დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5015-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080060000.05.001.019584 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ქმედების არასრულწლოვნის მონაწილეობით განხორციელებისას უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების, აგრეთვე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესისა და მისი შედეგების, მხარდაჭერისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ.“. 2. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. პატიმრობა არ გამოიყენება ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მიმართ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5915 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. |
თბილისი, 20 სექტემბერი 2019 წ. N5015-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები