საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4748-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2019
ძალაში შესვლის თარიღი 02/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019490
4748-IIს
30/05/2019
ვებგვერდი, 30/05/2019
330090000.05.001.019490
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 141-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10−მე-20 ნაწილები:

„10. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული სივრცითი მოწყობის გეგმები/მათი გეგმარებითი დავალებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთი გეგმის გეგმარებითი დავალების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შეიძლება დასრულდეს აღნიშნული გეგმარებითი დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

11. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 2019 წლის 3 დეკემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ასეთი გეგმების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი გეგმის სახით დამტკიცება.

12. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების გეგმარებითი დავალების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შეიძლება დასრულდეს აღნიშნული გეგმარებითი დავალების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გეგმის დამტკიცებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს მისი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი გეგმის სახით დამტკიცება. 

13. იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც ვრცელდება ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული, 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმები, იერარქიულად ქვემდგომი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

14. 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე 2019 წლის 3 დეკემბრამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები შეესაბამება ამ კოდექსით განსაზღვრულ განაშენიანების დეტალურ გეგმებს და ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ასეთ გეგმებში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მათი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

15. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მოიცავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2025 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ვადის გასვლამდე შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ასეთი გეგმების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა. 

16. 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2021 წლის 3 ივნისამდე. ასეთი გეგმის გეგმარებითი დავალებების საფუძველზე შესაბამისი გეგმის შემუშავება შეიძლება დასრულდეს აღნიშნული გეგმარებითი დავალებების დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ გეგმაში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს მისი ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

17. თუ 2019 წლის 3 ივნისამდე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ამ პირობების მოქმედების პერიოდში ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენება მათი დამტკიცების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.

18. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შემთხვევაში მოქმედებს ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობა.

19. ამ კოდექსის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-20 ნაწილისა, 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.

20. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.“.

2. 142-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2019 წლის 3 ივნისამდე.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 მაისამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 2 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მაისი 2019 წ.

N4748-IIს