დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5017-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040200140.05.001.019590 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040200140.05.001.018425) 61-ე მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვს უფლება აქვს, თავისი თანხმობის საფუძველზე დაესწროს სასამართლო სხდომას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების საკითხს წყვეტს სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ ღია სასამართლო სხდომის გამართვა. თუ მშვილებელი (მშვილებლები) და 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვერ თანხმდებიან, სასამართლო სხდომა დახურული იყოს თუ ღია, საკითხს სასამართლო წყვეტს. 10 წლამდე ბავშვის სასამართლო სხდომაზე დასწრების შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ საკითხს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით წყვეტს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5917 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5017-Iს |
დოკუმენტის კომენტარები