„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021337
319
05/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
010110020.10.003.021337
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2019 წლის 5 ივლისი

   ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის პრეტენდენტისათვის/მონაწილისათვის გადაცემის თაობაზე ქონების ეროვნული სააგენტო საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის  შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო პრეტენდენტს/მონაწილეს ამავე პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში სხვა სათიბის ან/და საძოვრის  მოსაძიებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. თუ პრეტენდენტი/მონაწილე ვერ მოიძიებს სათიბს ან/და საძოვარს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პრეტენდენტისათვის/ მონაწილისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა პრეტენდენტს/მონაწილეს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პრეტენდენტის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პრეტენდენტს/მონაწილესა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პრეტენდენტი/მონაწილე მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.“;

გ)  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა (ხადიკსა) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდება რძის გადამამუშავებელი საწარმოები და დაკომპლექტება დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით. რძის გადამამუშავებელი საწარმო შენობა-ნაგებობების ფართობები შეადგენს არა უმეტეს 600 მ2-ისა.“;

დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოძიება, რომლის ფართობი შეადგენს 0,45 ჰექტარს;“.

2. დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                                                                                                   „დანართი №1

1.5 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

შესყიდვის წელი

 

 

 

ელექტროსასწორი (500 ლიტრი)

1

 2018-2019

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რძის გამაცივებელი რეზერვუარი (1000 ლიტრი)      

1

რძის ფილტრი

1

ყველის სახარში აბაზანა, ორთქლით გაცხელებით (500 ლიტრი)

1

საწნეხი ურიკა 2 სექციით (500 ლიტრი)

1

შრატის ავზი, ორთქლით გაცხელებით

(500 ლიტრი)

1

ყველის ფორმები  (უჟანგავი ლითონის)

40

ყველის დასაყოვნებელი თაროები 5-იარუსიანი,

1 იარუსი: 1000 X 750 მმ

25

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა 

(2000 X 800 X 850 მმ)

2

ყველის გადასატანი ურიკა

1

დამბალხაჭოს დერგები (25 ლიტრი)

80

სეპარატორი  ნაღების მოსახდელი (1000 ლ/სთ)

1

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით (300 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები  (200 კგ)

1

კარაქის მექანიკური დამუშავების (ფორმირების) დანადგარი

1

ხანგრძლივი პასტერიზების აბაზანა შემრევით   ხაჭოსთვის (500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო  (3000 ლ/სთ)

3

რძის ტუმბო თვითშემწოვი (2000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

დასაყოვნებელი ავზები  (2200 X 900  X 1000 მმ)

3

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი ეტიკეტირების ფუნქციით (15 კგ)

1

პოლიეთილენის აპკში შესაფუთი დანადგარი

1

ურიკა პალეტებისთვის

1

ცხელი წყლით რეცხვის აპარატი

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა (უჟანგავი ლითონის მილები)

150 მეტრი

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი 150 კგ/სთ

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

რძის მზიდი ავტომანქანა, ცისტერნა 2 სექციით, თითო სექცია 1 ტონა

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

2

პრინტერი

1

კარადა

2

მაგიდა

2

ტუმბო

2

სკამი

10

 

 

 

 

                                                                                        დანართი №2

10 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

რაოდენობა

შესყიდვის წელი

ელექტროსასწორი (1000 ლიტრი)

1

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2018-2019

რძის გამაცივებელი რეზერვუარი   

(2500 ლიტრი)      

2

რძის გამაცივებელი რეზერვუარი    (2000 ლიტრი)

1

რძის ფილტრი

1

რეზერვუარი ერთკედლიანი (2000 ლიტრი)   

1

ყველის სახარში აბაზანა  ორთქლით გაცხელებით (1000 ლიტრი)

2

შრატის ავზი, ორთქლით გაცხელებით

(2000 ლიტრი)

2

საწნეხი ურიკა 2 სექციით (1000 ლიტრი)

2

ყველის ფორმები  (უჟანგავი ლითონის)

120

სასულგუნე მასის მოსაზელი დანადგარი

1

ყველის დასაყოვნებელი თაროები 5-იარუსიანი,

1 იარუსი: 1000 X 750 მმ

60

დასაყოვნებელი ავზები (2200 X 900 X 1000 მმ)

12

ყველის გადასატანი ურიკა

2

პასტერიზატორი ნაკადური მოქმედების      

(1000 ლ/სთ)

1

ყინულოვანი წყლის გენერატორი

1

სეპარატორი  ნაღების მომხდელი (3000 ლ/სთ)

1

ნაღების მოსამწიფებელი აბაზანა შემრევით

(500 ლიტრი)

1

კარაქის სადღვები    (200 კგ)

1

კარაქის მექანიკური დამუშავების (ფორმირების) დანადგარი

1

ჰომოგენიზატორი  (1200 ლ/სთ)

1

შუალედური ავზი რძის ჩამოსასხმელი ხაზისთვის, 1-კედლიანი (1000 ლიტრი)

1

რძის ჩამოსასხმელი კომბინირებული ტექნოლოგიური ხაზი (1500 ლ/სთ):   პოლიეთილენის  ბოთლების ტრანსპორტიორი, დოზატორი, ბოთლების სტერილიზატორი, მარკირების ლაზერული დანადგარი,  ქილების მოსახუფი დანადგარი, შემგროვებელი მაგიდა

1

CIP რეცხვის სისტემა (3 რეზერვუარი, თითო 500 ლიტრი)

1

რძის ტუმბო   (5000 ლ/სთ)

5

რძის ტუმბო თვითშემწოვი (3000 ლ/სთ)

1

მაცივარი 0; -18  (კონტეინერი 500 ლიტრი) 

1

უჟანგავი ფოლადის სამუშაო მაგიდა 

(2000 X 800 X 850 მმ)

3

სასწორი  (200 კგ)

1

სასწორი ეტიკეტირების ფუნქციით  (15 კგ)

1

პოლიეთილენის აპკში შესაფუთი დანადგარი

1

ურიკა პალეტებისთვის

1

რძის ანალიზატორი

2

PH-მეტრი

1

სამრეწველო არმატურა  (უჟანგავი ლითონის მილები)

250 მეტრი

ორთქლის წარმომქმნელი დანადგარი (400 კგ/სთ)

1

საწარმოო დანიშნულების ავტომანქანები

 

რძის მზიდი, ცისტერნა 3 სექციით, თითო სექცია 2 ტონა

1

სადისტრიბუციო ავტომანქანა რეფრეჟერატორით 

1

სილოსის შესაფუთი დანადგარი

1

სილოსის დამქუცმაცებელ-დამტვირთავი აგრეგატი

1

საოფისე აღჭურვილობა

 

კომპიუტერი

3

პრინტერი

2

კარადა

3

მაგიდა

4

ტუმბო

4

სკამი

20

 

                                                                            დანართი №3

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

შესყიდვის წელი

გუთანი 3-კორპუსიანი; საკიდი, ჩარჩოთი, განკუთვნილი ქვიან და მძიმე ნიადაგებში სამუშაოდ; კორპუსების რიცხვი: 3; გუთანი აღჭურვილი: წინმხვნელებით, ბელტის გადამწვენითა და საცვლელი სატეხით; სამუშაო სიღრმე: არანაკლებ 25 სმ-ისა; ერთი კორპუსის მოდების განი: არანაკლებ 35 სმ-ისა; მართკუთხა ჩარჩოს შემთხვევაში: კედლის სისქე არანაკლებ 8 მმ-ისა; საკიდი სისტემა:

3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია; გუთანი აღჭურვილი: სიღრმის მარეგულირებელი თვალით; მასა: არანაკლებ 350 კგ-ისა; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენაზე; სათადარიგო ნაწილები: კორპუსის დამცავი ელემენტები: ჭანჭიკები 6 ცალი, საცვლელი სატეხები: 6 ცალი; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017 - 2019

სათიბელა  სეგმენტური; მოდების განი: არანაკლებ 2000 მმ-ისა; ჭრის სიმაღლე რეგულირებადი, მინიმალური  არა უმეტეს 6 სმ-ისა; სამუშაო ორგანოების აძვრა: ტრაქტორის სიმძლავრის ამრთმევი ლილვიდან (540 ან 1000 ბრ/წთ); აკეცვის მექანიზმი: ჰიდრავლიკური; საკიდი სისტემა: სამწერტილიანი, მე-2 კატეგორია; გარეთა ქუსლზე უნდა ჰქონდეს ღვარეულის სიგანის მარეგულირებელი დაფა; სათადარიგო ნაწილები: ერთი ცალი მთლიანად აწყობილი ცელი, 10 ცალი სეგმენტი, 50 ცალი მოქლონი; სათიბელას აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ  ენებზე; გარანტია: ექსპლუატაციაში შესვლიდან არანაკლებ 12 თვისა

2017 - 2019

სათიბელა  როტაციული, მოდების განი: არანაკლებ 2000 მმ-ისა; ტიპი: როტაციული (დისკებიანი); დისკების რიცხვი: მოდების განის მიხედვით; ჭრის სიმაღლე რეგულირებადი, მინიმალური არა უმეტეს 6 სმ-ისა;  სამუშაო ორგანოების აძვრა: ტრაქტორის სიმძლავრის ამრთმევი ლილვიდან (540 ან 1000 ბრ/წთ); აკეცვის მექანიზმი: ჰიდრავლიკური; საკიდი სისტემა: 3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია (უკან გვერდითი); მჭრელი აპარატი აღჭურვილი უსაფრთხოების დამცავი შალითით; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ  ენაზე; სათადარიგო ნაწილები: საჭრელი დანები 10 ერთეული; საგარანტიო ვადა: არანაკლებ 12 თვისა

2017 - 2019

უნივერსალური ფოცხი; მოდების განი: არანაკლებ 4 მ-ისა; შესასრულებელი სამუშაოები: მოფოცხვა-ღვარეულების გაკეთება, მოთიბული ზოლების და ღვარეულების გადაბრუნება;  ბორბალ-თითების რაოდენობა: მოდების განის მიხედვით; ტრაქტორთან აგრეგატირება:  საკიდი ან ნახევრად საკიდი;       საკიდი სისტემა:

3-წერტილიანი, მე-2 კატეგორია;  ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენაზე; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017 - 2019

მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხი; მოდების განი: არანაკლებ 1500 მმ-ისა; ბარდანისტიპი: მართკუთხა; ბარდანის განივი კვეთის ზომები: არანაკლებ 360X 460 მმ-ისა; ბარდანის სიგრძე რეგულირებადი: 800 მმ-დან 1300 მმ-მდე; ბარდანის საშუალო მასა: 20-35 კგ; აძვრის სისტემა: ტრაქტორის ძალამრთმევი ლილვი; კარდანული გადაცემა დამცავი ქუროთი; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო, ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ, ქართულ ან რუსულ ენაზე; სათადარიგო ნაწილები: ნემსები 2 ერთეული, ამკრეფი თითები 10 ერთეული, დგუშის დამცავი თითები 10 ერთეული; გარანტია: არანაკლებ 12 თვისა

2017 - 2019

მისაბმელი ტვირთის ტრანსპორტირებისთვის; თვითმცლელი, ტვირთის დაცლა ჰიდრავლიკური,  3 გვერდიდან; ღერძების რაოდენობა:  2; დაკიდების სისტემა:  რესორული; მისაბმელის მასა:  არანაკლებ 1600 კგ-ისა, არა უმეტეს  1900 კგ-ისა; ტვირთამწეობა:  არანაკლებ  4000 კგ-ისა,  არა უმეტეს  4500 კგ-ისა; გადაადგილების სიჩქარე:  არანაკლებ 25 კმ/სთ-ისა; ნაკვალევის სიგანე: არანაკლებ  1800 მმ-ისა; ელექტროსისტემა:  12 ვოლტი ძაბვის მუდმივი დენის წყარო ტრაქტორიდან; სამუშაო სამუხრუჭე სისტემა:  ჰიდრავლიკური,  მწარმოებლის სტანდარტით; სამუხრუჭე სისტემა დგომის დროს:  მექანიკური,  ხელის ბერკეტით; ძარა: დამზადებული ფოლადის პროფილური ფურცლებით, კოროზიისგან სრულად დაცული, აღჭურვილი დამატებითი გვერდებით ან მეტალის ბადის გვერდებით; მისაბმელის პლატფორმის აწევის კუთხე ტვირთის უკან დაცლისას: არანაკლებ 50​0-ისა; მისაბმელის პლატფორმის აწევის კუთხე ტვირთის გვერდებიდან  დაცლისას:   არანაკლებ 45​0-ისა; ძარას მოცულობა დამატებითი გვერდების გარეშე:  არანაკლებ  5 მ​3-ისა; ძარას მოცულობა დადგმული გვერდებით  ან მეტალის ბადის გვერდებით:   არანაკლებ 10 მ​3-ისა; მისაბმელის სიგრძე:  არა უმეტეს  6 მ-ისა;

მისაბმელის სიგანე: არანაკლებ  2.5 მ-ისა; ხელსაწყო ინსტრუმენტების სრული კომპლექტი და სათადარიგო საბურავი დისკით; ტექნიკის აღწერილობის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე, სათადარიგო ნაწილების კატალოგი ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენებზე; გარანტია:  არანაკლებ 12 თვისა

2017- 2019

რაოდენობა

39

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე