ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-9
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 26/06/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016062
ნ-9
26/06/2019
ვებგვერდი, 27/06/2019
350080000.64.076.016062
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №ნ-9
2019 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი

 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2019 წელი (შემდგომ – სტანდარტები).

2. სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2019 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის.

3. სტანდარტები განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).

4. ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტების მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.

5. სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე