დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 269 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.021286 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი – თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს მათ მფლობელობაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან გზისპირა ზონებში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში;“. 2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკოლოგიური კვლევა – ინფორმაცია გრუნტის წყლების, ნიადაგის ან/და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ, ინფორმაცია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამაბინძურებელი ობიექტების შესახებ (დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში).“. 3. დანართი 1 − შენობა-ნაგებობის კლასები და მშენებლობის სახეები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 1. შენობა-ნაგებობის კლასები და მშენებლობის სახეები
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები