„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-58/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016626
01-58/ნ
09/08/2019
ვებგვერდი, 12/08/2019
470230000.22.035.016626
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-58/ნ

2019 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2015, 470230000.22.035.016315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პერინატალური სერვისის მიმწოდებელმა დაწესებულებამ, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ერთდროულად მიაწოდოს II დონის სამეანო მოვლისა და III დონის ნეონატალური მოვლის სერვისები. აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც პერინატალური სერვისის შესაბამისი დონე მინიჭებული აქვთ/მიენიჭებათ 2017 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნული დაწესებულებების  წლიური ბრუნვა უნდა იყოს ≥1800 მშობიარობა წელიწადში (ან ≥ 150 მშობიარობა თვეში) და მათ, ასევე, უნდა ჰქონდეთ ახალშობილთა ინტენსიური მოვლის (NICU) ერთეული (განყოფილება, დეპარტამენტი და ა.შ.). გამონაკლისს წარმოადგენს საკოორდინაციო ჯგუფის გადაწყვეტილება პერინატალური სერვისის მიმწოდებელი იმ სამედიცინო დაწესებულების მიმართ (წლიური ბრუნვით < 1800-ზე), რომლის მიღწევადობა უახლოეს სუბსპეციალიზებული (III დონის) პერინატალური მოვლის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებამდე აღემატება 120 წუთს ან/და განთავსებულია საზღვრისპირა  მუნიციპალიტეტში/რეგიონში. აღნიშნული  პერინატალური სერვისის ფარგლებში დაწესებულებას  უფლება აქვს, მიიღოს ნაადრევი მშობიარობა და უზრუნველყოს III დონის ნეონატალური მოვლა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

2. დანართი 1.1-ის  (პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორსულთა, მშობიარეთა, მელოგინეთა და ახალშობილთა ყველა სხვა მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მულტიდისციპლინურ მართვას და/ან კრიტიკული მოვლის განყოფილებას, რომელიც  უზრუნველყოფს სრულმასშტაბიან რესპირატორულ მოვლას და/ან საბაზისო რესპირატორული და მულტიორგანული უკმარისობის მოვლის ერთობლივ უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო  ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 5 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე