შპს ,,ბლექ სი ინვესტის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

შპს ,,ბლექ სი ინვესტის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/61
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/61
03/07/2019
ვებგვერდი, 11/07/2019
შპს ,,ბლექ სი ინვესტის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №2/61

განჩინება

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2019 წლის 3 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე


ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბლექ სი ინვესტის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბლექ სი ინვესტის“ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით, მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაიწყო შპს „ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება. დამტკიცდა შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე ემზარ ბალაძის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილება. შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა ემზარ ბალაძე (პ/ნ 01026000242; მცხ: ქ. თბილისი, შ. არაგვისპირელის ქ. №42); შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით განჩინების გამოქვეყნებიდან;

2019 წლის 3 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველის მინდობილმა პირმა დავით ლომოურმა და წარმოადგინა შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის გეგმა;

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას და მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს ,,ბლექ სი ინვესტის” კრედიტორთა კრება.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 43-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მოწვეული იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის” კრედიტორთა კრება 2019 წლის 23 ივლისს, 15:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის პროექტის განხილვა და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.

 2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 მოსამართლე: ციცინო კიკვაძე მოსამართლის/თანაშემწე: თინათინ გიორხელიძე.