კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული)

კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული)
დოკუმენტის ნომერი 185-02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016580
185-02
18/06/2019
ვებგვერდი, 25/07/2019
480610000.03.030.016580
კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (განახლებული)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

კინემატოგრაფიული თანაწარმოების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია

(განახლებული) როტერდამი, 30.I.2017


პრეამბულა

ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები და სხვა ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კულტურული კონვენციის მხარეებს (STE No. 18), ამ დოკუმენტის ხელმომწერნი,

თვლიან რა, რომ ევროპის საბჭო ისწრაფვის, მიაღწიოს წევრი ქვეყნების სრულ ერთიანობას, რათა განსაკუთრებით დაცული და განვითარებული იქნეს მათი საერთო იდეალები და პრინციპები, რომლებიც ქმნიან მათ საერთო მემკვიდრეობას;

მიიჩნევენ რა, რომ შემოქმედებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ამ პრინციპების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტი;

მიიჩნევენ რა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა არის ევროპის კულტურული კონვენციის ერთ-ერთი მიზანი;

მხედველობაში აქვთ რა, რომ იუნესკოს კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ (პარიზი, 2005 წლის 20 ოქტომბერი), რომელიც კულტურულ მრავალფეროვნებას აღიარებს კაცობრიობის განმსაზღვრელ თვისებად, მიისწრაფვის კულტურული თვითგამოხატვის შემოქმედების, საქონლის წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და მოხმარების გაძლიერებისკენ;

მიიჩნევენ რა, რომ გლობალური მასშტაბით უნდა გაძლიერდეს კინემატოგრაფიული თანაწარმოება, როგორც კულტურული მრავალფეროვნების შექმნისა და გამოხატვის ინსტრუმენტი;

აცნობიერებენ, რომ ფილმი წარმოადგენს კულტურული და სახელოვნებო თვითგამოხატვის მნიშვნელოვან საშუალებას, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს გამოხატვის თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითობის, დემოკრატიული მოქალაქეობის დასაცავად;

განსაზღვრავენ რა, რომ განავითარონ პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებზე კინემატოგრაფიისა და აუდიოვიზუალურ სფეროში, განსაკუთრებით რეკომენდაცია REC(86)3-ზე, რომელიც ევროპაში აუდიოვიზუალური პროდუქციის განვითარებას ეხება და რეკომენდაცია CM/Rec (2009)7-ზე კინოგადაღების ეროვნული პოლიტიკისა და კულტურული თვითგამოხატვის შესახებ;

აღიარებენ რა, რომ, იმისათვის, რომ მასში გაწევრიანების საშუალება მისცემოდათ არაწევრ ქვეყნებს, ცვლილება შევიდა რეზოლუცია Res(88) 15-ში, რომლითაც დაარსდა ევროპის ფონდი, ევრიმაჟი, რომელიც ხელს უწყობს თანაწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელებას;

ასკვნიან რა, რომ განახორციელონ ეს მიზნები ერთობლივი ძალისხმევით, რათა გაიზარდოს თანამშრომლობა და განისაზღვროს წესები, რომელთა შესაბამისად  განვითარდება თანაწარმოება კინემატოგრაფიაში მთლიანად;

მიიჩნევენ რა, რომ საერთო წესების განსაზღვრა შეამცირებს წინაღობებს და  ხელს შეუწყობს  კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობასა და თანაწარმოებას;

ითვალისწინებენ რა იმ ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და ფინანსურ პროგრესს, რომელიც კინოინდუსტრიამ განიცადა 1992 წელს „ევროპის კონვენცია კინემატოგრაფიულ თანაწარმოებაზე“ (STE n 147) ხელმოწერის შემდგომ;

სწამთ, რომ  ამგვარი პროგრესი საჭიროებს 1992 წლის კონვენციის გადახედვას,  კინემატოგრაფიის დარგში თანაწარმოებისთვის ეფექტური და ადექვატური ჩარჩოს შესაქმნელად;

მიიჩნევენ რა, რომ მოცემული კონვენცია ცვლის ევროპის კონვენციას კინემატოგრაფიული თანაწარმოების  შესახებ, შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი  I: ზოგადი დებულებები

მუხლი 1 – კონვენციის მიზანი

კონვენციის მხარეები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო კინემატოგრაფიის თანაწარმოების განვითარებას, შემდეგი დებულებების მიხედვით.

მუხლი 2 – გამოყენების სფერო

1. მოცემული კონვენცია მართავს ურთიერთობებს მხარეებს შორის მრავალმხრივი თანაწარმოების სფეროში, რომელიც ხორციელდება მხარეების ტერიტორიაზე.

2. მოცემული კონვენცია შეეხება:

ა) თანაწარმოებას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა სამი კოპროდიუსერი და შექმნილია კონვენციის სამი სხვადასხვა მხარის მიერ; და

ბ) თანაწარმოებას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა სამი კოპროდიუსერი და შექმნილია კონვენციის სამი სხვადასხვა მხარის მიერ და ერთი ან მეტი კოპროდიუსერი, რომელიც არ არის დაფუძნებული ამ მხარეების მიერ. იმ კოპროდიუსერთა მთლიანი წილი, რომლებიც არ არიან დაფუძნებული კონვენციის მხარეების  მიერ, არ უნდა აღემატებოდეს პროდუქციის საერთო ღირებულების  30%-ს.

ყველა შემთხვევაში  კონვენცია მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთობლივი პროდუქცია პასუხობს კინემატოგრაფიული თანაწარმოების განსაზღვრებას, რომელიც მოცემულია ქვემოთ, მე-3 მუხლის  „გ“ პუნქტში.

3. მხარეებს შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულების დებულებები უნდა ესადაგებოდეს ორმხრივ თანაწარმოებას.

მრავალმხრივი თანაწარმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ მოცემული კონვენციის დებულებებს იმ ორმხრივი ხელშეკრულებების დებულებებზე, რომლებიც კონვენციის მხარეებს შორის არის დადებული, ორმხრივი თანაწარმეობის დებულებები რჩება ძალაში, თუკი ისინი არ ეწინააღმდეგება კონვენციის დებულებებს.

4. იმ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს შეთანხმება, რომელიც წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერ მხარეთა შორის ორმხრივ ურთიერთობებს აწესრიგებს, კონვენცია აწესრიგებს ზემოაღნიშნულ ურთიერთობებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, რომელიმე მხარემ 22-ე მუხლის თანახმად წინასწარ განსაზღვრა ურთიერთობის პირობები.

მუხლი 3 – ტერმინთა განმარტებები

ამ კონვენციის მიზნებისთვის:

ა. ტერმინი „კინემატოგრაფიული პროდუქცია“ ნიშნავს ნებისმიერი ხანგრძლივობისა და ნებისმიერ მატარებელზე არსებულ ნაწარმოებს, განსაკუთრებით ისეთ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებებს, როგორებიცაა ფიქციური, ანიმაციური და დოკუმენტური ნაწარმოებები, რომელიც ესადაგება კინოინდუსტრიის წარმმართველ დებულებებს მხარეების ტერიტორიებზე და გამიზნულია კინოთეატრებში ჩვენებისათვის;

ბ. ტერმინი „კოპროდიუსერები“ ნიშნავს კინემატოგრაფიულ კომპანიებს ან მწარმოებლებს (პროდიუსერებს), რომლებიც დაფუძნებული არიან კონვენციის წევრი ქვეყნების (მხარეების) ტერიტორიებზე და დაკავშირებულნი არიან თანაწარმოების კონტრაქტით.

გ. ტერმინი „ოფიციალურად თანაწარმოებული კინემატოგრაფიული პროდუქცია“ (შემდგომში – „ფილმი") ნიშნავს კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც პასუხობს იმ პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია დამატებაში (II), რომლებიც შეადგენს მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

დ. ტერმინი „მრავალმხრივი თანაწარმოება“ ნიშნავს ისეთ კინემატოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც შექმნილია სულ ცოტა სამი თანამწარმოებლის მიერ, როგორც განსაზღვრულია ზემოთ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.

თავი II: თანაწარმოებასთნ დაკავშირებული წესები

მუხლი  4 – ეროვნულ ფილმებთან შერწყმა

1. ის კინემატოგრაფიული პროდუქცია, რომელიც ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს და ამ კონვენციით გათვალისწინებულ დებულებებს აკმაყოფილებს, ისარგებლებს იმ პრივილეგიებით, რომლებსაც ამ კონვენციის ხელისმომწერი ქვეყნები თავიანთი მოქმედი კანონმდებლობის და დებულებების საფუძველზე ანიჭებენ თავიანთ კინემატოგრაფიულ პროდუქციას.

2. მოგება უნდა განაწილდეს თითოეულ კოპროდიუსერზე იმ პირობების გათვალისწინებით, რომელიც ძალაშია მხარის მოქმედი კანონმდებლობის და მოცემული კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 5 – კოპროდიუსერის სტატუსის მოპოვების პირობები

1. ინემატოგრაფიულ ნაწარმოებთა თანაწარმოება ექვემდებარება მხარეთა იმ კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დამტკიცებას, რომლის ტერიტორიაზეც ის არის დაფუძნებული, რასაც წინ უნდა უძღვოდეს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებთან კონსულტაციები და დაცული უნდა იქნეს პროცედურა, რომელიც ჩამოყალიბებულია დამატებაში (I). დამატებები წარმოადგენს მოცემული კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

2. განაცხადი კოპროდუსერის  სტატუსის  მოსაპოვებლად  წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში იმ პროცედურის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია დამატებაში (I). ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ითვლება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამხატვრო, ფინანსური ან ტექნიკური სახის პრობლემების შედეგად საწყის ეტაპზევე კრახს განიცდის წამოწყება.

3. პროექტებს, სადაც აშკარად არის გამოხატული პორნოგრაფია, შეიცავს ძალადობის, დისკრიმინაციის ან სიძულვილის პროპაგანდას ან ადამიანთა ღირსების შელახვას, არ შეიძლება მიენიჭოთ თანაწარმოების სტატუსი.

4. თანაწარმოების სტატუსით მიღებული მოგება უნდა გადაეცეს კოპროდიუსერებს, რომლებიც უნდა ფლობდნენ შესაბამის ტექნიკურ და ფინანსურ საშუალებებს და სათანადო პროფესიულ დონეს.

5. კონვენციის თითოეულმა ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს მე-2 პუნქტში მოხსენიებული კომპეტენტური ორგანო განცხადებით, კონვენციაზე ხელმოწერის დროს ან რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის გადაცემისას. ეს განცხადება შესაძლოა შეიცვალოს შემდგომში ნებისმიერ დროს.

მუხლი 6 – თითოეული კოპროდიუსერის შენატანის თანაფარდობა

1. მრავალმხრივი თანაწარმოების შემთხვევაში მინიმალური შენატანი არ უნდა იყოს 5%-ზე ნაკლები, ხოლო მაქსიმალური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს კინემატოგრაფიული პროდუქციის 80%-ს. როდესაც მინიმალური შენატანი 20%-ზე ნაკლებია, ან როდესაც კოპროდიუსერის თანამონაწილეობა მხოლოდ ფინანსურ ხასიათს ატარებს, შესაბამის მხარეს შეუძლია შეზღუდოს ან გააუქმოს ასეთი პროდუქციის მიმართებით კინოწარმოების დახმარების სახელმწიფო სისტემა.

2. როდესაც მოცემული კონვენცია მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების ნაცვლად  არეგულირებს მათ ურთიერთობებს, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად, მინიმალური შენატანი არ უნდა იყოს 10%-ზე ნაკლები, ხოლო მაქსიმალური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს კინემატოგრაფიული პროდუქციის საწარმოო ხარჯების 90%-ს. როდესაც მინიმალური შენატანი 20%-ზე ნაკლებია, ან როდესაც კოპროდიუსერის შენატანი მხოლოდ ფინანსურ ხასიათს ატარებს, შესაბამის მხარეს შეუძლია, შეზღუდოს ან გააუქმოს ასეთი პროდუქციის მიმართებით კინოწარმოების დახმარების სახელმწიფო სისტემა.

მუხლი  7 – კოპროდიუსერთა უფლებები კინემატოგრაფიულ ნამუშევარზე

1. თანაწარმოების კონტრაქტი არის გარანტია თითოეული კოპროდიუსერისათვის კინოსურათის ორიგინალისა და გახმოვანების ნეგატივების ერთობლივ მფლობელობაზე, კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლის მიხედვითაც მხარეები წინასწარ ათანხმებენ ნეგატივების შენახვის ადგილს და გარანტიებს მათ თავისუფალ ხელმისაწვდომობაზე.

2. თანაწარმოების კონტრაქტი უნდა შეიცავდეს თითოეული კოპროდიუსერისათვის კინოსურათის ორიგინალი ფირისა და სხვა მასალების ხელმისაწვდომობისა და მათი ასლების დამზადების გარანტირებულ უფლებას.

მუხლი 8 – ტექნიკური და სამხატვრო მონაწილეობა

1. თითოეული კოპროდიესერის წილი უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ ტექნიკურ და სამხატვრო მონაწილეობას. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, კოპროდიუსერების შემოქმედებითი, ტექნიკური და სამხატვრო, აგრეთვე სამსახიობო და აპარატურის წილი პროპორციული უნდა იყოს მათი ინვესტიციის.

2. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებებიდან და ფილმის სცენარიდან გამომდინარე, ფილმის გადაღებაში ჩართული სამსახიობო და ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს თანაწარმოების პარტნიორი ქვეყნების მოქალაქე და პოსტპროდუქციაც ჩვეულებრივ უნდა განხორციელდეს ამ ქვეყნებში.

მუხლი 9 – ფინანსური თანაწარმოებები

1. მიუხედავად მე-8 მუხლის დებულებებისა და იმ პირობებისა და შეზღუდვებისა, რომელიც ჩამოყალიბებულია მხარეების მოქმედ კანონმდებლობასა და აქტებში, თანამწარმოებლებს შესაძლოა მიენიჭოთ თანაწარმოებლის სტატუსი მოცემული კონვენციის დებულებების შესაბამისად, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) შეიცავენ ერთი ან რამდენიმე მხარის მცირე ფინანსურ წილს, რომელთაგან თითოეულიც, თანაწარმოების კონტრაქტის თანახმად, არ არის

კინოწარმოების ხარჯების 10%-ზე ნაკლები და 25%-ზე მეტი;

ბ) შეიცავს ერთი მნიშვნელოვანი წილის მქონე კოპროდიუსერს, რომელიც ეფექტურ ტექნიკურ და სამხატვრო შენატანს ახორციელებს და აკმაყოფილებს კინემატოგრაფიული პროდუქციის პირობებს, რომელიც აუცილებელია მის ქვეყანაში ეროვნული პროდუქციის სტატუსის მისაღებად;

გ) ხელს უწყობენ კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას; და

დ) ასახული არიან თანაწარმოების კონტრაქტებში, რომლებიც შეიცავს დებულებას შემოსავლის განაწილების შესახებ.

2. ფინანსური თანაწარმოება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს როგორც თანაწარმოება მას შემდეგ, რაც კომპეტენტური ორგანოს მიერ ყველა კონკრეტული შემთხვევისათვის მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, მე-10 მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

მუხლი 10 – საერთო ბალანსი

1. მხარეებს შორის  კინემატოგრაფიული  ურთიერთობებისას შენარჩუნებულ უნდა იქნეს საერთო ბალანსი, სადაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ინვესტიციის ჯამური რაოდენობა, ასევე კინემატოგრაფიულ პროდუქციაში სამხატვრო და ტექნიკური მონაწილეობა.

2. შესაბამისი პერიოდის შემდეგ მხარეს, რომელიც უკმაყოფილო იქნება თანაწარმეობის ურთიერთობებით ერთ ან მეტ მხარესთან, უფლება აქვს შეაჩეროს შემდგომი თანაწარმეობა, სანამ არ აღდგება კინემატოგრაფიული ურთიერთობების ბალანსი მხარეებთან.

მუხლი 11 – შესვლა და დაბინავება

მოქმედი კანონმდებლობიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს თანაწარმოების პარტნიორს (პარტნიორებს) მათ ქვეყნებში შესვლასა და დაბინავებაში, აგრეთვე მისცეს სამუშაოთა წარმოების უფლება საკუთარ ტერიტორიაზე, შეაყვანინოს სამხატვრო და ტექნიკური პერსონალი. ამასთანავე, თითოეულმა მხარემ უნდა გასცეს ნებართვა კინემატოგრაფიული პროდუქციისათვის საჭირო აღჭურვილობის დროებით იმპორტზე და რეექსპორტზე კონვენციის ფარგლებში წარმოებული ფილმებისათვის.

მუხლი 12 – თანაწარმოების ქვეყნების კრედიტები

1. თანაწარმოებით შექმნილ ნაწარმოებებში თანამწარმოებელი ქვეყნების კრედიტირება უნდა განხორციელდეს.

2. ამ  ქვეყანათა  სახელები  ნათლად  უნდა  იყოს  მოცემული ფილმის ტიტრებში, აგრეთვე პრესაში და სარეკლამო მასალებში.

მუხლი 13 – ექსპორტი

როდესაც თანაწარმოება კინემატოგრაფიული პროდუქციის ექსპორტი ხდება ქვეყანაში, სადაც კინემატოგრაფიული პროდუქციის იმპორტზე არსებობს კვოტა, ხოლო თანაწარმოების პროცესში ჩართულ ერთ-ერთ ქვეყანას არა აქვს თავისი კინემატოგრაფიული  ნაწარმოების თავისუფალი შეტანის უფლება იმპორტის ქვეყანაში:

 

ა) კინემატოგრაფიული ნაწარმოები ჩვეულებრივ უნდა დაემატოს იმ  ქვეყნის ქვოტას, რომლის შენატანიც ყველაზე მეტია;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც რამოდენიმე ქვეყანას ერთი და იგივე რაოდენობის შენატანი აქვს, მაშინ უპირატესობა კინემატოგრაფიული ნაწარმოების კვოტის მინიჭებისას ენიჭება იმ ქვეყანას, რომელსაც უკეთესი შესაძლებლობები გააჩნია ექსპორტირებისთვის იმპორტის ქვეყანაში;

გ) როდესაც შემთხვევას არ ესადაგება ზემოაღნიშნული „ა“ და „ბ“ დებულებები, მაშინ კვოტა დაემატება იმ ქვეყანას, რომლის წარმომადგენელიც არის ფილმის რეჟისორი.

მუხლი 14 – ენები

თანაწარმოების სტატუსის თანახმად, მონაწილე ქვეყნის (მხარის) კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს თავის ტერიტორიაზე დაფუძნებულ კოპროდიუსერის კინემატოგრაფიული პროდუქციის საბოლოო ვარიანტი ამ მხარის ერთ-ერთ ენაზე.

მუხლი 15 – ფესტივალები

თუკი კოპროდიუსერის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, თანაწარმოების კინომატოგრაფიული ნაწარმოები ნაჩვენები უნდა იქნეს საერთაშორისო ფესტივალებზე იმ ქვეყნის მიერ, რომლის შენატანის ხვედრითი წილი ყველაზე მეტია, ან, თანაბარი შენატანების შემთხვევაში, იმ ქვეყნის მიერ, რომლის წარმომადგენელიც არის ფილმის რეჟისორი.

თავი III: დასკვნითი დებულებები მუხლი

16 – კონვენციის მოქმედება

1. წინამდებარე კონვენცია ცვლის ევროპის კონვენციას კინემატოგრაფიულ თანაწარმოებაზე, რომელიც ხელმოსაწერად გახსნილ იქნა 1992 წლის 2 ოქტომბრიდან, მასზე ხელმომწერი ქვეყნებისათვის.

2. წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერ და 1992 წლის კონვენციაზე ხელმომწერი იმ მხარისათვის, რომელსაც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენია, ურთიერთობას არეგულირებს 1992 წლის კონვენცია.

მუხლი 17 – კონვენციის მონიტორინგი და დამატებების I და II-ის შესწორება

1. თანაწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელების მხარდაჭერის ევროპული ფონდის ხელმძღვანელი კომიტეტი „ევრიმაჟი“ პასუხისმგებელია წინამდებარე კონვენციის ასრულების მონიტორინგზე.

2. წინამდებარე კონვენციაზე ხელმომწერი მხარე, რომელიც არ არის „ევრიმაჟის“ წევრი, შესაძლოა „ევრიმაჟის“ ხელმძღვანელ კომიტეტში წარმოდგენილ იქნეს ხმის უფლებით იმ შემთხვევაში, როდესაც კომიტეტი აღასრულებს წინამდებარე კონვენციის მიერ მინიჭებულ ვალდებულებებს.

3. კონვენციის ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, „ევრიმაჟის“ ხელმძღვანელ კომიტეტს უფლება აქვს:

ა) მხარეებს შორის გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, გააკეთოს შეთავაზებები;

ბ) ამ მხრივ აზრი გამოთქვას წინამდებარე კონვენციის აღსრულებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და სპეციფიური რეკომენდაციები ჩამოაყალიბოს მხარეებისათვის.

4. კინემატოგრაფიულ ინდუსტრიაში მიმდინარე პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად წინამდებარე კონვენციის დამატებები I-ისა და II-ის განახლების მიზნით, თითოეულ მხარეს შეუძლია ცვლილებების შეთავაზება მინისტრთა კომიტეტის ან თანაწარმოებისა და კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელების მხარდაჭერის ევროპული ფონდის ხელმძღვანელი კომიტეტი „ევრიმაჟის“ მეშვეობით. აღნიშნული შემოთავაზებების შესახებ მხარეებს უნდა დაუკავშირდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.

5. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტს უფლება აქვს, მე-4 პუნქტის თანახმად დაამტკიცოს ცვლილება უმრავლესობით, ევროპის საბჭოს დებულების მე-20 „დ“ მუხლის თანახმად. ცვლილება ძალაში შევა მხარეებისათვის მისი გადაცემიდან ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის განმავლობაში ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება, წერილობით აცნობოს გენერალურ მდივანს იმ შენიშვნების შესახებ, რომელიც აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აქვს.

6. თუკი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ცვლილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შენიშვნების შესახებ აცნობა მესამე პირმა, რომელიც მხარეებთან არის დაკავშირებული, აღნიშნული ცვლილება ძალაში არ შევა.

7. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებთან დაკავშირებულ მესამე პირთაგან ერთ მესამედზე ნაკლებმა გამოთქვა პრეტენზია ცვლილებასთან დაკავშირებით, ცვლილება ძალაში შევა იმ მხარეთათვის, რომლებსაც პრეტენზია არ ჰქონიათ.

8. როდესაც ცვლილება ძალაშია შესული, ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 და მე7 პუნქტების მიხედვით, და რომელიმე მხარე პრეტენზიას გამოთქვამს ცვლილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ცვლილება მოცემული მხარისათვის ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წერილობითი ფორმით ცვლილების მისაღებობის შესახებ ცნობების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თითოეულ მხარეს, რომელმაც შენიშვნა წერილობითი ფორმით გამოთქვა, უფლება აქვს შენიშვნა გააუქმოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის წერილობითი მიმართვის გაგზავნის შედეგად.

9. თუკი მინისტრთა კომიტეტი ცვლილებას დაამტკიცებს, რომელიმე სახელმწიფოს ან ევროპის კავშირს უფლება არ აქვთ იყვნენ კონვენციის მხარეები, თუ არ თანხმდებიან აღნიშნულ ცვლილებას.

მუხლი 18 – ხელმოწერა, რატიფიკაცია, აღიარება, დამტკიცება

1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად გახსნილია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის და სხვა ქვეყნებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კულტურული კონვენციის მხარეებს და რომლებსაც უფლება აქვთ, განაცხადონ თანხმობა ,რომ გახდნენ მოკავშირეები შემდეგნაირად:

ა) ხელმოწერით რატიფიკაციასთან, მიერთებასთან ან დამტკიცებასთან დაკავშირებით    დათქმების გაკეთების გარეშე; ან

ბ) ხელმოწერით რატიფიკაციის, მიერთების ან დამტკიცების პირობით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიერთება ან დამტკიცება.

2. რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ინსტრუმენტების შესახებ განაცხადით ეცნობება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

მუხლი 19 – კონვენციის ძალაში შესვლა

1. კონვენცია ძალაში შედის სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი თვის პირველი დღიდან, როდესაც სამი ქვეყანა, რომელთაგან სულ ცოტა ორი ევროსაბჭოს წევრი,. განაცხადებს თანხმობას კონვენციასთან მიერთების თაობაზე იმ დებულებების დაცვით, რომელიც ჩამოყალიბებულია მე-18  მუხლში.

2. ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონვენციაზე მიერთების სურვილს გამოთქვამს მოგვიანებით, კონვენცია ძალაში შევა რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ინსტრუმენტის შესახებ განაცხადის დადებიდან ან ხელმოწერიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი  თვის პირველი დღიდან.

მუხლი 20 – არაწევრი ქვეყნების მიერთება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ უფლება აქვს, მოუწოდოს ევროპის საბჭოს ან ევროპის კავშირის არაწევრ ნებისმიერ ქვეყანას, მიუერთდეს კონვენციას, ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც ეს ევროპის საბჭოს დებულების მუხლი 20 დ-თია გათვალისწინებული, მინისტრთა კომიტეტში წარმოდგენილი ხელშეკრულებაზე ხელმომწერი სახელმწიფოების წარმომადგენელთა ხმათა უმრავლესობით.

2. ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის ან ევროპის კავშირისათვის,  გაწევრიანების შემთხვევაში, კონვენცია ძალაში შევა გაწევრიანების ინსტრუმენტის შესახებ განაცხადის დადებიდან ან ხელმოწერიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი  თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 21 – ტერიტორიული საკითხები

1. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, განსაზღვროს წინამდებარე კონვენციის მოქმედების ტერიტორიული მოქმედების არეალი კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ინსტრუმენტების შესახებ განაცხადის გაკეთების დროს.

2. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება ნებისმიერ დროს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე განავრცოს წინამდებარე კონვენციის ტერიტორიული მოქმედების არეალი. ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით კონვენცია ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი  თვის პირველი რიცხვიდან.

3. წინა ორ პუნქტთან დაკავშირებული ნებისმიერი წერილობითი განაცხადი ტერიტორიული არეალის შესახებ შეიძლება გაუქმდეს გენერალური მდივნისათვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. გაუქმება ძალაში შევა გენერალური მდივნის მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდგომი  თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 22 – წინაპირობები

1. ხელმოწერის ან რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების ან მიერთების ინსტრუმენტის დეპოზიტირების მომენტში ნებისმიერ ქვეყანას  შეუძლია განაცხადოს, რომ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი არ ეხება მის ორმხრივ თანაწარმოებას ერთ ან რამდენიმე ქვეყანასთან (მხარესთან). უფრო მეტიც, შესაძლოა განსაზღვრულ იქნეს მაქსიმალური წილი, რომელიც განსხვავებული იქნება მე-9 მუხლის „1.ა“ პუნქტისაგან. სხვა წინაპირობების ჩამოყალიბება არ არის დაშვებული.

2. ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც განსაზღვრული აქვს პირობები წინა პუნქტის მიხედვით, შეუძლია იგი მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვალოს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით. ცვლილება ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდანვე.

მუხლი 23 – დენონსაცია

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოახდინოს კონვენციის დენონსაცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შედის იმ თვის პირველ რიცხვში, რომელიც მოდის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.

მუხლი 24 – შეტყობინებები

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც მიუერთდნენ ან რომელთაც მოეწოდათ, მიერთებოდნენ მოცემულ კონვენციას შემდეგ საკითხებზე:

ა) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

) რატიფიკაციის, აღიარების ან დამტკიცების ინსტრუმენტების დეპოზიტირების შესახებ;

) კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღი მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების შესაბამისად;

) ნებისმიერი წინაპირობის და წინაპირობის მოხსნა  22-ე მუხლის შესაბამისად;

) ნებისმიერი განცხადება, რომელიც განსაზღვრულია მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად;

) ნებისმიერი დენონსაციის შეტყობინება 23-ე მუხლის თანახმად;

) ნებისმიერი სხვა აქტი, წერილობითი შეტყობინება თუ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მხარეებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შედგენილია როტერდამში, 2017 წლის 30 იანვარს, ინგლისურ- და ფრანგულენოვან ერთ ეგზემპლარად, რომელიც განთავსდება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი კონვენციის დამოწმებულ ასლს გაუგზავნის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში ნახსენებ ყველა სახელმწიფოს და აგრეთვე, ევროპის კავშირს და ყველა იმ ქვეყანას, რომელთაც მოეწოდათ კონვენციაზე მიერთებისაკენ.     


 

დამატება 1 – განაცხადის პროცედურა

კოპროდიუსერებმა, რომლებიც დაფუძნებულნი არიან კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე, კონვენციით მინიჭებული უფლებებით სარგებლობისათვის, ფილმის გადაღებების დაწყებამდე ან ანიმაციაზე მუშაობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტები გადაღების დაწყებამდე ერთი თვით ადრე ხელმისაწვდომი უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოებისათვის რათა ისინი დაუკავშირდნენ სხვა მხარეებს:

   ინფორმაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით;

– ფილმის სინოპსისი;

 ტექნიკური და მხატვრული წილის ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან;

 დეტალური ხარჯთაღრიცხვა და დაფინანსების გეგმა;

–   კინემატოგრაფიული პროდუქციის წარმოების გეგმა;

 კოპროდიუსერებს შორის დადებული კოპროდუქციის კონტრაქტი (ე.წ. deal memo). ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ.

კოპროდუქციის რეჟიმი საბოლოო მინიჭება ხდება ფილმის წარმოების დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს განსახილველად წარედგინება წარმოების საბოლოო დოკუმენტაცია, კერძოდ:

 სრული ინფორმაცია საავტორო უფლებებთან დაკავშირებით;

 სცენარის საბოლოო ვერსია;

 ტექნიკური და მხატვრული წილის საბოლოო ნუსხა ყველა მონაწილე ქვეყნიდან;

 საბოლოო ხარჯთაღრიცხვა;

 დაფინანსების საბოლოო გეგმა;

 კოპროდიუსერებს შორის დადებული კონტრაქტი კოპროდუქციაზე. ეს კონტრაქტი უნდა შეიცავდეს დებულებებს კოპროდიუსერებს შორის შემოსავლებისა და ტერიტორიების განაწილების შესახებ.

კოპროდუქციის რეჟიმის მისანიჭებლად მხარეთა კომპეტენტურ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით.

განცხადება რეჟიმის მოთხოვნის შესახებ წარდგენილ უნდა იქნას იმ კომპეტენტური ორგანოების ენაზე, რომელთაც ის წარედგინება.

დოკუმენტების მიღებისთანავე ქვეყნების კომპეტენტურმა ორგანოებმა ერთმანეთს უნდა გადაუგზავნონ განცხადებები და თანდართული დოკუმენტები. იმ ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც მინიმალური ფინანსური შენატანი აქვს პროექტში, არ უნდა წარადგინოს თავისი თანხმობა სანამ ასეთ თანხმობას არ წარადგენს ქვეყანა მაქსიმალური შენატანით.

დამატება II – კინემატოგრაფიული კოპროდუქციის განსაზღვრება

1. ფიქციური კინემატოგრაფიული ნაწარმოები კვალიფიცირდება, როგორც ოფიციალური კოპროდუქცია, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუკი იგი აკმაყოფილებს 16 ქულას ქვემოთ ნაჩვენები 21-დან, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით.

2. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს უფლება აქვთ, შეთანხმების შემდეგ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ნაწარმოებს, რომელიც ჩამოთვლილი 21-დან 16-ზე ნაკლებ ქულას აკმაყოფილებს.

 

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

რეჟისორი

სცენარისტი

კომპოზიტორი

პირველი როლი

მეორე როლი

მესამე როლი

ოპერატორი

ხმის რეჟისორი

მონტაჟის რეჟისორი

კოსტუმებისა და დეკორაციის მხატვარი

სტუდია და გადასაღები მოედანი

ვიზუალური ეფექტებისა და სინთეზური გამოსახულების ადგილი

პოსტპროდუქციის ადგილი

 

 

NB : პირველი, მეორე და მესამე როლები კვალიფიცირდება გადაღების დღეების დასრულების შემდეგ.

4

3

1

3

2

1

1

1

1

1

1

1

1

1

21

 

 

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოფიციალურად თანაწარმოებულ ანიმაციურ ფილმად კვალიფიცირდება ფილმი, რომელიც დააგროვებს ქვემოთ ჩამოთვლილი 23 ქულიდან 15-ს.

4. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს შეთანხმების შემდეგ შეუძლიათ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ფილმებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნილ 15 ქულას.

 

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

კონცეფცია

სცენარი

პერსონაჟების კონცეფციები

მუსიკალური კომპოზიცია

რეჟისურა

„სთორიბორდი“

დეკორაციის მხატვარი

ციფრული ფონები

სცენების განხორციელება (2D) ან სცენების განხორციელება და პრევიზუალიზაცია („კამერაბლოკები“) (3D)

ხარჯების 75 % კონვენციის მხარე ქვეყნებშია განხორციელებული

სუფთა ასლის, ინტერვალებისა და ფერებთან დაკავშირებული სამუშაოების 75 პროცენტი განხორციელებულია კონვენციის მხარე ქვეყნებში (2D) ან

ფერებთან დაკავშირებული, განათების, გადაბმის (rigging), მოდელიზაციისა და ტექსტურიზაციის სამუშაოების 75 % განხორციელებულია კონვენციის მხარე ქვეყნებში (3D)

გამოსახულების კომპოზიცია ან კამერა

მონტაჟი

ხმა

1

2

2

1

2

2

1

1

 

2

 

 

3

 

 

1

1

1

23

 

5. მე-3 მუხლის გ პუნქტის თანახმად, ოფიციალურად თანაწარმოებულ დოკუმენტურ ფილმად კვალიფიცირდება ფილმი, რომელიც დააგროვებს ქვემოთ ჩამოთვლილი ქულების 50 %-ს.

6. კოპროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპეტენტურ ორგანოებს შეთანხმების შემდეგ შეუძლიათ კოპროდუქციის რეჟიმი მიანიჭონ ფილმებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ჩამოთვლილი ქულების 50 %-ს.

 

კონვენციის მხარე ქვეყნების წილი

შეფასების ქულა

რეჟისორი

სცენარისტი

კამერა

მონტაჟის რეჟისორი

მკვლევარი

კომპოზიტორი

ხმის რეჟისორი

გადაღების ადგილი

პოსტპროდუქციის ადგილი

ვიზუალური ეფექტების ან სინთეზური გამოსახულების დამზადების ადგილი

4

1

2

2

1

1

1

1

2

1

16