„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4749-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.019493
4749-IIს
30/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
430060000.05.001.019493
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით ადგენს საფასურს ამ კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვებისათვის ან/და მომსახურებისათვის;“.

2. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები − პროფესიული კოლეჯები და საზოგადოებრივი კოლეჯები ჩაითვალოს ამ კანონის შესაბამისად მოპოვებული ავტორიზაციის მქონე კოლეჯებად ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, ხოლო მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები − ავტორიზებული კოლეჯების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1− 15 პუნქტები:

„11. კოლეჯს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია განახორციელოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ავტორიზაციის დარჩენილი ვადით;

ბ) კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის, ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე.

13. ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოლეჯმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისა და აღნიშნულ პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ავტორიზაციის პროცესში შეფასების საგანი არ არის.

14. ავტორიზაციის ვადის გასვლის/ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში კოლეჯის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ პროფესიულ სტუდენტებს შეუძლიათ განახორციელონ პროფესიული სტუდენტის მობილობა და გადავიდნენ სხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

15. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კოლეჯი/საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, აგრეთვე ჩარიცხოს ახალი პროფესიული სტუდენტები ამ პროგრამაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები.“;

გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 მაისი 2019 წ.

N4749-IIს