დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 292 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.021309 |
|
„სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/10/2018, 300160070.10.003.020792) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. პროცედურები სამშენებლო პროდუქტების იმპორტისას 1. იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის იმპორტიორი ვალდებულია, სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ვებგვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“, რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი დადასტურებული „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ . 3. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება იმპორტის ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა, საქონლის მიმართ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით. 4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს სამშენებლო პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს სამშენებლო პროდუქტი ამ რეგლამენტის 13 მუხლით გათვალისწინებული, სამშენებლო პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ასეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.“. 2. 13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის 12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.“. 3. 13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სააგენტო უფლებამოსილია, „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტური კონტროლი.“. 4. 13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარმოდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.“. 5. 13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთის საფუძველზე, არასერიული წარმოების გზით, მწარმოებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ სამშენებლო ობიექტში გამოყენების მიზნით, ასეთ შემთხვევაში მწარმოებელი პასუხისმგებელია პროდუქტის სამშენებლო ობიექტში უსაფრთხო გამოყენებაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობის ქვეშ;“. 7. II დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი II
სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია № .................................................................................
1. პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი: .............................................................................................................................................................
2. სამშენებლო პროდუქტის გამოყენების დანიშნულება: .............................................................................................................................................................
3. ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ: ............................................................................................................................................................. ............................................................................................................................................................. 4. საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ავტორიზებული წარმომადგენლის შესახებ: ............................................................................................................................................................. .............................................................................................................................................................
5. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა ან სისტემები: ............................................................................................................................................................. .............................................................................................................................................................
6. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტი .............................................................................................................................................................
7. ინფორმაცია შესაბამისობის შემფასებელი პირის შესახებ .............................................................................................................................................................
8. დეკლარირებული თვისებები .............................................................................................................................................................
9. შესაბამისი ან/და სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები, რომლებსაც პროდუქტი შეესაბამება, იმ შემთხვევაში, თუ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული .......................................................................................................................................................... ...........................................................................................................................................................
დეკლარაციაში მითითებული პროდუქტი შესაბამისობაშია დეკლარირებულ თვისებებთან. ეს დეკლარაცია შედგენილია „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის პირველი ოქტომბრის №476 დადგენილების მიხედვით, დეკლარაციაში მითითებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.
ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მისი სახელით: ......................................................................................................................................... (სახელი)
.................................................................. .................................................... (გაცემის ადგილი და თარიღი) (ხელმოწერა)“.
8. IV დანართის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ IV დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სტანდარტებიდან ერთ-ერთის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის შეფასების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს პროდუქტისა და პროდუქტის საწარმოო კონტროლის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უზრუნველყონ ერთობლივი ნორმატიული აქტის – „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის“ დამტკიცება. |
მუხლი 3 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში. |
|
დოკუმენტის კომენტარები