-ის აქტიური სიმძლავრის გადაცემის მაქსიმალურ შესაძლებლობასთან. შიდა ზონის პოზიცია, ზომა და ფორმა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მართკუთხედისგან განსხვავებული ფორმები, შიდა ზონის ფარგლებში. ასეთი შემთხვევის შესაბამისი პროფილის ფორმისთვის, ძაბვის ფარგლებში იგულისხმება ძაბვის მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები, რომელიც მდებარეობს აღნიშნული ფორმის ფარგლებში. ამგვარი პროფილით ოპერირებისას ხელმისაწვდომი არ იქნება რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი, რაც სრულად თავისუფალია გამოსაყენებლად დამყარებული ძაბვების ფარგლებში. 

ცხრილი 1: ნახაზზე წარმოდგენილი პარამეტრები შიდა ზონისთვის

სინქრონული ზონა

 

Q/Pmax მაქსიმალური დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური დიაპაზონი ფ.ე.-ში

საქართველო

1.0

0.220

 

 

დანართი №20

ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი

ნახაზი 1: HVDC გარდამქმნელი სადგურის ავარიის მიმართ მდგრადობის პროფილი. დიაგრამა წარმოადგენს მიერთების წერტილზე ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის ქვედა ზღვარს, გამოხატულს მისი ფაქტობრივი სიდიდის ფარდობით მის ნომინალური 1 ფ.ე. სიდიდესთან (ფ.ე.-ებში) მოკლე შერთვამდე, მის განმავლობაში და შემდეგ. Uret არის დამყარებული ძაბვა მიერთების წერტილში მოკლე შერთვისას, tclear არის მშ-ის მოხსნის მყისა მომენტი, Urec1 და trec1-ით განსაზღვრულია ძაბვის აღდგენის დონე და მისი შესაბამისი დროის ქვედა ზღვარი, რომელსაც ადგილი აქვს მშ-ის მოხსნის შემდეგ, Ublock წარმოადგენს მაბლოკირებელ ძაბვას მიერთების წერტილზე. მითითებული დროის სიდიდეები იზომება Tfault-დან.

ცხრილი 1: HVDC გარდამქმნელი სადგურის ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებული პარამეტრები.

 

ძაბვის პარამეტრები [ფ.ე.]

დროის პარამეტრები [წამები]

Uret

0.00 – 0.30

tclear

0.14-0.25

Urec1

0.25-0.85

trec1

1.5 – 2.5

Urec2

0.85-0.90

trec2

Trec1 – 10.0

 

დანართი №21

სიხშირის ზღვრები და დროის პერიოდები, 273-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად

ცხრილი 1: დროის მინიმალური პერიოდები 50 ჰც ნომინალური სიხშირის მქონე სისტემისთვის, რომლისთვისაც სიმძლავრის პარკმა უნდა შეძლოს ოპერირება სიხშირის ნომინალურიდან გადახრილი სიდიდეებისას, ქსელიდან გამორთვის გარეშე.

სიხშირის ზღვრები, ჰც

დროის პერიოდები

47.0– 47.5

20 წამი

 47.5 – 49.0

90 წუთი

49.0 – 51.0

შეუზღუდავი დროით

51.0 – 51.5

90 წუთი

51.5 – 52.0

15 წუთი

 

დანართი №22

ძაბვის ზღვრები და დროის პერიოდები, 274-ე მუხლის შესაბამისად.

ცხრილი 2: დროის მინიმალური პერიოდები, რომლის განმავლობაშიც მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს შეუძლია ოპერირება ძაბვის ნომინალური 1 ფ.ე.-დან გადახრილი სიდიდეებისას ქსელიდან გამორთვის გარეშე, ნომინალური ძაბვით 110კვ -დან 300 კვ-მდე (ამ უკანასკნელის ჩაუთვლელად).

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

0.85 – 0.90

60 წუთი

0.90 – 1.10

შეუზღუდავი დროით

1.10 – 1.118

შეუზღუდავი დროით

 

1.118 – 1.15

განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

 

ცხრილი 3: დროის მინიმალური პერიოდები, რომლის განმავლობაშიც მუდმივ დენზე მიერთებულ სიმძლავრის პარკს შეუძლია ოპერირება ძაბვის ნომინალური 1 ფ.ე.-დან გადახრილი სიდიდეებისას ქსელიდან გამორთვის გარეშე, ნომინალური ძაბვით 300 კვ -დან 400 კვ-მდე (ამ უკანასკნელის ჩათვლით).

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

0.85 – 0.90

60 წუთი

0.90 – 1.05

შეუზღუდავი დროით

 

 

1.05 – 1.15

 

 

 

უნდა განისაზღვროს შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით. შესაძლოა განისაზღვროს ძაბვის სხვადასხვა ქვე-დიაპაზონების გაძლების შესაძლებლობა

 

 

ნახაზი 1: მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკის U-Q/Pmax-პროფილი მიერთების წერტილზე. ეს ნახაზი წარმოადგენს მიერთების წერტილ(ებ)ში ძაბვის U-Q/Pmax-პროფილის ფარგლებს, რომელიც გამოხატულია დამოკიდებულებით ფარდობით ერთეულებში მოცემული მისი ფაქტობრივი სიდიდის ნომინალურ 1 ფ.ე.-თან ფარდობასა და რეაქტიული სიმძლავრის (Q) მაქსიმალურ სიმძლავრესთან (Pmax) ფარდობას შორის. შიდა ზონის პოზიცია, ზომა და ფორმა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მართკუთხედისგან განსხვავებული ფორმები, შიდა ზონის ფარგლებში. ამ უკანასკნელი შემთხვევის შესაბამისი პროფილის ფორმისთვის, ძაბვის ფარგლებში იგულისხმება ძაბვის მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეები. ამგვარი პროფილით ოპერირებისას აქტიური არ იქნება რეაქტიული სიმძლავრის სრული დიაპაზონი, რაც სრულად თავისუფალია გამოყენებისთვის დამყარებული ძაბვების ფარგლებში.

ცხრილი 4: Q/Pmax ფარდობის და დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური და მინიმალური ზღვრები მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკისთვის.

 

Q/Pmax პროფილის დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დიაპაზონი ფ.ე.-ში

0 - 0.95

0.1 - 0.225

 

დანართი №23

მოთხოვნები რეაქტიულ სიმძლავრესთან და ძაბვასთან დაკავშირებით,
282-ე მუხლის შესაბამისად

ცხრილი 1: დროის მინიმალური პერიოდები, რომლის განმავლობაშიც მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურს შეუძლია ოპერირება ძაბვის ნომინალური 1 ფ.ე.-დან გადახრილი სიდიდეებისას ქსელიდან გამორთვის გარეშე, ნომინალური ძაბვით 110კვ -დან 300 კვ-მდე (ამ უკანასკნელის ჩაუთვლელად).

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

0.85 – 0.90

60 წუთი

0.90 – 1.10

შეუზღუდავი დროით

1.10 – 1.12

 

შეუზღუდავი დროით

1.12 – 1.15

განისაზღვრება შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით

 

ცხრილი 2: მინიმალური დროის პერიოდები, რომლის განმავლობაშიც მოშორებულ ბოლოს არსებულ HVDC გარდამქმნელ სადგურს შეუძლია ოპერირება ძაბვის ნომინალური 1 ფ.ე.-დან გადახრილი სიდიდეებისას ქსელიდან გამორთვის გარეშე, ნომინალური ძაბვით 300 კვ -დან 400 კვ-მდე (ამ უკანასკნელის ჩათვლით).

ძაბვის ზღვრები, ფ.ე.

დროის პერიოდები

0.85 – 0.90

60 წუთი

0.90 – 1.05

შეუზღუდავი დროით

1.05 – 1.15

განისაზღვრება  შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ, გადამცემი სისტემის ოპერატორთან კოორდინაციით.

 

ცხრილი 3: Q/Pmax ფარდობის და დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური და მინიმალური დიაპაზონი მუდმივი დენის ხაზების HVDC გარდამქმნელ სადგურთან დაკავშირებით.„.

Q/Pmax მაქსიმალური დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დიაპაზონი ფ.ე.-ში

0.95

0.225

 

დანართი 24

ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი,
121-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

ნახაზი 1: ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის შესაძლებლობა სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის აწევა (LFSM-O)

Pref არის ბაზისური აქტიური სიმძლავრე, რომელიც დაკავშირებულია ∆P-სთან და შესაძლოა სხვადასხვაგვარად განისაზღვროს სინქრონული ელექტროსადგურებისთვის და სიმძლავრის პარკისთვის. ∆P არის ცვლილება ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებაში. fn არის ნომინალური სიხშირე (50 ჰც) ქსელში და ∆f არის სიხშირის გადახრა ქსელში. სიხშირის ნაჭარბის დროს, როდესაც ∆f აღემატება ∆f1-ს, ელექტროსადგურმა უნდა უზრუნველყოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების შემცირება სტატიზმის კოეფიციენტის S2 შესაბამისად.

 

დანართი 25

სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები შემცირების მახასიათებელი,
121-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

ნახაზი 1. სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები შემცირება სიხშირის ვარდნით

დიაგრამა წარმოადგენს იმ ზღვრებს, რომლის შიგნითაც გადაცემის სისტემის ოპერატორმა შესაძლოა განსაზღვრის შესაბამისი ელექტროსადგურის შესაძლებლობები.

 

დანართი 26

სიმძლავრის მაქსიმალური დასაშვები შემცირების მახასიათებელი,
122-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

ნახაზი 1. ელექტროსადგურის ავარიის მიმართ მდგრადობის პროფილი

დიაგრამა წარმოადგენს ძაბვის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის ქვედა ზღვარს ძაბვით მიერთების წერტილში, გამოხატული მისი ფაქტობრივი სიდიდის და 1 ფ.ე. სიდიდის კოეფიციენტით მოკლე შერთვამდე, მის განმავლობაში და შემდეგ, Uret არის ძაბვის ნარჩენი მნიშვნელობა მიერთების წერტილში მოკლე შერთვის განმავლობაში, tclear არის დროის ის მყისა მომენტი, როდესაც მოკლე შერთვით დაზიანებული გაუმართაობა აღმოიფხვრა. Urec1, Urec2, trec1, trec2 და trec3 მიუთითებს მოკლე შერთვის აღმოფხვრის შემდეგ ძაბვის აღდგენის ქვედა ზღვრების კონკრეტულ წერტილებს.

 

ცხრილი 1: პირველი ნახაზის პარამეტრები სინქრონული ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით

 

ძაბვის პარამეტრები [ფ.ე.]

დროის პარამეტრები [წამები]

Uret: 

0.05 – 0.3

tclear: 

0.14 – 0.15

Uclear: 

0.7 – 0.9

trec1: 

tclear

Urec1: 

Uclear

trec2: 

trec1 – 0.7

Urec2: 

0.85 – 0.9 და ≥ Uclear

trec3:

trec2 – 1.5

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 2: პირველი ნახაზის პარამეტრები სიმძლავრის პარკების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით.

ძაბვის პარამეტრები [..]

დროის პარამეტრები [წამები]

Uret:

0.05 – 0.15

tclear:

0.14 – 0.15

Uclear:

Uret – 0.15

trec1:

tclear

Urec1:

Uclear

trec2:

trec1

Urec2:

0.85

trec3:

1.5 – 3.0

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი 3. ამ დანართის პირველი ცხრილის პარამეტრები სინქრონული ელექტროსადგურების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით

ძაბვის პარამეტრები [..]

დროის პარამეტრები [წამები]

Uret: 

0

tclear: 

0.25

Uclear: 

0.25

trec1: 

tclear – 0.45

Urec1: 

0.5

trec2: 

trec1 – 0.7

Urec2: 

0.85

trec3: 

trec2 – 1.5

 

ცხრილი 4. ამ დანართის პირველი ნახაზის პარამეტრები სინქრონული სიმძლავრის პარკების ავარიის მიმართ მდგრადობის უნართან დაკავშირებით.

ძაბვის პარამეტრები [..]

დროის პარამეტრები [წამები]

Uret: 

0

tclear: 

0.25

Uclear: 

Uret

trec1: 

Tclear

Urec1: 

Uclear

trec2: 

trec1

Urec2: 

0.85

trec3: 

3.0

 

დანართი 27

ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებელი,
123-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

ნახაზი 1: ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უნარი სიხშირის შეზღუდული რეგულირების რეჟიმში - სიხშირის დაწევა (LFSM-U)

Pref არის საწყისი აქტიური სიმძლავრე, რომელთანაც დაკავშირებულია ∆P და შესაძლოა სხვადასხვაგვარად განისაზღვროს სინქრონული ელექტროსადგურებისთვის და სიმძლავრის პარკებისთვის. ∆P არის ცვლილება ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის გამომუშავებაში. fn არის ნომინალური სიხშირე (50 ჰც) ქსელში და ∆f არის სიხშირის გადახრა ქსელში. სიხშირის შემცირებისას, როდესაც ∆f ნაკლებია ∆f1-ს, ელექტროსადგურმა უნდა უზრუნველყოს აქტიური სიმძლავრის გამომუშავების დადებითი ნაზრდი სტატიზმის კოეფიციენტის S2 შესაბამისად.

ცხრილი 1. აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის პარამეტრები FSM (სიხშირის რეგულირების რეჟიმი) რეჟიმში (განმარტება 5 ნახაზისთვის)

ნახაზი 2. ელექტროსადგურების აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლების პარამეტრები სიხშირის რეგულირების რეჟიმში (FSM) ასახავს ნულოვანი მკვდარი ზონის და უგრძნობლობის შემთხვევას.

 

Pref არის საწყისი აქტიური სიმძლავრე, რომელსაც უკავშირდება ∆P. ∆P არის ცვლილება ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავებაში. fn არის ნომინალური სიხშირე (50 ჰც) ქსელში და ∆f არის სიხშირის გადახრა ქსელში.

ნახაზი 3. აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის უნარი.

Pmax არის მაქსიმალური სიმძლავრე ∆P არის ელექტროსადგურის აქტიური სიმძლავრის გამომუშავების ცვლილება. ელექტროსადგურებმა უნდა უზრუნველყონ აქტიური სიმძლავრის გამომუშავება ∆P მოცემულ ∆P1 წერტილამდე, t1 და t2 დროების შესაბამისად, ∆P1, t1 და t2 სიდიდეებით, რომელიც განსაზღვრულია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ დანართის მე-2 ცხრილის შესაბამისად. t1 თავდაპირველი დაყოვნება. t2 არის დრო სრული აქტივაციისთვის.

ცხრილი 2. პარამეტრები აქტიური სიმძლავრის სიხშირული მახასიათებლის სრული აქტივაციისთვის, სიხშირის საფეხურებრივი ცვლილებიდან გამომდინარე (განმარტება მე- 3 ნახაზისთვის).

პარამეტრები

 

დიაპაზონები ან სიდიდეები

ელექტროსადგურებისთვის აქტიური სიმძლავრის დიაპაზონი მიმართებაში მაქსიმალურ სიმძლავრესთან (სიხშირული მახასიათებლის დიაპაზონი) 

 

 

1.5 – 10 %

ელექტროსადგურებისთვის (ინერციით) მაქსიმალური დასაშვები თავდაპირველი დაყოვნება t1 თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ„ ქვეპუნქტის „დ.დ„ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

2 წამი

ელექტროსადგურებისთვის (ინერციის გარეშე) მაქსიმალური დასაშვები თავდაპირველი დაყოვნება t1 თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ„ ქვეპუნქტის „დ.დ„ ქვეპუნქტის შესაბამისად.

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

სრული აქტივაციის დროის t2 მაქსიმალური დასაშვები არჩევანი, თუ უფრო ხანგრძლივი აქტივაციის დროები არ არის დაშვებული გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ სისტემის სტაბილურობის მიზეზების გამო.

 

30 წამი

 

 

დანართი 28

სინქრონული ელექტროსადგურის U-Q/Pmax მახასიათებელი

 

ნახაზი 1. სინქრონული ელექტროსადგურის U-Q/Pmax-პროფილი.

ნახაზი წარმოადგენს U-Q/Pmax-პროფილის ფარგლებს, რომელიც გამოსახულია მიერთების წერტილში ძაბვის ფარდობით ერთეულებში და რეაქტიული სიმძლავრისა (Q) და მაქსიმალურის სიმძლავრის (Pmax) ფარდობით. შიდა ზონის პოზიცია, მოცულობა და ფორმა ატარებს საორიენტაციო ხასიათს.

ცხრილი 1. პარამეტრები პირველი ნახაზის შიდა ზონისთვის

სინქრონული ზონა

Q/Pmax მაქსიმალური დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური დიაპაზონი ..-ში

საქართველო

1.0

0.220

 

დანართი 29

სიმძლავრის პარკის  U-Q/Pmax მახასიათებელი.

ნახაზი  1. სიმძლავრის პარკის U-Q/Pmax-პროფილი.

ნახაზი წარმოადგენს U-Q/Pmax-პროფილის ფარგლებს, რომელიც გამოსახულია ძაბვით ფარდობით ერთეულებში მიერთების წერტილში და რეაქტიული სიმძლავრისა (Q) და მაქსიმალურის სიმძლავრის (Pmax) ფარდობით. შიდა ზონის პოზიცია, მოცულობა და ფორმა ატარებს საორიენტაციო ხასიათს.

ცხრილი 1. პარამეტრები პირველი ნახაზისთვის (შიდა ზონისთვის).

სინქრონული ზონა

Q/Pmax მაქსიმალური დიაპაზონი

დამყარებული ძაბვის დონის მაქსიმალური დიაპაზონი ..-ში

საქართველო

0.80

0.220

 

ნახაზი  2.  სიმძლავრის პარკის P-Q/Pmax-პროფილი

ნახაზი წარმოადგენს მიერთების წერტილში P-Q/Pmax -პროფილის ფარგლებს, რომელიც გამოხატულია ფარდობითი (აქტიური მნიშვნელობის შეფარდება მაქსიმალურ სიმძლავრესთან) აქტიური სიმძლავრის სახითა და რეაქტიულ სიმძლავრესა (Q) და მაქსიმალურ აქტიურ სიმძლავრის (Pmax) ფარდობით. შიდა ზონის პოზიცია, მოცულობა და ფორმა ატარებს საორიენტაციო ხასიათს.

დანართი 30

ცხრილი 1:

ეს ცხრილი ასახავს დროის მინიმალურ პერიოდს, როდესაც ელექტროსადგურს შეუძლია ოპერირება ძაბვაზე, რომელიც გადახრილია 1 ფ.ე. სიდიდიდან მიერთების წერტილზე ქსელიდან გამორთვის გარეშე, 110 კვ-დან 300 კვ-მდე ბაზისური ძაბვისათვის.

სინქრონული ზონა

ძაბვის დიაპაზონი, ფ.ე.

საექსპლუატაციო ვადა

საქართველო

0.85 – 0.90

 

60 წუთი

0.90 – 1.12

შეუზღუდავი დროით

1.12 – 1.15

20 წუთი

 

ცხრილი 2:

 ეს ცხრილი ასახავს მინიმალურ დროის პერიოდს, როდესაც ელექტროსადგურს შეუძლია ოპერირება ძაბვაზე, რომელიც გადახრილია 1 ფ.ე. სიდიდიდან მიერთების წერტილზე ქსელიდან გამორთვის გარეშე, სადაც 300 კვ-დან 500 კვ-მდე ბაზისური ძაბვისთვის.

სინქრონული ზონა

ძაბვის დიაპაზონი, ფ.ე.

საექსპლუატაციო ვადა

საქართველო

0.85 – 0.90

60 წუთი

0.90 – 1.10

შეუზღუდავი დროით

1.10 – 1.15

20 წუთი

დანართი 31

ცხრილი 1. ზღვრები A, B, C და D ტიპის ელექტროსადგურებისთვის

 

სიმძლავრის ზღვარი საიდანაც ელექტროსადგური არის A ტიპის

სიმძლავრის ზღვარი საიდანაც ელექტროსადგური არის B ტიპის

სიმძლავრის ზღვარი საიდანაც ელექტროსადგური არის C ტიპის

სიმძლავრის ზღვარი საიდანაც ელექტროსადგური არის D ტიპის

0.8 კვტ

1.5 მგვტ

10 მგვტ

30 მგვტ

“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული „ქსელის წესების“ 241 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება გადამცემ ქსელზე არსებულ მიერთებებზე, აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როდესაც ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის მიერ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულია გადამცემ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა ან მიერთების შეთავაზება, ანდა განმცხადებელს, გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს შორის გაფორმებულია გადამცემ ქსელზე მიერთების ხელშეკრულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით ნარმანია