დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260000.35.148.016560 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260000.35.148.016404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადმინისტრაციული და შესყიდვები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების, შესყიდვების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მერის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლების ასისტენტების და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „თ) საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოსაკრებლების, უნებართვო საქმიანობის და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განხორციელება.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქონების აღრიცხვა და მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება, გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები