„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4958-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 180000000.05.001.019576
4958-Iს
18/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
180000000.05.001.019576
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 02.07.2009, მუხ. 63) მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.  დაუშვებელია,  პირს  აეკრძალოს  არბიტრად  დანიშვნა,  გარდა  იმ შემთხვევისა, როდესაც იგი არის:

ა) შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ბ) სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ან საჯარო მოსამსახურე;

გ) მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლობა;

დ) ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4958-Iს