საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4926-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 310010010.05.001.019541
4926-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
310010010.05.001.019541
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ეკოლოგიურ მდგომარეობას, მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას, აღნიშნული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად, რის შესახებაც ამ ორგანოს რკინიგზა აცნობებს.“.

2. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბაჟო ორგანოსა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ ჩამორთმეული ტვირთი და ის ტვირთი, რომლის მიღებაზედაც ტვირთმიმღებმა (ტვირთგამგზავნმა) ან ექსპედიტორმა უარი თქვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში რკინიგზისათვის ტვირთის გადაზიდვისა და ამასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) საფასურის გადახდას უზრუნველყოფენ აღნიშნული ორგანოები ტვირთის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.“.

3. 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საბაჟო ორგანომ/სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებმა საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთით (ბარგით, ტვირთ-ბარგით) დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) დააკავა/დააკავეს ტვირთგამგზავნის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო საზღვაო ტრანსპორტისათვის ან უცხო ქვეყნის რკინიგზისათვის გადაცემის დროს, ტვირთგამგზავნი რკინიგზას უხდის ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურს მისი დაყოვნების მთელი დროისათვის.“.

4. 36-ე მუხლის მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადატვირთვის პუნქტში ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის, აგრეთვე სასაზღვრო საკონტროლო პოსტზე საბაჟო ორგანოსა და სასაზღვრო კონტროლის ორგანოების მიზეზით საექსპორტო და საიმპორტო ტვირთით დატვირთული ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისათვის ან სამგზავრო მატარებლის განრიგით გათვალისწინებული დგომის დროის გადამეტებისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლებით დადგენილი წესებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4926-IIს