,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016512
23
05/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
010250050.35.105.016512
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2019 წლის 5 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის  №3 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 17/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016355) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. ბეჭედი გამოიყენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ცნობებზე, მერის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილ დოკუმენტებზე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №82 დადგენილებით დამტკიცებული ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის“ მე-40 მუხლის შესაბამისად.’’.

 ბ)  თავი VI1  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,თავი VI1

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის

განხორციელებაში

მუხლი 361. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოქალაქეთა მიღების წესი

1. მერი უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს მოქალაქეების (ამომრჩევლების) მიღება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს.

2. მერის  მიერ მოქალაქეების (ამომრჩევლების) მიღების გრაფიკი, დღე, ადგილი და საათები  ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ.

3. მერის  მიერ მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მიღებას აღრიცხავს და მიღების ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფლებამოსილი პირი. მოქალაქეთა მიღების ოქმში აღირიცხება მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხები.

4. მიღების საათების დამთავრების შემდეგ მერი  ეცნობა და ხელს აწერს მოქალაქეთა მიღების ოქმს. მოქალაქეთა მიღების ოქმი ინახება მერიის ადმინისტრაციულ  სამსახურში.

5. მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღების ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურებისთვის გადანაწილებას.

უხლი 362მერის  შეხვედრები ამომრჩევლებთან

1. მერი  უფლებამოსილია პერიოდულად მოაწყოს შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე.

2. მერის  მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე.  მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მერიის დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ.

3. მერის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას შეიძლება განხილულ იქნეს შესაბამის დასახლებაში  განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და წარმოდგენილ იქნეს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები,  მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. შეხვედრას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაციული ხასიათი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის,  ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებისა და მნიშვნელობის, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების შესახებ.

4. მერის  მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში) ქვეყნდება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც.  გადაუდებელ შემთხვევაში შესაძლებელია მოსახლეობასთან შეხვედრა გამოქვეყნების გარეშეც.

5. მერის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მიღებული წინადადება ან/და შენიშვნა ფორმდება შეხვედრის ოქმით.

6. მერის  მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.  ოქმი  ინახება მერიის ადმინისტრაციულ  სამსახურში.

7. მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულთან და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს  მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოთქმულ წინადადებებს, დასაბუთებულ შენიშვნებს. განხილვის შედეგები ქვეყნდება მერიის ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების დაცვით.

8. მერი პერიოდულად შესაბამისი  სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად  მოსახლეობის საჭიროებებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში კარდაკარ გაეცნობა.

9. მოსახლეობის საჭიროებების კარდაკარ გაცნობისას გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები ფორმდება  ოქმით, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.  ოქმი  ინახება მერიის ადმინისტრაციულ  სამსახურში.

10. პერიოდულად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერი და მერიის  სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს გამართავენ.

11. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს და ხელს აწერს მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.  ოქმი  ინახება მერიის ადმინისტრაციულ  სამსახურში.

12. ,,ცხელი ხაზი“ გულისხმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  სატელეფონო მომსახურების პროცესს. მისი მიზანია ინფორმაციის ოპერატიულად და კვალიფიციურად მიღება/მიწოდება და მაღალი ხარისხის სატელეფონო მომსახურების შეთავაზება.

13. მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების პროცესში განხორციელებული მომსახურების ზოგადი წესი და პირობები განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. „იდეა მერს“ გულისხმობს მერიის საქმიანობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის ჩართულობისა და  მნიშვნელოვან საკითხებზე ინიციატივების ონლაინ წარდგენის მექანიზმს, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის განვითარებაში.~

15. რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ შეიძლება ვებგვერდზე ავტორიზაცია.

16. იდეის დასამატებლად აირჩევა იდეის ის კატეგორია, რომელსაც შეესაბამება  იდეა. მიეთითება სასურველი სახელწოდება და იდეის აღწერა. შეიძლება ატვირთოს ფოტო ან სხვა ფაილი.

17. მიმდინარე იდეები, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, ჩანს იდეების გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ზუგდიდში რეგისტრირებული ნებისმიერი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.

18. დარეგისტრირებული იდეა პირველ ეტაპზე განიხილება მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ იდეის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში,  იდეა არ გავა ხმის მიცემის ეტაპზე. იდეამ ხმის მიცემის პერიოდში, რომელიც 60 კალენდარულ დღეს მოიცავს, უნდა მოაგროვოს 1000 ხმა. საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვების შემდეგ, 10 სამუშაო დღის ვადაში,  მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება იდეის შემდგომი განხილვის თაობაზე, 60 კალენდარული დღის განმავლობაში მერი, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად განიხილავს იდეის განხორციელების შესაძლებლობას. განხილვის შედეგები ეცნობება იდეის ავტორს და ქვეყნდება ვებგვერდზე.

19. დაუშვებელია იდეა, თუ:

ა) ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას;

ბ) შეეხება მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პირის პირად ინტერესს;

გ) სახუმარო ან უცენზურო ვიზუალური მასალის ან/და შინაარსის მქონეა;

დ) არ შედის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის კომპეტენციის ფარგლებში ან/და   მისი გადაწყვეტა წარმოადგენს სხვა უწყების კომპეტენციას;

ე) წარმოადგენს სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარე დავის საგანს ან კანონმდებლობით პირდაპირ არის დადგენილი საკითხის რეგულირების პროცედურა, რომელიც გამორიცხავს იდეის საფუძველზე მის გადაწყვეტას;

ვ) იდეის შინაარსი იდენტურია უკვე არსებული მიმდინარე იდეისა, ან იდეას ბოლო 6 თვის განმავლობაში მიღებული აქვს უარყოფითი რეკომენდაცია, ან იდეა ერთხელ იყო ხმის მიცემის ეტაპზე და ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ან იდეას მიღებული აქვს დადებითი რეკომენდაცია და მისი სავარაუდო შესრულების მითითებული ვადა ჯერ არ არის ამოწურული.

20. მერი პერიოდულად აწყობს შეხვედრას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

21. შეხვედრის ოქმს ადგენს მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფლებამოსილი პირი. ოქმში აღირიცხება სტუდენტთა მიერ დასმული საკითხები.

22. მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს  ოქმში დაფიქსირებული საკითხების შესაბამისი სამსახურისთვის გადაგზავნას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.