„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5028-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 470080000.05.001.019600
5028-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
470080000.05.001.019600
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 27.07.2006, მუხ. 235) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პირს, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარებისთვის მოთავსებულია სტაციონარში, არ ჰქონდეს დაზარალებულთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებებით კომუნიკაციის შესაძლებლობა.

32. ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის და იგი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევისთვის მოთავსდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის ან პატიმრობის კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5028-Iს