„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.021290
273
10/06/2019
ვებგვერდი, 12/06/2019
470230000.10.003.021290
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №273

2019 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“) 23-ე  მუხლის:  

1.  324  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32​4. ამავე მუხლის 38-ე, 381, 41-ე, 45-ე და 47-ე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“.

2. 39-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 პუნქტი:

„391. სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელსაც თავისი სურვილით ან ამ მუხლის 381 პუნქტის თანახმად  შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, შესაბამისი განცხადებით მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე, თუ მიმართვის თვის წინა 12 თვის განმავლობაში გატარებული  მშობიარობისა  და  საკეისრო  კვეთის  საერთო  რაოდენობა >750-ზე.“.

3. 43-ე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. ამ მუხლის 39-ე, 391 და 42-ე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, განმახორციელებელი ვალდებულია, დაწესებულებას განცხადებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღეში აღუდგინოს მიმწოდებლის სტატუსი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე