სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება № შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგური“-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება № შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგური“-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02-246/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 03/07/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-246/ო
03/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება № შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგური“-სთვის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-246/ო  

 2019 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

 შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგურისთვის“

 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგურზე“ (მდებარე: რუსთავი, გოგებაშვილის ქ. №4) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 24 დეკემბრის №357/ნ ბრძანების შესაბამისად, გაცემული სალიცენზიო მოწმობა N002247, სამედიცინო საქმიანობაში – „საწარმოო ტრანსფუზიოლოგია“.

2. დაევალოს სააგენტოს ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტს:

ა) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე აცნობოს შპს „ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის გადასხმის სადგურს“ და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სააგენტოს უფროსის მოადგილეს პ. ბუკიას.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).

5.ბრძანება ძალაშია ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თ. პირველაშვილის №02-11523, 28.06.19წ., მოხსენებითი ბარათი.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის

შემსრულებელი  თეიმურაზ პირველაშვილი

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.