„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 135/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 430090000.22.022.017758
135/ნ
03/07/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
430090000.22.022.017758
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №135/ნ

2019 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430090000.22.022.017630) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

 

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის მობილური სატელეფონო აპლიკაცია;“.

2. პირველი მუხლით  დამტკიცებული წესისა და პირობების:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) ცხელი ხაზის ნომერი 08 00 00 00 88;“;

ბ) მე-9 მუხლის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ფსიქოსოციალური მომსახურების მიღება“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეებს, მათ კანონიერ წარმომადგენლებს, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოსოციალური მომსახურების მიღება შეუძლიათ:

ა) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან სატელეფონო კონსულტაციით;

ბ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან ონლაინკონსულტაციით, ინტერნეტპორტალის – befriend.mes.gov.ge საშუალებით;

გ) მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგთან ან სოციალურ მუშაკთან კონსულტაციით მობილური სატელეფონო აპლიკაციის საშუალებით.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფსიქოლოგიური მომსახურების ფარგლებში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და მასწავლებელს უწევს კონსულტაციას პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია პრობლემის გადაჭრის მიზნით ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, უწევს კონსულტაციას ამ მომსახურების მიღების გზებთან დაკავშირებით და უხსნის აღნიშნული სერვისის  მნიშვნელობას.“;

ბ.დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სოციალური მუშაობის მომსახურების ფარგლებში მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და მასწავლებელს უწევს კონსულტაციას პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია პრობლემის გადაჭრის მიზნით სოციალური მუშაკის  მომსახურების მიღება, უწევს კონსულტაციას ამ მომსახურების მიღების გზებთან დაკავშირებით და უხსნის აღნიშნული სერვისის  მნიშვნელობას.“;

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მიმართოს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს (სამმართველოს);“;

დ) მე-11 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ისმენს სკოლის დირექტორის ანგარიშს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით;“;

დ.ბ)  მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მანდატური იმ სკოლებში, სადაც წარმოდგენილია მანდატურის სამსახური, ხოლო უფლებამოსილი პირი იმ სკოლებში, სადაც არ არის მანდატურის სამსახური წარმოდგენილი. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამავდროულად არის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;“;

დ.გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დღის წესრიგში განსაზღვროს მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, რომელიც განეკუთვნება მრჩეველთა საბჭოს კომპეტენციას. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები არ საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას.“;

 დ.დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. სხდომის მდივანი საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის გამოყენებით, მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმის ელექტრონულ ვერსიას სხდომის ჩატარებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობის ყველა წევრს, გარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარისა, რომელსაც სხდომის ოქმის ასლი გადაეცემა მატერიალურად, მისი მოთხოვნის საფუძველზე. მრჩეველთა საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული წევრებისათვის სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსიის გაგზავნა სავალდებულო არ არის.“;

ე) მე-13 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საჭიროების შემთხვევაში, მანდატური/უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მოსწავლის, კანონიერი წარმომადგენლის, მასწავლებლის გადამისამართებას მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ვ) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს სუიციდური აზრის მქონე მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ზ) მე-16 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მანდატური/უფლებამოსილი პირი სუიციდური აზრის მქონე მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სუიციდის მცდელობის ფაქტის შემსწრე მოსწავლეს ამისამართებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

თ) მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს სუიციდის თვითმხილველ მოსწავლეებს, ასევე დაღუპული მოსწავლის მასწავლებლებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ი) მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს თვითდაზიანების განმახორციელებელ მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

კ) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ლ) მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

მ) 21-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ნ)  22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ო) 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

პ) 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ჟ) 25-ე მუხლის:

ჟ.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ჟ.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ჟ.გ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სკოლის ადმინისტრაცია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ჟ.დ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

რ) 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ს) 27-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამისამართებს მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ტ) 28-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

უ) 29-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ფ) 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ქ) 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მანდატური/უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე, ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ღ) 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).“;

ყ) 33-ე მუხლის:

ყ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება არის მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მდგომარეობის შემდგომი მართვის მიზნით მათი მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში) რეფერირების (შემდგომში – რეფერირება) საფუძველი.“;

ყ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მდგომარეობის შემდგომი მართვის მიზნით, ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო).

6. ინფორმაცია მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლების, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში) რეფერირების შესახებ არის კონფიდენციალური და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

შ) 34-ე მუხლის:

შ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა“;

შ.ბ) პირველი მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლეებისათვის, მათი კანონიერი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ან/და მასწავლებლებისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო).

2. ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის საფუძველია:

ა) მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ან/და მასწავლებლის რეფერირება;

ბ) მოსწავლის მიერ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მიმართვა;

გ) მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისთვის (სამმართველოსთვის) მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუშვებელია მოსწავლისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლის კლასის დამრიგებლისთვის და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმირების მიზნით, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.

6. მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოსწავლის ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი/ფსიქიატრი  უზრუნველყოფს შესაბამისი კონსულტაციების გაწევას მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის, კლასის დამრიგებლისთვის, მანდატურისთვის, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, ასევე სხვა პირებისათვის, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ მოსწავლის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

7. მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველოს) მიერ მომსახურების გაწევის წესს ამტკიცებს მანდატურის სამსახურის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ჩ) 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრისა და მონიტორინგის სამმართველოს ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე;“;

ც) 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სკოლაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და სკოლის დირექციისათვის და მანდატურის სამსახურისათვის წარდგენა;“;

ძ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მანდატური ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებამდე ისეთ დროს, რომ მისი სამუშაო გრაფიკის/პროცესის დაწყებისას მოწესრიგებული და გადამოწმებული ჰქონდეს საკუთარი ეკიპირება, ვიდეოსათვალთვალო სისტემის გამართულობა, მანდატურის აღჭურვილობის (რაცია, მეტალოდეტექტორი, ფანარი) რაოდენობა და გამართულობა. გამონაკლისი შემთხვევა უნდა შეთანხმდეს შესაბამის კოორდინატორთან;“;

წ) მე-60 მუხლის:

წ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ წესის 56-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც გავლილი აქვს მოსამზადებელი კურსები და პირადი განცხადების საფუძველზე არ დაინიშნა მანდატურად მოსამზადებელი კურსების გავლიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში ან პირი, რომელსაც გავლილი აქვს მოსამზადებელი კურსები და რომელმაც მანდატურად მუშაობა შეწყვიტა კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე არაუმეტეს 1 კალენდარული წლით ადრე.“;

წ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მანდატური, რომელსაც არ აქვს გავლილი ამ წესით გათვალისწინებული მოსამზადებელი კურსები, მანდატურად მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მანდატურად დანიშვნისათვის გადის ამ წესის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპს.“;

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი