განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.021274
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
257
31/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
300310000.10.003.021274
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/05/2019 - 07/06/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №257

2019 წლის 31 მაისი

 ქ. თბილისი

 

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლისა და  „ნორმატიული აქტე­ბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შე­საბამისად, დამტკიცდეს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები.

 


მუხლი 1. დადგენილების რეგულირების საგანი, მიზანი და ვადები
 
1. ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) მშენებლობის ნებართვასთან (შემდგომში – მშენებლობის ნებართვა) დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
 
2. მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
 
3. დადგენილებაში მითითებული ვადების ათვლისას სა­ქარ­თველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დას­ვენების დღეები არ ჩაითვლება.
 
მუხლი 2. დადგენილების პრინციპები
 
მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირო­ბების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:
 
ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება;
 
ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;
 
გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება;
 
დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია;
 
ე) საჯაროობა;
 
ვ) ერთი სარკმლის პრინციპი;
 
ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია;
 
თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.
 
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
 
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
 
ა) ანტრესოლი – ინტერიერის/სამყოფის სივრცეში ია­ტა­­­კის ზედაპირის შესაქმნელად მოწყობილი კონსტრუქცია, რომელიც ინტერიერის/სამყოფის ნაწილს ყოფს ორ სართუ­ლად;
 
ბ) არასრული სართული – სართული, რომლის საშუალო სიმაღლე იატაკის ზედაპირის ნიშნულიდან ჭერის ზედაპირამდე 1.8 მეტრიდან 2.3 მეტრამდეა.
 
გ) ახალი მშენებლობა  მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ჩანაცვლება; დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი /განთავსება;
 
დ) არამზიდი კონსტრუქცია – კონსტრუქცია, რომელიც გავ­ლე­ნას არ ახდენს შენობა-ნაგებობის ძირითადი კონს­ტრუქ­ციული სისტემის სიხისტეზე, სიმტკიცესა და მდგრადობაზე;
 
ე) გამწვანების პროექტი − სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ვ) განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთ­მშე­ნებ­ლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიე­ბისათვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განა­შენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცუ­ლობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმა­რებით პარამეტრებს; აზუსტებს კულტურული მემკვიდ­რეობის უძრავი ძეგლების დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებ­ლობით მახა­სიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტო­რიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატ­რანსპორ­ტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
 
ზ) განაშენიანებული ტერიტორია – დასახლების ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შესაძლებელია, მოიცავდეს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნებისმიერ ზონას, გარდა გარემოს დამცავი, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ზონა 2-სა და სამხედრო დანიშნულების ზონა 2-ს.
 
თ) გრუნტი – ყველა სახის იმ ქანის განზოგადებული დასახელება, მათ შორის ნიადაგი, რომელსაც შეიცავს მიწის ნაკვეთი;
 
ი) დაკავებულობა − შენობა-ნაგებობის ან მისი ოთახის, ან სივრცის ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის განმსაზღვრელი ცნება.
 
კ) დაფარული სამუშაოები – ისეთი სამშენებლო კონს­ტრუქციული სამუშაოები, რომლებიც დასრულებულ მდგომა­რე­ო­ბაში სხვა მასალებით ან გრუნტით არის დაფარული (მაგ.: ბეტონში მოქცეული არმატურა, საძირკვლის ჰიდროიზოლა­ცია);
 
ლ) დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ – დამკვეთის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილი შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობებთან სრული შესაბამისობა.
 
მ) დემონტაჟი – არსებული შენობა-ნაგებობების ან მა­თი ნაწილების დანგრევა/დაშლა;
 
ნ) დროებითი შენობა და ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან ან/და წყალთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები (გარდა წყლის ტრანსპორტისა);
 
ო) იატაკი – ყველა სახის სართულისათვის მისი ქვედა ჰო­რი­ზონტალური ზედაპირი. იატაკის ნიშნული წარმოადგენს ამ ჰორიზონტალური ზედაპირის ნიშნულს;
 
პ) იატაკის ზედაპირი – იატაკის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ზედა ნიშნული;
 
ჟ) იატაკის მოპირკეთების ზედაპირი – იატაკის მზიდი კონსტრუქციის (მათ შორის, სართულშუა გადახურვის) ზედა მოპირკეთებული ზედაპირის ნიშნული;
 
რ) ინფრასტრუქტურა – საინჟინრო-ტექნიკური და კომუ­ნა­ლური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნა­გე­ბობებისა და ქსელების ერთობლიობა;
 
ს) კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი) – ხაზობრივი ნა­გებობის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კავშირს მიმწოდებელსა ან/და მომხმარებლებს შორის;
 
ტ) ლანდშაფტური მშენებლობა – პარკის, ბაღის, ბულ­ვარის, სკვერის მშენებლობა და სამშენებლო მიწის ნაკ­ვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობა, აგრეთვე ნარგავების, გაზონები­სა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობა;
 
უ) ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები – კონკრეტული მიწის ნაკვეთის კომუნალური მომსახურებისათ­ვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა;
 
ფ) ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუ­ნალური ქსელები – კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ან/და შენო­ბა-ნაგებობაში არსებული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელები, რომლებიც გამოიყენება საერთო სარგებლობის მიზ­ნით;
 
ქ) ლოჯია – შენობის ფასადში შეჭრილი, სამი მხრი­დან კედლებით შემოსაზღვრული, გადახურული, ფასადის მხრი­დან გახსნილი და მოაჯირით შემოკავებული სამყოფი;
 
ღ) მანსარდა – ისეთი სხვენის სივრცე, რომელიც გამო­ყე­ნებულია საცხოვრებლად/სამყოფად. მანსარდა ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფარ­თობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,5 მეტრი ან მეტი;
 
ყ) მიწის ნაკვეთი – საკუთრების უფლების ობიექტი, შემოსაზღვ­რული ერთი უწყვეტი წირით, რომელიც წარმო­ადგენს საკა­დასტრო ერთეულს და ამ დადგენილების შესაბა­მისად შესაძ­ლებელია გამოიყენებოდეს სამშენებლო საქმიანო­ბის განვითა­რების მიზნით;
 
შ) მიწის ნაკვეთის ფართობი – მიწის ნაკვეთის საზღვ­რებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექ­ციის ფართობი 1 მ2 სიზუსტით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
 
ჩ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობე­ბი – პირობები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სამ­შენებლო საქმიანობის განსახორციელებლად კონკრეტულ სამ­შენებლო მიწის ნაკვეთზე. ამ პირობათა საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები;
 
ც) მიწისზედა სართული – სართული, რომლის იატაკის ნიშ­ნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრი ან მეტია;
 
ძ) მიწისქვეშა სართული – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს არ აღემატება;
 
წ) მონტაჟი – სამშენებლო მოედანზე შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის აწყობა, განთავსება;
 
ჭ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვა – განსაკუთრებული იერარ­ქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკი­დებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრი­სით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებ­ლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექ­ტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;
 
ხ) ნაგებობა − სამშენებლო მასალებისაგან ან /და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელი არ არის სათავსების /სამყოფების/სადგომების არსებობა;
 
ჯ) ნულოვანი ნიშნული – შენობა-ნაგებობის საკონტ­როლო ნიშნული, რომელიც წარმოადგენს მიწისპირა ან პირ­ველი მიწისზედა სართულის იატაკის ნიშნულს;
 
ჰ) პიკეტი – საავტომობილო გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი;
 
1) რეკონსტრუქცია – არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკუ­რი, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით;
 
2) სადგომი – შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ნა­წი­ლი, რომელიც გამოიყენება ცხოველთა სადგომად;
 
3) საინჟინრო-კომუნალური ქსელები – დასახლებათა ტე­რი­ტორიებზე, მათ შორის, სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ან/და მის ფარგლებს გარეთ არსებული ძირითადი, საერთო ან/და ლოკალური წყალმომარაგების, წყალარინების, გათბო­ბის, ნავთობპროდუქტებისა და სხვადასხვა აირების მილსადე­ნების სისტემა, აგრეთვე ელექტრომომარაგებისა და უკაბელო ან საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები/ქსელები;
 
4) სამშენებლო დოკუმენტი – ამ დადგენილების მოთ­ხოვ­ნათა შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული დო­კუმენტები, რომლებიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გა­ცე­მისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველს;
 
5) სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა – შენობა-ნა­გე­ბობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის სამშენებ­ლო დოკუმენ­ტისაგან ისეთი განსხვავებული განხორციელება (მშენებ­ლობა), რაც სა­ჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას;
 
6) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – ფუნქციური ზონე­ბის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი მიწის ნაკ­ვეთი, რომელსაც უკავშირდება არანაკლებ ერთი მისასვლე­ლი, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით;
 
7) სამშენებლო მოედანი – მშენებლობის განხორციე­ლე­ბის დოკუმენტებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელიც აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მისი მომსახურებისათვის;
 
8) სამშენებლო რეგლამენტი – სამშენებლო საქმიანო­ბის მარეგულირებელი ნორმატიული აქტ(ებ)ი, რომელიც მოი­ცავს სამშენებლო-ტექნიკურ ნორმებს, სამშენებლო სტანდარ­ტებსა და რეკომენდაციებს;
 
9) სამშენებლო სამუშაო – მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რე­კონს­ტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს;
 
10) სამშენებლო საქმიანობა – ტერიტორიის სივრცითი მოწ­ყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების დო­კუმენტების მომზადების, არქიტექტურული პროექტების მომზა­დების, სამშენებლო მოედნის, შენობა-ნაგებობებისა და სხვა საჭირო კვლევების განხორციელების, შენობა-ნაგებობათა ან მათი ნაწილების მშენებლობის განხორციელების დოკუმენ­ტების მომზადების, მშენებლობის წარმოებისა და სანებართვო პირობების შესრულების მთელი პროცესი;
 
11) სამყოფი – შენობა-ნაგებობის ნაწილი, რომელიც გა­მო­იყენება ადამიანთა ხანგრძლივი დროით დაყოვნებისათვის;
 
12) საპროექტო სამუშაოები – სამუშაოთა ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები;
 
13) საზოგადოებრივი ტერიტორია/სივრცე – განაშენია­ნე­ბული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკ­ვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრ­ცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანებისათვის;
 
14) სათავსი – შენობა-ნაგებობა ან მისი ნაწილი, რომე­ლიც გამოიყენება საგანთა/მოძრავი ნივთების შესანახად, საწ­ყობად, სათავსად;
 
15) სხვენი – შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე;
 
16) ტერასა (ბანი) – გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემო-კავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი;
 
17) ტექნიკური სართული – საინჟინრო მოწყობილობათა განსათავსებელი ან კომუნიკაციების გასაყვანი სართული, რომ­ლის საშუალო სიმაღლე იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე 1.8 მეტრზე ნაკლებია;
 
18) უნებართვო მშენებლობა − მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან /და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება;
 
19) შენობა − სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი, გრუნტთან უძრავად დაკავშირებული კონსტრუქციული სისტემა, რომლის ძირითადი დანიშნულებით გამოსაყენებლად აუცილებელია სათავსების /სამყოფების /სადგომების არსებობა;
 
20) შენობა-ნაგებობის დეფორმაცია – ობიექტის ფორმის, ზომების შეცვლა და მდგრადობის შემცირება (ჯდენა, გადახ­რა, ცოცვა) სხვადასხვა დატვირთვებისა და ტექნოგენური ხა­სიათის ზემოქმედების შედეგად;
 
21) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება – სააგენტოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
 
22) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის (ნაწილობრივ) ექსპლუატაციაში მიღება – სააგენტოს მიერ შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ ნაწილ(ებ)ზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
 
23) ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელები – და­სახ­ლე­ბის ან მისი ნაწილის კომუნალური მომსახურებისათვის აუცილებელი საინჟინრო ქსელების სისტემა;
 
24) ჭერი – სართულის გადახურვის კონსტრუქციის ქვე­და ზედაპირი;
 
25) ხაზობრივი ნაგებობა – საკომუნიკაციო ნაგებობა: სა­­­ავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილ­გაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი (ქსელი), ფუნიკულიორი.
 
26) კონსტრუქციული მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო და­ტ­ვირ­თვების ზეგავლენისას;
 
27) კონსტრუქციული სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთო­ბი­სა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება რღვევების გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები;
 
28) გადახურვა – შენობა-ნაგებობის ჰორიზონტალური კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც ვერტიკალურად ერთმანეთისგან ყოფს შენობა-ნაგებობის სართულებს ან სათავსებს/სამყოფებს/სადგომებს;
 
29) ტოპოგრაფიული გეგმა – ტერიტორიის ნაწილის ორთოგონალური პროექციის მსხვილმასშტაბიანი (მასშტაბი 1:10000 და ნაკლები) ნახაზი ჰორიზონტალურ სიბრტყეზე, რომელიც პირობითი აღნიშვნების გამოყენებით, დედამიწის დონებრივი სიმრუდის გარეშე ასახავს ფიზიკურ გარემოს;
 
30) ცეცხლმედეგი გამმიჯნავები – განმარტებული უნდა იქნას „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისად განსაზღვრული კედელი, ტიხარი და სხვა მსგავსი.
 
2. ამ წესში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლში, ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებაში გამოყენებული ტერმინთა განმარტებები.
 
თავი II
 
მშენებლობის სახეობები
 
მუხლი 4. მშენებლობის სახეობები
 
1. მშენებლობის სახეობებია:
 
ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი);
 
ბ) რეკონსტრუქცია;
 
გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭი­როებს ნებართვას);
 
დ) დემონტაჟი;
 
ე) ლანდშაფტური მშენებლობა;
 
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
 
2. შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშე­ნებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნა­წილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებუ­ლის მთლიანად ჩანაცვლება.
 
3. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
 
ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგე­ბო­ბებ­ზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სარ­თულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად;
 
ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს;
 
გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონს­ტრუქ­ციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქ­ციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა;
 
დ) ქსელების რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობების სა­ერ­თო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადა­კეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება.
 
ე) დაკავებულობის შეცვლა შენობა-ნაგებობებში;
 
ვ) ცეცხლმედეგი გამმიჯნავების ცვლილება შენობა-ნაგებობებში.
 
4. რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ:
 
ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა;
 
ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების შეკეთება;
 
გ) ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს);
 
დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება;
 
ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა);
 
ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
 
5. დემონტაჟი გულისხმობს შენობა-ნაგებობის დაშ­ლა/დანგრევას.
 
6. ლანდშაფტური მშენებლობა წარმოადგენს პარკის, ბა­ღის, ბულვარის, სკვერის მშენებლობას და სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ლანდშაფტის კეთილმოწყობას, აგრეთვე ნარგა­ვების, გაზონებისა და სხვა მცენარეული საფარის მოწყობას.
 
7. დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება არ­ის ახალი მშენებლობა.
 
თავი III
 
მშენებლობის საქმიანობის ობიექტები
 
მუხლი 5. სამშენებლო საქმიანობის ობიექტები
 
1. სამშენებლო საქმიანობის ობიექტი არის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის, დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები.
 
2. სამშენებლო საქმიანობის ობიექტის შექმნა და გა­მო­ყენება რეგულირდება კანონმდებლობის, მათ შორის, ამ დად­გენილებისა და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა დაც­ვით.
 
3. მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამო­ყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეობე­ბად:
 
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთი;
 
ბ) სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი;
 
გ) სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი.
 
4. სამშენებლო საქმიანობისათვის მიწის ნაკვეთის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახეობის შეცვლა ხდება კანონმდებლობის, მათ შორის, განაშენიანების რეგული­რების გეგმის საფუძველზე.
 
მუხლი 6. შენობა-ნაგებობათა,მათ შორის, ხაზობრივ ნაგებობათა განთავსება ერთმანეთის მომიჯნავე ერთზე მეტი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე
 
1. იმ შემთხვევაში, როდესაც მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს აქვთ სურვილი საკუთარი მიწის ნაკვეთების ტერიტორიაზე განათავსონ საერთო საკუთრების შენობა-ნა­გებობა (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა), მაშინ ისინი ვალ­დებული არიან გააერთიანონ საკუთარი მიწის ნაკვეთები და დაარეგისტრირონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული არ ვრცელდება ინდივიდუალური განაშენიანების ტერიტორიებზე საზიარო კედლის მქონე საცხოვრებელი სახ­ლის ან საერთო სარგებლობის სამეურნეო შენობა-ნაგე­ბო­ბების მშენებლობაზე.
 
2. ხაზობრივი ნაგებობის განთავსების შემთხვევაში აუცი­ლებელია ყველა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხ­მობა, რომელზეც უნდა განთავსდეს ხაზობრივი ნაგებობა.
 
მუხლი 7. დროებითი შენობები და ნაგებობები
 
1. საზოგადოებრივ ან/და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსებული დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენე­ბის მაქსიმალური ვადაა 1 წელი და შესაძლებელია ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ ვადის მაქსიმუმ 1 წლით გაგრ­ძელება. ვადის ამოწურვის შემდეგ, როდესაც არ ხდება ვადის გაგრძელება, აუცილებელია დროებითი შენობისა და ნაგებო­ბის დემონტაჟი (დაშლა/დანგრევა), ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე, ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა ან/და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
 
2. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე განთავსებული დროე­ბითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგენს ადგილობრივი თვითმმარ­თველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ადმინისტრა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტით.
 
3. სამშენებლო მოედანზე მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესაბამისად განსაზღვრული მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დროებითი შენობისა და ნაგებობის გამოყენების ვადა განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადით.
 
4. არასაზოგადოებრივ, კერძო მიწის ნაკვეთზე განთავსე­ბული დროებითი შენობა და ნაგებობა, გარდა ამ დადგენილების 51-ე მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობისა, საჭიროებს მშენებ­ლობის ნებართვას დადგენილების შესაბამისად.
 
მუხლი 8. შენობის ნაწილები და მახასიათებლები
 
1. სახურავის ის ნაწილები, რომლებიც გადადის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ საზოგადოებრივ ან/და მესამე პირთა საკუთრებაში არსებულ ნაწილებზე, ან რომლე­ბიც მდებარეობს სადარბაზო შესასვლელების ზემოთ, აღჭურ­ვილი უნდა იყოს იმგვარი მოწყობილობებით, რომლებიც უზ­რუნ­ველყოფენ დაცვას თოვლის, ყინულის ან სახურავის ნა­წილების ჩამოცვენისაგან, და სახურავთან დაკავშირებული სა­რემონტო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული უნ­და იყოს მოსახმარად უსაფრთხო საშუალებები.
 
2. შენობების მზიდი კონსტრუქციული ნაწილები (კედ­ლები, კოლონები, რიგელები და სხვ.) უნდა იყოს მდგრადი, ცეცხლგამძლე, რამდენადაც ამას შესაბამისი სამშენებლო და ტექნიკური რეგლამენტები მოითხოვს.
 
3. სამყოფისათვის (საცხოვრებელი სახლისათვის, ბინისა­თვის, ოფისისათვის, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახუ­რები­სათვის) გამოყენებული ფართობის განსაზღვრა:
 
ა) სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომ­საზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავ-შირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი);
 
ბ) მათი არსებობის შემთხვევაში სამყოფების ფართობში შედის ლოჯიისა და ვერანდის ფართობები.
 
4. შენობის მოცულობა შედგება მისი მიწისზედა და მიწისქვეშა მოცულობების ჯამისაგან.
 
5. შენობის მიწისზედა მოცულობის განსაზღვრა:
 
ა) შენობის მიწისზედა მოცულობა განისაზღვრება მისი მიწისპირა და მიწისზედა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების, მათ შორის, სხვენისა და მანსარდის მოცულო-ბათა ჯამისაგან;
 
ბ) სართულის მოცულობა განისაზღვრება სართულის გარე კონტურის (აივნებისა და ტერასების გარეშე) ფართობის ნამრავლით სართულის სიმაღლეზე;
 
გ) ერკერები, ვერანდები, ლოჯიები შედის სართულის გა­რე კონტურის ფართობში;
 
დ) მანსარდისა და სხვენის მოცულობა განისაზღვრება მისი ფუძის კონტურის ჰორიზონტალური კვეთის ფართობის ნამრავლით მის საშუალო სიმაღლეზე.
 
6. შენობის მიწისქვეშა მოცულობა განისაზღვრება მისი მიწისქვეშა სრული, არასრული და ტექნიკური სართულების მოცულობათა ჯამისაგან.
 
7. ერთ სართულად ითვლება სართული, რომლის იატა­კიც მდებარეობს ერთ ნიშნულზე, ასევე სართული, რომლის იატაკის დონეებს შორის სხვაობა არ აღემატება 1.8 მეტრს.
 
8. ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც აქვს და­მოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სის­ტემა.
 
9. შენობის კონსტრუქციული სართულიანობა განისაზღვ­რება ერთი შენობის მიწისქვეშა, მიწისა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით.
 
10. შენობის მიწისზედა სართულიანობა განისაზღვრება ერთი შენობის მიწისა და მიწისზედა სრული და არასრული სართულების ჯამით.
 
11. სართულის სიმაღლე არის:
 
ა) როდესაც იატაკი მდებარეობს ერთ ნიშნულზე – იატა­კის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და სართულ­შუა გადახურვის ძირითადი კონსტრუქცი(ებ)ის ზედა ნიშ­ნულ(ებ)ს შორის საშუალო ვერტიკალური მანძილი;
 
ბ) როდესაც იატაკი მდებარეობს სხვადასხვა ნიშნულზე – სართულის დონეების საშუალო სიმაღლე. სართულის თი­თოეული დონის საშუალო სიმაღლე განისაზღვრება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
 
12. მანსარდის სიმაღლე არის იატაკის ძირითადი კონს­ტრუქციის ზედა ნიშნულსა და ჭერის კონსტრუქციის ქვედა ზე­დაპირს შორის არსებული საშუალო მანძილი.
 
13. შენობის კონსტრუქციული სიმაღლე აითვლება ერთი შენობის ძირითადი კონსტრუქციის საძირკვლის ქვედა ნიშნუ­ლიდან (ხიმინჯების სიმაღლის გამოკლებით მათი არსებობის შემთხვევაში).
 
14. სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, ტერასების ფართობების გამოკლებით.
 
15. შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი.
 
16. სართულის ფართობი არის სართუ­ლის შემომ­საზღვრელ კედლებსა და კოლონებს შორის არსე­ბული ფართობი მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გამოკლებით, აივნებისა და ტერასების ფართობების დამატებით.
 
17. შენობის ფართობი არის ყველა სართულის ფართო­ბების ჯამი.
 
18. შენობის ნაწილების მიმართ ამ მუხლით განსაზღვ­რული მოთხოვნების გარდა სხვა დამატებითი მოთხოვნები და მახასიათებლები, აგრეთვე შენობის სხვა ნაწილები და მახა­სიათებლები განისაზღვრება სამშენებლო რეგლამენტებით.
 
მუხლი 9. შენობა-ნაგებობების კლასები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის 
 
1. შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა-ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.
 
2. თუ ერთ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას აქვს სხვადასხვა კლასის განმსაზღვრელი მახასიათებლები, მაშინ შენობა-ნაგებობის კლასს განსაზღვრავს მისი ყველაზე მაღალი მახასიათებელი.
 
3. შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების განსაზღვრის მიზანია დადგინდეს შენობა-ნაგებობის კლასი და ის უფლებამოსილი ორგანიო, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემა. კლასი მიეკუთვნება შენობა-ნაგებობას და არა მის რომელიმე ნაწილს.
 
4. თუ შენობა-ნაგებობების კლასის დასადგენად ამ დადგენილებით განსაზღვრული მახასიათებლები არ არის საკმარისი, შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს შენობა-ნაგებობების კლასების სხვა დამატებითი მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შენობა-ნაგებობისათვის შესაბამისი კლასის მინიჭება.
 
5. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის სიმაღლე განისაზღვრება საძირკვლის ყველაზე დაბალი ნიშნულიდან: შენობის შემთხვევაში – შენობის საანგარიშო ზედაპირ(ებ)ის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე, ხოლო ნაგებობის შემთხვევაში – ნაგებობის ყველაზე მაღალ ნიშნულამდე.
 
თავი IV
 
სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები
 
მუხლი 10. დამკვეთი. დამკვეთის უფლება-მოვალეობანი
 
1. დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი­სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
 
2. დამკვეთი ვალდებულია:
 
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნ­ველ­ყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედ­გენა;
 
ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგე­ბობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის გან­თავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;
 
გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით გან­საზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
 
დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება;
 
ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას;
 
ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშე­ნებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 61-ე მუხ­ლის შესაბამისად;
 
ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;
 
თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
 
3. დამკვეთს უფლება აქვს:
 
ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად გადასცეს თავისი უფლებამოსილება სხვა პირს, რომელიც სამშენებლო საქმიანობის ურთიერთობებში წარმოდგენილი იქნება დამკვე­თის უფლებამოსილებით;
 
ბ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ორგანი­ზება გაუწიოს მშენებლობის პროცესის ტექნიკური ზედა­მხედ­ვე­ლობის განხორციელებას;
 
გ) განახორციელოს სხვა სახის საქმიანობა, რაც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.
 
4. დამკვეთზე ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობები.
 
5. სამშენებლო საქმიანობის განხორციელების სხვადა­სხვა ეტაპზე დამკვეთი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა პირი და ნებისმიერ ეტაპზე უნდა იყოს შესაძლებელი დადგენა, თუ ვინ არის კონკრეტული შენობა-ნაგებობის დამკვეთი. იმ შემ­თხვევაში, თუ ვერ დადგინდა დამკვეთის ვინაობა, მაშინ დამ­კვეთად ითვლება მესაკუთრე.
 
6. დამკვეთს მისთვის დაკისრებული უფლებებისა და მოვა­ლე­ობების შეუსრულებლობის ან დარღვევით შესრუ­ლე­ბის შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებ­ლობის შესაბამისად.
 
7. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის.
 
მუხლი 11. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტების პასუხისმგებლობა
 
სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე ძირითადი სპეციალისტები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებული დოკუმენტის სისწორისთვის ან/და შესრულებული სამუშაოსათვის.
 
მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის მონაწილე ძირითადი სპეციალისტები
 
1. ინტერესთა შეუთავსებლობა ვრცელდება სამშენებლო საქმიანობის შემდეგ ძირითად სპეციალის­ტებზე:
 
ა) კონკრეტული ობიექტის დამპროექტებელ არქიტექტორს არა აქვს უფლება განახორციელოს ამავე ობიექტზე სამშე­ნებ­ლო საქმიანობის ექსპერტის ფუნქციები;
 
ბ) სამუშაოთა მწარმოებელ მშენებელს არა აქვს უფლება განახორციელოს ამავე ობიექტზე სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური ზედამხედველის და ექსპერტის ფუნქციები;
 
გ) თუ სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს დაკვეთილი სამუშაოს მიმართ აქვს კომერციული ან სხვაგ­ვარი პირადი ინტერესი, იგი ვალდებულია განუცხადოს ამ ინ­ტერესის შესახებ დამკვეთს დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ამის შესახებ, წინააღმდეგ შემ­თხვევაში, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესა­ბამისად;
 
დ) სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპეციალისტს, რო­მელსაც აქვს დაკვეთილი სამუშაო, არა აქვს უფლება სხვა ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულების აღებისა, რომელიც შეუთავსებელია უკვე აღებულ ვალდებულებებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
 
2. სააგენტოში მომუშავე სპეციალისტს, მის მიერ დაგეგმილი მშე­ნებ­ლობის განხორციელების შემთხვევაში არა აქვს უფლება მშე­ნებ­ლობის ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკისრება პასუხისმგებ­ლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
 
3. ამ მუხლით განსაზღვრულ ინტერესთა შეუთავსებლობა სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას ვრცელდება, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებზეც.
 
თავი V
 
საექსპერტო შეფასება სამშენებლო საქმიანობაში
 
მუხლი 13. სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანი, სფერო და სახეები
 
1. სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მი­ზა­ნია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შე­ნო­ბა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამია­ნის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყო­ფი­სა­თვის.
 
2. სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარ­მო­ადგენს კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ დადგენი­ლე­ბას­­თან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის და­დას­ტურებას.
 
3. სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების სფეროს განეკუთვნება:
 
ა) მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექ­ტე­ბის საექსპერტო შეფასება;
 
ბ) შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტა­პების საექსპერტო შეფასება;
 
გ) არსებული შენობა-ნაგებობების ან/და მათი ნაწილების საექსპერტო შეფასება.
 
4. სამშენებლო საქმიანობაში სავალდებულო საექსპერტო შეფასება არის სამი სახის:
 
ა) მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექ­ტე­ბის ნაწილების საექსპერტო შეფასება;
 
ბ) შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპე­ბის საექსპერტო შეფასება;
 
გ) უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების საექსპერტო შეფასება.
 
5. სააგენტოს საკუთარი ხარ­ჯებით ნებაყოფლობითი საექსპერტო შეფასების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ წარმოდგენილი საექსპერტო შეფასების სისწორეზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
 
მუხლი 14. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, მისი უფლებამოვალეობანი
 
1. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის უფლება აქვს:
 
ა) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ „A ტიპის ინსპექტირების ორგანოს“, რომელიც უზრუნველყოფს განხორციელებული ან/და განსახორციელებელი სამშენებლო საქმიანობის საექსპერტო შეფასებას. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის სფეროს შესახებ;
 
ბ) ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ორგანოებს, რომლებიც სამშენებლო საქმიანობის ექსპერტად ყოფნის მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ცენტრში. ასეთ შემთხვევაში, საექსპერტო შეფასებას თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
2. სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
 
3. საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს არქიტექტურული პროექტის „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობის შეფასებას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით:
 
ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას;
 
ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას;
 
გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას;
 
დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას;
 
ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას;
 
ვ) მისაწვდომობის შეფასებას;
 
ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას;
 
თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას;
 
ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას;
 
კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას;
 
ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას;
 
მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.
 
მუხლი 15. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილები და მათი საექსპერტო შეფასების ჩატარების პროცედურა
 
1. დამკვეთისათვის სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული:
 
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემდეგი ნაწილები:
 
ა.ა) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება;
 
ა.ბ) ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება;
 
 ა.გ) დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საექსპერტო შეფასება;
 
ა.დ) არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან;
 
ბ) ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით − განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების“.
 
2. საექსპერტო შეფასება უნდა შეიცავდეს ექსპერტიზის ჩატარების მეთოდს, შენიშვნებისა და დადებითი შეფასების და­­სა­ბუთებას.
 
3. სააგენტოს აქვს უფლება მიიღოს ახსნა-განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია ექსპერტისაგან და გაიაროს მასთან კონსულტაციები.
 
მუხლი 16. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქ­ვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპები და მათი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა
 
1. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული, შენობა-ნაგებობების (გარდა ამ დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) მშენებლობის წარმოების ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილების (გარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა) მშენებლობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.
 
2. სააგენტო ამოწმებს თვითოეული ეტაპის განხორციელების შესაბამისობას სამშენებლო დოკუმენტთან, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი შესაბამისი ეტაპის დასრულების ოქმში და ადასტურებს ხელმოწერით.
 
თავი VI
 
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის მონაწილე
 
ადმინისტრაციული ორგანოები
 
მუხლი 17. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები
 
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დად­გენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენ შემდეგი სხვა ადმინისტრაციული ორგანოები:
 
ა) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისათვის – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
 
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
 
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით;
 
დ) დაცული ტერიტორიებისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 
 
ე) სანაპირო ზოლში ან/და სანაპირო ზონებში – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქარ­თველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
 
ვ) სასაზღვრო ზოლში ან/და სასაზღვრო ზონებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
 
ზ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისათვის მიკუთვნებულ ობიექტებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
 
თ) გრუნტის ზედაპირიდან ან შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრის სიღრმეზე გვირაბის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, ან/და რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის, მათ შორის, იმ ენერგეტიკული ობიექტებისათვის, რომელთა განთავსებაც გათვალისწინებულია შემდეგ მდინარეებზე: ენგური, რიონი, ყვირილა, მტკვარი, ხრამი, თერგი, ქსანი, არაგვი, სუფსა, ბახვისწყალი, ხობისწყალი, ტეხური, ცხენისწყალი, ძირულა, ნენსკრა, კინტრიში, ჯეჯორა, ყანისწყალი, გუბაზეული, ფარავანი, სტორი, ნაკრა, ხელედულა, ჯანაული, საკაურა, ჩაქვისწყალი, წაბლარისწყალი, სამყურის წყალი, მაგანა და პირიქითა ალაზანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
 
ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზეც დაგეგმილია მშენებლობა, გარდა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დაგეგმილი შენობა-ნაგებობების მშენებლობისა.
 
თავი VII
 
მშენებლობის განხორციელების საფუძველი
 
მუხლი 18. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი
 
1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია:
 
ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა;
 
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე;
 
2. მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა უნდა მოიპოვოს შემდეგი დოკუმენტები:
 
ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;
 
ბ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა ამ დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად;
 
გ) სავალდებულო საექსპერტო შეფასების განხორციელება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;
 
დ) მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ამ დადგენილების 46-ე მუხლის შესაბამისად;
 
ე) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და მისი ყველა სხვა კონსტრუქციული ელემენტის დეტალური პროექტისაგან.
 
მუხლი 19. საპროექტო სამუშაოების საწყისი მონაცემები
 
1. საპროექტო სამუშაოების საწყის მონაცემებს (დოკუმენ­ტებს/ინ­ფორმაციას) განეკუთვნება:
 
ა) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია;
 
ბ) მიწის ნაკვეთ(ებ)ის ტოპოგრაფიული რუკა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500, 1:1000);
 
გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული შენობა-ნაგებობების აღწერა/ძირითადი მონაცემები;
 
დ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობისას, ასევე − მიწის ნაკვეთ(ებ)ზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერა და მათი ხარისხობრივი შეფასება;
 
ე) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათ შორის, გა­ნაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნები, როდესაც მიწის ნაკვეთ(ებ)ი მდებარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუ­მენ­ტების მოქმედების არეალში;
 
ვ) საჭიროების მიხედვით სხვა მონაცემები (დოკუმენტე­ბი/ინფორმაცია) კანონმდებლობის მოთხოვნით ან/და დამკვე­თის გადაწყვეტილების საფუძველზე.
 
მუხლი 20. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა
 
1. მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორ­ციელების დოკუმენტების მომზადებამდე, ზოგიერთ შემთ­ხვე­ვაში – შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის და გამოყენების დროს (შენობა-ნაგებობის მშენებლობის პრო­ცესში ან გამოყენების დროს კვლევისათვის აუცილებელი გა­რე­მოებების წარმოქმნის შემთხვევაში).
 
2. კვლევების მიზანია მიწის ნაკვეთის ბუნებრივი და ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქ­მე­დების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება.
 
3. ცალკეულ სახეობათა კვლევების განხორციელების აუცილებლობა, მისი შემადგენლობა, მოცულობა და ჩატარე­ბის მეთოდი დამოკიდებულია:
 
ა) შენობა-ნაგებობების დანიშნულებასა და სახეობაზე;
 
ბ) შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ თავისებურებებ-ზე, ტექნიკურ სირთულესა და ისეთ პოტენციურ საშიშროე­ბაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობის დე­ფორ­მაცია;
 
გ) ტოპოგრაფიული, საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიუ-რი, კლიმატური პირობების სირთულეებზე, აღნიშნული პირო-ბების შესახებ არსებული კვლევების შედეგების ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე.
 
 4. ახალი მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგე­ბობის რეკონსტრუქციისას უნდა მოხდეს იმ არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება, რომლის მომიჯნავედაც დაგეგმილია მშენებლობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგ­მილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდი­ნოს მათ მდგრადობაზე, მაშინ უნდა მოხდეს ამ შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა.
 
5. ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირო­ბებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპრო­ექ­ტე­ბელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭი­რო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონს­ტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემ­თხვევაში, დამკვეთი ვალდებულია ასეთი ფაქტის დადას­ტურებისას:
 
ა) საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმა­ცია და დაზიანება;
 
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმა-ციისა და დაზიანების გამოსწორება, მაშინ მოახდინოს შესა­ბამისი კომპენსირება მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგე­ბობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე.
 
6. ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირო­ბებში მშენებარე შენობა-ნაგებობების დამკვეთებმა წინასაპ­როექტო სამუშაოების დროს საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაატარონ მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის სათა­ნადო კვლევა მისი მდგომარეობის დაფიქსირებისათვის, გან­საზღვრონ არსებულ ობიექტებზე დაგეგმილი სამშენებლო სა­მუშაოების შესაძლო ზემოქმედების ხარისხი.
 
7. დაპროექტებისათვის უფლებამოსილმა შესაბამისმა პირმა, თუ ამის საფუძველს იძლევა კვლევების შედეგები, მშე­ნებ­ლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა გაითვალისწინოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მო­მიჯნავე შენობა-ნაგებობების არსებული მდგომარეობის შენარ­ჩუნებას.
 
8. მშენებლობის წარმოების დროს ძირითადმა სპეცია­ლის­ტებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა უზ­რუნ­ველყონ მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე მუდმივი დაკვირ­ვება. დეფორმაციების აღმოჩენის შემთხვევაში, გადაუდებლად აცნობონ ამის შესახებ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მო­სარგებლეს და სააგენტოს.
 
თავი VIII
 
მშენებლობის ნებართვა და სტადიები; საჯაროობა
 
მუხლი 21. სამშენებლო საქმიანობის სახეები, რაზეც გაი­ცემა მშენებლობის ნებართვა
 
1. მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი სა­ფუძვე­ლია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშე­ნებლობის ნებართვა.
 
2. მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
 
ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე);
 
ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე;
 
გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე;
 
დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომე­ლიც საჭი­როებს ნებართვას.
 
მუხლი 22. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
 
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 23-ე და 24-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
 
 ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – 30 დღე;
 
ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) – 20 დღე;
 
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.
 
2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს სააგენტო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
 
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართ­ლებრივ აქტს;
 
ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქ­ციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
 
გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესა­ხებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
 
3. ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებო­დეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვ­ნებს.
 
მუხლი 23. განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა
 
1. იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს განაშენიანების რე­გუ­ლირების გეგმა, მშენებლობის ნებართვის გასაცემად ამ დად­გენილებით განსაზღვრული პირველი სტადიის გავლა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკი­ცება) საჭირო არ არის და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს წარმოადგენს შესაბამისი განაშენია­ნების რეგულირების გეგმა. გამონაკლისია ამ მუხლის მე-2 პუნქ­ტით განსაზღვრული შემთხვევა. 
 
2. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით არ არის გან­საზღვრული ყველა ის პირობა, რაც ამ დადგენილებით მშე­ნებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადიით მიწის ნაკ­ვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცები­სათვის არის განსაზღვრული, მაშინ საჭიროა პირველი სტა­დიის პროცედურით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოე­ბის ჩატარებაც, იმ პირობების დასადგენად, რომლებიც არ არის განსაზღვრული შესაბამისი განაშენიანების რეგულირე­ბის გეგ­მით.
 
მუხლი 24. მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა
 
1. დამკვეთი უფლებამოსილია, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურისაგან განსხვავებით, აირჩიოს ორსტადიიანი ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:
 
ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება – 15 დღე;
 
ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 20 დღე (მოცემულ სტადიაზე სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული II სტადიისათვის საჭირო პროექტებს/სქემებს).
 
2. დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი უფლებამოსილია სააგენტოში წარადგინოს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო ყველა დოკუმენტი ერთად. ამ შემთხვევაში სააგენტო აწარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სტადიების ადმინისტრა­ციულ პროცედურებს და გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
 
3. იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა ან/და ქვეყნისათვის სო­ციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებ­ლო­ბა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებ­რივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი მშენებ­ლობის განხორ­ციელების დოკუმენტაცია), მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვე­ტი­ლების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გან­მ­საზღვ­რელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, გამარ­ტივებული წესით, მხოლოდ II და III სტადიით (ან მათი გაერთიანებული ადმინისტრაციული წარმოებით). ასეთ შემთხვე­ვაში:
 
ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოში არსებული საპ­როექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუ­ა­მდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;
 
ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ, ამ დადგენი­ლების მოთხოვნათა დაცვით სამშენებლო ობიექტზე გამოაკ­რას საინფორმაციო დაფა სააგენტოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე;
 
გ) დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო დაწესე­ბუ­ლება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდ­გენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;
 
დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის უფ­ლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს;
 
ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგების წარ­დგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკ­ლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქარ­თველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებუ­ლი გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;
 
ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ად­მი­ნისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დად­გე­ნილ ვადებში.
 
4. თუ ობიექტის მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტა-ბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა ან/და საპროექტო დოკუმენტაციის ცალკეული ნაწილების დაზუსტება-შეთანხმება, რის გამოც ნებართვის მაძიებელი ვერ წარადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას, ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა წარსადგენი დოკუმენტაციის პირობებისა და ვადების გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით და განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის საპროექტო დოკუმენტაციის განუყოფელი ნაწილი და დაემატება მას.
 
5. უცხო ქვეყნის წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცე­დურებით. II სტადიით დადგენილი პროცედურების გავლის და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე­მის შემდეგ გაიცემა მშენებლობის სანებართვო მოწმობა.
 
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს მხოლოდ: ფასა­დებს, განშლებს, ტერიტორიის მოწყობის გეგმას, შენობათა სქემატურ გეგმას და მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
 
მუხლი 25. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა
 
 1. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგ­მილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესა-ბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერ­ძოდ:
 
ა) შენობა-ნაგებობის მისამართი;
 
ბ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
 
გ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაც­ხადის განხილვის ვადები;
 
დ) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები.
 
2. ნებართვის მაძიებელმა, მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადების შეტანიდან სამ დღეში, არსებულ დაფაზე უნდა განათავსოს სამშენებლოდ დამტკიცებული მი-წის ნაკვეთის გამოყენების პირობებში ასახული ინფორმაცია, კერძოდ:
 
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
 
ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი, რომლითაც დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
 
გ) შენობა-ნაგებობის სართულიანობა ან/და გაბარიტები. 
 
3. ნებართვის მფლობელმა დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში არსებულ დაფაზე უნდა განათავსოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების ამსახველი ინფორ-მაცია, კერძოდ:
 
ა) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
 
ბ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის ნომერი და მოქმედების ვადა;
 
გ) მშენებლობის დაწყებისა და დამთავრების ვადები;
 
დ) შენობის სართულიანობა ან/და გაბარიტები;
 
ე) დამკვეთის სურვილით ობიექტის არქიტექტურული სახე.
 
4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვას იღებს ამ დადგენილების შესაბამისად სამი სტადიით, იგი ვალდებულია საინფორმაციო დაფაზე დამატებით განათავსოს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე განცხადების შეტანისა და არქიტექ­ტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორ­მაცია.
 
5. სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლი­ლება, რომელიც ცვლის საინფორმაციო დაფაზე განთავსე­ბული ინფორმაციის არსს, უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფაზე.
 
6. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორ-მაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით შეიძლება დააზუსტოს სააგენტომ მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.
 
7. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო დაფა შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ სავალდებულო მონაცემებს:
 
ა) შენობა-ნაგებობის მისამართსა და ფუნქციას;
 
ბ) დამკვეთის ვინაობას და საკონტაქტო ინფორმაციას;
 
გ) სააგენტოს დასახელებას, მისამართსა და, არსებობის შემთხვევაში, ვებგვერდის მისამართს, სადაც შესაძლებელია ობიექტის მშენებლობის თაობაზე ინფორმაციის გაცნობა.
 
8. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.
 
9. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება.
 
მუხლი 26. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესრულების საჯაროობის უზრუნველყოფა
 
1. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას საინფორმაციო დაფა უნდა განთავსდეს იმ თვითმმართველი ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაცი­ული შენობის მახლობლად, რომლის სამოქმედო ტერიტო­რია­ზეც არის დაგეგმილი მშენებლობა, სპეციალურად ამის­თვის გამოყოფილ ადგილზე.
 
2. განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ დაგეგმილი მშენებლობისას საჯაროობა უნდა იყოს უზრუნ­ველ­ყოფილი ამ დადგენილების 25-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ადგილმდებარეობის მითითების დამატებით.
 
თავი IX
 
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება
 
მუხლი 27. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები
 
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენი­ლებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომ­ლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის.
 
2. დაუშვებელია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყე­ნების პირობებში ისეთი მოთხოვნების ჩართვა, რაც კანონ­მდებ­ლობით არ არის დადგენილი.
 
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ უნდა მოიცავდეს მოთხოვნას, რომ დამკვეთმა შეაკეთოს, ან რეკონსტრუქცია გაუკეთოს არსებულ ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებს, ასევე არსებულ სატრანსპორტო ხაზებს, თუ განზრახული მშენებლობა არ იწვევს მათი გაფართოების აუცილებლობას ან/და დაზიანებას.
 
4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შედგენისა და დამტკიცების მონაწილეები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტების კანონმდებლო­ბასთან შესაბამისობისათვის.
 
მუხლი 28. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის შემადგენლობა
 
1. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლო­ბის ნებართვის გაცემის პროცესში წარმოადგენს მშენებ­ლო­ბის ნებართვის გაცემის პირველი სტადიისათვის აუცი­ლე­ბელ, ნებართვის მაძიებლის მიერ მოთხოვნილ პირობებს.
 
2. ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ეხება სააგენტოში წარ­სად­გენ, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების განაცხა­დის შემადგენლობას.
 
3. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ მოიცავს:
 
ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის შესახებ;
 
ბ) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითად მოთხოვნებს.
 
4. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ:
 
ა) მიწის ნაკვეთის მდებარეობა დასახლებათა ტერიტო­რიის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
 
ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესა­ხებ;
 
გ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გრუნტების ზოგადი მახასიათებლები;
 
დ) მიწის ნაკვეთის სახეობა გამოყენების შესაძლებლო­ბების მიხედვით ამ დადგენილების შესაბამისად;
 
ე) მითითება მიწის ნაკვეთის ზოგად ან/და კონკრეტულ ფუნქციურ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
ვ) მითითება მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ-სტრუქტუ­რულ ზონაში მდებარეობის შესახებ (ასეთის არსებობის შემ­თხვევაში);
 
ზ) მითითება მიწის ნაკვეთის კულტურული მემკვიდ­რე­ობის ან/და გარემოს დაცვის ზონაში მდებარეობის შესახებ (ასე­თის არსებობის შემთხვევაში);
 
თ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ინფორ­მაცია მიწის ნაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
 
ი) მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება);
 
კ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით;
 
ლ) საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მომზადება (მაგ.: გრუნტის ზედაპირის ცვლი­ლება, ზედაპირული ან/და გრუნტის წყლის გადაყვანა/მო­ცი­ლება, დამცავი ნაგებობები);
 
მ) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა;
 
ნ) შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის დროს საჭირო­ების შემთხვევაში არსებული მშენებლობის განხორციე­ლების დოკუმენტები ან მათი არარსებობის შემთხვევაში აზომ­­ვითი პროექტი, აგრეთვე საექსპერტო დასკვნა შენობა-ნა­გებობის მდგომარეობის შესახებ;
 
ო) საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენი­ლი სხვა ინფორმაცია.
 
5. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ ნებართვის მაძიებლის ძირითადი მოთხოვნები მოი­ცავს:
 
ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტს;
 
ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფი­ციენტს;
 
გ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტს;
 
დ) შენობა-ნაგებობების ფუნქციურ დანიშნულებას;
 
ვ) შენობა-ნაგებობების სართულიანობასა და გაბარიტებს;
 
ზ) სამშენებლო მოედნის მოწყობას საზოგადოებრივი სივრცის/ტერიტორიის გამოყენების შემთხვევაში;
 
თ) საჭიროების შემთხვევაში, ამ დადგენილების შესა­ბამისად სხვა მონაცემებს.
 
6. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ტერიტორიების სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთ­მშენებლობითი დოკუმენტების მოქმედების არეალში, მაშინ გა­ნაც­ხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირო­ბების შესახებ უნდა დაეყრდნოს ასეთი სივრცითი მოწყობის ან/და ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებს.
 
7. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი უნდა დაეყრდნოს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს.
 
8. განაცხადში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყე­ნე­ბის პირობების შესახებ მითითებული უნდა იყოს ფურც­ლების რაოდენობა და ხელმოწერილი/დამოწმებული უნდა იყოს მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ.
 
9. სააგენტო ამოწმებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის კანონმდებლო­ბას­თან შესაბამისობას და კანონმდებლობით განსაზღვრული პი­რობების საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტა­დიის ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და შე­სა­ბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცე­მით ამტკი­ცებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პი­რო­ბებს.
 
მუხლი 29. განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ
 
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვე­თი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სააგენტოში წარად­გენს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძ­ველზე შედგენილ განაცხადს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად.
 
2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადის სახეებია:
 
ა) განაცხადი ახალ მშენებლობაზე;
 
ბ) განაცხადი რეკონსტრუქციაზე;
 
გ) განაცხადი მეორედ გამოსაყენებელ პროექტზე.
 
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამო­­ყე­ნების პირობების ფორმას ამ დადგენილების მოთხოვნათა დაც­ვ­ით ადგენს სააგენტო.
 
მუხლი 30. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების წესი
 
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
 
2. დამკვეთი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
 
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
 
ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგო­მარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);
 
ბ) განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები;
 
გ) წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემ­თხვევაში – სათანადო რწმუნებულება;
 
დ) მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა სათანადო დეტა­ლიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით და სა­ჭი­როების შემთხვევაში აეროფოტოგადაღება);
 
ე) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – კულ­ტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები;
 
ვ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – არქეო­ლო­გიული კვლევის შედეგები (გარდა ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობებზე შემდეგი მახასიათებლებით − განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით, K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 6 000 მ2-მდე ფართობის, 22 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 4 მ-ზე მეტი ჩაღრმავების);
 
ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის გან­თავ­სების დამადასტურებელი ფოტოსურათი;
 
თ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმა (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დაგეგმილია საცხოვრებელ, საზოგადოებრივსაქმიან ან საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების გეგმასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის სამეზობლო და საზოგადოებრივი საზღვრის მიმდებარე ნაკვეთების/სივრცეების საზღვრები (საკადასტრო საზღვრების რუკა). სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვ­რების ის წერტილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუ­ტური ნიშ­ნულის მითითებით, ხოლო ამ დადგენილების 38-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ობიექტების შემთხვევაში, სამშენებლო მიზნებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების კოორდინატები;
 
ი) მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტო­მასალა;
 
კ) ამ დადგენილების 28-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განაცხადი მიწის ნაკვე­თის სამშენებლოდ გამოყე­ნე­ბის პირობების შესახებ;
 
ლ) გარდამავალ პერიოდში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთ(ებ)ი არ ხვდება დასახლებათა ტერიტორიების მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტების საზღვრებში, მაშინ საჭიროა დამატებით მიწის ნაკვეთ(ებ)ისათვის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენებისა და განაშენიანების პირობების განსაზღვრა (შედგენილი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესაბამისად).
 
4. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზნით წარდგენილ განცხადებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა დაერთოს ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.
 
5. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
 
6. სააგენტო ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განსაზღვრულ მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
 
7. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სამართლებრივად განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებათა დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სააგენტოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 20 დღისა. თუ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია სააგენტოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 24-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება სააგენტოს. დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება ითვლება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად.
 
8. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი დამკვეთს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
 
9. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სააგენტო საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში“.
 
10. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაწყვე­ტილება არ იქნა მიღებული, განაცხადით მოთხოვნილი პირო­ბები დამტკიცებულად ჩაითვლება შესაბამისი ობიექტისათვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით.
 
11. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცე­ბიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნე­ბართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტო­რიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებ­ლე­ბის (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობა­თა და­საშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამო­ყე­ნების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლე­ბამოსი­ლე­ბის მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამ­შენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარ­გუ­ლად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლი­ლებების განსახორციელებლად.
 
12. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეცვლის შემთხვევაში სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში.
 
თავი X
 
არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი
 
მუხლი 31. არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური სქემა
 
1. მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიას ამ დადგენილების შესაბამისად წარმოადგენს არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს არქიტექტურული პროექტი ან/და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა ან/და ტექნოლოგიური სქემა.
 
2. დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე სააგენტოს მოთხოვნით, ნებართვის მაძიებელი მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე შესათანხმებლად წარადგენს კონსტრუქციულ სქემას ან/და ტექნოლოგიურ სქემას.
 
მუხლი 32. არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა
 
1. შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს:
 
ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს:
 
ა.ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
 
ა.ბ) ფურცლების ჩამონათვალს;
 
ა.გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს;
 
ა.დ) განმარტებით ბარათს, რომელიც მოიცავს დაგეგმარების მიზნების აღწერას:
 
ა.დ.ა) დაგეგმარების საფუძველსა და მიზნებს;
 
ა.დ.ბ) მიწის ნაკვეთის წერილობით აღწერას;
 
ა.დ.გ) პროექტის შინაარსობრივ აღწერას;
 
ა.დ.დ) შენობა-ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერას;
 
ა.დ.ე) დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერას;
 
ა.ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს:
 
ა.ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
 
ა.ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს;
 
ა.ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით;
 
ა.ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს;
 
ა.ე.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს;
 
ბ) შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს:
 
ბ.ა) დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას;
 
ბ.ბ) კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს;
 
ბ.გ) სიმაღლის შეზღუდვებს;
 
ბ.დ) ფართობის შეზღუდვებს;
 
ბ.ე) გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს;
 
ბ.ვ) მოთხოვნებს გასასვლელებისადმი;
 
ბ.ზ) ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს;
 
ბ.თ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნებს;
 
 ბ.ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს
 
გ) სიტუაციურ გეგმას − მ 1:2000 ან მ 1:1000;
 
დ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით, თარიღის მითითებით);
 
ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (კოორდინატების მითითებით) − მ 1:500 ან მ 1:250:
 
ე.ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას;
 
ე.ბ) შენობა-ნაგებობების განთავსებასა და სიმაღლეებს;
 
ე.გ) მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა;
 
ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების განთავსების სქემას;
 
ე.ე) მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას;
 
 ე.ვ) ზედაპირული წყლების მოცილების სქემას;
 
 ვ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა − მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:
 
 ვ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;
 
 ვ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ;
 
 ვ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად;
 
 ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი – მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:
 
 ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;
 
 ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს;
 
 ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს – მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5;
 
 თ) შენობა-ნაგებობის ყველა ფასადს – მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50:
 
 თ.ა) ფასადზე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს;
 
 თ.ბ) მომიჯნავე შენობების არსებობის შემთხვევაში, განშლებს − მ 1:500 ან/და მ 1:200;
 
 თ.გ) ფასადის მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს – მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5;
 
 ი) შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს – მ 1:200 ან/და მ 1:100:
 
 ი.ა) დაკავებულობის დატვირთვებს;
 
 ი.ბ) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს;
 
 ი.გ) გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს;
 
 ი.დ) გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს;
 
 ი.ე) მისაწვდომობის სვლაგეზს;
 
 ი.ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს;
 
 ი.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს;
 
კ) შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით – მ 1:50 ან/და მ 1:20;
 
ლ) შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს – მ 1:200ლ.ა) ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს;
 
 ლ.ა) გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს;
 
 ლ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს;
 
 მ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟსა და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ციფრული სახით, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირებისა თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერს RGB ან RAL კოდების მიხედვით;
 
ნ) საჭიროების შემთხვევაში, მაკეტს ან/და სამგანურ ხედ(ებ)ს ან/და ფოტომონტაჟს;
 
ო) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმმაციას:
 
 ო.ა) კ-3 კოეფიციენტის ფართობს;
 
 ო.ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე);
 
 ო.გ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს;
 
 ო.დ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს;
 
 ო.ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას;
 
 პ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით.
 
ჟ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ, დამატებით მასალას.
 
 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით.
 
3. ბეჭდური სახით წარდგენის შემთხვევაში − არქიტექტურული პროექტი წარდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახით.
 
მუხლი 33. კონსტრუქციული სქემის შემადგენლობა
 
1. ნაგებობების (მათ შორის, ხაზობრივი ნაგებობების) მშე­ნებ­ლობის შემთხვევაში კონსტრუქციული სქემა მოიცავს:
 
ა) განმარტებით ბარათს;
 
ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთ(ებ)ზე ნაგებობების განთავსება);
 
გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზე­და­პირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვე­ვაში);
 
დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნუ­ლოვან ნიშნულთან მიმართებას;
 
ე) ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს;
 
ვ) ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
 
ზ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.
 
2. დამკვეთის გადაწყვეტილებით კონსტრუქციული სქემა შე­საძლებელია დამატებით მოიცავდეს:
 
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
 
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონს­ტრუქციული სქემის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენი­ლი იყოს შეთავსებული სახით, A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახით.
 
მუხლი 34. ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა
 
1. ტექნოლოგიური სქემის შემადგენლობა მოიცავს:
 
ა) განმარტებით ბარათს;
 
ბ) მიწის ნაკვეთის გეგმას (სადაც ფიზიკურ კონტექსტშია ნაჩვენები მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსება);
 
გ) ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზე­და­პირის ცვლილების გეგმას (ასეთის არსებობის შემთხვე­ვაში);
 
დ) ნულოვანი ნიშნულის განსაზღვრას და აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებას;
 
ე) ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატურ ნა­ხაზებს;
 
ვ) ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
 
ზ) შესაბამისი საწარმოო პროცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქე­მას;
 
თ) არსებობის შემთხვევაში, შენობის ყველა სართულის გეგმას.
 
2. დამკვეთის გადაწყვეტილებით ტექნოლოგიური სქემა შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
 
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
 
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნოლოგიური სქემის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი, ბაინდერში/სწრაფჩამკერში აკინძული სახით.
 
მუხლი 35. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება
 
1. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება სავალდებულოა:
 
ა) არქიტექტურული პროექტის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში;
 
ბ) კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის – მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ამ დადგენილებით განსაზღვრულ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, დადგენილების მე-17 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
 
მუხლი 36. განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე
 
1. დამკვეთი არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქ­ცი­ული ან/და ტექნოლოგიური სქემის შესათანხმებლად სააგენტოში წა­რადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს
 
 2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ა) სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
 
ბ) არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მინიმუმ სამი და მაქსიმუმ ექვსი ეგ­ზემპლარი;
 
გ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირე­ბულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას;
 
დ) შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, საექსპერტო შეფასება არქიტექტურული პროექტების „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობის თაობაზე.
 
მუხლი 37. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების წესი
 
1. ნებართვის მაძიებელი წერილობით განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს წარუდგენს სააგენტოს. სააგენტო არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქ­ციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შე­სახებ“¨საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
 
2. სააგენტო ადმინისტრაციული ორგანო გან­ცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ამ დადგენილე­ბისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბა­მი­სობას ამოწმებს 3 დღეში. ხარვეზის შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექ­სის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
 
3. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს არქიტექტურული პრო­­ე­ქტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შე­სა­ბამისობა დადგენილ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამო­ყენების პირობებით განსაზღვრულ პარამეტრებთან და გამოი­ტანოს გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონს­ტრუქ­ციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შე­თანხმებაზე უარის თქმის შესახებ. სხვა ადმინისტრაციული ორ­განოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდ­გენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სააგენტოში განცხადების შეტანიდან არა უგ­ვიანეს 17 დღისა გადაწყვეტილება წარუდგინოს ნებართვის გამცემს. დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების წარუდგენლობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემა ითვლება სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმებულად.
 
4. სააგენტო ვალდებულია ამ დადგენილებით გან­საზღვრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება არქიტექტუ­რული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების ან შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ. შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუ­თე­ბული უარი ნებართვის მაძიებელს
 
5. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნა მი­ღებული, არქიტექტურული პროექტი, კონსტრუქციული ან/და ტექ­ნოლოგიური სქემა ჩაითვლება შეთანხმებულად. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დაცვა მოცემულ ობიექტთან მიმართებაში.
 
6. თუ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონს­ტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ათი წლის განმავლობაში არ იქნება გაცემული მშენებლობის ნე­ბართვა ან/და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებ­ლო­ბის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პი­რობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად და­სა­შვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეცვლას, გადაწყვეტილება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნო­ლო­გიური სქემის შეთანხმების შესახებ ითვლება ძალა­და­კარგულად.
 
 
თავი XI
 
მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
 
მუხლი 38. მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები
 
 1. დამკვეთი მშენებლობის ნებართვის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ინფორმაციას მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ
 
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის (ხაზობრივი ნაგებობის) თაობაზე;
 
ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით;
 
გ) არსებობის შემთხვევაში არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;
 
დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
 
ე) ობიექტის ადგილმდებარეობის მისამართი და საკადასტრო კოდი;
 
ვ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი;
 
ზ) შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის მონაცემები: სახელი/იურიდიული დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და პირადი ნომერი;
 
თ) დროებითი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში – გამოყენების მოთხოვნილი პერიოდი;
 
ი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია
 
3. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია არქიტექტურული პროექტის ფასადის ნაწილის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მაძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნებართვა შენობის ფასადების შეთანხმებული პროექტის გარეშე და სანებართვო პირობებით განუსაზღვროს ამ უკანასკნელის წარდგენის პირობები და ვადები, თუმცა ფასადების პროექტები წარდგენილი უნდა იქნეს შენობის ნულოვანი ეტაპის დასრულებამდე.
 
4. თუ ობიექტების მშენებლობა დაკავშირებულია მშენებლობის განხორციელების დასამუშავებელი დოკუმენტების დიდ მოცულობასა და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებები ზუსტდება დაპროექტების პროცესში, ასევე, თუ ობიექტები წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და სოციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებს ან მათ კომპლექსებს, რის გამოც შეუძლებელია ბოლო სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, სრულად დაკომპლექტებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი სააგენტოში წარდგენის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სანებართვო პირობებში განისაზღვრება ამ დოკუმენტების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს და შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას.
 
5. გრუნტის ზედაპირიდან ან შენობა-ნაგებობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუძიდან არანაკლებ 25 მეტრ სიღრმეზე გვირაბის (მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბის) ან სხვა მიწისქვეშა ნაგებობის მშენებლობის (გარდა ღია წესით მშენებლობისა) შემთხვევაში, ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.
 
6. ხაზობრივი ნაგებობის ან/და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ობიექტების, ელექტროსადგურის ან/და ქვესადგურის მშენებლობის შემთხვევაში, შესაბამის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს მიერ მისი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ობიექტად მიჩნევის შემთხვევაში, ნებართვის მაძიებლის მიმართვის საფუძველზე, შეიძლება გაიცეს პირობადებული მშენებლობის ნებართვა, თუ სააგენტოში წარდგენილი იქნება სამშენებლო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ტერიტორიის (მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების) კოორდინატები, UTM კოორდინატთა სისტემაში და ფაილების ელექტრონული ვერსიები (*.shp) ფორმატში, რა დროსაც სანებართვო პირობებში განისაზღვრება მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის ვადა. ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.
 
7. დამკვეთი სააგენტოში წარადგენს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ექვს ეგზემპლარს და დამატებით ერთ ციფრულ ეგზემპლარს.
 
მუხლი 39. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
 
1. მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქარ­თვე­ლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით და­დ­­გენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლი­ცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კა­ნონით დადგენილი წესით.
 
2. სააგენტო 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში, სააგენტო მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
 
3. სააგენტო ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.
4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გა¬რემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარ¬მოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. სააგენტო ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
 
5. სააგენტო, სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებულ ობიექტზე უარყოფითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
 
6. სააგენტოს სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებული ობიექტის ნებართვის გაცემის პროცესში, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უფლება აქვს ხელმეორედ ჩაუტაროს პროექტს საექსპერტო შეფასება. თუ განმეორებითი საექსპერტო დასკვნაც იქნება დადებითი, ისევე როგორც დამკვეთის მხრიდან განხორციელებული საექსპერტო დასკვნა, მაშინ საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურს გადაიხდის სააგენტო, წინააღმდეგ შემთხვევაში – დამკვეთი. არასწორი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
 
 7. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.
 
8. თუ მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა ისე, რომ მშენებლობა არ არის ნაწარმოები და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამო­ყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განა­შენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსი­მა­ლურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების, არქიტექ­ტუ­რული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქე­მის შეცვლას, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლოდ მიწის ნაკ­ვე­თის გამოყენების პირობები და არქიტექტურული პროექტის, კონს­ტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ცხად­დება ძალადაკარგულად.
 
9. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინის­ტრა­ციულ-სამართლებრივ აქტში და მის საფუძველზე გაცე­მულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტა­პები, რომელთა დასრულება საჭიროებს სათანადო ოქმის შედ­გენას.
 
მუხლი 40. მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს სააგენტოს მოვალეობები
 
1. სააგენტო ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ხოლო ადმინის­ტრაციული წარმოების ვადის გაშვების შემთხვევაში – ნებარ­თვის მაძიებლის მოთხოვნისთანავე „ლიცენზიებისა და ნებარ­თვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:
 
ა) ნებართვის მაძიებელს გადასცეს მშენებლობის ნებარ­თვის მოწმობა და დამოწმებული სამშენებლო დოკუმენტის მი­ნიმუმ სამი და დამკვეთის მოთხოვნით – მაქსიმუმ ექვსი კომ­პლექტი;
 
ბ) დაიტოვოს 2 დამოწმებული საკონტროლო ეგზემ­პლარი საარქივო და საზედამხედველო ფუნქციების შესასრუ­ლებლად;
 
გ) ციფრული ეგზემპლარი, მისი არსებობის შემთხვევაში, დაიტოვოს არქივისათვის.
 
მუხლი 41. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა
 
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მშენებლობის განხორ­ციელების დოკუმენტებში განსაზღვრული გონივრული ვადით.
 
2. მშენებლობის ნებართვის ვადის დინება იწყება მშენებ­ლობის ორგანიზების პროექტით გათვალისწინებული სამშე­ნებლო სამუშაოების დაწყების დღეს.
 
მუხლი 42. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება; მშენებლობის ნებართვა
 
1. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძე­ლება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობი­ექტზე არ არის განხორციელებული ისეთი სამშენებლო სამუ­შა­ოები, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად საჭირო­ებენ მშენებლობის ნებართვას.
 
2. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძე­ლებისათვის დამკვეთმა ან მისმა წარმომადგენელმა მშენებ­ლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს მშენებლობის ნებართვის მოქმე­დების ვადის გაგრძელების შესახებ, მიმართვას უნდა დაურ­თოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გო­ნივრული ვადა.
 
3. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელე­ბისას სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრა­ცი­ული კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად იღებს გადა­წყვეტილებას მშენებლობის ნებართვის გაცე­მის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მშენებ­ლო­ბის დასრუ­ლების თარიღის შეცვლის შესახებ, რის თა­ნახ­მადაც ცვლი­ლებები შედის სა­ნე­ბართვო მოწმობაში.
 
4. თუ დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი სააგენტოს გან­ცხადებით მიმართავს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მშენებლობის ახალი ნებართვის მიღება.
 
5. დამკვეთი ან მისი წარმომადგენელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას დაურ­თოს დარჩენილი სამუშაოების მშენებლობის ორგანიზების პრო­ექტი, მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გო­ნივრული ვადა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახ­დილი მოსაკრებლის ახალი ქვითარი.
 
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გასცემს მშენებ­ლობის ნებართვას.
 
7. სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში მშე­ნებლობის ნებართვა გაიცემა დადგენილების 48-ე მუხლის შესაბამისად.
 
მუხლი 43. სანებართვო მოწმობაში შესატანი ინფორმაცია
 
სანებართვო მოწმობაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
 
ა) შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის მისამართი ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვე­ვაში;
 
 ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადას­ტრო კოდი;
 
 გ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
 
 დ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;
 
 ე) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
 
 ვ) მშენებლობის ნებართვის ვადის დინების დაწყების თა­რიღი;
 
 ზ) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამო­ყე­ნების მიზანი;
 
 თ) მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედ­ვე­ლო­ბის) ეტაპები;
 
 ი) ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცე­მები;
 
 კ) სანებართვო პირობები;
 
 ლ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
 
მუხლი 44. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილებების შეტა­ნა
 
1. ამ დადგენილების 43-ე მუხლით განსაზღვრული ინფორ­მა­ციის შეცვლის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლებ­რივ აქტში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს ზოგადი ად­მი­ნისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
 
2. ამ დადგენილების 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში თუ სააგენტოში არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ. მითითებული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სააგენტოს აღნიშნული ვადის გაგრძელებისათვის მიმართავს მითითებული ვადის გასვლამდე იმ ვადით ადრე რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით საჭიროა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის.
 
თავი XII
 
სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებლო დოკუმენტი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი
 
მუხლი 45. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი; სამშენებ­ლო დოკუმენტი
 
1. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი არის ამ დადგენი­ლების მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული ან/და დამ­ტკიცებული დოკუმენტები/პროექტები, რომლებიც შეიცავს ტე­ქს­­­ტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და ამ დადგენილების შესა­ბამისად წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის სა­ფუძველს.
 
2. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმის, შე­თანხ­მებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის ან/და ამ დადგენილების შესა­ბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია/დო­კუ­მენტების საფუძველზე.
 
3. ამ დადგენილების 23-ე და 24-ე მუხლებით განსაზღვ­რულ შემთხვევებში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონ­ს­ტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის და ამ დად­გენილების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინ­ფორ­მაცია/დოკუმენტების საფუძველზე.
 
4. სამშენებლო დოკუმენტის პროექტში მითითებული უნ­და იყოს ფურცლების რაოდენობა და ყოველი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული ისე, რომ იძლეოდეს მისი განმახორ­ციელებელი შესაბამისი სამშენებლო საქმიანობის ძირითადი და მათ შორის, პასუხისმგებელი სპეციალისტების იდენტი­ფიცირების საშუალებას.
 
5. სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემადგენელი ნაწი­ლები შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი შეთავსებული სა­ხით (ერთ ფორმატში გაერთიანებული ან სხვადასხვა ფორ­მატში გადანაწილებული).
 
6. დამკვეთის გადაწყვეტილებით სამშენებლო დოკუმენ­ტის პროექტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს:
 
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
 
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას და/ან მაკეტს.
 
7. სამშენებლო დოკუმენტი არის სათანადო პირ(ებ)ის მიერ ხელმოწერილი/დამოწმებული სამშენებლო დო­კუ­მენტის პროექტი და მის საფუძველზე გაცემული მშენებ­ლობის ნე­ბართვის ერთობლიობა.
 
მუხლი 46. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
 
1. მშენებლობის ორგანიზების პროექტი არის სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტი. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის ორგანიზების პროექტის „ე“ ქვეპუნქტი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის განუყოფელი ნაწილია.
 
2. მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურად უნდა იქნეს ასახული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის:
 
ა) სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე;
 
ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, კერძოდ – მინიმ უმ 10 ეტაპი;
 
გ) სამშენებლო მოედნის გამიჯვნის გეგმა – მ 1:200 ან 1:100;
 
დ) საჭიროების შემთხვევაში, სამშენებლო მოედანზე სამშენებლო ტექნიკისა და საშენი მასალებისათვის განკუთვნილი ადგილი;
 
ე) მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით;
 
ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების ადგილები;
 
ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდები და ღონისძიებები;
 
 თ) დაფარული სამუშაოების, დათვალიერებისა და გამოცდის აქტების ჩამონათვალი, რაც მშენებლობის პროცესის დროს უნდა შედგეს.
 
 3. მშენებლობის წარმოების დროს საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში უნდა აისახოს მსგავსი სამუშაოების (მაგ.: სამშენებლო ტექნიკით ბეტონის მიწოდება) განხორციელების ოპტიმალური ვადა და დრო.
 
 4. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში, საჭიროების შემთხვევაში, უნდა აისახოს სპეციალური ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობას/სიმტკიცეს და არ გამოიწვევს მათი მდგრადობის/სიმტკიცის გაუარესებას.
 
თავი XIII
 
სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლილება და სამშენებლო
 
დოკუმენტის დარღვევა
 
მუხლი 47. სამშენებლო დოკუმენტის დასაშვები ცვლი­ლებები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნე­ბართვას
 
1. მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს სამშე­ნებ­ლო დოკუმენტის შემდეგი ცვლილებები:
 
 ა) შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციული ელემენტების ძირითადი გაბარიტების უმნიშვნელო შეცვლა, მაგრამ არა უმეტეს 0.1 მეტრისა (გარდა კოლონების ჰორიზონტალური კვეთის, საყრდენი კედლის სიგანის, რიგელების ვერტიკალური კვეთის, სართულშუა გადახურვის ფილებისა და კონსოლების კვეთის სიმაღლეების ცვლილებისა), რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება.
 
ბ) სართულის სიმაღლის ცვლილება მაქსიმუმ 0.2 მეტრით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო დოკუმენტით სამშენებლო რეგლამენტის მიხედვით განსაზღვრული კონსტრუქციული სისტემის მდგრადობის დასუსტება, ტექნიკური სართულის გადაქცევა არასრულ სართულად და არასრული სართულის გადაქცევა სრულ სართულად;
 
გ) ექსტერიერის გაბარიტების ცვლილება არა უმეტეს 0.4 მეტრისა;
 
დ) ინტერიერის არამზიდი და თვითმზიდი კონს­ტრუქ­ცი­უ­ლი ელემენტების გადაადგილება/შეცვლა ან/და დამატება/­მოკ­ლე­­ბა;
 
ე) შენობა-ნაგებობების ცალკეული ლოკალური საინჟინრო-კომუნალური სისტემების შეცვლა, დამატება ან მოკლება;
 
ვ) სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის შეცვლა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სხვა სამშე­ნებლო მასალებითა და პროდუქციით;
 
ზ) შენობა-ნაგებობების ისეთი ნაწილების გადაადგი­ლე­ბა/შეცვლა, რომლებიც ამ დადგენილების შესაბამისად არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას;
 
თ) შენობა-ნაგებობის მიწისპირა ან/და მიწისქვეშა ნაწი­ლის ჰორიზონტალური გადაადგილება გრუნტის ზედაპირ­თან მიმართებაში არა უმეტეს 1.0 მეტრისა;
 
ი) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის ვერტიკალური ცვლილება აბსოლუტურ ნულთან მიმართებაში არა უმეტეს 0.4 მეტრისა, რამაც არ უნდა გამოიწვიოს მიწისქვეშა სართულის მიწისპირა ან მიწისზედა სართულად გადაქცევა;
 
კ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებო­ბის საძირკვლის (წერტილოვანი, ლენტური და მონოლი­თური ფილის შემთხვევაში) დამატებითი ჩაღრმავება არა უმე­ტეს 0.5 მეტრისა;
 
ლ) გრუნტის თვისებებიდან გამომდინარე, შენობა-ნაგე­ბობის ხიმინჯებიანი საძირკვლის დამატებითი ან ნაკლები ჩაღრ­მავება გრუნტის მყარ ნაწილამდე.
 
მ) ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენ­ტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტე­მების შეცვლა, რაც არ იწვევს (ნაგებობის გაბარიტების ცვლი­­ლების მიუხედავად) საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას.
 
2. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში ამ მუხ­ლით განსაზღვრული შეტანილი ცვლილებები არ უნდა არღვევ­დეს სხვა სანებართვო პირობებს და არ უნდა ლა­ხავდეს მესამე პირთა უფლებებს.
 
3. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნ­ქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შე­ტა­ნის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია, შეცვლილი საპ­როექტო დოკუმენტაცია და სათანადო საექსპერტო დასკვნა წარუდგინოს სააგენტოს ცვლი­ლების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. სააგენტოს მიერ სამშენებლო დოკუმენტში შე­ტა­ნილი ცვლილების დადასტურება ხდება წერილობითი ფორ­მით. კო­რექტირებული პროექტი, საექსპერტო დასკვნა და შეთანხმე­ბის წერილი მშენებლობის ნებართვის განუყოფელი ნაწი­ლია და უნდა დაერთოს ამ დადგენილებით განსაზ­ღვრულ სამ­შე­ნებლო დოკუმენტის ყველა ეგზემპლარს;
 
4. სამშენებლო დოკუმენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) განსაზღვრული ცვლილებები შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურის დროს წარმოადგენს დასაშვებ ცვლილებებს და მათი დადასტურება ხდება ამ დადგენილების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
 
მუხლი 48. სამშენებლო დოკუმენტის ცვლილებები, რაც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა
 
1. გარდა 47-ე მუხლში განსაზღვრული შემთხვევებისა, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას.
 
2. სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
3. შეცვლილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის აღების საჭიროების შემთხვევაში, მისი აღების პროცედურა უნდა შეეხოს მხოლოდ იმ ნაწილებს, რომლებიც სამშენებლო დოკუმენტით არ ყოფილა განსაზღვრული.
 
4. თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად სამშენებლო დოკუმენტში განხორციელდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, ან/და წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, სააგენტო უფლებამოსილია, იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
 
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, მშენებლობის ნებართვის ან ახალი ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა. შ.) და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ ან/და სამშენებლო დოკუმენტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შესახებ. მშენებლობის ახალი ნებართვა გაიცემა უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით.
 
მუხლი 49. სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება
 
1. დამკვეთის მიერ სამშენებლო დოკუმენტის შეცვლა უნ­და მოხდეს საავტორო უფლებების დაცვით.
 
2. დამკვეთის დავალებით სამშენებლო დოკუმენტში ცვლი­ლებების შეტანის უფლებამოსილება აქვს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტის განმახორ­ციელე­ბელს საავტორო უფლებების დაცვით ან ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა სამშენებლო საქმიანობის ძირითად სპე­ცია­ლისტს (დამპროექტებელს) საავტორო უფლებების დაცვით.
 
თავი XIV
 
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები
 
მუხლი 50. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების განმსაზღვრელი მახასიათებლები
 
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები ხასიათდება რისკის მო­მე­ტე­ბული ფაქტორით.
 
 2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
 
ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;
 
ბ) მაგისტრალური გაზსადენის საკომპრესორო ან/და გაზგამანაწილებელი სადგური წარმადობით 3000 მ.კბ/სთ და მეტი;
 
გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინე­რალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;
 
დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავ­თობ- და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;
 
 ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი საწარმოები; 
 
 ვ) ქიმიური ბოჭკოს ან/და პოლიმერული მასალების მწარმოე­ბელი საწარმოები;
 
 ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომ­ლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგი­ების გამოყენებით;
 
თ) ცელულოზა ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;
 
ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარ­მოები;
 
კ) დღე-ღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირ­ტის საწარმოები;
 
ლ) ცივი ან/და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმო­ები;
 
მ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;
 
ნ) 1000 მ3 და მეტი მოცულობის მონოლითური ნაგებობა სეისმური ნაკერების გარეშე;
 
ო) შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობა-ნაგებობები;
 
პ) 50 მ ან/და მეტი სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 30 მ და მეტი ჩაღრ­მა­ვების მქონე ნაგებობა;
 
ჟ) ნაგებობა, რომლის მალის ან/და ფერმის ან/და სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე მეტია 24 მ-ზე;
 
რ) მეტროპოლიტენი;
 
ს) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი აირის საცავები – ტერმინალები, ავზების ჯამური მოცუ­ლობით 1000 მ3 და მეტი;
 
ტ) სატრანსპორტო გვირაბი;
 
უ) სა­ჰაერო-საბაგირო გზა;
 
ფ) ფუნიკულიორი;
 
ქ) წყალსაცავი 100 000 მ3 და მეტი მოცულობის;
 
ღ) საქართველოს რადიო-სარელეო სისტემის ანძები;
 
ყ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროები;
 
შ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით 4D (ასაფრენი ზო­ლის სიგრძე 1800 მ და მეტი და თვითმფრინავის ფრთების გაშ­ლის სიგანე 36 მ და მეტი) და მზიდუნარიანობით PCN 25 და მე­ტი;
 
ჩ) ელექტროქვესადგური 330 კ.ვოლტი და მეტი;
 
ც) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
 
ძ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი ნაგებობა;
 
წ) ელექტროსადგურები (თბოელექტროსადგური, ჰიდრო-ელექ­ტროსადგური 50 მვტ და მეტი);
 
ჭ) მაგისტრალური ნავთობსადენი;
 
ხ) მაგისტრალური გაზსადენი;
 
ჯ) 154 კვ.-დან 330 კვ. და მეტი ელექტროგადამცემი ხაზები;
 
ჰ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა;
 
1) მაგისტრალური რკი­ნიგზა;
 
2) სამე­ლი­ო­რაციო და საირიგაციო სისტემები (წყალმიმღები ნაგებობა და მაგისტრალური არხები);
 
3) წყალარინების მილი დიამეტრით 1 500 მმ ან/და გამწმენდი ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ3 და მეტი წარმადობით;
 
4) წყალსადენი 25 და მეტი ატმოსფერო და 1 400 მმ და მეტი დიამეტრით ან/და წყალმომარაგების სათაო ნაგებობები დღე-ღამეში 5000 მ3 და მეტი წარმადობით.
 
მუხლი 51. მშენებლობის ნებართვის გაცემა
 
1. მშენებლობის ნე­ბარ­თვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 
2. ახალი მშენებლო­ბი­სათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამ­შე­ნებლოდ გამოყენების პირობების, სამშენებლო დოკუმენ­ტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძ­ველ­ზე.
 
3. შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, შენობა-ნაგებობის მზიდი ელემენტებისა და ქსელების რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დო-კუმენტის პროექტისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
 
4. ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ შემდეგი მახასიათებლები მშენებლობა წარმოებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. აღნიშნული მახასიათებლებია:
 
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
 
ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
 
გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
 
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
 
ე) ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი);
 
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
 
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
 
თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
 
ი) გაზმომარაგების (გაზგანაწილების) სისტემების (დაბალი წნევის) გაზსადენი;
 
კ) წყალსადენი 10 ატმოსფერომდე, 500 მმ-მდე დიამეტრით;
 
ლ) წყალარინების მილი დიამეტრით 600 მმ-მდე დიამეტრით;
 
 მ) ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩი­ხი/გასასვლელი.
 
 ნ) 1-20 კვ-მდე ელექტროგადამცემი ხაზი;
 
 ო) 1 კვ-მდე ელექტროგადამცმი ხაზი;
 
 პ) ლანდშაფტური მშენებლობა;
 
 ჟ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა;
 
 რ) ბანკომატის განთავსება;
 
 ს) საჩრდილობლის მოწყობა;
 
 ტ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება;
 
უ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა;
 
ფ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება;
 
 ქ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა;
 
ღ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;
 
ყ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა;
 
შ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა;
 
ჩ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება;
 
ც) აბრებისა და რეკლამების განთავსება;
 
ძ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ;
 
ჭ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
 
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს შემდეგი წესით:
 
ა) მშენებლობა წარმოებს ნე­ბართვის მიღების გარეშე, წერილობითი დადასტურების საფუძველზე. მშენებლობის მწარმოებელი ვალდე­ბულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამ­შენებლო რეგლამენტებით გათვა­ლის­­­წინებული მოთხოვნები.
 
ბ) მშენებლობის მწარმოე­ბელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შე­სა­ხებ განცხადებით აცნობოს სააგენტოს.
 
გ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„დ“ და „ვ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია:
 
გ.ა) გან­ცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგის­ტრაციის შესახებ;
 
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთ­რების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
გ.გ) განცხადებას ასევე უნდა დაერთოს:
 
გ.გ.ა) შენობა – ნაგებობის განთავსების ადგილის ტოპოგრაფი­ული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
 
გ.გ.ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
 
დ) კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინ­ჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთ­ვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხა­დებას თან უნდა დაერთოს:
 
დ.ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბი­ნის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზო­გადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში _ ასევე ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
 
დ.ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბ­მუ­ლო­ბის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონ­ტაჟის ტრასის პროექტი;
 
დ.გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვე­ნებით.
 
ე). გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალის­წინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გა­რე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა გან­ცხა­დებას უნდა და­ურთოს:
 
ე.ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
 
ე.ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფი­ული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
 
ე.გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
 
ვ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის გან­კუთვნილი 3 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების მშე­ნებ­ლო­ბა/მონტაჟის შემთხვევაში უნდა დაერთოს განცხადებას:
 
ვ.ა) გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენო­ბა-ნაგებობების ან/და დანადგარის განთავსების ადგილის ტო­პოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
 
ვ.ბ) შენობა-ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
 
ზ) ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ზ.ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე;
 
 ზ.ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონს­ტრუ­ქ­ციების პროექტი;
 
ზ.გ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა.
 
თ) ლანდშაფტური მშენებლობისას განცხადებას თან უნ­და დაერთოს:
 
თ.ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამა­დას­­ტურებელი დოკუმენტი;
 
თ.ბ) ხე-ნარგავების ინვენტარიზაციის გეგმა (განმარტებითი ბა­­რათით და ხე-ნარგავების აღწერის მონაცემთა ცხრილით);
 
თ.გ) დენდროპროექტი;
 
თ.დ) ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი ლანდშაფტის კე­თილ­­მოწყობის გეგმა (მასშტაბი 1:2000).
 
ი) სააგენტო 5 დღის ვა­და­ში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველ­ზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონ­ტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
 
კ) თუ ხუთი დღის ვადაში სააგენტო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესა­კუთ­რე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებ­ლობა.
 
ლ) ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
 
მ) უნებართვო მშენებლობად არ ჩაითვლება მშენებლობის/მონტაჟის განხორციელება ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დარღვევით, თუ სააგენტო წერილობით დაადასტურებს დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შესაძლებლობას.
 
6. ამ დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ შემდეგი მახასიათებლები მშენებლობა წარმოებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. აღნიშნული მახასიათებლებია:
 
ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-მდე ფართობის), 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
 
ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
 
გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე;
 
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონს­ტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 7 მ-ისა;
 
ე) 1000 მ3-მდე მოცულობის წყალსაცავი;
 
ვ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯა­მუ­რი მოცულობით 100 მ3-მდე;
 
ზ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია;
 
თ) მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული დროე­ბითი შენობა ან/და ნაგებობა.
 
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს შემდეგი წესით:
 
ა) შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებარ­თვა გაიცემა დადგენილების VIII–XIII თავების შესაბამისად და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
 
 ბ) შენობა-ნაგებობის ახალი მშენებლობი­სათვის მშენებლობის ნებართვა გაიცემა მიწის ნაკვეთის სამშენებ­ლოდ გამოყენების პირობებისა და სამშენებლო დო­კუმენტის პროექტის საფუძველზე.
 
 გ) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მშე­ნებ­ლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დოკუმენტის პრო­ექტის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შე­თანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემისა და დამატებით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების საფუძველზე იმ შემ­თხვევაში, როდესაც რეკონსტრუქცია იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას.
 
დ) შენობა-ნაგებობის მზიდი ელემენტებისა და ლოკალური საერთო სარგებლობის ქსელების რეკონს­ტრუქ­ციის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დო­კუ­მენტის პროექტის საფუძველზე.
 
ე) ექსტერიერის რეკონსტრუქციის მშენებლობის ნებარ­თვა გაიცემა შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის, კონს­­ტრუქ­ციული ან/და ტექნოლოგიური სქემის საფუძველზე.
 
ვ) შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუ­შა­ოების მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამშენებლო დო­კუ­მენტის პროექტის საფუძველზე.
 
მუხლი 52. სამშენებლო დოკუმენტის პროექტი
 
1. სამშენებლო დოკუ­მენტის პროექტი მოიცავს:
 
ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისა­მართს;
 
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში);
 
გ) მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დას­კვნას;
 
დ) განმარტებით ბარათს;
 
ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს:
 
ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
 
ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფარ­­­თობს;
 
ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმ­ჭიდ­როვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენია­ნე­ბის ფართობის ჩვენებით;
 
ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფარ­თობს;
 
ე.ე) შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში;
 
ე.ვ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმაღლეს;
 
ე.ზ) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფარ­თობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფა­ცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საგაზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდე­ბისა და ლო­ჯიების) ფართობებს; 
 
ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით;
 
ზ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმას მისი საკა­დასტრო საზღვრებისა და არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების ჩვენებით;
 
თ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას (მაგ.: სადაც ნაჩვენებია მიწის ნაკვე­თის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნა­ლური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავ­სება, მისასვლელი გზების, ავტოსადგომების, ღობეების, გამ­წვა­ნებისა და სხვა ნაწილების ასახვა); მასშტაბი 1:500 ან 1:1000;
 
ი) შენობის ყველა სართულის გეგმებს (საკადასტრო სა­ზღვ­რის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენე­ბით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუ­ტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში);
 
კ) შენობის სახურავის გეგმას (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით);
 
ლ) შენობის მახასიათებელ ჭრილებს (საკადასტრო სა­ზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების, ია­ტა­კის მოპირკეთების ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშ­ნულ­თან მიმართებაში);
 
მ) შენობის ყველა ფასადის ნახაზს მისი მოსაპირკე­თებელი მასალის, ფასადზე არსებული არქიტექტურული დე­ტა­ლებისა და ფასადის ფერების განსაზღვრით;
 
ნ) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსე­ბული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემა­ტური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა);
 
ო) საჭიროების შემთხვევაში, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) განშლების სქემატურ ნახაზებს შენობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ჩვენებით;
 
პ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმას;
 
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტო­რიის კეთილმოწყობის პროექტს;
 
რ) საჭიროების მიხედვით ძირითად საინჟინრო-კომუნა­ლურ ქსელებთან მიერთების პროექტ(ებ)ს;
 
ს) შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების პროექტებს;
 
ტ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პრო­ცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
 
უ) მშენებლობის ორგანი­ზების პროექტს, ამ დადგენილე­ბის შესაბამისად.
2. ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემ­თხვევაში სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს:
 
ა) თავფურცელს – ობიექტის დასახელებასა და მისა­მართს;
 
ბ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს (ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში);
 
გ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას/დასკვნას;
 
დ) განმარტებით ბარათს;
 
ე) ხაზობრივი ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს;
 
ვ) სიტუაციურ გეგმას სათანადო დეტალიზაციით;
 
ზ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმას, არსებული საინჟინრო კომუნიკაციების ჩვენებით;
 
თ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ისათვის საჭირო ტერიტორიის ტოპოგრაფიულ გეგმაზე ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მიწის ნაკ­ვეთ(ებ)ზე განთავსების გეგმას;
 
ი) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის გეგმებს;
 
კ) ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მახასიათებელ ჭრილებს;
 
ლ) საჭიროების შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის ხედების/ფასადების სქემატურ ნახაზებს;
 
მ) საჭიროების შემთხვევაში, ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ი­სა­თვის საჭირო ტერიტორიის გრუნტის ზედაპირისა და ძი­რი­თა­დი საინჟინრო კომუნიკაციების ცვლილების გეგმას;
 
ნ) ხაზობრივი ნაგებობის კონსტრუქციულ პროექტს, რო­მე­ლიც შედგება ხაზობრივი ნაგებობის ძირითადი კონსტრუქ­ციული სისტემის დეტალური პროექტისაგან;
 
ო) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოო პრო­ცეს(ებ)ის ტექნოლოგიურ სქემას;
 
პ) მშენებლობის ორგა­ნიზების პროექტს, ამ დადგენი­ლე­ბის შესაბამისად.
 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „რ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები წარმოდგენილი უნდა იყოს ნახაზების სახით:
 
ა) ძირითადი ნახაზებისათვის – 1:50; 1:100 ან 1:200 მასშტაბით;
 
ბ) დეტალური ნახაზებისათვის – 1:1; 1:2; 1:5; 1:10 ან 1:20 მასშტაბით.
 
4. შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუ­მენტის პროექ­ტი შესაძლებელია დამატებით მოიცავდეს ელექ­ტრონულ ვერსიას.
 
5. დამკვეთის გადაწყვეტილებით სამშენებლო დოკუმენტის პროექტი შესაძლებელია და­მატებით მოიცავდეს:
 
ა) ტერიტორიის ფოტოებს;
 
ბ) ციფრულ ვიზუალიზაციას, პროექტის ელექტრონულ ვერსიასა და/ან მაკეტს.
 
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექ­ტის ნაწილები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შეთავ­სებული სახით.
 
7. ამ დადგენილების 51-ე მუხლის მე-6 პუნქტში მოცემული მახასიათებლების მქონე შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის დოკუმენტის პროექტი მოიცავს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემულ დოკუმენტაციას, გარდა, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაციისა.
 
მუხლი 53. სანებართვო პირობები
 
1. მშენებლობის ნებარ­თვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები:
 
ა) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარ­ღვევის გარეშე;
 
ბ) აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით;
 
 გ) მშენებლობის დოკუმენტით გათვალისწინებული მშე­ნებ­ლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგე­ნილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;
 
დ) შეასრულოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენ­ტებით განსაზღვრული ყველა სამშენებლო სამუშაო;
 
ე) მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან ერთი წლის ვადაში განახორციელოს ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება;
 
ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
 
თავი XV
 
მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების პროცესი
 
მუხლი 54. მშენებლობის დაწყება
 
სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ნებართვის მფლობელი ვალდებულია სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
 
მუხლი 55. სამშენებლო მოედანი და მშენებლობის პრო­ცესის უსაფრთხოება
 
1. ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე ამ დად­გენილების შესაბამისად უნდა მოეწყოს სამშენებლო მო­ედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
 
2. სამშენებლო მოედნის ტერიტორია და მისი საზღვრები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტე­ბით.
 
3. სამშენებლო მოედნის საზღვრები, როგორც წესი, უნდა მოექცეს მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
 
4. იმ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო მოედნის საზღვ­რები არ არის საკმარისი სამშენებლო საქმიანობის გან­სახორციელებლად და ამისათვის არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა, მაშინ იმ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების ან/და საზოგადოებრივი ტერიტორიის/სივრცის გამოყენება, რომელსაც არ ფლობს საკუთრებაში მშენებლობის ნებართვის მფლო­ბელი, განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელიც მშე­ნე­ბლობის ნებართვის მფლობელსა და ამ მიწის ნაკვეთების ან/და საზოგადოებრივი სივრცეების/ტერიტორიების მესაკუთ­რეებს შორის არის გაფორმებული. ადგილობრივი თვითმმარ­თველობის ორგანოები ადგენენ საზოგადოებრივი ტერიტო­რი­ის/სივრცის დროებითი სარგებლობის წესს.
 
5. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოსა­ზღვ­რე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს არა აქვთ უფლება შეუზღუდონ მშენებლობის ნებართვის მფლობელს სამშენებ-ლო საქმიანობის განხორციელება.
 
6. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საზოგა­დო­ებრივი სივრცეების/ტერიტორიების გამოყენებისას გათვა­ლის­წინებულ უნდა იქნეს საზოგა­დო­ებრივი სივრცე­ების/ტე­რიტორიების მინიმალური შეზღუდვების შესაძლებლობა და ზიანის თავიდან აცილების პირობები, აგრეთვე მესამე პირთა ინტე­რესები.
 
7. სამშენებლო მოედნის მოწყობა უნდა განხორციელდეს სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთ­ხოვნათა დაცვით.
 
8. სამშენებლო მოედანზე ყველა ის ადგილი, სადაც მესა­მე პირები შეიძლება სამშენებლო საქმიანობისაგან დაზი­ანდნენ, უნდა შემოისაზღვროს და აღინიშნოს გამაფრთხი­ლებელი ნიშ­ნებით.
 
9. სამშენებლო სამუშა­ო­ების დაწყებამდე სამშენებლო მოედანი უნდა შემოისაზღვროს უსაფრთხოების დამცავი ღობით და აღიჭურვოს სათა­ნადო განათებით. ღობე მოწყობილი უნდა იყოს ისე, რომ დაი­ცვას მესამე პირ(ებ)ი ჩამოვარდნილი საგნებისაგან.
 
10. სამშენებლო მოედანზე განხორციელებული ღონის­ძიებები უნდა უზრუნველყოფდნენ შესაბამისი სამშენებლო საქ­მიანობის სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვ­ნებს, მათ შორის:
 
ა) მის სისუფთავეს და არ დაუშვებენ მიმდებარე მიწის ნაკვეთებისა და ქუჩების დაბინძურებას, აგრეთვე ამ ქუჩების გზის საფარის დაზიანებას;
 
ბ) სამშენებლო მოედანზე არსებული ძირითადი და სა­ერთო სარგებლობის საინჟინრო კომუნიკაციების/ნაგებო­ბების დაცვას;
 
გ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას;
 
დ) სათანადო სამუშაო ჰიგიენური პირობების დაცვას;
 
ე) სამუშაოების წარმოების უსაფრთხოებას;
 
ვ) საწარმოო ნარჩენებით, ჩამდინარე წყლებითა და ჰაე­რის დამტვერიანებით მიმდებარე გარემოს, მათ შორის ქუჩე­ბისა და საზოგადოებრივი სივრცეების დაბინძურების თავი-დან აცილებას;
 
 ზ) სამუშაოთა წარმოებას ხმაურისა და ვიბრაციის დონის დასაშვებ ფარგლებში.
 
11. სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის განხორციელებამდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი გათიშვა ელექტრომომარაგების, ბუნებრივი აირით მო­მარაგების, წყალმომარაგებისა და საარინებლების ძირითა­დი საინჟინრო-კომუნალური ქსელებიდან, მაგრამ გათიშვამდე მინიმუმ ათი დღით ადრე დამკვეთმა უნდა შეატყობინოს შესა­ბამის ძირითად საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელ კომპანიებს გათიშვის შესახებ. ძირითად საინჟინრო-კომუ­ნა­ლური ქსელების მფლობელ კომპანიებს უფლება აქვთ გათიშვის პროცესს გაუწიონ ტექნიკური ზედამხედველობა.
 
12. შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის შემდეგ სამშე­ნებლო მოედანზე დატანილი შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკ­ვალვის მონაცემები გადატანილ უნდა იქნეს ფუძეზე და სა­ძირკვ­ლების დასრულებამდე უნდა იყოს დაცული.
 
13. სამშენებლო მოედანზე უნდა დამაგრდეს საზოგადოებ­რივი სივრცეებიდან აღქმადი საინფორმაციო დაფა ამ დადგე­ნილების მოთხოვნათა შესაბამისად.
 
მუხლი 56. სამშენებლო მოედნის მომიჯნავე მიწის ნაკ­ვეთებზე განსახორციელებელი ღონისძიებები
 
1. თუ სამშენებლო მოედანი დაზიანდა, ან შესაძლებელია დაზიანდეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებიდან გამოწვეული წყლის გაჟონვით, გრუნტის მოცურებითა და სხვა ბუნებრივი ან ხელოვნური ზემოქმედებით, ამ შემთხვევაში ასეთი მო­მიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მესაკუთრე(ებ)ს/მოსარგებ­ლე(ებ)ს არა აქვს უფლება ხელი შეუშალოს აუცილებელი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას მათ საკუთრება­ში/სარ­გებ­ლობაში არსებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, ამასთანავე შესაბა­მისი საჭირო ღონისძიებების განხორციელების შემდგომ ასეთი მო­მიჯნავე მიწის ნაკვეთ(ებ)ი მოყვანილ უნდა იყოს დაზია­ნე­ბამდე არსებულ მდგომარეობაში.
 
2. სამშენებლო მოედანზე მშენებლობის მიმდინარეობის დროს მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელებულმა ღო­ნისძიებებმა არ უნდა შეუქმნან საფრთხე მშენებლობას. თუ ასეთი მაინც მოხდა, ამ შემთხვევაში სამშენებლო მოედნის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა/მოსარგებლეებმა თავად უნდა გამოასწორონ იგი.
 
მუხლი 57. მშენებლობის განხორციელების პროცესის რი­გი­თობა და ეტაპები
 
1. მშენებლობის განხორციელების პროცესი იყოფა რიგე­ბად, ხოლო რიგები – ეტაპებად.
 
2. მშენებლობის განხორციელების პროცესის რიგითობა და ეტაპები განისაზღვრება მშენებლობის განხორციელების დო­კუმენტებით.
 
3. შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებში უნდა განისაზღვროს მშენებლობის განხორციე­ლების პროცესის სულ მცირე ორი რიგი:
 
 ა) I რიგი – მშენებლობის განხორციელების მოსამზა­დებელი სამუშაოები;
 
ბ) II რიგი – მშენებლობის განხორციელების ძირითადი სამუ­შაოები.
 
მუხლი 58. მშენებლობის განხორციელების მოსამზადე­ბელი რიგის სამუშაოები და ეტაპები
 
1. მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი რიგის სამუშაოები შედგება ორი, ხოლო გრუნტის ზედაპირის ცვლი­ლების შემთხვევაში სამი ეტაპისაგან:
 
ა) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირე­ბულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, შესანარჩუნებელი მწვანე ნარგავების დაცვასა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუ­ნიკა­ციების გადატანასთან;
 
ბ) შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება;
 
გ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების შემ­თხვევაში გრუნტის შეცვლილი ზედაპირის შემდეგ შენობა-ნა­გე­ბობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების და­ფიქსირება.
 
2. მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს როგორც ორგა­ნი­ზაციულ ღონისძიებებს, ისე სამშენებლო მოედნის გარე და შიდა სამუშაოებს, რომელიც უნდა შესრულდეს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესაბამისად.
 
მუხლი 59. მშენებლობის განხორციელების ძირითადი რი­გის სამუშაოები და ეტაპები
 
1. შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძი­რითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად:
 
ა) შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები;
 
ბ) შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
 
გ) შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშა­ოები;
 
დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენო­ბა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე;
 
ე) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან მაქსიმუმ ყოველ 7.0 მეტრ სიმაღლეზე (სართულების შემთხვევაში სარ-თულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა;
 
ვ) შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწ-ყობა;
 
ზ) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა;
 
თ) შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებ­ლო­ბის საინჟინრო-კომუნალური ქსელების მოწყობა;
 
ი) ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი;
 
კ) შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაო­ები;
 
ლ) კეთილმოწყობის სამუშაოები.
 
2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის სამუშაოები იყოფა შემდეგ ეტაპებად:
 
ა) მიწის სამუშაოები (მაგ.: მიწის ვაკისის, თხრილების, არ­ხების, ჭების მოწყობა);
 
ბ) ხაზობრივი ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები;
 
გ) როსტვერკის მოწყობის სამუშაოები;
 
დ) მილსადენის, საკაბელო ან საბაგირო ხაზებისა და სხვა სადენების მოწყობის სამუშაოები;
 
ე) ბურჯებისა და საყრდენების მოწყობის სამუშაოები;
 
ვ) მალების მოწყობის სამუშაოები;
 
ზ) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხაზობ­რივი ნაგებობის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოები (მაგ.: ანძები, სადგურები, ქვესადგურები, გამანაწილებელი პუნქტები, საცა­ვე­ბი, ტერმინალები ან/და სხვა შენობა-ნაგებობები);
 
თ) საფარის, ფენილის ან ლიანდაგის მოწყობის სამუ­შაოები;
 
ი) ხაზობრივი ნაგებობის გამოსაცდელი სამუშაოები;
 
კ) კეთილმოწყობის სამუშაოები.
 
3. მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებით შე­სა­­ძ­­­­ლე­­ბელია მშენებლობის განხორციელების ძირითადი რიგის ეტაპების გაერთიანება და დაყოფა.
 
4. ამ დადგენილების 48-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამშენებლო ობიექტზე უკვე განხორციელებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმის შედგენა სავალდებულო არ არის, შესაბამისად, ნებართვის მფლობელს ეკისრება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენის ვალდებულება.
 
მუხლი 60. მშენებლობის ეტაპის დასრულება
 
1. სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპის დასრულებისას ნებართვის მფლობელი ვალ­დებულია, შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმი სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვა­ლიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
 
2. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწე­რენ დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლება­მოსილი წარმომადგენელი და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი.
 
3. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ შედგენილი ოქ­მი წერილობითი სახით წარმოდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში სათანადო ეტაპის დასრულების შემდეგ, სადაც რეგისტრაციის შემდეგ არის იგი იურიდიული ძალის მქონე დო­კუმენტი.
 
4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოქმის შემდგენელს. ოქმის შეუდგენლობა ან ოქმში არასწორი მონაცემების შეტანა გამოიწვევს საქართველოს კანონით – პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
 
5. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და უცხოური დაფინანსების მონაწილეობით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, ინვესტიცია, კრედიტი), და რომელთა მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების ან/და ტენდერის საფუძველზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ან/და ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით შერჩეული საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ ან დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული, სამსახურების მიერ.
 
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ობიექტების მშენებ­ლობების საბოლოოდ დასრულებისას, მშენებლობის ნებართვის მფლო­ბელის მიერ სააგენტოს წარედგინება საბოლოო დოკუმენტი, რომე­ლიც ადასტურებს ობიექტის სრულ შესაბამისობას საპროექტო დო­კუ­მენტაციის ნორმებსა და სტანდარტებთან. აღნიშნული დოკუმენ­ტი, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მთელი მშენებლობის გან­ხორ­ციელების პერიოდში დადგენილი წესით შესრულებული სამშე­ნებ­ლო სამუშაოების დასრულების აქტების, სხვა საჭირო დოკუმენ­ტაციისა და გამოყენებული მასალების შესაბამისობის სერტიფიკა­ტებისა და მათი შენახვის ადგილსამყოფელის შესახებ.
 
 
თავი XVI
 
მშენებლობის კონსერვაცია
 
მუხლი 61. მშენებლობის კონსერვაცია
 
1. დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობი­ექტის კონსერვაცია, რის შესახებაც უნდა ეცნობოს სააგენტოს.
 
2. კონსერვაცია გულისხმობს ობიექტის მდგრადობის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების დაცვას, მისი კონს­ტრუქციული ელემენტების დაუზიანებლად შენარჩუნებას, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო ღონისძიებათა შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას, ამასთან, მოსაზღვრე შენობე-ბისა და ტერიტორიების უსაფრთხოებას.
 
3. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს:
 
ა) სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებ­ლო სამუშაოების შესრულების შეჩერებას;
 
ბ) კონსერვაციის პირობების განსაზღვრას და კონსერვაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას;
 
გ) დამკვეთის მიერ ობიექტის პერიოდულ დათვალიერე­ბას უსაფრთხოების მიზნით.
 
4. მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პირობები განისაზღვრება შესაბამისი სამშენებლო რეგლამენტების მოთ­ხოვნათა დაცვით. 
 
5. ობიექტის კონსერვაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ მოხდეს მისი ფიზიკური ცვეთა, კერძოდ:
 
ა) ობიექტიდან გატანილი უნდა იქნეს ნაგავი და სამ­შენებლო ნარჩენები;
 
ბ) ობიექტი უნდა მოწესრიგდეს ისე, რომ არ მოხდეს ლითონის კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და ელემენტების კოროზია; რკინა-ბეტონის კვანძები ბეტონით უნდა დაიფაროს;
 
გ) საძირკველი და ქვაბული დაცული უნდა იქნეს ფერ­დე­ბის ჩამოქცევის, ასევე ატმოსფერული ნალექებისა და წყლის დაგ­როვებისაგან;
 
დ) ობიექტსა და სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნები;
 
ე) ყოველგვარი მასალა (ფიცრები, ყალიბები, ცემენტი, გაჯი და სხვ.) ისე უნდა დასაწყობდეს, რომ არ მოხდეს მათი ჩამოვარდნა, ჩამოცვენა, გაფრქვევა, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ან დაზიანება, არ მოჰყვეს სხვა გაუთვალისწინე­ბელი შედეგები;
 
ვ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი);
 
ზ) მშენებარე ობიექტი არ უნდა იქნეს გამოყენებული საწ­ყობად, სათავსად, დროებით საცხოვრებლად, სხვა დანიშ­ნულებით;
 
თ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამშენებლო მოედანზე დაშვებულ პირთა უსაფრთხოება;
 
ი) ამწე-მექანიზმები მოყვანილი უნდა იქნეს ისეთ მდგო­მარეობაში, რაც უზრუნველყოფს უარყოფითი შედეგების თა­ვიდან აცილებას ნებისმიერი ამინდის პირობებში;
 
კ) საინფორმაციო დაფაზე გაკეთდეს თვალსაჩინო აღ­ნიშვ­ნა ობიექტის კონსერვაციის შესახებ;
 
ლ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილებსა და შემ­თხვევებში ობიექტი უნდა შეიფუთოს დამცავი ბადით. ცვეთის შესაბამისად, პერიოდულად, უნდა მოხდეს დამცავი ბა­დის განახლება-გამოცვლა, ასევე – უსაფრთხოების ღობის გა­ნახ­ლება-გადაღებვა;
 
მ) ნებართვის მფლობელმა/დამკვეთმა რეგულარულად, დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად საჭირო პერიო­დუ­ლობით უნდა შეამოწმოს დაკონსერვებული ობიექტი.
 
6. დამკვეთის მიერ მშენებარე ობიექტის კონსერვაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში და სააგენტოსადმი შეტყობინებაში უნდა განისაზღვროს მშენებარე ობიექტის კონსერვაციისათვის მოთ­ხოვნილი ვადა და შესაბამისი სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრული ობიექტის კონსერვაციის პირობები.
 
7. შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანი­სას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს ნე­ბართვის მფლობელი/დამკვეთი და კონკრეტული ობიექტი­სათვის სააგენტოს უფლებამოსილი პასუხი მგებელი პი­რ(ებ)ი. სააგენტოს წარმომად­გენელთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში კონსერ­ვაციის ოქმი დგება დამკვეთის მიერ, რომელიც ძალაშია მისი სააგენტოში წარდგენისთანავე.
 
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის საგენტოში წარდგენის დღიდან მშენებლობის ნებართვის ვადის დინება ითვლება შეჩერე­ბუ­ლად. მშენებლობის ნებართვის ვადის დინება გრძელდება კონ­სერვაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ.
 
9. შენობა-ნაგებობის კონსერვაცია შესაძლებელია არა უმე­ტეს სამი წლისა, ხოლო განსაკუთრებული სამშენებლო რეგუ­ლირების ზონაში კი – არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
 
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვ­ლის შემდეგ დამკვეთი ვალდებულია გააგრძელოს დაკონსერ­ვებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა ან მოახდინოს დე­მონტაჟი.
 
11. იმ მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, რამაც გა­მოიწვია ობიექტის კონსერვაცია, მიღებულ უნდა იქნეს გადა­წყ­ვეტილება მშენებლობის გაგრძელების შესახებ, რომელიც უნდა ეცნობოს სააგენტოს.
 
12. მშენებლობის პროცესის გაგრძელება უნდა განხორ­ციელ­დეს კანონმდებლობის, კერძოდ, ამ დადგენილებისა და სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით.
 
13. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება, მათ შორის, ისეთ დანგრეულ, დამწვარ და ექსპლუატაციაში მისაღებად გამოუსადეგარ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა დემონტაჟი არ არის გათვალისწინებული.
 
14. ამ მუხლით განსაზღვრული კონსერვაციის რეჟიმი არ ვრცელდება სააგენტოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ დემონტაჟის სამუშაოებზე.
 
 თავი XVII
 
სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა და პასუხისმგებლობა
 
მუხლი 62. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა
 
1. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა არის სააგენტოს მიერ განხორციელებული სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონტროლი, ასევე უნებართვო ან კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის გამოვლენა და მასზე კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება.
 
2. მშენებლობის დამკვეთის მიერ დარღვევის გამოს­წო­რების მიზნით სააგენტოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტი­ლების სა­ფუძველზე შესასრულებელ სამუშაოებს არ ესა­ჭიროება მშე­ნებლობის ნებართვა.
 
მუხლი 63. პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის უსაფრთხოებისა და დოკუმენტაციის სისწორისათვის
 
1. დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს.
 
2. ამ დადგენილების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს, რომელიც ხელის მოწერით ადასტურებს შედგენილი დოკუმენტის სისწორეს.
 
3. სააგენტო ამოწმებს დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობისათვის.
 
4. მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, შესაბამისი დოკუმენტის ავტორს (შემსრულებელს) და მშენებლობის უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელ პირს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
თავი XVIII
 
შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
 
მუხლი 64. ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა
 
1. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.
 
2. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება დამკვეთს არ ეკისრება ექსტერიერისა და ქსელების რეკონსტრუქციის შემთხვევაში.
 
3. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
 
4. შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტ(ებ)ი, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია სანებართვო პირობების შესაბამისად, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ექსპლუატაციაში.
 
5. შესაძლებელია საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს მშენებლობის დამკვეთი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარდგენილი, ამ დადგენილების 65-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
 
მუხლი 65. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა
 
1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.
 
2. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის სააგენტოს ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი მიმართავს განცხადებით.
 
3. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;
 
ბ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი (გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა);
 
გ) შენობა-ნაგებობებში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ;
 
4. შენობა‑ნაგებობის (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის სააგენტოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;
 
ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მითითებით) 3 ეგზემპლარად და განმარტებითი ბარათი;
 
გ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ;
 
დ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირება) მზადყოფნის შესახებ;
 
ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.
 
5. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს:
 
ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;
 
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:
 
ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა;
 
ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები.
 
6. თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.
 
7. თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
 
მუხლი 66. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება
 
1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
 
2. სააგენტო შენობა-ნაგებობის საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას და ექსპლუატაციაში მიღებას ახორციელებს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რომლის დროსაც დამკვეთი ვალდებულია, უზრუნველყოს ობიექტზე სააგენტოს წარმომადგენლის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა. ადმინისტრაციული წარმოება იწყება ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნის შესახებ უფლებამოსილი პირის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო:
 
ა) ამოწმებს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;
 
ბ) ახორციელებს საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას;
 
გ) ახორციელებს შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
 
დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;
 
ე) გამოსცემს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ან უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
 
3. საბოლოო ინსპექტირების განხორციელების პროცესში დაფიქსირებული დარღვევების დადგენილი წესით აღმოფხვრის შემდგომ, დამკვეთის მიერ ხელახალი მიმართვის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, განმეორებით ჩაატაროს შენობა-ნაგებობის ინსპექტირება/შემოწმება.
 
4. გადაწყვეტილება ამ დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მიიღება განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში;
 
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გამოცემული შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ექსპლუატაციაში მიღებულად და ნებართვის მფლობელის მოთხოვნისთანავე სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ.
 
6. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება სანებართვო პირობების შესრულების ან/და დასაშვები ცვლილებების დადასტურება. აქტი გამოიცემა 3 ეგზემპლარად და მას თან ერთვის აქტის გამომცემი ორგანოს მიერ სათანადოდ დამოწმებული ექსპლუატაციაში მიღებული შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები.
 
7. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას აქვს სტრუქტურული ხარვეზ(ებ)ი, აღნიშნულზე პასუხიმგებლობა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე ეკისრება არქიტექტორს (არქიტექტურულ კომპანიას); კონსტრუქტორს, სამშენებლო კომპანიას ან სააგენტოს.
 
8. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია:
 
ა) ამ დადგენილების 65-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასწორი დოკუმენტების წარდგენა;
 
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა, ხელის შეშლა ან დათვალიერებისთვის სათანადო პირობების შეუქმნელობა;
 
გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა.
 
9. შენობა-ნაგებობის (გარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია:
 
ა) 65-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა;
 
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სააგენტოს წარმომადგენლისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;
 
გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;
 
დ) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდების და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.
 
10. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ამ დადგენილების 65-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობა.
 
11. შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
 
12. შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს.
 
თავი XIX
 
სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა
 
მუხლი 67. სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა
 
1. დამკვეთის ან/და მესაკუთრის/მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროე­ნერ­გიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებ­ლობა გულისხმობს შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნა­ლური ქსელების მფლობელი კომპანიისაგან ინფორმაციის მი­ღებას სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.
 
2. შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსე­ლების მფლობელი კომპანიები საქართველოს ზოგადი ადმი­ნის­ტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად წარმოა­დგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ასრულებენ რა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, შესაბამისად, სამშენებ­ლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებლობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა.
 
3. შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიები ვალდებული არიან გასცენ ინფორმაცია სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტრო­ენერ­გიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებ­ლობის შესახებ, ხოლო შესაძლებლობის არარსებობის შემ­თხვევაში – არგუმენტირებული/დასაბუთებული უარის შე­სა­­ხებ.
 
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობელი კომპანიების მხრიდან არ არსებობს სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროე­ნერგიითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესაძლებ­ლობა, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა მათი განვითარებისა, ასეთ შემთხვევაში შესაბამის კომპანიებს არა აქვთ უარის თქმის უფლება ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების უზრუნველყოფასა და მიერთების შესაძლებლობაზე.
 
5. სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების უზრუნველყოფა განი­საზღვ­რება ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლო­­­­ბელ კომპანიებსა და ლოკალური საინჟინრო-კომუნა­ლუ­რი ქსელების მესაკუთრე(ებ)ს შორის გაფორმებული ხელშეკ­რუ­ლების შესაბამისად ამ მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტე­ბით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
 
6. ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლო­ბელ კომპანიებსა და ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსე­ლების მესაკუთრეს შორის სამშენებლო მოედნისა და შენობა-ნაგებობის წყლით, წყალარინებით, საკანალიზაციო ქსელით, ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარა­გების უზ­რუნ­ველმყოფი ხელშეკრულებით აბონენტად აყვანა ხდება ობიექტის (შენობა-ნაგებობის და/ან მიწის ნაკვეთის) და არა მისი მესაკუთრის. შესაბამისად, აღნიშნული შენობა-ნაგებობის და/ან მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში, ხელშეკ­რულებით განსაზღვრული პირობები/სიმძლავრეები ავ­ტო­­მა­ტურად გადაეცემა ახალ მესაკუთრეს.
 
7. მშენებლობის ნებართვის მფლობელი, რომელსაც გა­ფორ­მებული აქვს ხელშეკრულება ძირითადი საინჟინრო-კომუ­ნალური ქსელების მფლობელ კომპანიებთან, ლოკალური სა­ინ­ჟინრო-კომუნალური ქსელების ძირითად საინჟინრო-კომუ­ნალურ ქსელებთან მიერთების თაობაზე, მიერთების სამუშა­ოების დაწყებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე ახდენს შესაბა­მისი ძირითადი საინჟინრო-კომუნალური ქსელების მფლობე­ლის წე­რილობით ინფორმირებას ლოკალური საინჟინრო-კომუნა­ლური ქსელების ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსე­ლებთან მიერ­თების სამუშაოების წარმოების შესახებ.
 
8. სამშენებლო საქმიანობის შესაბამისი ნორმატიულ-ტექ­ნიკური დოკუმენტების შესაბამისად განსახორციელებელი ლო­­­­კა­ლური საინჟინრო-კომუნალური ქსელების ძირითად საინ­ჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების სამუშაოები წარ­მოებს მშენებლობის ნებართვის მფლობელსა და სამუ­შაოების შემსრულებელ ნებისმიერ სამშენებლო ორგანიზა­ციას ან ინჟინერ-მემონტაჟეს შორის დადებული ხელშეკრულების სა­ფუ­ძ­ველზე. შესაბამისი ძირითადი საინჟინრო-კომუ­ნალური ქსე­­ლების მფლობელი უფლებამოსილია მიერთების სამუშა­ოებს გაუწიოს ტექნიკური ზედამხედველობა.
 
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სამუშა­ოების შესრულების შემდეგ მშენებლობის ნებართვის მფლო­ბელსა და სამუშაოების შემსრულებელ ნებისმიერ სამშენებ­ლო ორგანიზაციას ან ინჟინერ-მემონტაჟეს შორის დგება აქტი მიერთების შესახებ.
 
თავი XX
 
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
 
მუხლი 68. დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული წარ­მოებებ
 
1. იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.
 
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექ­ტების მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდა მოხ­დება ამ დადგენილების ამოქმედებისას მოქმედი კანონმდებ­ლობის შესაბამისად.
 
3. თუ შენობები აშენებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ამ დადგენილების მოთხოვნების შეუსაბამოდ, მა­თი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია დადგენილების მოთ­­ხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კი­დევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნ­და იქნეს ყველა შესაძლებლობა.
 
მუხლი 69. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები
 
2018 წლის 1 იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებებისთვის გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. 
 
მუხლი 70. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.
 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
13. 29/02/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 58 - ვებგვერდი, 01/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 03/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 285 - ვებგვერდი, 04/08/2023 11. 13/10/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 487 - ვებგვერდი, 17/10/2022 10. 03/10/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 471 - ვებგვერდი, 04/10/2022 9. 26/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 392 - ვებგვერდი, 27/07/2022 8. 12/07/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 361 - ვებგვერდი, 14/07/2022 7. 08/06/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 291 - ვებგვერდი, 09/06/2022 6. 16/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 241 - ვებგვერდი, 17/05/2022 5. 13/07/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 353 - ვებგვერდი, 14/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 10/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 748 - ვებგვერდი, 15/12/2020 3. 04/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 733 - ვებგვერდი, 07/12/2020 2. 18/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 284 - ვებგვერდი, 20/06/2019 1. 07/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 270 - ვებგვერდი, 11/06/2019