დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 316 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/07/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.021334 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:
1. 129 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) მაღალბიუჯეტიანი საბოლოო პროდუქტი − ამ პროგრამის მიმართულებების შესაბამისად ნაწარმოები აუდიოვიზუალური პროდუქცია, რომლის ნაწილობრივ ან მთლიანად საქართველოში განსახორციელებლად ამ პროგრამის 1213 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საჭირო მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალური მოცულობა აღემატება 30,000,000 (ოცდაათი მილიონი) ლარს და სააგენტოში წარდგენილია აღნიშნული საბოლოო პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 (ათი) ქვეყანაში საჯარო ჩვენების შესახებ დოკუმენტაცია;“. 2. 1212 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) პროგრამის ბენეფიციარისთვის ამ პროგრამის 129 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაღალბიუჯეტიანი საბოლოო პროდუქტისა და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის ანაზღაურებას 25 (ოცდახუთი) პროცენტის ოდენობით;“. 3. 1213 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. სააგენტო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნება პროგრამის 129 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტი (მაღალბიუჯეტიანი საბოლოო პროდუქტი), განახორციელებს მთლიანი ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 25 (ოცდახუთი) პროცენტის ანაზღაურებას.“. 4. დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 პუნქტი:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები