დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.021287 |
|
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.05.2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. 2. „ზოგადი დებულებები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზოგადი დებულებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები.“. 3. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვასთან (შემდგომში − მშენებლობის ნებართვა) დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.“. 4. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში ამ პროექტის მიზნებისათვის დაქირავებული შესაბამისი კვალიფიციური პირი, რომელიც ამზადებს პროექტთან დაკავშირებით შეფასებას საპროექტო დოკუმენტაციაზე/დოკუმენტაციის ნაწილზე. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტის კანდიდატურას ითანხმებს სააგენტო და ამ შემთხვევაში, სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: გ.ა) ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; გ.ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ: გ.ბ.ა) 5 წლის სტაჟისა − არქიტექტურული პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.ბ) 10 წლის სტაჟისა − საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.გ) 10 წლის სტაჟისა − კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო შეფასების შესადგენად; გ.ბ.დ) 7 წლის სტაჟისა − ტექნოლოგიური ნაწილის (არსებობის შემთხვევაში) ტექნოლოგიური სქემის/პროექტის შეფასების შესადგენად; გ.ბ.ე) 10 წლის სტაჟისა − მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განსახორციელებლად.“. 5. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ4) წყალსადენი, მუშა წნევით − 25 და მეტი ატმოსფერო და 1 400 მმ-ისა და მეტი დიამეტრით ან/და წყალმომარაგების სათავო ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ3-ითა და მეტი წარმადობით;“. 6. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი: „ჰ5) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა.“. 7. მე-60 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეს მუხლი არ ვრცელდება საერთაშორისო ან/და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობაზე, ასევე იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი) და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ, ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული სამსახურების მიერ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები