2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.021315
297
02/07/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
430210000.10.003.021315
2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №297

2019 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

 

2019-2020 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „გ​​​2“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 12 723 750 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

2. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს         12 600 000 (თორმეტი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.

3. სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

4. 2019-2020 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვროს 2 250 ლარით.

5. თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწა­­ვლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში.

6. 2019-2020 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;

ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებზე, შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხა გაიყოს ორ ნაწილად და თანხის:

ა.ა) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:

ა.ა.ა) ლიტერატურა;

ა.ა.ბ) ისტორია;

ა.ა.გ) გეოგრაფია;

ა.ა.დ) სამოქალაქო განათლება;

ა.ა.ე) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

ა.ბ) 50 პროცენტი განაწილდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ არჩევით საგნებზე:

ა.ბ.ა) მათემატიკა;

ა.ბ.ბ) ქიმია;

ა.ბ.გ) ფიზიკა;

ა.ბ.დ) ბიოლოგია;

ბ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის:

ბ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

ბ.ბ) 4% თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

გ) ამ პუნქტით დადგენილი განაწილების შედეგად მიღებული თანხის 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობით (100 პროცენტით) დაფინანსებისათვის, 25% განაწილდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტით დაფინანსებისთვის, ხოლო 50% – სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

8. ამ მუხლის მე-2 – მე-7 პუნქტებით დადგენილი წესი არ გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისას, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ამ სტუდენტთათვის 2019-2020 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა შეადგენს 2 250 ლარს.

9. თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზური ენისა და ოსური ენის ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულმა სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.

10. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეადგენს               2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარს.

11. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს  240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

12. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს  225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს.

13. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარს. 

14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

15. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

16. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისთვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.

17. იმ აბიტურიენტთა დაფინანსება, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, განხორციელდება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 70 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი ემატება სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილ თანხას.

18. ის აბიტურიენტები, რომელთაც ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

19. ამ მუხლის მე-16 – მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული განაწილება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის ჯგუფისა და საგნის შესაბამისად. ამ განაწილების შედეგად, ყოველი საგნის ჯგუფში არჩევითი საგნის მიხედვით დარჩენილი თანხა იკრიბება და განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნის ჯგუფის შიგნით, არჩევით საგანზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

20. იმ შემთხვევაში, თუ საგნის ჯგუფებს შიგნით დარჩენილი თანხის გადანაწილების დროს დარჩა თანხა, მაშინ აღნიშნული თანხა იკრიბება და ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

21. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დარჩა თანხა, მაშინ აღნიშნული თანხა ნაწილდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილების შედეგად მიღებული პროპორციით, სრული ოდენობის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

22. ის აბიტურიენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის 50 პროცენტისათვის გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის  მე-19, მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული განაწილების შედეგად დაფინანსებას არ მიიღებენ.

23. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

24. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

25. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

26. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტით თანაბარი ქულები მოიპოვეს და ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული თანხა, დაფინანსებას არ მიიღებენ.

27. ამ მუხლის 22-ე, 23-ე და 24-ე პუნქტების შესაბამისად განაწილების შედეგად დარჩენილი თანხა, რომელიც ამ მუხლით დადგენილი წესით ვერ განაწილდა, აგრეთვე ამ მუხლის მე-12 – მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის განაწილების შედეგად დარჩენილი თანხა დაემატება ამ მუხლის 28-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხას.

28. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ მუხლის მე-16 – მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით, დაფინანსდებიან 215 000 (ორას თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 70 პროცენტი – 70 000 (სამოცდაათი ათასი)  ლარი;

გ) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის 50 პროცენტი – 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე