დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5024-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 080080050.05.001.019594 |
|
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებას.“. 2. მე-10 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი და, შესაბამისად, არ გამოიყენება ამ მუხლის 11 პუნქტით დადგენილი წესი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აფასებს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ; ბ) შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.“. 3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება 1. შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, მსხვერპლის ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით − სოციალურ მუშაკს ან პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 2. ამ კანონის 171 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მიღებულ ინფორმაციას. შესაბამისი რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებისგან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. თუ აღნიშნული ინფორმაცია იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მსხვერპლის მიმართ ძალადობა შეიძლება განმეორდეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ ან შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემთხვევაში მის გამოსაცემად სავალდებულო არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოთხოვნის არსებობა. 3. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები მისი უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით.“. 4. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 5. 171 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მსხვერპლის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს მსხვერპლს მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე განახორციელოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს მსხვერპლთან გასაუბრების ოქმს. ამ ოქმში მან უნდა მიუთითოს მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება, მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად.“. მუხლი 2 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული კომპონენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების), პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესის შემუშავება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5024-Iს |
დოკუმენტის კომენტარები