„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016452
20
06/06/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
010250050.35.117.016452
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2019 წლის 6 ივნისი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილის №15 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 24/04/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016447) დამტკიცებული დანართის:

ა) პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და დროებითი საცხოვრისი ფართით დაკმაყოფილების პირობებს.

2. დროებით საცხოვრისს (შემდგომში – საცხოვრისი) წარმოადგენს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება (შენობა-ნაგებობა), სადაც მოხდება უსახლკარო პირების შესახლება/განთავსება.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირის ან/და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა – 1-2 ქულა;“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 6 (ექვს) მ2-ს. იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრისის არსებული ფართების რესურსი ოჯახის ყველა წევრისათვის არ შეესაბამება საორიენტაციო საცხოვრებელ ფართს, დასაშვებია ოჯახისათვის ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირმა, საცხოვრისის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ)  შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) განმცხადებლის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

დ) ცნობა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე ქონების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ;

ე) ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“ განმცხადებლისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ;

ვ) ფიზიკური პირის სარეგისტრაციო მონაცემების ამსახველი საინფორმაციო ბარათი სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი (თუ ბენეფიციარის პირადობის მოწმობაში არ არის დაფიქსირებული რეგისტრაციის მისამართი);

ზ) ცნობა  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის წერილობითი დასტური სტატუსის შესახებ);

თ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.“;

დ) მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. დროებითი საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე