კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე

კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 450030000.10.003.021271
254
29/05/2019
ვებგვერდი, 31/05/2019
450030000.10.003.021271
კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №254

2019 წლის 29 მაისი

   ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე

მუხლი 1
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს:

1. ციციშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსს: სასახლეს, საცხოვრებელ კოშკს, აბანოს, გალავანს (მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ნიჩბისი).

2. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს (გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარიანი).

3. გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი პატარძეული).

4. გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს (ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყვიში).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე